განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/67-18 (#057110118001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- ს--–----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ-------- ი---ეს ძე ხ-------ე დაბადებული 1--- წლის 1- სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ბ---------, წ-------–ის ქუჩა №1-, ქ. ბ---------, რ---------–ის ქ. N3-.
ადვოკატი - ვ--–---ი კ-------–---ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი)
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით (ორი ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 8 იანვარს, ნ-------- ხ-------ემ დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ბ--------–ი რ---------–ის ქუჩა N3--ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულოწლოვანი შვილების თანდასწრებით მის მეუღლეზე მ-----ი ბ-------ზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მ-----ი ბ------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 11 იანვარს დაახლოებით 18:00 საათზე ბ---------ს რაიონის სოფელ ვ---–---–ი ნ-------- ხ-------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მის მეუღლეზე მ-----ი ბ-------ზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა კერძოდ: ცემა ხელებისა და ფეხების გამოყენებით სახის არეში, რის შედეგადაც მ-----ი ბ------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების ჯ------–ი ვ-–----ის, მ-----ა გ------ის, დაზარალებულ მ-----ი ბ-------ს გამოკითხვის ოქმები, თავად ნ-------- ხ-------ის გამოკითხვის ოქმი და სხვ.) ერთობლიობა ნ-------- ხ-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-------- ხ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით (ორი ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ-------- ხ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ნ-------- ხ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ნ-------- ხ-------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მომხდარ ფაქტამდე გაცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერი, ყავს შვიდი შვილი, არის უმუშევარი, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, ამასთან მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად პირობითი მსჯავრის განსაზღვრის საფუძველი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-------- ხ-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად პირობითი მსჯავრის განსაზღვრა, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ნ-------- ხ-------ე წარსულში არ არის ნასამართლევი და სახეზე არ არის დანაშაულის რეციდივი, მას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა განესაზღვროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-------- ხ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სასჯელთა შთანთქმის გამოყენებით ნ-------- ხ-------ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გირაო (საპატიმრო უზრუნველყოფით) გაუქმდეს და მსჯავრდებული ნ-------- ხ-------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან. განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში ნ-------- ხ-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 11 იანვრიდან - 2018 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ნ-------- ხ-------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური