განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2018
საქმის ნომერი
120100117002141606
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
20.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

საქმე #1/235-17წ. 13 მარტი, 2-18 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კ------- ლ---–---–-;

დაცვის მხარე: ბრალდებული – ა---------------ი - დაბ.2-.0--1--- წელს ა------–-, პ/№4----------, საქართველოს მოქალაქე, მცხ. - დ.ა----------- რ---------–-ს ქ.N---

ადვოკატი - ზ---- ზ-----ე;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პ-ით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა---------------ს ბრალი ედება შემდეგში: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 12--? ?????? გათვალისწინებული შედეგი, − წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით.

 

დადგენილების თანახმად, ა---------------ი თანაცხოვრების ბოლო ერთი წლის განმავლობაში გენდერული ნიშნით სისტემატიურ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მეუღლეს თ----- კ------ს, კერძოდ იგნორირებას უკეთებდა აზრის გამოხატვის თავისუფლებაში, უკრძალავდა მეზობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობას, რაც იწვევდა მის ტანჯვას. 2-17 წლის 2- სექტემბერს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა---------------მა ა-------ს რაიონის დაბა ა----------–- რ--------–-ს ქ.N---ში მის საცხოვრებელ ბინაში მეუღლეს თ----- კ------ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით ტანის არეში მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ა---------------ი გამართლდეს მეუღლის - თ----- კ------ს მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირების ჩადენაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა. ასევე გამართლდეს ქმედების ჩადენაში არასრულწლოვნების თანდასწრების მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ 2-17 წლის 2- სექტემბერს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა---------------მა ა-------ს რაიონის დაბა ა----------–- რ---------–-ს ქ.N---ში მის საცხოვრებელ ბინაში მეუღლეს თ----- კ------ს ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით ტანის არეში მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 12--? ?????? გათვალისწინებული შედეგი.

 

მოწმე თ-----ი ა--------–---–მა განმარტა, რომ არის შსს ა-------ს რაიონული სამმართველოს ა----------- პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2-17 წლის 2- სექტემბერს იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. მოძრაობდა ა----------–- რ---------–-ს ქუჩაზე სამსახურებრივი ავტომანქანით. როდესაც მიუახლოვდა რ---------–-ს ქ.N---ის მიმდებარე ტერიტორიას გზასთან ახლოს დაახლოებით 5 მეტრში მდებარე ა---------------ის საცხოვრებელი სახლიდან შემოესმა ყვირილის და ჩხუბის ხმა ვინაიდან ავტომობილის ფანჯრები ჩაწეული ჰქონდა. აღნიშნულის გაგონებაზე იქვე გზაზე გააჩერა მანქანა, ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ დარწმუნდა, რომ ნამდვილად ა---------------ის სახლიდან ისმოდა ყვირილის ხმა, დაურეკა თავის თანამშრომელს ს---------–-------–---–ს და აცნობა არსებული სიტუაციის შესახებ, თავად კი გაემართა ა---------------ის სახლისაკენ. აღნიშნული საცხოვრებელი არის ორ სართულიანი, ხოლო ა---------------ის სახლი არის პირველ სართულზე. კარი იყო ღია, როდესაც შევიდა, დაინახა, როგორ აგინებდა ა---------------ი მეუღლეს თ----- კ------ს, ასევე დაარტყა ორჯერ სახის არეში ხელი, დაზარალებულს ტუჩთან აღენიშნებოდა სისხლის მაგვარი ლაქა, მათი არასრულწლოვანი შვილები იქვე იყვნენ და უყურებდნენ ამ ყველაფერს, აღნიშნული ფაქტი მოხდა სამზარეულოში ოთახის შუაგულში, თ----- კ------ ჩამუხლული იყო და სახეზე ხელებს იფარებდა, ს---------–-------–---–ი დროულად მივიდა ბრალდებულის სახლში. მათ დააკავეს ა---------------ი და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, დაკავებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

მოწმე ს---------–-------–---–მა განმარტა, რომ არის შსს ა-------ს რაიონული სამმართველოს ა----------- პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2-17 წლის 2- სექტემბერს იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას 2-17 წლის 2- სექტემბერს როდესაც იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში მორიგედ, დაურეკა თ-----ი ა--------–---–მა და სთხოვა მასთან მისულიყო. მანვე განუმარტა, რომ ა---------------ის სახლიდან გამოდიოდა ჩხუბის ხმა. ს---------–-------–---–ი დაახლოებით 1 წუთში მივიდა ჩ-------ის სახლთან, ეზოში არავინ შეხვედრია, როდესაც შევიდა სახლში დაინახა, რომ მისი თანამშრომელი თ-----ი ა--------–---–ი იქ იმყოფებოდა და აწყნარებდა ა---------------ს, რომელიც მის მეუღლეს თ----- კ------ს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, თ----- კ------ იყო აღელვებული, სახე ჰქონდა გაწითლებული, თმა აჩეჩილი, მათი 2 არასრულწლოვანი შვილი იყო იქვე, რომლებიც ასევე აღელვებულები იყვნენ. მან და თ-----ი ა--------–---–მა დააკავეს ა---------------ი და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც შედგა დაკავების ოქმი.

 

მოწმე შ----ა პ----–---–მა განმარტა, რომ არის შსს ა-------ს რაიონული სამმართველოს ა----------- პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. თ-----ი ა--------–---–ის პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შეადგინა ა---------------ის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ. მოწმე განმარტავს, რომ ბრალდებულის სამართალდამცავ ორგანოში წარდგენის შემდეგ საქმეზე ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება მის მიერ არის ჩატარებული. ბრალდებულის დაკავებისას არ ყოფილა მის სახლში. თავისი საქმიანობის ფარგლებში იცის, რომ ა---------------სა და მის მეუღლეს ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი. საგამოძიებო მოქმედებებში ს---------–-------–---–ის და თ-----ი ა--------–---–ის გარდა სხვა გამომძიებლებს მონაწილება არ მიუღიათ.

 

ბრალდებულმა ა---------------მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა რომ მეუღლესთან 11 წელზე მეტია ცხოვრობს და კარგი ურთიერთობა აქვს მასთან. გარკვეული პერიოდი მისი მეუღლე თავის მშობლებთან ცხოვრობდა, რადგან მისი დედა იყო ავად და ეხმარებოდა, ბავშვებიც იქ სწავლობდნენ. 2-17 წლის 2- სექტემბერს სამსახურიდან ისვენებდა რადგან მისი დაბადების დღე იყო, დანარჩენ დღეებში დილიდან ღამის 10 საათამდე მუშაობდა. იმ დღეს მეგობრებთან ერთად დალია 4 ბოთლი ლუდი და დაახლოებით 7 საათზე წავიდა სახლში. ბრალდებულს მეუღლესთან ხმამაღალი საუბარი ჰქონდა თან ერთად ყავას მიირთმევდნენ ერთ-ერთ ოთახში რომელიც სახლის შესავლელიდან არის მესამე ოთახი. ამ დროს სახლში დაუკითხავად შეაღეს კარი გამომძიებელმა შ----ა პ----–---–მა და გ--–---------ემ. მათ განუმარტეს, რომ შევიდა შეტყობინება და უნდა წაჰყოლოდა პოლიციაში, ბრალდებული ნებაყოფლობით წაჰყვა მათ. ა---------------ი განმარტავს, რომ შ----ა პ----–---–ის და გ--–---------ის გარდა მასთან სახლში არავინ არ მისულა, რაც შეეხებათ მის არასრულწლოვან შვილებს ამ ფაქტის დროს ისინი პოლიციასთან მდებარე სტადიონზე თამაშობდნენ. მისი მეუღლის სხეულზე არსებული დაზიანებების ირგვლივ ინფორმაცია არ აქვს და არ იცის რატომ აღენიშნება დაზარალებულს სისხნაჟღენთები.

 

2-17 წლის 22 სექტემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით თ----- კ------ ცნობილი იქნა დაზარალებულად.

 

დაზარალებულს თ----- კ------ს სასამართლოს მიერ განემარტა მისი, როგორც მოწმის უფლება-მოვალეობანი, რის შემდეგაც გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ვინაიდან, მისი ჩვენება დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს - მეუღლეს ა---------------ს.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ა---------------ი დაკავებულ იქნა 2-17 წლის 2- სექტემბერს ინსპექტორ-გამომძიებლის თ-----ი არიამაშვილისა და ს---------–-------–---–ის მიერ. ოქმი შედგენილია დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის შ----ა პ----–---–ის მიერ დ.ა----------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში დაკავების ადგილზე სათანადო პირობების (ტექნიკური აღჭურვილობის) არქონის გამო.

 

დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის შ----ა პ----–---–ის მიერ დაზარალებულთან, თ----- კ------სთან 2-17 წლის 22 სექტემბრის გასაუბრების ოქმით დადგენილია, რომ მან კატეგორიული უარი განუცხადა არასრულწლოვანი შვილების გ------- და ა-----– ჩ-------ების გამოკითხვაზე, რადგან არიან ემოციური ბავშვები და პოლიციაში წარდგენა და გამოკითხვა მათზე მოახდენს უარყოფით ზეგავლენას. არასრულწლოვანი ბავშვების გამოკითხვის მიზანშეუწონლობაზე მიუთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგმა ი-----–----ემ და დედის განმარტებაზე დაყრდნობით გამორიცხა მათთან რაიმე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესაძლებლობა. ამ გასაუბრების შესახებ დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა შ----ა პ----–---–მა 2-17 წლის 24 სექტემბერს შეადგინა გასაუბრების ოქმი. გამოძიების პროცესში ა-----– და გ------- ჩ-------ების მონაწილეობით რაიმე საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება არ ჩატარებულა.

 

2-17 წლის 23 ოქტომბერს შსს ა-------ს რაიონული სამმართველოს ა----------- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის შ----ა პ----–---–ის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რათა დადგენილიყო თ----- კ------ მეუღლის ა---------------ის მხრიდან სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირების გამო განიცდიდა თუ არა ტანჯვას. ამავე დადგენილებაზე არსებული ჩანაწერის თანახმად, თ----- კ------ უარს აცხადებს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2-17 წლის 22 სექტემბერის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N8--/0-/9-2 დასკვნით დადგენილია, რომ თ----- კ------ს სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს (2-17 წლის 2- სექტემბერს). დაცვის მხარემ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიჩნია უდავო მტკიცებულებად.

 

ასევე უდავო მტკიცებულებად მიიჩნია დაცვის მხარემ მოწმეთა ნ-----–-------------ისა და თ----------------ის ჩვენებები, რომელნიც გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციის თანახმად, მიუთითებდნენ, რომ პირადად ა---------------ისა და თ----- კ------ს შორის დაპირისპირებას არ შესწრებიან, თუმცა სმენიათ, რომ ა---------------ი იღებს ალკოჰოლურ სასმელს და ხშირად აქვს კონფლიქტი მეუღლესთან თ----- კ------სთან. მოწმე ნ-----–-------------მა ასევე განმარტა, რომ მეზობლად მცხოვრები ა---------------ის სახლიდან ხშირად გაუგონია მისი ჩხუბისა და გინების ხმა.

 

სასამართლომ ასევე გამოიკვლია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ:

 

მოწმე ე---------–---მ განმარტა, რომ ა---------------ი არის მისი მეუღლის დის - თ----- კ------ს ქმარი. მოწმე ბრალდებულს ახასიათებს დადებითად. თ----- კ------ ბოლოს ერთი წლის წინ იმყოფებოდა ბავშვებით სენაკში ვინაიდან დედამისი იყო ცუდად და უვლიდა მას. თ----- კ------სა და ა---------------ს შორის არსებულ კონფლიქტზე არაფერი სმენია. თ----- კ------ს ბავშვები მის ოჯახში ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ სკოლაში, ხოლო თ----- კ------ შაბათ-კვირას მოდიოდა დედამისისგან სოფელ პ------- ფ--------- მათ სანახავად. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ა---------------ი 2 ჯერ იყო სენაკში ჩამოსული ცოლ-შვილის სანახავად. ასევე სტუმრად იყო სიდედრთან. თ----- კ------ ამ ხნის განმავლობაში ა----------–- ჩასული იყო თუ არა ამის შესახებ მოწმე ვარ განმარტავს, ხოლო როდესაც დედამისი გამოჯანმრთელდა წაიყვანა ბავშვები დ.ა----------–- ა---------------თან და ბავშვებმა ა----------- სკოლაში გააგრძელეს სწავლა. ამის შემდეგ არაფერი სმენია, რომ თ----- კ------ს და ა---------------ს ჰქონოდეთ ოჯახური კონფლიქტი.

 

მოწმე ჟ-------------ემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ა---------------ის მეზობლად. მისი სახლი მდებარეობს ა---------------ის სახლიდან დაახლოებით 15 მეტრის დაშორებით. ა---------------ის ოჯახთან ძალიან კარგი ურთიერთობა აკავშირებს. მათ ოჯახში არსებულ კონფლიქტზე არასდროს არაფერი სმენია. მართალია მეგობრული ურთიერთობა აქვს თ----- კ------სთან, მაგრამ ქმართან არსებულ კონფლიქტის დეტალები შესაძლოა მას არ გაემხილა. 2-17 წლის 2- სექტემბერს ს----------------თან ერთად ეზოში იჯდა სკამზე და საუბრობდნენ. ამ დროს ა---------------ის სახლიდან ხმამაღალი საუბრის ხმა გამოდიოდა. სიტყვები ვერ გაარჩია, თუმცა დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ გინებას ან შეურაცხმყოფელ ტერმინებს ადგილი არ ჰქონია. მათი ბავშვები ეზოში თამაშობდნენ. ამ დროს მოვიდნენ პოლიციელები ერთ-ერთი იყო სახელად შ----ი---, ხოლო მეორე გ--–---------ე, რომელსაც იცნობს კარგად. ისინი შევიდნენ ჩ-------ების სახლში. გ--–---------ემ გამოიყვანა ა------ი გარეთ და წავიდნენ, მოწმემ განმარტა, რომ მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა თ----- კ------სთან სახლში. იქ დახვდა პოლიციელი შ----ა პ----–---–ი, რომელიც ელოდებოდა თ----- კ------ს რათა მას ჩაეცვა და გაჰყოლოდა პოლიციის განყოფილებაში. მოწმემ თ----- კ------საგან გაიგო, რომ მათი ხმამაღალი საუბრის გამო მოვიდა პოლიცია და ა------ი წაიყვანეს განყოფილებაში. თ----- კ------ს არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. ამის შემდეგ ჟ-------------ე და ა---------------ის მამიდა მივიდნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც გაიგეს, რომ ა------ი დააკავეს. ა------ის დაკავების შემდეგ თ----- კ------ს იგი ცუდად არასდროს მოუხსენიებია.

 

მოწმე ს----------------მა განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ა---------------ის მეზობლად მათთან აკავშირებს ნათესავური კავშირი. მათ ოჯახში არსებულ კონფლიქტს არასდროს შესწრებია და არც გაუგია რაიმე. გასულ წელს თ----- კ------ დედის ავადმყოფობის გამო იმყოფებოდა მასთან ქ.ფ------ რაიონში. მას წაყვანილი ჰყავდა უფროსი შვილი, ხოლო უმცროსი არის მისი შვილის თანაკლასელი და დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ ამ ხნის განმავლობაში სწავლობდა დ.ა----------–-. 2-17 წლის 2- სექტემბერს ჟ-------------ესთან ერთად ჩ-------ის ბინის გვერდით იჯდა სკამზე. დაახლოებით 4 საათი იქნებოდა, ა---------------ის სახლიდან თ----- კ------სა და ა---------------ის ხმამაღალი საუბრის ხმა გამოდიოდა. სიტყვები ვერ გაარჩია, თუმცა დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ გინებას ან შეურაცხმყოფელ ტერმინებს ადგილი არ ჰქონია. მათი ბავშვები ეზოში თამაშობდნენ. ამ დროს პოლიციელები გ--–---------ე და მისთვის უცნობი პირი შევიდნენ ჩ-------ების სახლში. გ--–---------ემ გამოიყვანა ა------ი გარეთ და წავიდნენ, მოწმემ განმარტა, რომ ბინაში შესული სხვა არავინ უნახავს, მათ შორის არც ჟ-------------ე. მხოლოდ მოგვიანებით ა---------------ის სახლში შესული დაინახა მისივე მამიდა.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქ/პ-ის თანახმად, ოჯახში ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 12--? ?????? გათვალისწინებული შედეგი, −არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ა---------------ის მიერ ჩადენილი ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 12--? ?????? გათვალისწინებული შედეგი. არ არსებობს შეთანხმებული მტკიცებულებები, რომელნიც დაადასტურებდნენ ა---------------ის მიერ თ----- კ------სათვის სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ფაქტს. თავად დაზარალებულმა თ----- კ------მ - რეალური ინფორმაციის მქონე პირმა, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რადგან მისი ჩვენება დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მისივე მეუღლეს - ა---------------ს. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა კომპეტენტური პირის კვლევის შედეგი (დასკვნა) რომლითაც დადგინდებოდა, ა---------------ის ქმედებით (სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება) თ----- კ------ განიცდიდა თუ არა ტანჯვას. შესაბამისად, ბრალდების აღნიშნული ნაწილი დაუსაბუთებელია და ა---------------ი ვერ იქნება ცნობილი დამნაშავედ წარდგენილი ბრალდების ამ ნაწილში.

 

საქმის განხილვით ასევე არ დასტურდება ა---------------ის მიერ ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, მოწმე თ----- ა--------–---–ი განმარტავს, რომ ა---------------ის საცხოვრებელ სახლში შესვლისას დაინახა თუ როგორ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას ა---------------ი მეუღლეს თ----- კ------ს. ამ დროს ოთახში იმყოფებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები. მოწმე ს---------–-------–---–ი თავად ფიზიკურ შეურაცხყოფას არ შესწრებია, თუმცა სახლში მისვლისას დაინახა, რომ ა---------------ის არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ ოთახში. მისთვის არ არის ცნობილი უშუალოდ კონფლიქტი მოხდა თუ არა არასრულწლოვნების თანდასწრებით. გარდა ზემოაღნიშნულისა დანაშაულებრივი ქმედების არასრულწლოვნების თანდასწრებით ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად არ ჩატარებულა სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედება (გამოკითხვა, ამოცნობა და სხვ.). მართალია თ-----ი ა--------–---–ი მიუთითებს, რომ ოთახში იმყოფებოდნენ ბავშვები, მაგრამ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება იყვნენ თუ არა ისინი ბრალდებულის და დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილები. ბრალდების მხარემ გაითვალისწინა ბავშვის საუკეთესო ინტერესი და დაეყრდნო დედის თ----- კ------ს განმარტებას, რომელმაც მიუთითა, რომ ბავშვების მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ჩააყენებდა მათ სტრესულ მდგომარეობაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა---------------ის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრების მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 12--? ?????? გათვალისწინებული შედეგი. ბრალდების ამ ნაწილში არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელნიც ადასტურებენ ა---------------ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში მოწმე თ-----ი ა--------–---–ი არის ბალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის უშუალო თვითმხილველი. მის ჩვენებას ადასტურებს მოწმე ს---------–-------–---–ი მისთვის ცნობილი ინფორმაციის ფარგლებში. 2-17 წლის 22 სექტემბერის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N8--/0-/9-2 დასკვნით დადგენილია, რომ თ----- კ------ს სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგება ქმედების ჩადენის დროს 2-17 წლის 2- სექტემბერს. სხეულზე არსებული დაზიანებები ასევე ადასტურებენ დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტს. ზოგადად ფიზიკური ტკივილის განცდა სუბიექტური შეფასების და მსჯელობის საგანია, რომელზეც როგორც წესი მიუთითებს დაზარალებული და იმ პირობებშიც როდესაც მას დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, სასამართლო იზიარებს დაზარალებულის ჩვენებას ტკივილის განცდის ნაწილში. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ჩვენება არ მისცა სასამართლოს მისი ქმრის წინააღმდეგ, თუმცა სხეულზე არსებული დაზიანებების არსებობა იძლევა შესაძლებლობას დადასტურებულად იქნეს მიჩნეული გარემოება, რომ დაზიანების მიყენებისას დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოჯახში ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 12--? ?????? გათვალისწინებული შედეგი.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთშეთანხმებული. მოწმე ე---------–---ს არ გააჩნია ინფორმაცია 2-17 წლის 2- სექტემბერს მომხდარი ფაქტის ირგვლივ, იგი მიუთითებს, რომ თ----- კ------ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში უვლიდა ავადმყოფ დედას სოფელ პ------- ფ----–-, ხოლო მისი მცირეწლოვანი შვილები ცხოვრობდნენ მასთან ქ.სენაკში და სკოლაში სწავლობდნენ იქვე. მოწმე ს----------------ი განმარტავს, რომ იმ პერიოდში, როდესაც თ----- კ------ უვლიდა დედას, მისი უმცროსი შვილი ცხოვრობდა დ.ა----------–- და სწავლობდა მის შვილთან ერთად. სამივე მათგანი ადასტურებს, რომ ა---------------სა და თ----- კ------ს ერთმანეთთან სისტემატიური კონფლიქტი არ ჰქონიათ და მომხდარი ფაქტის დროს მათი შვილები თამაშობდნენ ეზოში. ჟ-------------ე და ს----------------ი აღნიშნავენ, რომ შემთხვევის დღეს ბრალდებულისა და დაზარალებულის სახლიდან ისმოდა ხმამაღალი საუბრის ხმა. მათ ვერ გაარჩიეს სიტყვები, თუმცა დაზუსტებით შეუძლიათ თქმა, რომ ისინი არ ჩხუბობდნენ და გინებასა და შეურაცხმყოფელ ტერმინებს ადგილი არ ჰქონია. ჟ-------------ე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ა---------------ი წაიყვანა პოლიციელმა გ--–---------ემ, იგი შევიდა თ----- კ------სთან სახლში და მისგან შეიტყო, რომ შესული შეტყობინების გამო ა---------------ი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. თ----- კ------ს ამ დროს სახლში ელოდებოდა პოლიციელი შ----ა პ----–---–ი რომელსაც უნდა გაჰყოლოდა პოლიცაში. მოწმე ს----------------ი მიუთითებს, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციელმა გ--–---------ემ წაიყვანა ა---------------ი, ხოლო შ----ა პ----–---–მა წაიყვანა თ----- კ------, სახლში მივიდა ა------ის მამიდა, სხვა - მათ შორის არც ჟ-------------ე, სახლში თ----- კ------სთან არ შესულა და მას არ გასაუბრებია. მოწმეთა ჩვენებები ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ისინი ადასტურებენ 2-17 წლის 2- სექტემბერს ა---------------სა და თ----- კ------ს შორის მომხდარ კონფლიქტს. ერთის მხრივ ისინი მიუთითებენ, რომ ხმამაღალი საუბრის ხმა ესმოდათ, სიტყვებს ვერ არჩევდნენ, თუმცა დაზუსტებით მიუთითებენ, რომ გინებას და შეურაცხმყოფელ ტერმინებს ადგილი არ ჰქონდა. აღნიშნული განმარტება ურთიერთშეუსაბამო და არადამაჯერებელია. დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები არ არის თავად ბრალდებულის განმარტების შესაბამისი, როდესაც იგი მიუთითებს, რომ შემთხვევის დღეს სახლში მივიდა დაახლოებით შვიდ საათზე, ხოლო მოწმეები მომხდარი ფაქტის დროდ მიუთითებენ დაახლოებით ოთხ საათს. მათ შორის არც ერთი ემთხვევა დაკავების ოქმში მითითებული ფაქტობრივი დაკავების დროს 17:53 საათს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, იმის შესახებ, რომ ა---------------ის დაკავება მოხდა სხვა პოლიციელის მიერ და თ-----ი ა--------–---–ი და ს---------–-------–---–ი ადგილზე არ მისულან. მოწმე პოლიციელები გაცნობიერებული პასუხისმგებლობის პირობებში მიუთითებენ იმ ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ რაც მათთვის გახდა ცნობილი, ამასთან, გაურკვეველია მათი მიზანი და განზრახვა რატომ უნდა მიეცათ არარეალური ინფორმაცია სასამართლოსათვის, ბრალდებულთან კომფლიქტურ დამოკიდებულებაში ყოფნა არ ვლინდება, არც თავად ბრალდებულის კანონთან კონფლიქტში ყოფნა შეიძლება გამხდარიყო, დაცვის მხარის განმარტების მიხედვით, შეთხზული ისტორიის მიზეზი, რაც თავის მხრივ შესაძლებელია დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტები არ იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას მათივე ვერსიის ირგვლივ და ვერ დაედება საფუძვლად რაიმე გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა---------------ის ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 12--? ?????? გათვალისწინებული შედეგი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:

ა---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მითითებას იმის შესახებ, რომ ა---------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედება ჩადენილი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რადგან არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.

 

სასჯელის დასაბუთება:

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა---------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა---------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა---------------ი (პ/№4----------) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

2. ა---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.

3. ა---------------ის (პ/№4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2-17 წლის 2- სექტემბრიდან.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი