განაჩენი

სისხლის სამართლის 21.03.2018
საქმის ნომერი
190100118002321246
თარიღი
21.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-129-18

(№078301117001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 მარტი, 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი

ბრალდების მხარე: პროკურორი გიორგი ღონღაძე,დაცვის მხარე: ადვოკატი მანანა ლიპარტელიანი,ბრალდებული: ი--–-------–--------ი,მამის სახელი: ს---–-----ი

დაბადებული: 11.03.1--- წ.

პასპორტის ნომერი: C--------

მოქალაქეობა: აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრირებული: აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ქ. ბაქო, ნ-----------------------------1-ში.

 

თარჯიმანი: ნურანა გაჯიევა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

სხდომის სახე: ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

2017 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრზე, ტირ-პარკის ტერიტორიიდან გამოდიოდა ,,მ-------------–ის" მარკის სატვირთო ავტომობილი, აზერბაიჯანული სახელმწიფო ნომრით - 9--------, რომელსაც მართავდა ი--–-------–--------ი. გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნა და დათმობის გარეშე გავიდა მთავარ გზაზე, სადაც მას შეეჯახა ქ.თბილისიდან ქ.რუსთავის მიმართულებით მოძრავი ,,ჰ------------ის’’ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - I------, რომელსაც მართავდა ზ---–--------ე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზ---–--------ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ბრალდებულმა ი--–-------–--------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ. 2018 წლის 07 მარტს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ გახადა, დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

სასამართლოს დასკვნა, ი--–-------–--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებებს (30.11.2017, 01.12.2017), დაზარალებულ ზ---–--------ის ჩვენებებს, მოწმე გ----------------–---–ის ჩვენებას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ფოტოსურათებს და სქემას (30.11.2017), ზ---–--------ის მკურნალობის დოკუმენტაციას, ზ---–--------ის სამედიცინო ექსპერტიზის N000403018, N000739518 დასკვნებს (22.01.2018, 05.02.2018), სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N2783/სტ დასკვნას (05.12.2017), სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N000168118 დასკვნას (10.01.2018) და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო პრაქტიკის თანახმად ტრანსპორტის მოძრაობის და უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დანაშაულს წარმოადგენს. ამ დანაშაულის საშიშროების მაღალი ხარისხი განპირობებულია ტრანსპორტის უსაფრთხო ფუნქციონირების წესების დაუცველობით, რის შედეგადაც ზიანი ადგება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

 

სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ხოლო დამატებითი - ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მოცემულ შემთხვევაში - ზ---–--------ის ჯანმრთელობა. სუბიექტური მხრივ დანაშაული გაუფრთხილებელია.

 

დანაშაულის საგანს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალება, რომლის არასწორმა ექსპლუატაციამ გამოიწვია მართლსაწინააღმდეგო შედეგი.

 

ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტი იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და მიზეზობრივი კავშირი - შედეგად გამოიწვია თუ არა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს, ქ.თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრზე, ტირ-პარკის ტერიტორიიდან გამოდიოდა ,,მ-------------–ის" მარკის სატვირთო ავტომობილი, აზერბაიჯანული სახელმწიფო ნომრით - 9--------, რომელსაც მართავდა ი--–-------–--------ი, რომელმაც გზაზე მსვლელობისას ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნა და დათმობის გარეშე გავიდა მთავარ გზაზე, სადაც მას შეეჯახა ქ.თბილისიდან ქ.რუსთავის მიმართულებით მოძრავი ,,ჰ------------ის’’ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - I------, რომელსაც მართავდა ზ---–--------ე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ი--–-------–--------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ი--–-------–--------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობითი დანაშაული, იგი გამოძიების დაწყებისთანავე აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი--–-------–--------ს, სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი. ამასთან უნდა აეკრძალოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 06(ექვსი) თვის ვადით.

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- ,,ჰ------------ის’’ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - I------ (განთავსებულია ქ. რუსთავის #500 საჯარიმო ავტოსადგომზე) დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- ,,მ-------------–ის" მარკის სატვირთო ავტომობილი, აზერბაიჯანული სახელმწიფო ნომრით - 9-------- (განთავსებულია ქ. რუსთავის #500 საჯარიმო ავტოსადგომზე) დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

ი--–-------–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს(გადაუხდელია).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი--–-------–--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად, აეკრძალოს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. ი--–-------–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- ,,ჰ------------ის’’ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - I------ (განთავსებულია ქ. რუსთავის #500 საჯარიმო ავტოსადგომზე) დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- ,,მ-------------–ის" მარკის სატვირთო ავტომობილი, აზერბაიჯანული სახელმწიფო ნომრით - 9-------- (განთავსებულია ქ. რუსთავის #500 საჯარიმო ავტოსადგომზე) დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი