განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №18002268420-1/032-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
14 მარტი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული –კ--------------------------–---–-, დაბადებული 1--- წლის 2-------ს, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ა---––---, ა----–-----–-ს ქუჩა N--, ბინა N-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 0------------- საღამოს საათებში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კ------------–---–- მის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლის დედას მ---------–-------–---–ს დაემუქრა ქონების განადგურებით, კერძოდ ქ. ა---––---ში დ. ა----–-----–-ს ქ.N--/--ში მდებარე მ---------–-------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში დაამტვრია ჭურჭელი, საოჯახო ნივთები, ჩაამსხვრია სახლის ფანჯრების და კარებების მინები, ასევე იმუქრებოდა საცხოვრებელი სახლის დაწვით, რის გამოც დაზარალებულ მ---------–-------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციადმიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
კ------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მ--------–-------–---–-ს ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 0------------- სახლში იმყოფებოდა შვილიშვილთან მ-----–--–-------–---–თან ერთად, რა დროსაც მივიდა მასთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მისი სიძე კ------------–---–-, რომელმაც მ-----–ს უთხრა, რომ გაყოლოდა მომსახურების სააგენტოში, მან უთხრა კ-------ს, რომ მ-----–- მეცადინეობდა და თავი დაენებებინა, მის ნათქვამზე კ-------ი გაბრაზდა და დასარტყმელად მოუღერა ხელი. დაახლოებით 15:00 საათზე დაურეკა მ-----–ს და უთხრა მასწავლებელთან იყო წასასვლელი და არ დაეგვიანებია, მ-----–- მალე მივიდა სახლში და წავიდა სამეცადინოდ, მისი წასვლიდან დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ სახლში კვლავ არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა კ-------ი, რომელმაც იკითხა თუ სად იყო მ-----–-, მან უპასუხა, რომ სამეცადინოთ იყო წასული, რის გაგონებაზეც მ-----–მა მას დაუწყო დედის მისამართით გინება და უწმაწური სიტყვებით ლანძღვა. ცოტა ხანში მ-----–-ც მოვიდა, კ------------–---–- მის მიმართ ისევ აგრესიული იყო, უძახდა, რომ მოკლავდა და მისკენ იწევდა, მას წინ ჩაუდგა მ-----–- და არ მისცა საშუალება მასთან მისულიყო და ძალადობა განეხორციელებინა, მან დაიწყო სახლის ფანჯრების მტვრევა, ასევე ამტვრევდა სახლში სხვადასხვა ნივთებს და იმუქრებოდა უნდა გადაგწვათო. მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან იგი არაადეკვატურად იქცეოდა და არ იყო გამორიცხული მას ნამდვილად გადაეწვა მისი ქონება და ისიც მოეკლა, რის გამოც მან დატოვა საცხოვრებელი სახლი და გაერიდა კ------------–---–ს.
იხ. ს.ფ. 5-7;
მ-----– ვ---–---–-ს ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 0------------- სახლში იმყოფებოდა ბებია მ--------–-------–---–თან ერთად, მან უთხრა ბებიას, რომ კ------------–---–- განვადებას აკეთებინებდა და არ სურდა, ამ დროს მამა კ------------–---–- მივიდა სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში, მან უთხრა, რომ არ უნდოდა განვადების გაკეთება, რაზეც მამა კ------------–---–- აგრესიული გახდა და ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით, მათ საუბარში ჩაერია ბებია მ--------–-------–---–-, რომელიც კ------------–---–ს ეუბნებოდა, რომ თავი დაენებებინა მისთვის, რაზეც მამამისმა მთელი აგრესია გადაიტანა ბებიაზე, ემუქრებოდა მ--------–-------–---–ს მოგკლავო, გაიწია მ--------–-------–---–-სკენ თუმცა ის წინ დაუდგა და არ მისცა საშუალება მიახლოებოდა ბებიას, სწორედ ამ დროს შეტრიალდა კ------------–---–- და დაიწყო საოჯახო ნივთებისა და სახლის მინების მტვრევა, მათ გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ კ------------–---–- თავის მუქარას განახორციელებდა და გაერიდნენ მას.
იხ. ს.ფ. 37-39;
კ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
კ------------–---–-ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმე მ--------–-------–---–-ს გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოილუსტრირებით, 2015 წლის 1-------- განაჩენით, მ--------–-------–---–-ს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, კ------------–---–-ს დაკავების ოქმით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ კ------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
კ------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
კ------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ კ------------–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კ------------–---–-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.კ------------–---–- (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი;
2.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ კ------------–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.კ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 0---------------- 2018 წლის 3---------- ჩათვლით;
4.კ------- ვ---–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის, გაუქმდეს;
5.სისხლის სამართლის N01---------- საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - ლითონის დეტალი და მინის ნამსხვრევები, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
-დამტვრეული ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი