განაჩენი

სისხლის სამართლის 16.03.2018
საქმის ნომერი
180100117002353777
თარიღი
16.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/084-17 12 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,სხდომის სახე - ღია,ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-----–--–---;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ა-–------------------;

ბრალდებული - ზ---ა თ----------ის ძე ჭ----ძე, დაბადებული 1--- წლის 13 მ---ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში, აღკვეთის ღონისძიების გარეშე მყოფი.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2017 წლის 25 თებერვალს, დაახლოვებით 00:30 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში, ზ---ა ჭ----ძემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ორსულ მეუღლეს შ------ა ტ-----–--ეს, კერძოდ მუშტი დაარტყა სახის არეში, ხოლო ფეხი - მუცლის არეში, რის შედეგადაც შ------ა ტ-----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2017 წლის 25 თებერვალს, დაახლოვებით 00:30 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში, ზ---ა ჭ----ძემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს შ------ა ტ-----–--ეს, კერძოდ მუშტი დაარტყა სახის არეში, ხოლო ფეხი - მუცლის არეში, რის შედეგადაც შ------ა ტ-----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი

 

3. ბრალდებულმა ზ---ა ჭ----ძემ სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება.

4. დაზარალებულ შ------ა ტ-----–--ემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ზ---ა ჭ----ძის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე და განმარტა, რომ ქმართან ზ---ა ჭ----ძესთან აქვს კარგი ურთიერთობა, მას შემდეგ, რაც იგი ციხიდან გამოვიდა. აღნიშნულ დღეს ზ---ა ჭ----ძე იყო ძალიან ნასვამი.

5. მოწმე თ---------- ჭ----ძემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მისი შვილის ზ---ა ჭ----ძის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე.

6. მოწმე ქ------ნ მ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზ---ა ჭ----ძე არის ქ------ნ მ--------–---–ის ბიძა და მას კარგი ურთიერთობა აქვს, როგორც ზ---ა ჭ----ძესთან, ასევე შ------ა ტ-----–--ესთან. 2017 წლის 25 თებერვალს, ქ------ნ მ--------–---–ი იყო პაპასთან თ---------- ჭ----ძესთან სტუმრად მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში, საღამო ხანს, მან გაიგონა ხმაური მეორე სართულიდან, სადაც იყვნენ მხოლოდ ზ---ა ჭ----ძე, შ------ა ტ-----–--ე და ბავშვები. იგი პაპასთან ერთად ავიდა ზემოთ სართულზე და დაინახა განერვიულებული შ------ა ტ-----–--ე, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე და მსუბუქი დაზიანება. შ------ა ტ-----–--ემ მოწმეს უთხრა, რომ ზ---ა ჭ----ძემ ხელი გაარტყა. ამის შემდეგ მოვიდა სასწრაფო და საპატრულო პოლიციის დანაყოფი, რის შემდეგაც ზ---ა ჭ----ძე გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. ზ---ა ჭ----ძეს პოლიციის განყოფილებაში გაჰყვა შ------ა ტ-----–--ე და სახლში დაბრუნდა გვიან. მოწმემ განმარტა, რომ შ------ა ტ-----–--ეს ერთ მხარეზე ლოყაზე აღენიშნებოდა სიწითლე და ტირილისგან ჰქონდა ჩაწითლებული თვალები. ქ------ნ მ--------–---–ის ჩვენებით, ზ---ა ჭ----ძეს და შ------ა ტ-----–--ეს აქვთ კარგი ურთიერთობა. მოწმემ არ იცის, თუ ვინ გამოიძახა პოლიცია.

7. მოწმე შ--–-ა რ------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს მცხეთის რაიონული სამმართველოს მ-------ის პოლიციის განყოფილების დეტექტივ გამომძიებლად. 2017 წლის 25 თებერვალს მ-------ის პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება შ------ა ტ-----–--ის მხრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ ზ---ა ჭ----ძე მასზე ახორციელებდა ოჯახურ ძალადობას. შ--–-ა რ------–---–ი მივიდა შემთხვევის ადგილზე, გაესაუბრა შ------ა ტ-----–--ეს და დაადასტურა მასზე მომხდარი ოჯახური ძალადობა. ამის შემდეგ შ--–-ა რ------–---–მა გამოიძახა ექსპერტები, რომლებმაც დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. ზ---ა ჭ----ძე გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში, სადაც იგი დაიკითხა და მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და ამის შემდეგ ზ---ა ჭ----ძე დააკავეს. ასევე დაიკითხა შ------ა ტ-----–--ე, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ძალადობა და განაცხადა, რომ ურთიერთობის დროს შელაპარაკების ნიადაგზე ზ---ა ჭ----ძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და მასზე განახორციელა ოჯახური ძალადობა. ასევე დაიკითხა ზ---ა ჭ----ძის მამა და ზ---ა ჭ----ძის დის შვილი. გამოძიების ეტაპზე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა შ------ა ტ-----–--ის დაზიანებასთან დაკავშირებით. დასკვნის შედეგად, შ------ა ტ-----–--ეს ჰქონდა მსუბუქი დაზიანება, რომელსაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მოშლა. გამომძიებელმა შ--–-ა რ------–---–მა ზ---ა ჭ----ძეს წაუყენა ბრალი, რომელმაც თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. 2015 წელს ზ---ა ჭ----ძის ოჯახში იყო სხვა ოჯახური კონფლიქტებიც. გამომძიებელი შ--–-ა რ------–---–ის ჩვენებით, ჭ----ძეების ოჯახი არის საკმაოდ კონფლიქტური, რასაც ჰქონდა სისტემატური სახე.

8. მოწმე კ------------ე ც-----–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგინდა, რომ იგი არის ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევათა ექსპერტი. მის მიერ მ-------ის პოლიციის განყოფილების დადგენილებით ჩატარებული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა შ------ა ტ-----–--ის სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებით. შ------ა ტ-----–--ეს 2017 წლის 27 თებერვალს თავის არეში აღენიშნებოდ მენიკური დაზიანება, რაც გამოწვეულია ბლაგვის საგნით. კ------------ე ც-----–---–ს ექსპერტიზამდე წარედგინა ახალგორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გაცემული სამედიცინო ბარათი, სადაც აღნიშნული იყო, რომ შ------ა ტ-----–--ეს აწუხებდა ტკივილი მარცხენა საზარდულის არეში, რაც გამოწვეულია ცემით. შემოწმების დროს თავის არეში მიღებული დაზიანება არ ეწინააღმდეგება ფაქტის მოხდენის დროს. მოწმის ჩვენებით დაზიანების საათობრივად განსაზღვრა შეუძლებელია. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენციაში არ შედის იმის დადგენა, დაზიანება განზრახ არის მიყენებული, თუ თვით დაზიანებაა.

9. მოწმე კ------------ე ც-----–---–ის ჩვენება ასევე დადასტურებულია სასამართლო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომლის მიხედვითაც პირადი შემოწმებით, შ------ა ტ-----–--ეს 2017 წლის 27 თებერვალს თავის მიდამოში აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

11. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ არ არის საქმეზე წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები ზ---ა ჭ----ძის ბრალდების დასადასტურებლად. სასამართლო იზიარებს და ყურადღებას მიაქცევს საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტს, შეტყობინების რეგისტრაციის №4----- ბარათს, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 25 თებერვალს 00:53:25 საათზე 112-ში შევიდა შეტყობინება. შეტყობინების შინაარსის მიხედვით, განმცხადებელი არის თავად დაზარალებული შ------ა ტ-----–--ე, რომელსაც მეუღლესთან აქვს ჩხუბი და ქალბატონი არის ცუდად. 2017 წლის 25 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შეტყობინებისთანავე მოხდა დაუყოვნებლივ სამართლებრივი რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მცხეთის რაიონული სამმართველოს მ-------ის პოლიციის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი შ--–-ა რ------–---–ი და ექსპერტები ვ----– შ--–---–---–ი და ი----- მ------–-–---–ი გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, შ------ა ტ-----–--ის ოჯახში და უშუალოდ, დაზარალებულის, შ------ა ტ-----–--ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში მისი სახლი. აღნიშნულ ოქმს თან ერთვის ფოტოსურათები, სადაც ნათლად ჩანს მისაღებ ოთახში დაზარალებული შ------ა ტ-----–--ე, რომელიც ხელით მიუთითებს საწოლის მიმართულებით, აღნიშნული კი იმ ფაქტზე მეტყველებს, რომ დაზარალებული შ------ა ტ-----–--ე აქტიურად ჩაერთო საგამოძიებო მოქმედებაში და თავისი მითითებებით ეხმარებოდა გამომძიებელს ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში. აღნიშნული ოქმის და თანდართული ფოტომასალის სისწორე დადასტურებული აქვს როგორც დეტექტივ-გამომძიებლ შ--–-ა რ------–---–ს და ექსპერტებს ვ----– შ--–---–---–ს და ი----- მ------–-–---–ს, ასევე შ------ა ტ-----–--ესაც.

12. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენება მისცა მოწმე ქ------ნ მ--------–---–მა, რომელმაც ასევე დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორე. მოწმის ჩვენებით, 2017 წლის 25 თებერვალს იგი იმყოფებოდა სტუმრად პაპასთან, მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში, 00:30 საათზე სახლის მეორე სართულიდან, სადაც ცხოვრობს ბიძა ზ---ა ჭ----ძე, შემოესმა ჩხუბის, ხმაურის ხმა და ქ------ნ მ--------–---–ი და მისი პაპა ავიდნენ მეორე სართულზე, სადაც იყვნენ მხოლოდ ზ---ა ჭ----ძე, შ------ა ტ-----–--ე და ბავშვები. ყველაფერი დამთავრებული იყო, ქ------ნ მ--------–---–ის კითხვაზე, შ------ა ტ-----–--ემ უპასუხა, რომ ზ---ა ჭ----ძემ დაარტყა ხელი, მოწმემ დამატებით დაადასტურა, რომ შ------ა ტ-----–--ეს ერთ ლოყაზე და ერთ თვალთან ეტყობოდა სიწითლე, მანვე დაამატა, რომ შესაძლებელია აღნიშნული სიწითლე გამოწვეული ყოფილიყო ტირილისაგან.

13. სასამართლო სარწმუნოობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მოწმე ქ------ნ მ--------–---–ის ჩვენებას. მოწმე, რომელიც იმყოფება სახლის პირველ სართულზე და ესმის რა ჩხუბის და ხმაურის ხმა ამავე სახლის მე-2 სართულიდან, სადაც მაშინვე ადის, იქ ხდება უშუალოდ თვითმხილველი მოწმე იმ ფაქტის, რომ დაზარალებული შ------ა ტ-----–--ე არის აღელვებული, აფორიაქებული, თვალები აქვს ჩაწითლებული ტირილისაგან, სახეზე თვალთან, ლოყაზე ეტყობა სიწითლე და მის კითხვაზე, თუ რა მოხდა, შ------ა ტ-----–--ე უხსნის მისი აფორიაქების და სახეზე სიწითლის მიზეზს, ეუბნება, რომ მას დაარტყა მისმა მეუღლემ, ზ---ა ჭ----ძემ. სასამართლო ვერ დაეთანხმება სასამართლო პროცესზე მოწმის ქ------ნ მ--------–---–ის განმარტებას, რომ შესაძლებელია ლოყაზე სიწითლე იყო გამოწვეული ტირილისაგან. სასამართლო განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში, ჯერ ერთი შ------ა ტ-----–--ეს ექნებოდა ორივე ლოყაზე სიწითლე და არა ერთ ლოყაზე, თუ ეს გამოწვეული იყო ტირილისაგან და ამასთან, მოწმემ ნახა დაზარალებული უშუალოდ ჩხუბისთანავე, რა დროსაც ის იყო აღელვებული და მას განუცხადა, თუ რა იყო მისი ტირილის და ლოყაზე არსებული სიწითლის უშუალო მიზეზი. მოწმემ სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ მან თავად ნახა შ------ა ტ-----–--ის ლოყაზე სიწითლე, რაზეც შ------ა ტ-----–--ემ უთხრა, რომ მას დაარტყა მისმა მეუღლემ, ზ---ა ჭ----ძემ. ამდენად, მოწმე ქ------ნ მ--------–---–იე გახდა უმალვე, მყისიერად თვითმხილველი და შემსწრე იმ ფაქტობრივი გარემოებების, რაც მოყვა მომხდარ ფაქტს.

14. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პოლიციის განყოფილებაში შესვლის დრო და ქ------ნ მ--------–---–ის ჩვენებაში მითითებული დრო ერთმანეთის თანხვედრაშია. ხოლო, მოწმე ქ------ნ მ--------–---–ის ჩვენებებში მითითებული დაზიანებების კვალი მთლიანად დადასტურებულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით შ------ა ტ-----–--ეს პირადი შემოწმებით 2017 წლის 27 თებერვალს თავის მიდამოში აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს, აღნიშნული დასკვნა დაადასტურა ექსპერტმა კ------------ე ც-----–---–მა, რომლის ჩვენებით, მას გასაუბრების დროს შ------ა ტ-----–--ემ განუმარტა, რომ 2017 წლის 25 თებერვალს მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა ზ---ა ჭ----ძემ თავის ოჯახის წევრის - შ------ა ტ-----–--ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

16. სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ზ---ა ჭ----ძემ ძალადობა განახორციელა ორსულ შ------ა ტ-----–--ის მიმართ, ვინაიდან სამედიცინო დოკუმენტაცია ორსულობის შესახებ, წინასასამართლო სხდომაზე, 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტაცია მოპოვებული იყო კანონის არსებითი დარღვევით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად კი, არსებით დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულებების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, ბრალდებულ ზ---ა ჭ----ძის ქმედებაში უნდა ამოირიცხოს ბრალდება ორსული ქალის მიმართ და უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

17. მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ---ა ჭ----ძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

18. ბრალდებულ ზ---ა ჭ----ძის შემამსუბუქებელია ის გარემოება, რომ მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, დაზარალებულთან არის შერიგებული. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

19. სასამართლო ბრალდებულ ზ---ა ჭ----ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.

20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

21. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არის მისი არასრულწლოვანი შვილების მარჩენალი, ზ---ა ჭ----ძეს სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2017 წლის 25 თებერვლიდან 2017 წლის 1 მ---ამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, იგი მთლიანად უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

22. ზ---ა ჭ----ძის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლ ნაწილზე.

23. ზ---ა ჭ----ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

24. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2017 წლის 25 თებერვლიდან 2017 წლის 1 მ---ამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით ზ---ა ჭ----ძე მთლიანად გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.

25. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

26. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი