განაჩენი

სისხლის სამართლის 23.02.2018
საქმის ნომერი
010100116001437264
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 2 ბ , 126 2 ა
თარიღი
23.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001437264

1-738/16

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ირინე მაკარაძე

 

პროკურორი - გ-------------–---–ი

 

ბრალდებული - ი-----–- შ------–--ლი (დასწრების გარეშე)

ადვოკატი - დავით საფარიძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

საქმის გამოძიების ნომერი №1-----------

 

ბრალდებული: ი-----–- შ------–--ლი

მამის სახელი: ნ---------

დაბადებული: 01.03.1-----–--–---------–--------------------–-----------–------------–------------–--------------------------------------------------------------------–-------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტები

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ი-----–- შ------–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახში ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2016 წლის 27 მაისს, დღის საათებში, ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩა N 25, ბინა N 24_ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის განაჩენით ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ი-----–- შ------–--ლმა არასრულწლოვანი შვილის თ----ა ა-----ის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, ყელის არეში ხელის მოჭერით, სახის არეში ხელის დარტყმებითა და თმების მოქაჩვით ნ---------ლა შ------–--ლს მეუღლეს (ოჯახის წევრს), მიაყენა ჯამრთელობის დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ი-----–- შ------–--ლი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რადგან მას დანაშაული არ ჩაუდენია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება დამაჯერებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით, ი-----–- შ------–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა ი-----–- შ------–--ლმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მოწმე მ---- დ------ძე რომლის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ დაზარალებული ნ---------ლა შ------–--ლი არის მისი და. ნ---------ლა შ------–--ლი ყავს მეუღლე ი-----–- შ------–--ლი. ცოლ-ქმარს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. ცოლ-ქმარს შორის არ იყო ჰარმონიული ურთიერთობა მათ შორის კონფლიქტი იყო ყოველთვის. 2016 წლის 27 მაისს მ---- დ------ძე ესტუმრა დის ნ---------ლა შ------–--ლის ოჯახს რა დროსაც შეესწრო ოჯახური ძალადობის ფაქტს. ი-----–- შ------–--ლმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ---------ლა შ------–--ლს. მან ორივე ხელით სცემა სახეში ნ---------ლა შ------–--ლი ბავშვების თანდასწრებით. ამ ფაქტს შეესწრო ასევე მეზობელი რ--------ნ კ--–-----–--ლიც.

 

გარდა მოწმე მ---- დ------ძის ჩვენებისა ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებას. დაზარალებულებმა ნ---------ლა შ------–--ლმა და თ----ა ა-----ემ უარი განაცხადეს სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება მოწმე რ--------ნ კ--–-----–--ლს მან სასამართლოს განუმარტა, რომ ი-----–- შ------–--ლის მხრიდან ნ---------ლა შ------–--ლის ცემის და ფიზიკური დაზიანების ფაქტი არ დაუნახავს.

 

რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. სასამართლო მიიჩნევს რომ დასკვნაში ასახული დაზიანებები არ შეესაბამება ბრალდებაში აღწერილს გარემოებებს და იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უტყუარ მტკიცებულებად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულების რელევანტურობა გულისხმობს მის კავშირს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებსა და ფაქტებთან, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების არსებობა-არარსებობაზე და მისი შეფასებისას დადებითი პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს: ა) ექვემდებარება თუ არა მტკიცებას ის გარემოება, რომელსაც ადასტურებს მტკიცებულება და ბ) არსებობს თუ არა კავშირი დასამტკიცებელ გარემოებასა და მტკიცებულებას შორის.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული სასამართლო სამედიცინო N 0-------- დასკვნის თანახმად პირადი შემოწმების (16.06. 2016 წლის) მონაცემებით ნ---------ლა შ------–--ლს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი საგნის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია, რომ თვით ნ---------ლა შ------–--ლის განმარტებით აღნიშნული დაზიანებანი მიაყენა მეუღლემ ი-----–- შ------–--ლმა ქ. ბათუმში ქუჩაში 2016 წლის 14 ივნისს და არა 2016 წლის 27 მაისს ბინაში, რაშიც ბრალს დებდა ბრალდების მხარე ი-----–- შ------–--ლს.

 

ამრიგად სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასახული დაზიანებების მიყენების დრო (2016 წლის 14 ივნისი) არსებითად განსხვავდება და საერთო არაფერი აქვს ბრალის დადგენილებაში მითითებულ დანაშაულის ჩადენის დროსთან (2016 წლის 27 მაისი).

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კვლევა და შედეგები სრულად დაადასტურა ექსპერტმა ღ-------- უ-----–--ლმა, რომლის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ დაზიანებანი, რომელიც გამოსახული იყო დაზარალებულ ნ---------ლა შ------–--ლის სხეულზე შეესაბამება 2016 წლის 14 ივნისს და არ შეესაბამება 2016 წლის 27 მაისს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან პ.44,45)

 

სადაო მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო პროცესზე არ წარმოადგენს ბრალდებულ ი-----–- შ------–--ლის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარის საფუძველს. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo (ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის) გათვალისწინებით, რომელიც ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-----–- შ------–--ლის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ი-----–- შ------–--ლი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე,268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ი-----–- შ------–--ლი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ი-----–- შ------–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ბრალდებულ ი-----–- შ------–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს - 20 000 (ოცი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით, ი-----–- შ------–--ლის (პ/ნ 61001011271) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - მდებარე ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. N25 (ზონა - ბათუმი 05, სექტორი -22, კვარტალი -28, ნაკვეთი -001, კოდი 04/519, საკადასტრო კოდი N05.22.28.001/519), 20 000 (ოცი ათასი) ლარის წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

 

განემარტოს ი-----–- შ------–--ლს რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ იგი მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი