განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002216239
1-1089/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ირინე მაკარაძე
პროკურორი - პ----- ც-–--–აძე
ბრალდებული - რ----- დ-----ძე
ადვოკატი - ს---–------ კ-----–--ე
დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N17----------
ბრალდებული: რ----- დ-----ძე
მამის სახელი: ი-----–-
დაბადებული: 30.11.1-------------------------------------------–--------------------–------------–-------–----–-----------------------------------------------–----–---------------------–--–--------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. სრულწლოვანმა რ----- დ-----ძემ 2017 წლის 14 მაისს დღის საათებში, ქ.ბათუმში, შავშეთის ქN29 მდებარე სახლის ეზოში არსებულ სააბაზანოში მოტყუებით შეიყვანა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ლ--- ბ---–---ძე და ძალადობის გარეშე მასთან ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, კერძოდ ხელით ეხებოდა მას სასქესო ორგანოზე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გარყვნილი ქმედება; ძალადობის გარეშე სრულწლოვნის მიერ გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: ლ--- ბ---–---ძის, ლ---- ბ---–---ძის, ი------–------ს, რ----- დ-----ძის, ი----------------------------------------------------------------–-----------------–--–---–-----------------------------–-----–-------–----------------–---- ჩვენებები, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნები, დაკავების ოქმი და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, ბრალდებულმა რ----- დ-----ძემ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, ესე იგი ძალადობის გარეშე სრულწლოვნის მიერ გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილი - ძალადობის გარეშე სრულწლოვნის მიერ გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან - სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
რ----- დ-----ძის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტი დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ რ----- დ-----ძის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა რ----- დ-----ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, ესე იგი ძალადობის გარეშე სრულწლოვნის მიერ გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
რ----- დ-----ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
რ----- დ-----ძეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქმის მასალებში წარმოდგენილია ბრალდებულ რ----- დ-----ძის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილი სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 04 სექტემბრის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №005100817 დასკვნა, რომლის თანახმად რ----- დ-----ძეს აღენიშნება თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით (გადატანილი ტუბერკულოზური მენინგიტი) გამოწვეული ორგანული პიროვნული აშლილობა (კოდი F 07.0 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს რ----- დ-----ძე დაავადებული იყო ორგანული პიროვნული აშლილობით არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით რ----- დ-----ძეს შეუძლია ანგარიში გაუწიოს ტავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძებო და სასამართლო მოქმედებებში. რ----- დ-----ძე იმგვარი ფსიქიკური აშლილობით რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით რ----- დ-----ძეს შეუძლია წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. თავისი ფსიქიკური მდოგმარეობით რ----- დ-----ძე იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
ამდენად, ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, რ----- დ-----ძე ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული იყო ორგანული პიროვნული აშლილობით არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. ანუ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის მომენტისთვის ის იყო შეზღუდული შერაცხადი, თუმცა თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას ამჟამად არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის საფუძველზე სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ რ----- დ-----ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება ბრალდებულ რ----- დ-----ძის მიმართ სასჯელის განსაზღვრას, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლში მითითებულ გარემოებებს - ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ აქვს ქრონიკული ფსიქიკური დაავადება, ამასთან ითვალისწინებს მის ასაკს, და იმ გარემოებას, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, და მიაჩნია, რიმ მას სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა განესაზღვროს ამ მუხლით განსაზღვრული სასჯელის მინიმუმი- თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ სასჯელის ამ ზომის გამოყენება არის მიზანშეწონილი და ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 274-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული რ----- დ-----ძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქ. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელიდან 03 (სამი) წელი და 04 (თვე) თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 08 (რვა) თვე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით.
სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ პირობით მსჯავრდებულ რ----- დ-----ძის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
რ----- დ-----ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
რ----- დ-----ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 09 ნოემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
შპს „რესპუბლიკურ კლინიკურ ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოდან“ ამოღებული ავადმყოფობის ისტორიის და სამედიცინო ბარათის ასლები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი