გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.03.2018
საქმის ნომერი
120316217002069998
კატეგორია
დავის ტიპი
უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა–არარსებობის დადგენის შესახებ
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/135-17წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2018 წელი ქ.ახალციხე

 

შესავალი ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - ბ-----------–-–---–ი;

მოპასუხე - ი/მ მ-------------–-------–---–ი, შპს,------“, ვ-–---------–---–ი;

წარმომადგენელი - კ--------------–---–ი;

 

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ი/მ მ-------------–-------–---–ის, შპს,------ს“, ვ-–---------–---–ის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

 

სარჩელის მიხედვით ი/მ ,,მ-------------–-------–---–ს“ 2--- წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 19 771,66 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოშობილია 2--- წლის 27 ოქტომბრის N2---- ბრძანების საფუძველზე.

 

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, ი/მ მ-------------–-------–---–ის ქონებაზე 2--- წლის 17 ნოემბრიდან N1----- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახდო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 2--- წლის 20 ივნისს ი/მ მ-------------–-------–---–ის მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 0------ ბრძანება.

 

ი/მ მ-------------–-------–---–ი რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2011 წლის 24 ნოემბრიდან, რომლის მისამართია ქ.ახალციხე ა-------–ის ქ.N6, საქმიანობის სახე სხვა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზირებულ მაღაზიებში.

 

2--- წლის 06 მარტს მ-------------–-------–---–მა მიმართა შემოსავლების სამსახურს და რეგისტრაციიდან მოხსნა საკონტროლო სალარო აპარატი N-----------, რომელიც იმავე თარიღში რეგისტრირებული იქნა შპს ,------ზე“, აღნიშნულის შემდეგ შეწყვიტა საქმიანობა. შპს ,------“ სამეწარმეო რეეტრში რეგისტრირებულია 2--- წლის 23 დეკემბერს, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ვ-–---------–---–ი, რომელიც არის მ-------------–-------–---–ის შვილი. შპს ,------“ და ი/მ მ-------------–-------–---–ის საქმიანობის სახე და ადგილი არის ერთი და იგივე. ვ-–---------–---–ის მიერ შპს ,------ს“ დაფუძნება ემთხვევა ი/მ მ-------------–-------–---–ის მიმართ დაწყებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და საკონტროლო შესყიდვების ჩატარების დაწყებას, რომლის დროსაც ფაქტობრივად აღწერილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების პირვანდელი ღირებულება შეადგენდა 17 436 ლარს, ხოლო აღურიცხავი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები საბაზრო ღირებულებით შეადგენდა 9 814,90 ლარს, ამავე პერიოდიდან მეწარმეობის შეწყვეტამდე მისი სალარო ბრუნვა შეადგენდა 64 461,95 ლარს, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი თანხა შეადგენს 112,48 ლარს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ი/მ მ-------------–-------–---–ის, შპს ,------ს“, ვ-–---------–---–ის მოქმედებები მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებას.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა ი/მ მ-------------–-------–---–მა, შპს,------მ“, ვ-–---------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. ი/მ ,,მ-------------–-------–---–ს“ 2--- წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 19 771,66 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოშობილია 2--- წლის 27 ოქტომბრის N2---- ბრძანების საფუძველზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შედარების აქტი(ს.ფ.17);

 

3.2. ი/მ მ-------------–-------–---–ის ქონებაზე 2--- წლის 17 ნოემბრიდან N1----- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახდო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 2--- წლის 20 ივნისს ი/მ მ-------------–-------–---–ის მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 0------ ბრძანება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობა/ იპოთეკის რეესტრიდან (ს.ფ.18);

- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2--- წლის 20 ივნისის ბრძანება N0------(ს.ფ.20);

 

3.3. ი/მ მ-------------–-------–---–ი რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2011 წლის 24 ნოემბრიდან, რომლის მისამართია ქ.ახალციხე ა-------–ის ქ.N6, საქმიანობის სახე საცალო ვაჭრობა არასპეციალიზირებულ მაღაზიებში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან(ს.ფ.22);

 

3.4. 2--- წლის 06 მარტს მ-------------–-------–---–მა მიმართა შემოსავლების სამსახურს და რეგისტრაციიდან მოხსნა საკონტროლო სალარო აპარატი N-----------, რომელიც იმავე თარიღში რეგისტრირებული იქნა შპს ,------ზე“, აღნიშნულის შემდეგ შეწყვიტა საქმიანობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მ-------------–-------–---–ის 2--- წლის 06 მარტის განაცხადი ( ს.ფ.23);

- შპს ,------ს“ დირექტორის ვ-–---------–---–ის განაცხადი (ს.ფ.24);

 

3.5. შპს ,------“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2--- წლის 23 დეკემბერს რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ვ-–---------–---–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი რეესტრიდან (ს.ფ.25-26);

 

3.6. შპს ,------“ და ი/მ მ-------------–-------–---–ის საქმიანობის სახე (საცალო ვაჭრობა არასპეციალიზირებულ მაღაზიებში) და ადგილი (ქ.ახალციხე ა-------–ის ქ.N6) არის ერთი და იგივე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ.22. 25-26);

- ამონაწერები მონაცემთა ერთიანი სიიდან(ს.ფ.41-42);

 

3.7. მ-------------–-------–---–ი და ვ-–---------–---–ი არიან დედა - შვილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სამინისტროს 2--- წლის 12 ივლისის წერილი (ს.ფ.29);

 

3.8. ვ-–---------–---–ის მიერ შპს ,------ს“ დაფუძნება ემთხვევა ი/მ მ-------------–-------–---–ის მიმართ დაწყებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და საკონტროლო შესყიდვების ჩატარების დაწყებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2--- წლის 27 ოქტომბრის ბრძანება - სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების შესახებ;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ საქმეში მოპასუხეები განმარტავენ, რომ ისინი არ წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

ამასთან, წარმოდგენილი ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო პირების რეესტრიდან უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შპს ,------მ“ იმავე მისამართზე გააგრძელა იგივე საქმიანობა სადაც მანამდე მ-------------–-------–---–ი ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. საქმიანობის სახე არის იგივე - საცალო ვაჭრობა არასპეციალიზირებულ მაღაზიებში და ფაქტიურად ობიექტში საქმიანობას ახორციელებს თავად მ-------------–-------–---–ი. ვ-–---------–---–ის მიერ შპს ,------ს“ დაფუძნება ემთხვევა ი/მ მ-------------–-------–---–ის მიმართ დაწყებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და საკონტროლო შესყიდვების ჩატარების დაწყებას.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ ი/მ მ-------------–-------–---–ი, შპს ,------“, ვ-–---------–---–ი წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

ამავე კოდექსის 19-ე მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები.

 

დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

 

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს შორის არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობა, კერძოდ, ეწევიან ერთი და იგივე სამეწარმეო საქმიანობას, ინდივიდუალურ მეწარმედ შპს ,------“ (დირექტორი ვ-–---------–---–ი) რომელიც არის მ-------------–-------–---–ის შვილი, დარეგისტრირდა მას შემდეგ რაც ი/მ მ-------------–-------–---–თან დაიწყო საინვენტარიზაციო შემოწმება. მ-------------–-------–---–მა ივარაუდა მოსალოდნელი სანქციები და ვალდებულების შესრულების აუცილებლობა სახელმწიფოს სასარგებლოდ, 2--- წლის 06 მარტს მიმართა შემოსავლების სამსახურს და რეგისტრაციიდან საკონტროლო სალარო აპარატი N-----------, რომელიც იმავე თარიღში რეგისტრირებული იქნა შპს ,------ზე“, აღნიშნულის შემდეგ შეწყვიტა საქმიანობა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საგადასახადო ვალდებულებების მქონე გადასახადის გადამხდელის - მ-------------–-------–---–ის მხრიდან გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით შპს ,------სთან“ და ვ-–---------–---–თან ისეთ კავშირში შესვლა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთიმეორისაგან განსხვავება, რაც მათ ცრუმაგიერობაზე მიუთითებს.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ი/მ მ-------------–-------–---–ის (რადგანაც სწორედ მას გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ საგადასახადო ვალდებულება) ცრუმაგიერ პირებად აღიარებული უნდა იქნენ შპს ,------“ და ვ-–---------–---–ი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა და ი/მ მ-------------–-------–---–ის ცრუმაგიერ პირებად აღიარებული იქნენ შპს ,------“ და ვ-–---------–---–ი. რაც გულისხმობს, რომ საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მოხდეს შპს,------“ და ვ-–---------–---–ის ქონებიდან, სახელმწიფო ბაჟის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა სოლიდარულად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 01 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. შპს ,------“ (ს/კ 4--------) და ვ-–---------–---–ი (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნენ ი/მ მ-------------–-------–---–ის (პ/ნ 4----------) ცრუმაგიერ პირებად.

3. შპს ,------ს“, ვ-–---------–---–ს და ი/მ მ-------------–-------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების 50 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.თბილისი რობაქიძის ქ.N7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ახალციხე მებაღიშვილის ქ.N62) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი