გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.02.2018
საქმის ნომერი
130210017002178090
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-812-17

(130210017002178090)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 თებერვალი, 2018 წელი ქ. ხ-–----ი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - თეიმურაზ ფარეიშვილი

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

მოსარჩელეები - გ------------–---ძე, მ---------------ძე და ლ-------------ლი;

წარმომადგენლები - ქ--------------–-ძე და კ------------–-----ძე

 

მოპასუხე - შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი";

წარმომადგენელი - ო-–----------–-ძე;

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე შპს ”ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" დაეკისროს გ------------–---ძის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის თანხა 12 100 ლარი და 21 თეთრი, ექსპერტიზის ხარჯი - 200 ლარი, ხარჯთაღრიცხვის შედგენის - 500 ლარი.

 

1.2. მოპასუხე შპს ”ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" დაეკისროს გ------------–---ძის სასარგებლოდ ექსპერტიზის ხარჯი - 200 ლარი, ხარჯთაღრიცხვის შედგენის - 500 ლარი.

 

1.3. მოპასუხე შპს ”ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" დაეკისროს მ---------------ძის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის თანხა 18 695 ლარი და 07 თეთრი.

 

1.4. მოპასუხე შპს ”ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" დაეკისროს მ---------------ძის სასარგებლოდ ექსპერტიზის ხარჯი - 500 ლარი, ხარჯთაღრიცხვის შედგენის - 500 ლარი.

 

1.5. მოპასუხე შპს ”ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" დაეკისროს ლ-------------ლის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის თანხა 23 960 ლარი და 91 თეთრი.

 

1.4. მოპასუხე შპს ”ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" დაეკისროს ლ-------------ლის სასარგებლოდ ექსპერტიზის ხარჯი - 500 ლარი, ხარჯთაღრიცხვის შედგენის - 500 ლარი.

 

მოსარჩელეთა განმარტებით: - ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში გააჩნიათ უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლები. გ------------–---ძეს საკუთრებაში აქვს 88.7 კვ. მეტრი ფართის საცხოვრებელი სახლი, მეორე ნაგებობა 11.9 კვ. მეტრი ფართი, შენობები განთავსებულია 1212 კვ. მეტრი ფართის მიწის ნაკვეთზე. მ---------------ძეს საკუთრებაში აქვს 185.1 კვ. მეტრი ფართის საცხოვებელი სახლი განთავსებული 1004.24 კვ. მეტრი ფართის მიწის ნაკვეთზე. ლ-------------ლს საკუთრებაში აქვს 100 კვ. მეტრი ფართის საცხოვრებელი სახლი, განთავსებული 504 კვ. მეტრი ფართის მიწის ნაკვეთზე. შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი" აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. გვირაბის მშენებლობის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა სახლის კედლები. გვირაბში მიწისქვეშა აფეთქებები ხორციელდება სისტემატიურად, დაშვებულ ნორმაზე მეტი სიმძლავრით, მითითებულმა კი გამოიწვია მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლების დაზიანება.

სსიპ "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 13 მარტს გაცემული №0-------- დასკვნის მიხედვით, "ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე მოქალაქე გ------------–---ძის საკუთრებაში არსებული სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად I-II ხარისხისაა, თუმცა შენობის მარცხენა ტორსულ კედელზე წარმოქმნილი დაზიანება III ხარისხისაა. I-II ხარისხში დაზიანებული შენობები შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროებენ დაკვირვებას. ამ მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიგა სივრცეში გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები). საცხოვრებელ სახლზე შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით.

ინდივიდუალური მეწარმე ზ-------------–-ძის მიერ მომზადებული გამაგრება-შეკეთების სამუშაოების რესურსული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მიხედვით, მოქალაქე გ-------------–---ძის სახლის დაზიანებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 12 100 ლარი და 21 თეთრი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე გ------------–---ძე.

სსიპ "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 29 მარტს გაცემული №0-------- დასკვნის მიხედვით, "ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე მოქალაქე მ---------------ძის საკუთრებაში არსებული სახლის ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა ძირითადად დამაკმაყოფილებელია. შენობაში განვითარებული ბზარები ძირითადად გამოწვეულია 2012 წლიდან სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით, ასევე ფუძე-გრუნტის გაწყლიანებით და საძირკვლის არათანაბარი ჯდენით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად II ხარისხისაა, თუმცა შენობის მარცხენა ტორსულ კედელზე წარმოქმნილი დაზიანება III ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია თუმცა საჭიროებს დაკვირვებას. ამ მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიგა სივრცეში გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები).

ინდივიდუალური მეწარმე ზ-------------–-ძის მიერ მომზადებული გამაგრება-შეკეთების სამუშაოების რესურსული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მიხედვით, მოქალაქე მ---------------ძის სახლის დაზიანებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 18 695 ლარი და 07 თეთრი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე მ---------------ძე.

სსიპ "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 21 ნოემბერს გაცემული №0-------- დასკვნის მიხედვით, "ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე მოქალაქე ლ-------------ლის საკუთრებაში არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. 2012 წლიდან განვლილ პერიოდში შენობის ტექნიკური მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა დაზიანების ხარისხი დარჩა იგივე, II ხარისხის დაზიანება, ადრე დაფიქსირებული ბზარების გახსნილობა და მოხაზულობა ვიზუალურად შესამჩნევად არ შეცვლილა, მაგრამ წარმოიქმნა მრავალი ახალი ბზარი, რომლებიც პირველი კვლევის დროს არ შეინიშნებოდა. საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსოს და ღობის დაზიანება ძირითადად გამოწვეულია 2012 წლიდან N9 სარკინიგზო გვირაბის გაყვანისათვის წარმოებული აფეთქებითი სამუშაოებით. სახლის სახურავის საფარის და მეორე სართულის ჭერის დაზიანება გამოწვეულია ტექნიკური მოუვლელობით. ასეთ ხარისხში დაზიანებულ შენობებში შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება, შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია დაზიანების ხარისხის გაზრდა. ღობის კედელზე განვითარებული დაზიანება V ხარისხისაა. დაკვირვების მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე გაიკრას თაბაშირის ყალაურები. ზარალის ოდენობის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ აღდგენა-გაძლიერების პროექტის მიხედვით შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ.

ინდივიდუალური მეწარმე ზ-------------–-ძის მიერ მომზადებული გამაგრება-შეკეთების სამუშაოების რესურსული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მიხედვით, მოქალაქე ლ-------------ლის სახლის დაზიანებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 23 960 ლარი და 91 თეთრი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე ლ-------------ლი.

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის'' წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლები მდებარეობენ გვირაბიდან მოშორებით, საკმაო მანძილზე და მათი დაზიანება არ არის გამოწვეული მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად. ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 31 მარტის №0--------, 2017 წლის 29 მარტის №0-------- და 2016 წლის 21 ნოემბრის №0-------- დასკვნები სავარაუდოა და მათი კვლევითი ნაწილი ეფუძნება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებს, არის დაუსაბუთებელი და აგებულია ვარაუდზე. დასკვნები არ არის შესაბამისად, დასაბუთებული და არ გამომდინარეობს რაიმე კონკრეტული გამოკვლევებისა და ოფიციალური ჩანაწერებიდან. სამუშაოების გავლენის შეფასება სოფელ ქ--–----ზე, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში საქართველოს რკინიგზის დაკვეთით აწარმოა კომპანია "ე---------მა" იმ მიზნით, რომ განხორციელებულიყო აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგი და გაუმჯობესებულიყო აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური მაჩვენებლები, ასევე აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგები ყოფილიყო დასაშვებ ნორმებში. აღნიშნული კვლევის შედეგები საერთოდ არ გამოუყენებია ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, ხოლო სხვა რაიმე ალტერნატიული მონაცემები აფეთქების ირგვლივ მას არ გააჩნდა. მოპასუხის დაკვეთით ექსპერტიზა ჩაატარა აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელმა საერთაშორისო კომპანია "ე---------მა", რომლის მეშვეობით დასტურდება, რომ ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების არასწორია და მოპასუხე კომპანიის მიერ განხორციელებულ აფეთქებით სამუშაოებს ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელეთა კუთვნილ საცხოვრებელ სახლებზე არსებული დაზიანებების წარმოქმნაში. ანალოგიურად, უშუალოდ მოსარჩელეთა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ამავე კომპანიის მიერ 2017 წლის 01 სექტემბერს გაცემულ იქნა საექსპერტო დასკვნები, რომლებიც ასევე ცალსახად მიუთითებენ, რომ მოსარჩელეთა ქონებების დაზიანება არ არის გამოწვეული მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად. საქმეზე დართული ინდ. მეწარმე ზ-------------–-ძის მიერ შედგენილ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას არ ეთანხმება მოპასუხე მხარე და თვლიან, რომ მას საქმესთან კავშირი საერთოდ არა აქვს, არის მეტისმეტად გაბერილი და არ გამომდინარეობს ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 31 მარტის №0--------, 2017 წლის 29 მარტის №0-------- და 2016 წლის 21 ნოემბრის №0-------- დასკვნებიდან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი'' ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, მშენებლობის პროცესში გამოიყენება, მიწისქვეშა აფეთქებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.2. დადგენილია, რომ მოსარჩელეების გ------------–---ძის, მ---------------ძის და ლ-------------ლის საცხოვრებელი სახლები მდებარეობენ ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები. ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 13 მარტს გაცემული №0-------- დასკვნის მიხედვით, "ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე მოქალაქე გ------------–---ძის საკუთრებაში არსებული სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად I-II ხარისხისაა, თუმცა შენობის მარცხენა ტორსულ კედელზე წარმოქმნილი დაზიანება III ხარისხისაა. I-II ხარისხში დაზიანებული შენობები შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროებენ დაკვირვებას. ამ მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიგა სივრცეში გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები). საცხოვრებელ სახლზე შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის საწიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით.

3.2.2. სსიპ "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 29 მარტს გაცემული №0-------- დასკვნის მიხედვით, "ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე მოქალაქე მ---------------ძის საკუთრებაში არსებული სახლის ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა ძირითადად დამაკმაყოფილებელია. შენობაში განვითარებული ბზარები ძირითადად გამოწვეულია 2012 წელს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით, ასევე ფუძე-გრუნტის გაწყლიანებით და საძირკვლის არათანაბარი ჯდენით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად II ხარისხისაა, თუმცა შენობის მარცხენა ტორსულ კედელზე წარმოქმნილი დაზიანება III ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია თუმცა საჭიროებს დაკვირვებას. ამ მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიგა სივრცეში გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები).

3.2.3. სსიპ "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 21 ნოემბერს გაცემული №0-------- დასკვნის მიხედვით, "ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე მოქალაქე ლ-------------ლის საკუთრებაში არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. 2012 წლიდან განვლილ პერიოდში შენობის ტექნიკური მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა დაზიანების ხარისხი დარჩა იგივე, II ხარისხის დაზიანება, ადრე დაფიქსირებული ბზარების გახსნილობა და მოხაზულობა ვიზუალურად შესამჩნევად არ შეცვლილა, მაგრამ წარმოიქმნა მრავალი ახალი ბზარი, რომლებიც პირველი კვლევის დროს არ შეინიშნებოდა. საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსოს და ღობის დაზიანება ძირითადად გამოწვეულია 2012 წლიდან N9 სარკინიგზო გვირაბის გაყვანისათვის წარმოებული აფეთქებითი სამუშაოებით. სახლის სახურავის საფარის და მეორე სართულის ჭერის დაზიანება გამოწვეულია ტექნიკური მოუვლელობით. ასეთ ხარისხში დაზიანებულ შენობებში შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება, შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია დაზიანების ხარისხის გაზრდა. ღობის კედელზე განვითარებული დაზიანება V ხარისხისაა. დაკვირვების მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე გაიკრას თაბაშირის ყალაურები. ზარალის ოდენობის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ აღდგენა-გაძლიერების პროექტის მიხედვით შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება, სსიპ "ლ----------------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" დასკვნები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

სასამართლო თვლის, რომ უნდა დადგინდეს კონკრეტულად რა ოდენობის ზიანი მიაყენა მოპასუხე ორგანიზაციამ მოსარჩელეებს სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში და რომ ეს ზიანი გამოიწვია მოპასუხის ქმედებამ.

3.2.2. დადგენილია, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე გ------------–---ძის, მ---------------ძის და ლ-------------ლის საცხოვრებელი სახლები საჭიროებენ აღდგენა-გაძლიერებით სამუშაოებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეების გ------------–---ძის, მ---------------ძის და ლ-------------ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების დაზიანებაში ბრალი მიუძღვის შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" მოპასუხის მიერ იმაზე მითითება, რომ აფეთქებები წარმოებდა დასაშვები სიმძლავრის ფარგლებში რაიმე მტკიცებაზე დამყარებული არ არის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის არსებობის ფაქტი;

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ბრალი დამდგარ შედეგის მიმართ. ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

4. მოპასუხე უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ------------–---ძის, მ---------------ძის და ლ-------------ლის საცხოვრებელი სახლები მდებარეობენ ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში ამავე სოფლის ტერიტორიაზე მოპასუხე აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოებს, რა დროსაც იყენებენ მიწისქვეშა აფეთქებებს. ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მიმდინარე სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა სისტემატიურმა, მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მოსარჩელეების გ------------–---ძის, მ---------------ძის და ლ-------------ლის საცხოვრებელი სახლების დაზიანება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეების გ------------–---ძის, მ---------------ძის და ლ-------------ლის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 411-ე, 992-ე, მუხლებით.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა განხილულ უნდა იქნეს ზიანის მიყენებიდან (დელიქტიდან) გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობად, რამდენადაც მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის" მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით ზიანი მიაყენა მოსარჩელეებს, რაც გამოიხატა მის მიერ მოსარჩელების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების სახით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის აუცილებელია ერთდროულად შემდეგი წინაპირობების არსებობა: მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა მოპასუხის მხრიდან, ამ ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის არსებობა (ე.ი. ზიანი და მიზეზობრივი კავშირი) და ბრალეულობის არსებობა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში მდებარე გ------------–---ძის, მ---------------ძის და ლ-------------ლის საცხოვრებელი სახლები დაზიანდა მოპასუხე შპს ”ჩ-----ის რკინიზის 23-ე ბიუროს ჯგუფის” მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში. დადგენილია, რომ ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში მდებარე გ------------–---ძის, მ---------------ძის და ლ-------------ლის საცხოვრებელი სახლები საჭიროებენ აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებს და ასევე დადგენილია, რომ ინდივიდუალური მეწარმე ზ-------------–-ძის მიერ მომზადებული გამაგრება-შეკეთების სამუშაოების რესურსული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მიხედვით, მოქალაქე გ-------------–---ძის სახლის დაზიანებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 12 100 ლარი და 21 თეთრი, მარინა მაჯავიძის სახლის დაზიანებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 18 695 ლარი და 07 თეთრი, ლ-------------ლის სახლის დაზიანებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 23 960 ლარი და 91 თეთრი.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მოსარჩელეთა ქონების დაზიანებაში მათ ბრალი არ მიუძღვით, რომ აფეთქებები წარმოებდა დასაშვები ნორმის ფარგლებში, რადგან ს----------–ის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით მოსარჩელეთა ქონების დაზიანების მიზეზია სისტემატიური და მრავალჯერადი აფეთქებები, რასაც ადგილი ჰქონდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დროს. დაზიანების გამომწვევი სხვა მიზეზები მოპასუხის მიერ დადასტურებული ვერ იქნა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ თუნდაც დასაშვებ ნორმებში წარმოებულიყო აფეთქებები - მას ჰქონდა სისტემატიური და მრავალჯერადი ხასიათი, (რაც დადასტურებულია როგორც მოპასუხის მიერ - ასევე ს----------–ის ექსპერტიზის დასკვნით) რასაც შედეგად მოჰყვა შენობების დაზიანება.

დაზიანებების შესახებ მოპასუხისათვის თავიდანვე გახდა ცნობილი, მაგრამ მათ არ შეამცირეს აფეთქებების ინტენსიობა და არ შეცვალეს გვირაბის მშენებლობის საშუალება.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე გ------------–---ძის მ---------------ძის და ლ-------------ლის ქონების დაზიანება გამოიწვია შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის" მიერ წარმოებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დროს.

მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს" ჯგუფმა ვერ დაადასტურა მისი ბრალეულობის გამომრიცხავი ფაქტის არსებობა.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში გ------------–---ძე, მ---------------ძე და ლ-------------ლის უფლებამოსილნი არიან შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" მოსთხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რამდენადაც ადგილი აქვს ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოპასუხე მხარისთვის დაკისრების კანონით გათვალისწინებულ აუცილებელი წინაპირობებს და 992-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელ სამართლებრივ საფუძველს.

როგორც წარმოდგენილი ს----------–ის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება - ლ-------------ლის სახლის სახურავის დაზიანება გამოწვეულია არა მოპასუხის ბრალით - არამედ მოუვლელობით, რის გამოც ზიანის თანხა ხარჯთაღრისხვის გაანგარიშებიდან გამომდინარე უნდა შემცირდეს 2148 ლარით.

ასევე მ---------------ძის ეზოს საყრდენი კედლის დაზიანება ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით გამოწვეულია ხის დიდი ფესვებით, რის გამოც ხარჯთაღრიცხვის გაანგარიშების მიხედვით კედლის აღდგენითი ღირებულება 1750 ლარი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

სასამართლო მტკიცებულებათა გონივრული შეფასების საფუძველზე თვლის, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელე გ------------–---ძის სასარგებლოდ 12 100.21 ლარი, მარინა მაჯავიძის სასარგებლოდ 16 945 ლარი, ხოლო ლ-------------ლის სასარგებლოდ 21 812 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოპასუხეს ასევე უნდა გადახდეს მოსარჩელეთა მიერ სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯები - ექსპერტიზის დასკვნის და ხარჯთაღრიცხვის შედგენის , რაც ტ--–----ის მიმართ შესაბამისად შეადგენს 200 ლარს და 500 ლარს, გ--------–ის მიმართ 500-500 ლარს და მ-------ძის მიმართ 500-500 ლარს.

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეებს გადაუვადდათ გადაწყვეტილების გამოტანამდე სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხა, გ------------–---ძეს - 363 ლარი, მ---------------ძეს - 560.85 ლარი, ხოლო ლ-------------ლს - 718.80 ლარის გადახდა.

გამომდინარე იქიდან, რომ გ------------–---ძის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა ამ ნაწილში მოპასუხეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს -363 ლარი, ხოლო ლ-------------ლის და მ---------------ძის სარჩელის ნაწილში შესაბამისად სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 654 ლარი და 508 ლარი.

ასევე ლ-------------ლს უნდა გადახდეს გადავადებული სახ. ბაჟი -64- ლარი, ხოლო მ-------ძეს-52.35 ლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" გ------------–---ძის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის თანხის - 12 100.21 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" გ------------–---ძის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯის - 200 ლარის, ხარჯთაღრიცხვის შედგენის - 500 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" მ---------------ძის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის თანხის - 16 945 ლარის გადახდა.

 

5. მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" მ---------------ძის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯის - 500 ლარის, ხარჯთაღრიცხვის შედგენის - 500 ლარის გადახდა.

 

6. მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" ლ-------------ლის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის თანხის - 21 812 ლარის გადახდა.

 

7. მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" ლ-------------ლის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზისხარჯის - 500 ლარის. ხარჯთაღრიცხვის შედგენის - 500 ლარის გადახდა.

 

8. ლ-------------ლს და მ---------------ძეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეთ გადავადებული სახ ბაჟის თანხა გ--------–ს - 64 ლარი, ხოლო მ-------ძეს - 52.35 ლარი.

 

9.მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ ტ--–----ის სარჩელზე გადახდეს 363 ლარი, გ--------–ის სარჩელზე-654 ლარი, ხოლო მ-------ძის სარჩელზე-508 ლარი.

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–----ის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი