განაჩენი

სისხლის სამართლის 22.03.2018
საქმის ნომერი
150100118002338044
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 2
თარიღი
22.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002338044

საქმე #1/17-18

ა---–---–--ის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

22 მარტი, 2018 წელი ქ. ა---–---–--ი

 

ა---–---–--ის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გუ-----------ძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - თე---------–-----ს ასული მელ--------ი (დაბადებული - 1--- წლის 0------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #3---------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ნ----–-----ის რაიონის სოფელ პატარა ხ--------ში და ფაქტობრივად მცხოვრები ნ----–-----ის რაიონის სოფელ ჯ-----–--ში). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ.

 

ადვოკატი - ზა-----------ე

თარჯიმანი - გა-–----------------–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტებით;

 

დისპოზიცია:

(1) ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის მიმართ;

 

(2) ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ან მეტი პირისა და ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ასევე არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათისათვის, ნ----–-----ის რაიონის სოფელ პატარა ხ--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თე-----ე მელ--------მა არასრულწლოვანი შვილის ს------ მელ--------ის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილებს ნა----ე და ზა----ე მელ--------ებს, კერძოდ ზა----ე მელ--------ს ხელი და სახლის ფეხსაცმელი დაარტყა ხელებსა და ფეხებზე, ასევე მათი მიმართულებით გამიზნულად ისროლა მინის დოქი, რომელიც მოხვდა ნა----ე მელ--------ს სახეში, რის შედეგადაც მან მიიღო დაზიანება. თე-----ე მელ--------ის ქმედებების შედეგად ნა----ე და ზა----ე მელ--------ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2015 წელს ქ.ა---–---–--ში ცხოვრების დროს, საცხოვრებელ სახლში თე-----ე მელ--------მა არასრულწლოვან შვილს ზა----ე მელ--------ს რამოდენიმეჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში, ასევე ღუმელის საჩხრეკი დარტყა ხელზე, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაზიანება მიიღო ხელზე.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. თე-----ე მელ--------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - სრაპ მელ--------ის, ნა----ე მელ--------ის, ზა----ე მელ--------ის, ვ---- მშ-–----ს, გე----კ მელ--------ის, შ--------------------სა და თე-----ე მელ--------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს, თე-----ე მელ--------ის ბრალდებულის სახით დათვალიერების ოქმებს, თე-----ე მელ--------ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმს, ნა----ე მელ--------ის სასამართლო სამედიცინო ექპერტიზის დასკვნას ასევე, ბრალდებულ თე-----ე მელ--------ის აღიარებასა (აღიარებს ჩადენილ ქმედებას) და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ თე-----ე მელ--------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. და 1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.2. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად კი, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.3. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედება ჩადენილი არასრულწლოვანი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი), არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N403აპ-16 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, სასამართლომ განმარტა, რომ „მოძალადე“ და „ძალადობის მსხვერპლი“ უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები და არა, ზოგადად - „არასრულწლოვანი და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრი“).

 

3.4. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულებისა და მოწმეების - არასრულწლოვან ს------ მელ--------ის, არასრულწლოვან ზა----ე მელ--------ის, ნა----ე მელ--------ის; ვ---- მშ-–----ს, გე----კ მელ--------ის, შ--------------------სა და თე-----ე მელ--------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, თე-----ე მელ--------ის ბრალდებულის სახით დათვალიერების ოქმები, თე-----ე მელ--------ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი, ნა----ე მელ--------ის სასამართლო სამედიცინო ექპერტიზის დასკვნა ასევე, ბრალდებულ თე-----ე მელ--------ის აღიარებასა (აღიარებს ჩადენილ ქმედებას) არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათისათვის, ნ----–-----ის რაიონის სოფელ პატარა ხ--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თე-----ე მელ--------მა არასრულწლოვანი შვილის ს------ მელ--------ის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილებს ნა----ე და ზა----ე მელ--------ებს, კერძოდ ზა----ე მელ--------ს ხელი და სახლის ფეხსაცმელი დაარტყა ხელებსა და ფეხებზე, ასევე მათი მიმართულებით გამიზნულად ისროლა მინის დოქი, რომელიც მოხვდა ნა----ე მელ--------ს სახეში, რის შედეგადაც მან მიიღო დაზიანება. თე-----ე მელ--------ის ქმედებების შედეგად ნა----ე და ზა----ე მელ--------ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. 2015 წელს ქ.ა---–---–--ში ცხოვრების დროს, საცხოვრებელ სახლში თე-----ე მელ--------მა არასრულწლოვან შვილს ზა----ე მელ--------ს რამოდენიმეჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში, ასევე ღუმელის საჩხრეკი დარტყა ხელზე, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაზიანება მიიღო ხელზე.

 

3.5. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თე-----ე მელ--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტებით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

4.5. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას თე-----ე მელ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალის მიხედვით არ მოიპოვება.

 

4.6. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც, ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ თე-----ე მელ--------ს უნდა დაენიშნოს მითითებული მუხლებით გათვალისწინებული სასჯელი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა,ბ,გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის ეპიზოდი) სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

4.7. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

4.8. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ თე-----ე მელ--------ის მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, თე-----ე მელ--------ის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

4.9. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულ თე-----ე მელ--------ის ყოფაქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მას უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თე-----ე მელ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით. (2015 წლის რედაქციით).

2. თე-----ე მელ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, 2015 წლის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 2018 წლის ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თე-----ე მელ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელად დაუდგინდეს 1 (ერთი) წლის ვადა.

 

4. თე-----ე მელ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6. არასრულწლოვან დაზარალებულებს ს------, ნა----ე და ზა----ე მელ--------ებსა და ასევე, მათ კანონიერ წარმომადგენელებს განემარტოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან