განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №270100118002372014 (1/18-18)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო წა-–------ის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ
ანა კვირტიას მდივნობით
პროკურორ - მა-------------ძის,ბრალდებულ - რა---–------იასა და
ადვოკატ - მა------–-----–იას
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა-------------ძის შუამდგომლობა
ბრალდებულ რა---–------იას მიმართ
დაბადების თარიღი: 03-------4 წელი,პირადი ნომერი: 51--------8,საქართველოს მოქალაქე,დაოჯახებული,მისამართი: წა-–--------------------------–-------–ერი
სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ რა---–------იამ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 მარტს, საღამოს საათებში, წა-–------ის რაიონის სოფელ ჩქ---–---ში, სოფელი ჩქ---–---ი - დაბა ჯვ---ის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, რა---–------ია მართლსაწინააღმდეგოდ პირადად ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ 5---------–------------“ მოდელის, სასპორტო-საწვრთნელი დანიშნულების შაშხანას, რომელიც ვ---გისია სროლისთვის და მიეკუთვნება ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღთაკატეგორიას; რა---–------ია ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ 5,6 მმ კალიბრის რგოლური აალების ცხრა ცალ ვაზნას, რომლებიც ვ---გისია სროლისთვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
2018 წლის 27 მარტს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა-------------ძეს, ბრალდებულ რა---–------იასა და ადვოკატ მა------–-----–იას შორის.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული რა---–------ია აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებული რა---–------ია აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.
ბრალდებული რა---–------ია ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
პროკურორი მა-------------ძე შუამდგომლობს რა---–------იას მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:
ბრალდებული რა---–------ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
რა---–------იას საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
5---------–------------“ მოდელის, სასპორტო-საწვრთნელი დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი - შაშხანა და საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი 6 ცალი ვაზნა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს, ხოლო მოლურჯო ფერის ტანსაცმელი განადგურდეს.
რა---–------ია და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მა------–-----–ია დაეთანხმნენ ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.
რა---–------იას ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
-რომან თოლორდავას, მამუკა ქარდავას, გელა ცირამუას, ტრისტან ქომეთიანის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ რა---–------იას მიერ გამოკითხვისას მიცემული აღიარებითი ინფორმაცია, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ბრალდებულ რა---–------იას დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობა.
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ რა---–------იამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
რა---–------იას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
რა---–------იას მიმართ მიზანშეწონილია საქართველოს სსკ-ს 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმის გამოყენება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა-------------ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა-------------ძეს, ბრალდებულ რა---–------იას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ - მა------–-----–იას შორის;
ბრალდებული რა---–------ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, ამავე, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
რა---–------იას საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
5---------–------------“ მოდელის, სასპორტო-საწვრთნელი დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი - შაშხანა და საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი 6 ცალი ვაზნა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს, ხოლო მოლურჯო ფერის ტანსაცმელი განადგურდეს;
რა---–------იას სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 მარტის 19:03 საათიდან;
რა---–------იას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში, დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილვევლმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივ---ი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა