გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2018
საქმის ნომერი
030210117002047091
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N030210117002047091

N2/854-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07.02.2018 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი

მოსარჩელე შპს „მ-----------------------------–-------------------+“

წარმომადგენელი ც-------–----ა

მოპასუხეები რ---------------ია, მ-------------ძე, დ-----–-----–--------ა

წარმომადგენელი ნ-------------ია (დ-----–-----–--------ას წარმომადგენელი)

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს შპს მ-----------------------------–-------------------ი + - ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1325,16 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1003,84 ლარი, სარგებელი - 78,24 ლარი, პირგასამტეხლო - 243,08 ლარი.

 

1.2.მოპასუხეებს შპს მ-----------------------------–-------------------ი + - ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახლემწიფო ბაჟის - 50 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

1.3.სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღრულებალდ.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

2016 წლის 29 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხის N4823241-3661 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რ---------------იას სახელზე 60 დღის ვადით გაცემულ იქნა სესხი 2000 ლარის ოდენობით, სესხიდან გამომდინარე სარგებელი შეადგენდა 243,08 ლარს. მსესხებელს სესხის ნაწილი და სარგებელი უნდა დაეფარა ყოველდღიურად 37,38 ლარს ოდენობით. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეებმა: მ-------------ძემ და დ-----–-----–--------ამ როგორც თავდებებმა ძირითად მსესხებელთან ერთად შპს „მ-----------------------------–-------------------+“-ის წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. თავდებობის ფარგლები, ხელშეკრულების 1.9 პუნქტის შესაბამისად, წარმომადგენს სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამის ოდენობას სრულად. კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების მაქსიმალური ოდენობა, პირგასამტეხლოს ჩათვლით, წარმოადგენს 2972,32 ლარს.

 

მოვალეთა მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხელშეკრულების 1.2. და 1.22. პუნქტების თანახმად, მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა 37,38 ლარი, რაც არ განუხორციელებია. მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებან დაირღვა 2016 წლის 03 დეკემბერს.

 

მოვალის მიერ გადახდილი იქნა დავალიანების ნაწილი - ჯამში - 1161 ლარი, საიდანაც 996,16 ლარი გამოაკლდა სესხის ძირს, ხოლო 164,84 ლარი სარგებელს. მსესხებლის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2016 წლის 02 დეკემბერს 22 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხეთა დავალიანება სადავო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1325,16 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1003,84 ლარი, სარგებელი - 78,24 ლარი, პირგასამტეხლო - 243,08 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ-------------ძემ სარჩელი ცნო.

 

მოპასუხე დ-----–-----–--------ას წარმომადგენელმა ნ-------------იამ სარჩელი ცნო მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხე რ---------------იას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდოამზე არ გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 29 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიხედვით რ---------------იამ შპს "მ-----------------------------–-------------------ი + ისგან მიიღო 2000 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 60 დღის ვადით, სარგებლის სახით გათვალისწინებული იქნა 243,08 ლარის დარიცხვა.

 

3.1.2.2017 წლის 7 აგვისტოს N35/01 ცნობის მიხედვით, რ---------------იას (პირადი ნომერი 6----------) ჯამური დავალიანება 2017 წლის 07 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 1325,16 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1003,84 ლარი, სარგებელი - 78,24 ლარი, პირგასამტეხლო - 243,08 ლარი. ხელშეკრულების 1.13. პუნქტის საფუძველზე არსებული ჯარიმა - სარგებლის სამმაგი ოდენობაა, რაც თანხობრივად შეადგენს 729,24 ლარს, მსესხებლის ნაწილობრივ ეტაპია და ჯარიმის ოდენობა შემცირდა 243,08 ლარამდე.

 

3.1.3.რ---------------იასთან ერთად მ-------------ძემ და დ-----– გ---–---------მ კრედიტორის მიმართ იკისრეს საკრედიტო ვალდებულების შესრულების სოლიდარული პასუხისმგებლობა.

 

3.1.4.2017 წლის 01 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების მდებარე: ქ. ფოთი, ა------ ქ.N---ში, მესაკუთრე არის დ-----–-----–--------ა (პირადი ნომერი 4----------).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 29 ოქტომბერს შპს "მ-----------------------------–-------------------ი +”-სა და რ---------------იას, მ-------------ძესა და დ-----–-----–--------ას შორის დაიდო N4823241-3661 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რ---------------იაზე გაიცა თანხა 2000 ლარის ოდენობით, 60 დღის ვადით, აღნიშნულ სესხზე სარგებლის სახით გათვალისწინებული იქნა სარგებლის 243,08 ლარის დარიცხვა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 317-ე, 316-ე, 361-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელისგან მიიღეს სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნეს, რის გამოც დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სესხად მიღებული თანხის გამსესხებლისათვის დაუბრუნებლობა, უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით, ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება.

 

საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის და სოლიდარული თავდებობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის დანაწესით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

როგორც დადგენილია, 2016 წლის 29 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიხედვით რ---------------იამ შპს "მ-----------------------------–-------------------ი + ისგან მიიღო 2000 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 60 დღის ვადით, მოპასუხეებს თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შეუსრულებიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის შინაარსით მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მოპასუხეებს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები გადაეცა სარგებლის სახით პროცენტის დარიცხვის პირობით მოპასუხეებს სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეუსრულებიათ და ამ მოტივით ძირითად თანხასთან - 1003,84 ლართან ერთად უნდა დაეკისროთ სესხზე დარიცხული სარგებელიც 78,24 ლარი.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება ითვალისწინებს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებასაც.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოში კანონი იმას კი არ გულისხმობს, რომ პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა თავიდანვე შეუსაბამოდ მაღალი თუ იქნებოდა, მხოლოდ ეს გახდებოდა მისი შემცირების საფუძველი, არამედ იმასაც, რომ შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ შეიძლება პირგასამტეხლო იქცეს ვალდებულების შესრულების პროცესშიც. ორივე შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს მოვალის ინტერესები. ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მსესხებელს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 243,08 ლარი, რომლის მოცულობა სასამართლოს მოსაზრებით არაგონივრულია და ექვემდებარება შემცირებას. შესაბამისად პირგასამტეხლოს სახით დასაკისრებელი თანხა უნდა განისაზღვროს 100 ლარით.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. თავდებობა არის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. თავდები ის პირია, რომელიც სხვა პირის კრედიტორის წინაშე კისრულობს პასუხისმგებლობას მოვალესთან ერთად შეასრულოს ის ვალდებულება, რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს გააჩნია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. 465-ე მუხლით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს, როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, თავდებს კრედიტორის წინაშე ეკისრება ვალდებულება, სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მ-------------ძემ და დ-----–-----–--------ამ ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრეს თანხის დაბრუნების ვალდებულება და სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხის ანაზღაურება ძირითად მოვალესთან ერთად სოლიდარულ თავდებებსაც უნდა დაეკისროთ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.11 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ვინაიდან მხარეთა შორის 2016 წლის 29 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა გათვალისწინებულია შპს მ-----------------------------–-------------------ი + -ის სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც დასაბუთებულია.

 

ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით შპს მ-----------------------------–-------------------ი + - ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს დაეკისროს 1182,08 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

შპს „მ-----------------------------–-------------------+“-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 09.08.2017 წ. საგადასახადო დავალება N0) 44,60 ლარი, ხოლო 5,40 ლარი უნდა დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით, დ-----–-----–--------ას (პ/ნ 4----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ა------ ქ.N-- (საკადასტრო კოდი: 0-----------), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „მ-----------------------------–-------------------+“-ის სარჩელი რ---------------იას, მ-------------ძისა და დ-----–-----–--------ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს: რ---------------იას, მ-------------ძეს და დ-----–-----–--------ას შპს „მ-----------------------------–-------------------+“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1182,08 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1003,84 ლარი, სარგებელი - 78,24 ლარი, ჯარიმა - 100 ლარი) გადახდა.

 

3.მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4.სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

5. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.N3) მეშვეობით.

 

6.შპს „მ-----------------------------–-------------------+“-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 09.08.2017 წ. საგადასახადო დავალება N0) 44,60 ლარი, ხოლო 5,40 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე