განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/200-17წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2018 წელი ქ. სამტრე---ა.
სამტრე---ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--- გო–--ე.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- ე-----ა.
მამის სახელი: თ------.
დაბადებული: 3-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 1----------
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ------------------------------–-.
მცხოვრები: ქ-------–-------–------------------------------------------------------–-.
ადვოკატი - ნ---- კვ----–---–ია.
სხდომის სახე - ღია
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალის ფორმა ( გ------- ე-----ას):
- ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯამრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლით.
- ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯამრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლით.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 02 ნოემბერს, დილის საათებში, ქ. ზუგდიდში, გა---------ის ქუჩაზე, გ------- ე-----ამ, ქონებრივ დავასთან დაკავშირებით განაწყენების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ----- გ-------ას მიმართ ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, კერძოდ მუშტი დაარტყა მარცხენა მკლავზე და წიხლი დაარტყა მარჯვენა ფეხზე, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2017 წლის 0- აგვისტოს დაახოებით 17:00 საათზე, ქ. ზუგდიდში, სტ--–--ის ქ. N 42ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, გ------- ე-----ამ, ქონებრივ დავასთან დაკავშირებით განაწყენების ნიადაგზე, თავისი ოჯახის წევრის დე---ს მ----- ს------იას მიმართ ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, კერძოდ ფეხი ჩაარტყა მკლავში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ------- ე-----ას ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2016 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი).
1.2. 2017 წლის 0- აგვისტოს დაახოებით 17:00 საათზე, ქ. ზუგდიდში, სტ--–--ის ქ. N 42ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, გ------- ე-----ამ, ქონებრივ დავასთან დაკავშირებით განაწყენების ნიადაგზე, თავისი ოჯახის წევრის დე---ს მ----- ს------იას მიმართ ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, კერძოდ ფეხი ჩაარტყა მკლავში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გ------- ე-----ას გამართლების დასაბუთება.
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულმა ნ----- გ-------ამ განაცხადა, რომ გ------- ე-----ა არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთანაც 2005 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ ერთი შვილი, ანა ე-----ა. 2011 წლიდან, როდესაც გ. ე-----ამ გაიცნო ლ. ენ-----ე მათ შორის დაიძაბა სიტუაცია. გ ე-----ა საბოლოოდ წავიდა სახილიდან და ამჟამად ის და ლ. ენ-----ე ცხოვრობენ ერთად. თვითონ კი ცხოვრობს გ. ე-----ას მშობლების სახლში, სადაც ამჟამად ასევე ცხოვრობენ გ. ე-----ას დედა და და. გ. ე-----ას სურს ლ. ენ-----ესთან ერთად იცხოვროს თავისი მშობლების სახლში, ამის გამო ხშირად ემუქრებოდა მას, რომ წასულიყო სახლიდან. 2016 წლის 2 ნოემბერს, დილით დაახლოებით 10:00 საათზე, ბანკიდან ბრუნდებოდა სახლში. სახლში მისვლამდე დაახლოებით 20-3- მეტრში დაინახა, რომ საპირისპირო მხრიდან მოდიოდა გ. ე-----ას ავტომანქანა. მაში აღმოჩნდა მარტო გ. ე-----ა. მანქანიდანვე დაუწყო ხმამაღლა გინება. შემდეგ გადმოვიდა მანქანიდან და გაიქცმა მისკენ, მას შეეშინდა და დაიწყო კივილი. გ. ე-----ა მივარდა მასთან და უქნევდა ხელებს და ფეხებს. იგი სახეს ქოლგით იფარავდა. გ. ე-----ამ ხელი დაატყა მკლავში და ფეხი ბარძაში. ამ დროს მას გამოესარჩლა მისთვის უცნობი შუა ხნის მამაკაცი, კივილის ხმაზე გამოვარდა მათი მეზობელი ნ---- ს------ე. ასევე მივიდა მათი ნაცნობი გია გ--–----ა, რომელიც ქუჩის დასწყისში მუშაობს გაზის დამტუმბავად. ამის შემდეგ გ. ე-----ა ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. შემთვევისას მას ეცვა ჯინსის შარვალი და შავი ტყავის ქურთუკი. მან დარეკა პოლიციაში ასევე დაურეკა მის დედამთილს (მ----- ს------ია) და მულს (ნ--- ე-----ა). მოვიდა პოლიცია და დაკითხეს.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- გ--–----ამ განაცხადა, რომ გ. ე-----ას სახლიდან დაახლოებით 100-150 მეტრში, გა---------ის (ყოფილი სტ--–--ის) ქუჩის თავში უდგას მანქანა და ტუმბავს გაზს. გ. ე-----ას და ნ . გ-------ას იცნობს კარგად და აქვს მათთან კარგი ურთიერთობა. გ-------ს იცნობს 10-15 წელია, ნ----- კი მისი მეზობელი იყო და იცნობს ბავშვობიდა. მათ შორის კონფლქტზე იცის ჭორის დონეზე. 2016 წლის ოქტომბრის ან ნოემბრის თვეში, რაც ზუსტად არ ახსოვს, იგი იყო თავის სამუშაო ადგილას, რა დროსაც მანქანით ჩამოირა გ. ე-----ამ და მიესალმნენ ერთანეთს. რამოდენიმე ხანში ქვეითად გაირა ნ. გ-------ამ, რომელიც სახლისკენ მიდიოდა. მალე დაახლოებით 100 მეტრიდან შემოესმა ჩოჩქოლი. ქუჩა იყო გადათხრილი დაიყო ტალახი, მან იფიქრა, ალბათ წაიქცაო და წავიდა ხმის მიმართულებით. დაინახა ნ. გ-------ა, მასთან მისვლამე აკლდა 10 მეტრი, დაინახა, რომ გ. ე-----ა ნელი ნაბიჯით გადავიდა ტროტუარიდან, ჩაჯდა მანქანაში და ასევე მშვიდად წავიდა მანქანით. ნ. გ-------ას ხელში ეჭირა თეთრი ნივთი, ხელჩანთა იყო თუ ქოლგა არ იცის. მას არ დაუნახავს ნ. გ-------ა და გ. ე-----ა ერთად. არც მეზობლები დაუნახავს ნ----- გვერდით და არც ის ახსოვს, ვინმე უცნობი მამაკაცი თუ იდგა მასთან. ამის შემდეგ იგი დაბრუნდა თავის სამუშაო ადგილზე. მას მუხრუჭების ხმა არ გაუგია.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- ს------ემ განაცხადა, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში, იმყოფებოდა სახლში, სამზარეულოში. შემოესმა ხმაური, გაიგონა კივილის ხმაც, გოგონა ითხოვდა შველას. ამას მოყვა ძლიერი დამუხრუჭების ხმა. იგი გამოვიდა გარეთ და ნახა, რომ ნ. გ-------ა იდგა ქოლგით ხელში. მასთან იყო დაახლოებით 40-50 წლის მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც ამშვიდებდა, შემდეგ კი სახლამდე მიაცილა. სხვა ხალხიც უყურებდა ამას ეზოდან, ქუჩაში კი მარტო თვითონ გავიდა. დაინახა, რომ გ. გ--–----ა მიდიოდა ნ-----სკენ. ნ. გ-------ას ეცვა ჯინსის შარვალი და ტყავის ქურთუკი. შარვალი მარჯვენა მხარეს ტალახით ჰქონდა მოსვრილი. გ. ე-----ა მას უთხრა, რომ გ------- დაესხა თავს და რეკავდა პატრულში. პირადად მას, ცემის ფაქტი არ დაუნახავს.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. მოწმის სახით დაკითხულმა გ------------ა განაცხადა, რომ არის შს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. 2016 წლის 2 ნოემბერს დაიწყო გამოძიება ნ. გ-------ას მიმართ ძალადობის ფაქტზე. დაკითხა ნ. გოგოიხა, მოწმეები დანიშნა ექსპერტიზა. შემდეგ საქმე გაუერთიანდა სხვა საქმეს.
(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. მოწმეების თი-----ნ მგე-–---სა და ელ-----ა კუ----–--ის განმარტებით, მათ ჩაატარეს ექსპერტიზა ნ. გო----აის ტანსაცმელზე და შედეგები ასახეს შესაბაის დასკვნაში.
(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. საქმეში არსებული დათვალიერების ოქმის მიხედვით ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა გ------------ა აღნიშნული ოქმი შეადგინა მის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის N044021116003 საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას ნ----- გ-------ამ უჩვენა, რომ ნებაყოფლობით წარმოადგენდა ლურჯი ფერის ჯინსის შარვალს, რომელიც მას ეცვა 2016 წლის 02 ნოემბერს ქ. ზუგდიდი გა---------ის ქუჩაზე ყოფნისას მისი ყოფილი მეუღლის გ------- ე-----ას მიერ მისი ცემის დროს. საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა ქ. ზუგდიდი, სო----ის ქუჩა N1-ში მდებარე ზუგდიდის რაიონული სამმართველოს შენობის მეორე სართულზე დეტექტივების სამუშაო ო--ახში. მშვიდ გარემოში, ბუნებრივი განათების პირობებში, რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ნ----- გ-------ამ თანხმობა განაცხადა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებაზე. დათვალიერებით გაირკვა, რომ ნ----- გ-------ას მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ჯინსის შარვალი არის ლურჯი ფერის, რაიმე სახის საფირმო ლოგო არ გააჩნია. წინა მხარეს გააჩნია ორი ჯიბე, ოქროსფერი ელვაშესაკრა----, შარვლის უკანა მარჯვენა და მარცხენა მხარეს გააჩნია ორი ჯიბე. შარვალს მარჯვენა ტოტზე უკანა მხარეს ვიზუალურად აღენიშნება ტალახის კვალი და ტალახით არის დასვრილი. ვიზუალური დათვალიერებით შარვალზე გახევის ან სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის შესახებ გამო--ქვას შენიშვნა ან განცხადება, რაც აისახება საგამოძიებო მოქმედების ოქმში. რაიმე სახის შენიშვნა ან განცხადება არ შემოსულა, საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის პროცესში გამოყენებულ იქნა „სამსუნგის“ ფირმის ფოტოაპარატი, რომლის გამოყენების შესახებ წინასწარ ეცნობა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირს, რისი თანხმობაც მან განაცხადა. ამოღებამდე ამოღებული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირს, რის შემდეგაც მო--ავსებული იქნა შავი ფერის პოლიეთილენის გაუმჭირვალე პარკში და დაილუქა ლუქით 36/1, ლუქზე განთავსდა თარიღი და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები და დაერთო სისხლის სამართლის N044021116003 საქმეს. საგამოძიებო მ,ოქმედების ფოტოცხრილი დაერთო სისხლის სამართლის N044021116003 საქმეს.
(ს.ფ.9-15).
2.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 ნოემბრის N007006016 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილ ნ----- გ-------ას შარვალზე, კერძოდ მარჯვენა ტოტის უკანა მხარეს აღენიშნება ნიადაგის მინალესები.
(ს.ფ. 89-92).
2.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 იანვრის N000423817 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი რომ ფუთაში არსებული წარწერის მიხედვით „ნ----- გ-------ას ჯინსის სარვალი“ მო--ავსებულ ჯინსის შარვალს დაზიანება არ აღენიშნება.
(ს.ფ. 93-96).
2.9. 2016 წლის 06 ნოემბრის ზუგდიდი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, ზუგდიდის რაიონული სამმარტველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ ირ---–ი ნ---ვას მიერ 2016 წლის 05 ნოემბერს გამოცემული N01503- შემაკავებელი ორდერი მოძალადე გ------- ე-----ას (დაბ. 3-.10.1---წ. პირადი ნომერი 190010077), გ------- ე-----ას აეკრძალა მსხვერპლთან ნ----- გ-------ასთან მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება.
(ს.ფ. 256-259).
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება
3.1. სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ გ------- ე-----ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. რაც საფუძვლად უნდა დაედოს დასკვნას, ჩადენილია თუ არა დანაშაულებრივი ქმედება, მისი ჩადენის ადგილი, დრო, ხერხი, მოტივი, მიზანი და შედეგი.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი ითვალისწინებს ძალადობის არა ყველა ამ შემთხვევას, არამედ მხოლოდ ფიზიკურს. ფსიქოლოგიურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას, ისიც მხოლოდ მაშინ თუ მას არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგო-- როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა სახეში, რაიმე მკვრივი საგნით ზემოქმედება - დარტყმა, ხელის მოჭერა, თმებით თრევა, ხელის გადაგრეხვა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამე---ცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულის ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექისის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.
3.5. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.6. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ ან უარყოფენ ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
3.7. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია კიდევ ერთხელ აღნიშნოს, რომ ყოველი მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, უნდა შეფასდეს მისი რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ჩვენების, როგორც მტკიცებულების უტყუარობაში ეჭვის შეტანა და მისი უარყოფა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის დაინტერე-----ლ მოწმეს ეკუთვნის იქნება ეს ბრალდების თუ დაცვის მხარე. მოწმის მიერ მიცემულ ჩვენების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი უნდა იყოს კანონისმიერი, მაგალითად საქმის სხვა გარემოებებთან ურთიერთშეთანხმებულობა.
3.8. სწორედ მითითებული გარემოებების გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულის ჩვენებას, ვინაიდან იგი არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ ამ ეპიზოდზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები იმდენად განსხვავებულია, რომ მათი შეფასებით რეალური სურათის აღდგენა შეუძლებელია.
3.9. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე ტანსაცმლის დათვალიერების ოქმს და ექსპერტიზის დასკვნას რომლის მიხედვითაც ნ. გ-------ას მიერ გამოძიებისთვის წარდგენილ სამოსსზე, შარვალზე, რომელიც მისივე განმარტებით მას ეცვა შემთხვევისას, რაიმე დაზიანება აღმოჩენილი არ ყოფილა, რაც შეეხება ნიადაგის მინალესებს, გამოძიებას არც კი უცდია დაედგინა მისი იდენტურობა შემთხვევის ადგილზე არსებულ ნიადაგთან.
3.10. რაც შეეხება სასამართლო სამე---ცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ დაზიანებას - მოყავისფრო ფუფხით დაფარული ნაჭდევი მარცხენა წვივის ზედა მესამედში, წინა ზედაპირზე, როდესაც არ არსებობს სარწმუნო, უტყუარი მტკიცებულება ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, ადასტურებს მხოლოდ დაზიანებების არსებობას. პირის მიმართ გამამტყუვნებელი განაჩენის დასადგენად კი აუცილებელია დადგინდეს, რომ ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა მიაყენა დაზარალებულს და რომ ეს ქმედება იყო ბრალეული.
3.11. გარდა ამისა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ნ. გ-------ას მიმართ სავარაუდოდ განხორცილებული ძალადობის ფაქტზე, რომელზეც გამოძიება დაიწყო 2016 წლის 2 ნოემბერს, გ. ე-----ას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოტანილ იქნა 2017 წლის 4 ოქტომბერს, მაშინ როდესაც საქმის მასალების მიხედვით ამ ეპიზოდზე ბოლო საგამოძიებო მოქმედება დათარიღებულია 2016 წლის 22 დეკემბრით და შემდეგ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების მიერ არათუ რაიმე ღირებული, არცერთი სახის მტკიცებულება მოპოვებული არ ყოფილა.
3.12. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.13. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.14. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
3.15. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში საქმეზე არაა წარმოდგენილი ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც საქარელოს სისხლის სამართლის საროცესო კოდესით, გამამტყუვნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------- ე-----ას ბრალეულობას, რის გამოც ამ კვალიფიკაციებით იგი უნდა გამართლდეს.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გ------- ე-----ას ბრალეულობის დასაბუთება.
4.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულმა მ---- ს------იამ განაცხადა, რომ ცხოვრობდა ზუგდიდში გა---------ის (ყოფილი სტ--–--ის) ქუჩაზე. შვილებთან ნ--- და გ------- ე-----ებთან ერთად. 2005 წელს გ-------მ ცოლად შეირთო ნ----- გ-------ა და 2006 წელს შეეძინათ შვილი----. გ. ე-----ამ გაიცნო ლ. ენ-----ე, რამაც დაძაბა გ-------ს და ნ-----ს ურთიერთობა. გ. ე-----ა საბოლოოდ წავიდა სახლიდან, იქორწინა ლ. ენ-----ესთან და რამდენიმე წელია ცხოვრობენ ერთდ. ნ----- გ-------ა და ანა ე-----ა კი ცხოვრობენ მასთან. გ-------ს ასევე პრეტეზია აქვს სახლზე, სადაც ისინი ცხოვრობენ, ხშირად ძალადობდა მათზე და შემაკავებელი ორდერიც აქვს პოლიციას გამოწერილი მისთვის. 2016 წლის 2 ნოემბერს დილით, მას დაურეკა მისმა რძალმა ნ----- გ-------ამ და უთხრა, რომ გ-------მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სახლში დაბრუნდა დასვრილი ჰქონდა ტანსაცმელი. 2017 წლის 9 აგვისტოს, იგი იყო თავისი მეუღლის ძმის ოჯახში, სადაც 8 აგვისტოს აღნიშნეს მისი დედამთილის გარდაცვალების მეორმოცე დღე და უნდა გაეცილებინათ სტუმრები თბილისში. იქ შეშინებული და აღელვებული მივიდა მისი შვილიშვილი---- ე-----ა, რომელმაც უთხრა მათ, რომ გ------- ე-----ა იყო მისული და სახლს ამტვრევდა. იგი მაშინვე წავიდა სახლისკენ. მას გაჰყვნენ და---- და გ------- ე-----ები, მ----- გაბისონია. გ. ე-----ა სახლის კარს ურტყამდა ხელებს ამბობდა, რომ მის სახლში იყო მისული. მ. ს------იას შეკითხვაზე, თუ რა უნდოდა, დედა შეაგინა და ფეხი დაარტყა მარჯვენა მკლავში, რაც ძალიან ეტკინა. გ------- ბიძებმა - და---- და გ------- ე-----ებმა მოაშორეს მას და დასვეს ეზოში მდგარ სკამზე, თუმცა იგი ცდილობდა დასხლტომოდა მათ და მისკენ იწევდა. მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია, დაურეკა ასევე მის შვილს ნ---ს, დარტყმის შედეგად მას დაზიანებაც ეტყობოდა თუმცა პატრულს ექიმთან არ გაჰყვა. გ. ე-----ამ რომ დაარტყა, დაინახეს და---- ე-----ამ, გ------- ე-----ამ, და------ნ ჭა--------ამ და დო---- მე--------ამ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
4.2. სასამართლო სხდომაზე მოწმე და---- ე-----ამ განაცხადა, რომ 2017 წლის 8 ან 9 აგვისტოს, დე---ს გარდაცვალების 40 დღის აღნიშვნის მეორე დღეს თვითონ, მ----- ს------ია, გ------- ე-----ა, მისი ცოლი, ასევე სხვა სტუმრებიც იყვნენ ერთად სახლში. დახლოებით 17:00 საათზე მათთან მიირბინა გ------- ე-----ას შვილმა ა----- ე-----ამ და თქვა, რომ მამაისი სახლის კარებს ამტვრევდა. მ----- ს------ია და მა----ა ქო---–-ა გაიქცნენ სახლისაკენ. თვითონაც გაჰყვა მათ. როდესაც სახლში მივიდა ნახა, რომ იყო კონფლიქტი. დაინახა, რომ გ. ე-----ამ ფეხი დაარტყა მ. ს------იას მკლავში და ეს უკანასკნელი წაბორძიკდა. ხმაურზე მოვიდნენ მეზობლებიც. მან გ. ე-----ა ძალის გამოყენებით გაიყვანა და დასვა სკამზე. სადაც აკავებდა საპატრულო პოლიციის მოსვლამდე. მისივე განმარტებით იმ მომენტში იქ იმყოფებოდნენ მ----- ქო---–-ა, და------ნ ჭა--------ა, გია ე-----ა, მ----- ს------ია, დო---- მე--------ა. თავად გ------- ე-----ას მიმართ სხვისი მხრიდან რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
4.3. ანალოგიური შინაარსის ჩვენებები მისცეს სასამართლოს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა - დ------------------------------------–------------------------------
(სასამართლო სხდომის ოქმი).
4.4. სასამართლო სხდომაზე მოწმე კახა ს------იამ განაცხადა, რომ 2017 წლის 9 აგვისტოს, დახლოებით 17:00 საათზე ის მივიდა მისი დის - მ----- ს------ია სახლში სადაც შეესწრო კონფლიქტს. მ. ს------ია იყო გაფითრებული და კიოდა. მან მ----- შეიყვანა სახლში, რომელიც მარჯვენა ხელს იტკიებდა. ეზოში გ-------ს აკავებდა და---- ე-----ა. მეზოლებიც იყვნენ იქ. იქ გაიგო, რომ გ. ე-----ამ ფეხი დაარტყა მ. ს------იას.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
4.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შო--ა თა-----ემ განაცხადა, რომ მან ჩაატარა მ. ს------იას და გ. ე-----ას სასამართლო-სამე---ცინო ექსპერტიზა და შედეგები დააფიქსირა შესაბამის დასკვნებში.
(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.6. მოწმის სახით დაკითხულმა ბი---ა წუ--–---იამ გაცხადა, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციაში. 2017 წლის 9 აგვისტოს იყო 125-ე ეკიპჟში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. საღამოს საათებში, ზუსტი დრო არ ახსოვს, რადიოსადგურით მიიღეს შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ადგილზე მისვლისას გაარკვია, რომ შვილმა ფიზიკურად იძალადა დედაზე, დაარტყა ფეხი მკლავში. მ. ს------იაც და გ. ე-----აც იქ იყვნენ. ასევე მათი ნათესავებიც. გ. ე-----ა აგრესიას გამოხატავდა ყველა იქ მყოფის მიმართ. შეტყობინების ინიციატორის ვინაობა მისთვის უცნობია.
(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბესო შულაიამ გაცხადა, რომ 2017 წლის 9 აგისტოს ფაქტთან დაკავშირებით ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხა დაზარალებული მ ს------ია, მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზა. ამ საქმეს გაუერთიანდა ანალოგიური საქმე, 2016 წლის ფაქტთან დაკავშირებით და საქმე გამოსაძიებლად გადაეცა სხვა რაიონს. 2017 წლის ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება მიიღო 112-დან და როგორც ახსოვს ასევე დარეკა ლე--- ენ-----მაც.
(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.8. მოწმე ნ--- ე-----ამ განაცხადა, რომ გ. ე-----ა არის მის ძმა, რომელსაც ოჯახთან აქვს დაძაბული ურთიერთობა. იგი პირადად არ შესწრებია არც 2016 წლის 2 ნოემბრის და არც 2017 წლის 9 აგვისტოს ფაქტს.
(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ------- ე-----ამ განაცხადა, რომ მას არც ნ. გ-------ა და არც მ. ს------ია არ უცემია. 2016 წლის 2 ნოემბერს იგი იმყოფებოდა ზუგდიდში, თუმცა დილის საათებში თბილისში წავიდა საკუთარი ავტომანქანით და ნ. გ-------ა საერთოდ არ უნახავს. 2017 წლის 9 აგვისტოს, იგი მივიდა თავის სახლში, ზუგდიდში, რომლის ნაწილით სასამართლოს გადაწყვეტილებით მას მიეკუთვნა. მას სურდა ამ გადაწყვეტილების შესახებ ესაუბრა დასთან და დედასთან. თუმცა იქ მიუვარდნენ ნათესავები დედასთან მ. ს------იასთნ ერთა და ცემეს და მიაყენეს შეურაცხყოფა. დაზიანება ჰქონდა კისრის არეში. როდესაც მას სცემდნენ მისმა მეუღლემ ლე--- ენ-----ემ დარეკა პოლიციაში.
(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.10. საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ზუგდიდში, სტ--–--ის ქუჩის N42ა-ში, საცხოვრებელი სახლი მდებარეობს საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, საცხოვრებელი სახლი არის ორსართულიანი, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლი მდებარეობს სტ--–--ის ქუჩის კუთხეში, სახლის მოპირდაპირეე მხარეს ანუ წინ უბერის ქუჩის მიმართულებით ანუ ზემოაღნიშნული სახლის ეზოში მდებარეობს ავტოსამრეცხაო, საცხოვრებელი სახლის ჭიშკარი არის რკინის მასალისაგან დამზადებული, რომელსაც ზედ აწერია ნომერი სტ--–--ის ქ. N42ა, შევდივართ საცხოვრებელ სახლში, ეზოში ყრია ქვაღორღი, შსასვლელ კარებთან ხელმარჯვნივ დგას ხის გრძელი სკამი მწვანე ფრად შეღებილი ასევე მოპირდაპირე მხარეს არის ჭა, მარჯვენა მხარეს მხარეს ასენებულია ბლოკის კედელი, რომელზეც მოტავსებულია რკინის კონსტუქცის წყლის ავზი, ღობის მოპირდაპირედ გაშენებულია ვენაზი, საცხოვრებელი სახლის გვერდით ცხოვრობს გო---–ი მა--- ხოლო მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს ჯუ-–----ა ჯო------ია, საცხოვრებელ სახლს აქვს შესასვლელი ორფრთიანი ხის კარი, ხოლო მარჯვნივ მეორე სართულზე ასასვლელი კიბე ქვის მასალისაგან დამზადებული.
(ს.ფ. 139-159).
4.11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 აგვისტოს N004972117 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი რომ თანახმად წარმოდგენილი სამე---ცინო დოკუმენტაციის (ზუგდიდის სასწარფო სამე---ცინო დახმარების სამე---ცინო ბარათი N962-ის ასლი) მონაცემებისა: მოქალაქე მ----- ს------იას სასწრაფო სამე---ცინო დახმარება გაეწია 0-.08.17წ. სადაც დაესვა დიაგნოზი არტერიული ჰიპერტენზია (ნერვიულობა). სიმპტომები და ნიშნები რომლებიც მიეკუთვნება ემოციურ მდგომარეობას. წარმოდგენილი სამე---ცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მოქალაქე მ----- ს------იას სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის.
(ს. ფ. 266-268).
4.12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 სექტემბრის N005470717 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი რომ თანახმად წარმოდგენილი სამე---ცინო დოკუმენტაციის (ზუგდიდის სასწარფო სამე---ცინო დახმარების სამე---ცინო ბარათი N971-ის ასლი) მონაცემებისა: მოქალაქე გ------- ე-----ას სასწრაფო სამე---ცინო დახმარება გაეწია 10.08.17წ. სადაც დაესვა დიაგნოზი გულის რითმის სხვა დარღვევები. კისრის ზედაპირული ტრამვა? წარმოდგენილი სამე---ცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მოქალაქე გ------- ე-----ას სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის.
(ს. ფ. 3-3-3-5).
4.13. 2016 წლის 16 სექტემბრის ზუგდიდი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ დამტკიცდა შსს საპარულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემოსვანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორ ნიკოლოზ გ-------ას მიერ 2016 წლის 15 სექტემბერს გამოცემული N003805 შემაკავებელი ორდერი მოძალადე გ------- ე-----ას (დაბ. 3-.10.1---წ. პირადი ნომერი 190010077), გ------- ე-----ას აეკრძალა მოძალადის იმ სახლისგამ მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილტან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
(ს. ფ. 82-85).
4.14. სასამართლო სხდომაზე არსებითად გამოკვლეული----ლიზის საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------- ე-----ას მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთლეობის მძიმე, ნაკლებად მძიმა ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
4.15. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის ვერსიას იმის თაობაზე, რომ გ. ე-----ა თავადაა მსხვერპლი და ოჯახის წევრებმა მას მიაყენეს დაზიანება, ვინაიდან რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მითითებულ გარემოებას საქმეში არ არსებობს.
4.16. ასევე არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარის მოსაზრება მოწმეთა ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობის შესახებ, ვინაიდან ისინი თითქმის იდენტურია, რაც ზრდის მათი სარწმუნოობის ხარისხს და არა არსებითი მცირე--- უზუსტობები, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდებიან გ. ე-----ას მიერ მ. ს------იას ცემის ფაქტს, მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი ვერ გახდება.
4.17. რაც შეეხება ბრალდებულის განმარტებას, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, უშუალოდ ფაქტის შემსწრე მოწმეების განმარტებებით, სასმართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ. ე-----ა იყო აგრესიული, იგი ბიძამ დ. ე-----ამ ძალის გამოყენებით დააშორა მ. ს------იას და შეჩერებული ჰყავდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მოსვლამდე.
4.18. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“.
4.19 ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.20 აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- ე-----ამ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
5.1. გ------- ე-----ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5.2 . გ------- ე-----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლია---, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
6.2. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
6.3. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
6.4. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
6.5. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
6.6. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- ე-----ას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი, რა დროსაც სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ გ. ე-----ა არ არის ნასამართლევი, მიაჩნია, რომ მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ას ორმოცდაათი საათის ოდენობით. რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ------- ე-----ას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- ე-----ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 02 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლეს.
გ------- ე-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 0- აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.
გ------- ე-----ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ჯინსის შარვალი, რაც ინახება შს სამტრე---ის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ----- გ-------ას.
დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს დარჩეს საქმეში, მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შე---ს და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრე---ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრე---ა, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი