განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2018
საქმის ნომერი
200100118002315678
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151 , 150 1 , 150 1
თარიღი
20.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100118002315678

N1/55-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

20 მარტი 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ლ--–-------–-–---–ი

ბრალდებული: ს----- ა---------ი

მამის სახელი: ვ-–-

დაბადებული: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ქ.თელავი, დ.რ--------ის ქუჩა N6

მცხოვრები: ქ.თელავი, დ.რ--------ის ქუჩა N6

დაკავების თარიღი: 22. 01. 2018 წელი

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილი - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ.

 

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის იანვრის თვეში, ქალაქ თელავში, დ.რ--------ის ქუჩა N6-ში მდებარე ნ----–--- ა---------ის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ს----- ა---------მა საძინებელ ოთახში მყოფ ბებიას ნ----–--- ა---------ს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის აღეში, რა დროსაც ნ----–--- ა---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, თუმცა სხეულზე დაზიანებები არ მიუღია.

2. 2018 წლის 21 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქალაქ თელავში, დ.რ--------ის ქუჩა N6-ში მდებარე ნ----–--- ა---------ის საცხოვრებელ სახლში, ს----- ა---------მა ფიზიკურად იძალადა მასთან ერთად მცხოვრებ ბებიაზე ნ----–--- ა---------ზე, ასევე აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. კერძოდ, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ს----- ა---------ი მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით აწვებოდა თვალის არეში ნ----–--- ა---------ს და ეუბნებოდა, რომ თვალი უნდა ამოეთხარა. შემდეგ ს----- ა---------მა რამდენჯერმე თავის არეში დაარტყა მუშტი ნ----–--- ა---------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ს----- ა---------მა ყელზე მოახვია მაისური და უჭერდა ნ----–--- ა---------ს. შემდეგ ყელზე მოხვეული მაისურით გაათრია ეზოში გასასვლელი კარისკენ, თან ურტყამდა ხელს, ასევე ლანძრავდა და ხმამაღლა უყვიროდა. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების დროს ნ----–--- ა---------მა განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს, თუმცა სხეულზე დაზიანებები არ მიუღია. გარდა ამისა, ს----- ა---------ი სისტემატურად უყვირის და ლანძღავს, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ნ----–--- ა---------ს, რაც იწვევს ნ----–--- ა---------ის ფსიქიკურ ტანჯვას და ს----- ა---------თან ერთად ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის მისთვის.

3. 2018 წლის 21 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქალაქ თელავში, დ.რ--------ის ქუჩა N6-ში მდებარე ნ----–--- ა---------ის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ს----- ა---------ი ბებიას, ნ----–--- ა---------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით და ასევე ქონების განადგურებით. კერძოდ, ნ----–--- ა---------ი დასვა სკამზე, მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითის აჭერდა თვალზე და ემუქრებოდა, რომ ამოთხრიდა თვალს. შემდეგ ყელის არეში მოახვია მაისური, უჭერდა ძლიერად და ეუბნებოდა, რომ „მისი აღსრულების დრო მოვიდა“. ასევე ს----- ა---------ი, ბებია ნ----–--- ა---------ს უყვიროდა რომ სახლს გადაწვავდა და მოკლავდა მას. ნ----–--- ა---------ს გაუჩნდა მის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

4. 2018 წლის 21 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქალაქ თელავში, დ.რ--------ის ქუჩა N6-ში მდებარე ნ----–--- ა---------ის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ს----- ა---------მა სახლიდან იძულებით გაყარა ბებია ნ----–--- ა---------ი და მამიდა ლ------ ა---------ი. ს----- ა---------ი ხმამაღლა ყვიროდა, ლანძღავდა და მოსთხოვა თავის ოჯახის წევრებს დაეტოვებინათ ოთახი. ნ----–--- ა---------ი ყელზე მოხვეული მაისურით გაათრია ეზოში გასასვლელი კარისკენ, ცემითა და ხელის კვრით გააგდო ეზოში, ლ------ ა---------ი კი შეშინებული, მასზეც ფიზიკურად არ ეძალადა ს----- ა---------ს, თავად გავიდა ეზოში. ლ------ ა---------ი და ნ----–--- ა---------ი ვერ შედიოდნენ ოთახში, სადაც ს----- ა---------ი იმყოფებოდა, რადგან იგი შესვლის შემთხვევაში ემუქრებოდა ცემით და ნივთების დაზიანებით. ნ----–--- ა---------ი და ლ------ ა---------ი ეზოში სკამზე ისხდნენ სიცივეში, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

5. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების - ლ------ ა---------ის და ნ----–--- ა---------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმის - ბ-–--- ა---------ი გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულ ს----- ა---------ის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

6. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს----- ა---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება (ორი ეპიზოდი).

7. მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 , 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

8. მავ ასევე ჩაიდინა ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

9. სასამართლოს ბრალდებულ ს----- ა---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

10. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

11. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ს----- ა---------ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

12. აქვე სასამართლო მხედველობაში მიიღებს, რომ ის, გარკვეული პერიოდი - 2018 წლის 22 იანვრიდან 2018 წლის 20 მარტის ჩათვლით იმყოფებოდა პატიმრობაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

13. ს----- ა---------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100(ასი) საათი.

14. ს----- ა---------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100(ასი) საათი.

15. ს----- ა---------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარი.

16. ს----- ა---------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარი.

17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, დაენიშნოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარი.

18. ს----- ა---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

19. ს----- ა---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 22 იანვრიდან 2018 წლის 20 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ დაენიშნოს ჯარიმა 1000(ათასი) ლარი.

20. ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დისტანციური მართვის პულტი, ტელეფონი და მოწითალო ფერის სკამი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

21. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ნამსხვრევები, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

22. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

23. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური