გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.03.2018
საქმის ნომერი
080210016001294157
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/537-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01.03.2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე - საქართველოს ეკ-----------------------------------------------------ო

წარმომადგენლები - თ----- ახ-----ე; ო----- ია–----–---–ი

მოპასუხე - შპს „ალ-------“

წარმომადგენლები - ა-–---------ე თა----–-–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ალ--------სზე“ საქართველოს ეკ-----------------------------------------------------ოს სასარგებლოდ ფულადი თანხის - 32905.35 ლარის გადასახდელად დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკ-----------------------------------------------------ოსა და სს „ე-------------ის გაკოტრების მმართველს შორის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეკ-----------------------------------------------------ოს, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ეკომინიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადმოეცა სს „ე-------------ის (ყოფილი სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია“) დებიტორული დავალიანებები მათ შორის შპს „ბაკა-ს“ დავალიანება 32905.35 ლარის მოთხოვნის უფლება.

 

აღნიშნული დავალიანება წარმოშობილია „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ მიმართ შპს „ბაკა-ს“ მიერ ელექტროენერგიის გადაუხდელობის შედეგად.

2012 წლის 29 მაისს ეკ-----------------------------------------------------ომ შპს „ბაკა-ს“ მიმართა წერილით, რომლითაც მოითხოვა სს „ე-------------ის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა 32905.35 ლარის ოდენობით. აღნიშნული დავალიანება წარმოიშვა სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ მიერ, მიწოდებული ენექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად, რაც დასტურდება სარჩელზე თანდართული აბონენტის ბარათით. 2008 წლის 25 ივლისს შპს „ალ--------მა“ შეიერთა თავის შვილობილი საწარმო შპს „ბაკა“, რომელიც დღეის მდგომარეობით წარმოადგენს შპს „ბაკა-ს“ უფლებამონაცვლეს, აღნიშნული წერილი შპს „ალ--------ს“ ჩაბარდა მაგრამ, დავალიანების დაფარვა ამ მომხდარა.

 

შესაბამისაბამისად, მოსარჩელე ითხოვს, რომ შპს „ალ--------ს“ საქართველოს ეკ-----------------------------------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 32.905.35 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „ალ--------მა“ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს ეკ-----------------------------------------------------ოს მიერ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლო და ხანდაზმულია. შესაბამისად არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ალ--------მა“ 2008 წლის 25 ივლისს №02/297 ბრძანების საფუძველზე შეიერთა თავისი შვილობილი კომპანია სს „ბაკა“.

მტკიცებულება:

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (იხ.ს.ფ.21-22);

- შპს „ალ--------ის“ პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ23-24.);

- ინფორმაცია პარტნიორის შესახებ (იხ.ს.ფ.25);

 

3.1.2.დადგენილია, რომ ერთ საზოგადოებად შერწყმულ იქნა სს „რიონჰესი“; სს „გუმათჰესების კასკადი“; სს „ლაჯანურჰესი“; სს „ძევრულჰესი“; შპს „შაორჰესი“; შპს „აწჰესი“; სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“; შპს „აჭარის ენერგოკომპანია“, რომელთა შერწყმის შედეგადაც შეიქმნა სააქციო საზოგადოება „ე------------, რომელიც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული საწარმოების სამართალმემკვიდრეს.

მტკიცებულება:

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (იხ.ს.ფ.28-33);

-სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება 01-3/736 ბრძანება (იხ.ს.ფ.34-35);

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ე-------------ის გაკოტრების მმართველს შორის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეკ-----------------------------------------------------ოს, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ეკომინიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადმოეცა სს „ე-------------ის (ყოფილი სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია“) დებიტორული დავალიანებები მათ შორის შპს „ბაკა-ს“ დავალიანება 32905.35 ლარის მოთხოვნის უფლება. ასევე, 2012 წლის 29 მაისს ეკ-----------------------------------------------------ომ შპს „ბაკა-ს“ მიმართა წერილით, რომლითაც მოითხოვა სს „ე-------------ის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა 32905.35 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება:

-2010 წლის 11 მარტის ხელშეკრულება.

-აბონენტის ქვითარი.

-2012 წლის 29 მაისის წერილი.

-2014 წლის 03 მაისის წერილი.

 

3.2.2. დადგენილია, რომ 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ე-------------ის გაკოტრების მმართველს შორის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმდა წინამდებარე მიღება-ჩაბარების აქტი, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“, რომლის თანახმადაც გაკოტრების მმართველი გადასცემს ხოლო კრედიტორი და წონების მიმღები იღებენ ნატურის ფორმით აუქციონზე გაუყიდავ ქონებებს.

მტკიცებულება:

-2010 წლის 11 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

3.2.3. დადგენილია, რომ 2008 წლის 04 ივნისს შპს „ალ--------მა“, სს „ენერგია 21-ის“ დირექტორისგან მიიღო წერილი, რომლის თანახმადაც სს „ენერგია 21“ არის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, ბრძანებაში აღნიშნული საწარმოების სამართალმემკვიდრე და რომ სს „ბაკა-ს“ მის მიმართ გააჩნია დავალიანება 32905.35 ლარის ოდენობით, ასევე 2009 წლის 14 აგვისტოს წერილით, სს „ბაკა-ს“ დავალიანება სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ მიმართ 2007 წლის 28 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 30578.71 ლარს. აღნიშნულ წერილებზე კი შპს „ალ--------ის“ დირექტორი კახა ძოწენიძე სს „ენერგია 21-ს“ დირექტორს პასუხობს, რომ სს „ბაკა-ს“ არანაირი დავალიანება არ გააჩნია და შესაბამისად არც აღიარებს რაიმე დავალიანების არსებობას.

 

მტკიცებულება:

-2008 წლის 04 ივნისის წერილი.

-2009 წლის 14 აგვისტოს წერილი.

-გადახდის გრაფიკი.

-აბონენტის ბარათი.

-2009 წლის 22 აგვისტოს №24 წერილი.

-2012 წლის 06 ივნისის №17 წერილი.

-ელექტროენერგიის მოხმარების მიღება-ჩაბარების აქტები.

 

3.2.5. დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული.

 

2007 წლის 30 მაისამდე აბონენტების მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი განისაზღვრებოდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული სს ”საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის” მიხედვით, ხოლო 2007 წლის 30 მაისის შემდგომ პერიოდზე ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა ხორციელდებოდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის” მიხედვით.

 

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილების მე-9 მუხლის თანახმად, მომხმარებელმა ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 10 სამუშაო დღეზე ნაკლები ქვითრის მიღებიდან. აღნიშნული წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეთანხმების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის და ამოღებული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიას და საერთო მრიცხველის მქონე უმრიცხველო მომხმარებლებს ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის თვეში ერთხელ უნდა მოხდეს შედარების აქტის გაფორმება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შედარების აქტში შეტანილი მონაცემების საფუძველზე კომპანია შეადგენს და მომხმარებელს წარუდგენს ქვითარს. მსგავს რეგულაციას შეიცავს ასევე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი”.

 

ამდენად, აბონენტს ყოველთვიურად ეგზავნებოდა ქვითარი მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის და დარიცხული საფასურის მითითებით. მომხმარებლები ვალდებული იყვნენ ქვითრის მიღებიდან 10 დღეში გადაეხადათ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, კერძოდ, წინა თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა მომდევნო თვეში. შესაბამისად, ამ ვადის გასვლის შემდეგ ელექტროენერგიის მიმწოდებელს წარმოეშობოდა ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნის უფლება.

 

მოსარჩელე ითხოვს 2007 წლის მარტის თვის მდგომარეობით არსებული მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დავალიანების ანაზღაურებას, ხოლო აბონენტის ბარათის მიხედვით ეს დავალიანება არის 2005 წლიდან სხვადასხვა თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის საერთო ღირებულება. ამდენად, ყველაზე გვიან ამ თანხის მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 2007 წლის ივნისის თვის მომდევნო თვიდან - 2007 წლის ივლისიდან. ამ დროიდან სს ”საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას” წარმოეშვა სარჩელით ამ თანხის მოთხოვნის უფლება, რადგან ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება ხდება მისი მოხმარების მომდევნო თვეში. შესაბამისად, სადაო თანხის სარჩელით მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დასრულდა 2010 წლის ივლისში.

 

განსახილველი სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2014 წლის 22 სექტემბერს, ამდენად, მოსარჩელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდევინების თაობაზე სარჩელი აღძრულია კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 128-ე, 129-130-ე, 137-138-ე, 144-ე მუხლებით,6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

 

6.2.დადგენილია, რომ 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკ-----------------------------------------------------ოსა და სს ,,ენერგია XXI”-ის გაკოტრების მმართველს შორის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეკ-----------------------------------------------------ოს, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ეკ-----------------------------------------------------ოს გადმოეცა სს ,,ენერგია XXI”-ის დებიტორული დავალიანებები, მათ შორის მათ შორის შპს „ბაკა-ს“ დავალიანება 32905.35 ლარის მოთხოვნის უფლება. ასევე, 2012 წლის 29 მაისს ეკ-----------------------------------------------------ომ შპს „ბაკა-ს“ მიმართა წერილით, რომლითაც მოითხოვა სს „ე-------------ის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა 32905.35 ლარის ოდენობით.

 

6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დავალიანება შპს „ბაკა-ს“ დავალიანება დაგროვდა 2005 წლიდან მოყოლებული და 2007 წლის 02 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 32905.35 ლარს. შესაბამისად სს ,,ენერგია XXI”-ს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა მოცემული პერიოდიდან. ასევე დადგენილია, რომ მოთხოვნის უფლება მოსარჩელე ეკ-----------------------------------------------------ოს წარმოეშვა 2010 წლის 11 მარტს, თუმცა მხოლოდ 2016 წლის 25 მარტს მომართა სასამართლოს მოპასუხეზე დავალიანების დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა კანონით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რადგან - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით იფარება (ისპობა) სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოებისათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს და თუ გამოირკვა, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

 

6...საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ენერგია XXI”-ს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2007 წლის 13 მარტს, შესაბამისად ამ პერიოდიდან დაიწყო ხანდაზმულობის ვადის ათვლა და იგი დასრულდა 2010 წლის 13 მარტს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას, რომ ვინაიდან მას 2010 წლის 11 მარტს გადაეცა სს ,,ენერგია XXI”-ის დებიტორული დავალიანებების მოთხოვნის უფლება, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ამ პერიოდიდან.

 

-სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნის უფლების გადაცემა არ წყვეტს ხანდაზმულობის ვადას და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, იგი მაინც დასრულდებოდა 2013 წლის 13 მარტს, სასამართლოში კი სარჩელი შემოტანილია 2016 წლის 25 მარტს. რაც შეეხება 2012 წლის 29 მაისის, მოპასუხისათვის გაგზავნილ მოთხოვნას დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, სასამართლო ვერ ჩათვლის ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად, რადგან მოპასუხეს სსკ 137-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ვალის არსებობა არ უღიარებია, უფრო მეტიც, მას საერთოდ არ ჩაბარებია ასეთი მოთხოვნა და სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე უცნობი იყო მოსარჩელის მოთხოვნის თაობაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

7.2.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე საქართველოს ეკ-----------------------------------------------------ო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ“ პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს ეკ-----------------------------------------------------ოს სარჩელი - შპს „ალ-------“ მიმართ, არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო;

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე