განაჩენი

სისხლის სამართლის 27.03.2018
საქმის ნომერი
150100118002335404
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002335404

№1/16-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე – მა-–---- ენ-----ე

სხდომის მდივანი – და---- მე-–----ე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გი------ ორ---------ე,დაცვის მხარე

ბრალდებული - ლო-------- ერ------ის ძე მე-–----ე (დაბადებული 196- წლის 0- მარტს, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებული, უმუშევარი, ნასამართლობის არ მქონის, ფაქტობრივად მცხოვრები: ახალქალაქის რაიონი სოფელი პ-----, პირადი № 0----------);

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ პ-----ში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ლო-------- მე-–----ემ მის საცხოვრებელ სახლში, მისივე არასრულწლოვანი შვილის თე- მე-–----ის თანდასწრებით ხელი ჰკრა მის მეუღლეს მა---- მე-–----ეს, რის შედეგადაც მა---- მე-–----ე დაეცა ძირს, რის შემდეგაც ლო-------- მე-–----ემ მის მეუღლეს ხელი დაარტყა თავის არეში. ლო-------- მე-–----ის აღნიშნული ქმედების გამო, მა---- მე-–----ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ლო-------- მე-–----ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მა---- მე-–----ის, ნა---- მე-–----ის, თა----- მე-–----ის, თე- მე-–----ის გამოკითხის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მა---- მე-–----ის მიმართ და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

მხარეებს არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. ლო-------- მე-–----ე წარდგენილ ბრალდებას აღიარებს და ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. სასამართლოს სთხოვს, რომ მის მიმართ დადგენილი იქნას სამართლიანი განაჩენი.

2.2. მხარეთა დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალად წარდგენილ ქმედებაში.

2.3. მხარეთა დასკვნით სიტყვებში ბრალდებულმა მოითხოვა მის მიმართ სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, კერძოდ, იმის გათვალისწინებით რომ სახეზე- ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, იგი ითხოვს, რომ მას შეეფარდოს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის მინიმალური ზომა, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც.

 

2.4. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლო-------- მე-–----ემ

ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

დაცის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.

შე-სბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლო-------- მე-–----ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლო-------- მე-–----ის ბრალეულობას.

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

3.3. 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ პ-----ში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ლო-------- მე-–----ემ მის საცხოვრებელ სახლში, მისივე არასრულწლოვანი შვილის თე- მე-–----ის თანდასწრებით ხელი ჰკრა მის მეუღლეს მა---- მე-–----ეს, რის შედეგადაც მა---- მე-–----ე დაეცა ძირს, რის შემდეგაც ლო-------- მე-–----ემ მის მეუღლეს ხელი დაარტყა თავის არეში. ლო-------- მე-–----ის აღნიშნული ქმედების გამო, მა---- მე-–----ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ლო-------- მე-–----ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

შესაბამისად სახეზე- მიზეზობრივი კავშირი ჩადელი ქმედებასა და შედეგს შორის, ხოლო ლო-------- მე-–----ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა.

4.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებად სასამართლოს მიაჩნია ის რომ ლო-------- მე-–----ემ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა ისეთი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რომელიც ლახავს ოჯახში მყუდრო ატმოსფეროს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ოჯახის წევრების ნორმალურ ცხოვრებაზე.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, ქონებრივ, მატერიალურ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არა მარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, არამედ დამნაშავის პიროვნებაც წარსულში ჩადენილ დანაშაულები, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ოჯახური და სოციალური მდგომარეობას.

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქცია ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

ლო-------- მე-–----ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ლო-------- მე-–----ის საზოგადოებისაგან მკაცრი იზოლირება და მისთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა არ შეიძლება იყოს სასჯელის მიზანი. რაც შეეხება საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის დანიშვნას, მისი დანიშვნა სასამართლოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად რადგანაც ლო-------- მე-–----ე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად გამასწორებელი სამუშაო ინიშნება ერთი თვიდან ორ წლამდე ვადით და მოხდილი უნდა იქნეს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილზე.

 

ბრალდებულ ლო-------- მე-–----ის მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ამდენად, სასამართლოს მიაჩნია რომ მას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავის რესოციალიზაციას, რაც პროპორციულად და თანაზომიერად იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ, ამასთან იქნება კანონიერი და ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთი ვარგისი საშუალება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბოლოოდ ლო-------- მე-–----ეს ძირითადი სასჯელის სახით უნდა შეეფარდოს პირობითი მსჯავრი, რაც სავსებით აკმაყოფილებს სამართლიანობის აღდგენისა და რესოციალიზაციის პრინციპს.

 

6. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

ლო-------- მე-–----ის მიმართ 2018 წლის 01 თებერვლის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258 - 260-ე, 26--e, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 278-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

1. დ ა ა დ გ ი ნ ა:

2. ლო-------- მე-–----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;

3. კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

4. ლო-------- მე-–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს;

5. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს;

6. განაჩენი ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით.

მოსამართლე მა-–---- ენ-----ე