გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.03.2018
საქმის ნომერი
140310918002352662
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
22.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310918002352662

საქმე № 3/54-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე

22 მარტი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

განმცხადებელი: ჟ--–---- ს-----–--ე

მოპასუხე: დ-------- ს-----–--ე

დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

2018 წლის 15 მარტს გორის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა ჟ--–---- ს-----–--ემ (დაბ. 1--- წლის 03 მაისს, პირ. №5----------) შვილის დ-------- ს-----–--ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.

განმცხადებლის განმარტებით დ-------- ს-----–--ე იმყოფება ფსიქიატრიულ კლინიკაში აღრიცხვაზე. იგი არ იღებს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. ალკოჰოლის მიღების შემდეგ დ-------- ს-----–--ე ხშირად აყენებს განმცხადებელს სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ჟ--–---- ს-----–--ემ მომართა განცხადებით სასამართლოს და ითხოვა დ-------- ს-----–--ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა 6 თვის ვადით, რათა დ-------- ს-----–--ემ ვეღარ შესძლოს მის მიმართ ძალადობა.

განმცხადებელი ითხოვს აეკრძალოს დ-------- ს-----–--ეს მასთან მიახლოება, ნებისმიერი კონტაქტი და კომუნიკაცია, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

ჟ--–---- ს-----–--ემ სასამართლოსათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში განმარტა, რომ დ-------- ს-----–--ე ხშირად იღებს ალკოჰოლურ სასმელს და ხდება მის მიმართ აგრესიული, 2017 წლის 7 ივნისს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ-------- ს-----–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც მას მოუწია სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის გავლა, მას შემდეგ კი დატოვა სახლი და ცხოვრობს ნათესავებთან, მას ეშინია სახლში დაბრუნება, რადგან კვლავ არ განაგრძოს დ-------- ს-----–--ემ მასზე ძალადობა, მან განმარტა, რომ დაურეკა და ისევ ემუქრებოდა დაეთანხმა მის მიერ შემოტანილ განცხადებას და ითხოვა განცხადებაში მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.

დ-------- ს-----–--ემ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებაში განაცხადა, ის ფაქტი, რომ მან დედას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა არ ახსოვს, მას შემდეგ რაც დედა ჟ--–---- ს-----–--ე წავიდა სახლიდან, ურეკავს და სთხოვს დაბრუნდეს, განაცხადა, რომ მისი მხრიდან მუქარას და შეურაცხყოფას არ ექნება ადგილი, მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, დ-------- ს-----–--ის შვილმა ნ---- ს-----–--ემ განაცხადა, რომ ის ფიზიკურ შეურაცხყოფას განხორციელებულს ჟ--–---- ს-----–--ის მიმართ არ შესწრებია და იცის გადმოცემით, მაგრამ მასაც ეშინია სახლში დაბრუნების, რადგან დ-------- ს-----–--ე ხშირად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს, ის ფაქტი, რომ დ-------- ს-----–--ე ნამდვილად უკავშირდებოდა ჟ--–---- ს-----–--ეს ტელეფონით, იცის გადმოცემით ჟ--–---- ს-----–--ისაგან.

სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა განცხადების სამართალწარმოებისათვის გათვალისწინებული უფლებამოსილებათა ფარგლები, გაანალიზა განცხადების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, გამოიკვლია მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა, მოწმის ახსნა-განმარტებები, მიაჩნია რომ განმცხადებლის მოთხოვნა დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრად, სხვა პირებთან ერთად, ითვლება შვილი.

სადავო არაა, რომ მხარეები არიან დედა-შვილი.

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; იძულება არის ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია დ-------- ს-----–--ის მხრიდან დედის - ჟ--–---- ს-----–--ის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

ოჯახში ძალადობის თავისებურებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მსხვერპლის განმარტება, რომ მისი შვილი სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობს მასზე, და შესაბამისად, დამცავი ორდერის გამოცემის მიზანი მისი დაცვაა.

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ” და ,,თ” ქვეპუნქტების თანახმად, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა), ხოლო მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ;

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჟ--–---- ს-----–--ე წარმოადგენს მოძალადე დ-------- ს-----–--ის მსხვერპლს, რომელიც ახორციელებს მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელყოფას ფსიქოლოგიური ძალადობით, იძულებით, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით, რაც ქმნის დამცავი ორდერის გაცემის საკმარის საფუძველს. შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ მსხვერპლს უნდა მიეცეს საშუალება, იცხოვროს ზეწოლისა და რაიმე იძულების გარეშე, ცხოვრების ნორმალური პირობების გათვალისწინებით.

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 (ექვსი) თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს დამცავი ორდერის გამოცემის სათანადო საფუძვლები, რომლის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს 4 თვით.

ამავე დროს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მსხვერპლის დაცვა სრულად შესაძლებელია მოძალადისათვის მასთან ნებისმიერი კონტაქტისა და კომუნიკაციის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის აკრძალვით და ჟ--–---- ს-----–--ესთან მიახლოების აკრძალვა საქმის განხილვის ამ ექტაპზე მიზანშეუწონელია, რადგან მათ ცხოვრება უნდა გააგრძელონ ერთ სახლში და შეუძლებელია მათი ცხოვრება ერთ სახლში მიახლოების გარეშე.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2113, 2115, 22-34-ე მუხლებით, ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-10, მე-11, 12-ე, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. დაუყოვნებლივ გაიცეს დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით:

 

დ-------- ს-----–--ეს აეკრძალოს დედასთან - ჟ--–---- ს-----–--ესთან ნებისმიერი კონტაქტი და კომუნიკაცია, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

3. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 4 (ოთხი) თვით, რაც აითვალოს დამცავი ორდერის გამოცემის (გადაწყვეტილების გამოტანის) დღიდან.

 

4. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

5. განემარტოთ მხარეებს, რომ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას (ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ან გამასწორებელი სამუშაოები სამ თვემდე ვადით).

 

6. გადაწყვეტილების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს საჩივრით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან 3 (სამი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეაჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას.

 

მოსამართლე: ნინო გერგაული