განაჩენი

სისხლის სამართლის 27.03.2018
საქმის ნომერი
010100118002340562
დავის ტიპი
126
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002340562

საქმე N1-213/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27.03. 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გი------------–---–ი

 

1. ბრალდებული: უგ----------–-------–-–ი (U----------------I)

მამის სახელი: ქ----

დაბადებული: 2--11.19-- წელი

პასპორტის ნომერი: U-------2

მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრაციის მისამართი: თურქეთის რესპუბლიკა, ქ. ად----

ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, გო-----–---------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად).

 

ბრალდებულის ადვოკატი: გო---–----ძე

 

2. ბრალდებული: მუ-----------უ (M----------) (დასწრების გარეშე)

მამის სახელი: თე-----

დაბადებული: 20.02.19-- წელი

პასპორტის ნომერი: U-------4

მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრაციის მისამართი: თურქეთი რესპუბლიკა, ქ.ა------

ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, გო-----–---------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად).

 

ბრალდებულის ადვოკატი: მე----–------ძე

 

თარჯიმანი: ქე-------–-----ა

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171030118006

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა მუ-----------უს მიმართ:

 

1.1. 2017 წლის 07 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ.ბათუმში, ზ.გო-----–---ს ქუჩაზე არსებულ ჰიპერმარკეტ ,,გ-------–ში’’ ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მუ-----------უმ და უგ----------–-------–-–იმ ჯგუფურად, სახის არეში ხელის დარტყმებით ან---------------–--ლს მიაყენეს დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელთა ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლომ დაადგინა უგ----------–-------–-–ის მიმართ:

 

1.2. 2017 წლის 07 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ.ბათუმში, ზ.გო-----–---ს ქუჩაზე არსებულ ჰიპერმარკეტ ,,გ-------–ში’’ ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უგ----------–-------–-–იმ და მუ-----------უმ, ჯგუფურად, სახის არეში ხელის დარტყმებით ან---------------–--ლს მიაყენეს დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელთა ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის

ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია

ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული

შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

2.1. ბრალდებულ უგ----------–-------–-–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იშუამდგომლა ბრალდების მხარის სადავო მტკიცებულებების სრული მოცულობით უდავოდ ცნობა; თავად ბრალდებულმა უგ----------–-------–-–იმ აღიარა ჩადენილი ქმედება, რომ 2017 წლის 07 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ.ბათუმში, ზ.გო-----–---ს ქუჩაზე არსებულ ჰიპერმარკეტ ,,გ-------–ში’’ ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ან---------------–--ლს. (იხ სასამართლო სხდომის ოქმი);

 

2.2. მუ-----------უს ინტერესების დმცველმა ადვოკატმა იშუამდგომლა ბრალდების მხარის მტკიცებულებების სრული მოცულობით უდავოდ ცნობა, განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი - მუ-----------უ იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ თურქეთის რესპუბლიკაში, მან საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას გამოკითხვის დროს დააფიქსირა თავისი პოზიცია და აღიარა ჩადენილი, დეტალურად აღწერა შემთხვევა, უბრალოდ მას მოუხდა თავის ქვეყანაში დაბრუნება იქედან გამომდინარე რომ საქმიანობს და ვერ შეწყვეტდა ამ საქმიანობას; ამის შემდეგ ის საქართველოში ვერ ჩამოვიდა; მას აქვს კავშირი ბრალდებულთან; ის თანახმაა მის გარეშე მოხდეს საქმის განხილვა და ასევე პოზიცია, რომ სრული მოცულობით მტკიცებულებების უდავოდ ცნობა მოითხოვა, - შუამდგომლობა აღნიშნულის თაობაზე შეთანხმებულია მასთან; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი);

 

2.4. ამდენად, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. 2018 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.6. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0-------7, 20.11.2017წ დადგენილია, რომ პირადი შემოწმების (08.11.2017წ) მონაცემებით უგ----------–-------–-–ის აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები (ლოკალიზაცია იხილეთ გამოკვლევით ნაწილში), რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.(იხ ს.ფ.56-58)

 

2.7. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0-------7, 20.11.2017წ დადგენილია, რომ პირადი შემოწმების (08.11.2017წ) მონაცემებით ან---------------–--ლს აღენიშნებოდა ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები (ლოკალიზაცია იხილეთ გამოკვლევით ნაწილში), რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.(იხ ს.ფ.50-53);

 

2.8. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0-------7, 20.11.2017წ დადგენილია, რომ პირადი შემოწმების (08.11.2017წ) მონაცემებით მუ-----------უს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა; (იხ ს.ფ.61-63);

 

2.9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმების დადების ოქმი, რომლის თანახმად ბრალდებული ან---------------–--ლი 2017 წლის 07 ნოემბერს ჰიპერმარკეტ "გ-------–ში" ბრალდებულებზე უგ----------–-------–-–ისა და მუ-----------უზე მიყენებული ფიზიკური შეუარცხყოფის გამო მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; (იხ განაჩენი ს.ფ.120-124)

 

2.10. სასამართლოს - მხარეთა მიერ სრული მოცულობით შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების: ან---------------–--ლის, მუ-----------უს, უგ----------–-------–-–ის, და-----–---------------------------------------------------------–----------------------------–--ის ჩვენებები, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმები, ვიდეო ჩანაწერი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ალკოტესტის დასკვნები, განაჩენი) - დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა უგ----------–-------–-–იმ და მუ-----------უმ ჩაიდინეს ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა უგ----------–-------–-–იმ - - მუ-----------უსთან ერთად ჯგუფურად, მათ განხორციელებული ქმედებით, სახის არეში ხელების დარტყმებით ან---------------–--ლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რის გამოც, ის ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

3.2 სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მუ-----------უმ უგ----------–-------–-–ისთან ერთად ჯგუფურად, - მათ მიერ განხორციელებული ქმედებით - სახის არეში ხელების დარტყმებით ან---------------–--ლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რის გამოც, ის ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული უგ----------–-------–-–ი აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა; გამოძიების მიმდინარეობისას გამოკითხვის დროს მუ-----------უ აღიარებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

უგ----------–-------–-–ი და მუ-----------უ წარსულში ნასამართლევი არ არიან;

 

სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულების რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებიდან და პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ბრალდებულების რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნის პირობებშიც; იმის მხედველობაში მიღებით, რომ იგივე ფაქტიდან გამომდინარე მოცემულ საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი - პირი ან---------------–--ლი მსჯავრდებულია და მის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშეა განაჩენი გამოტანილი, ბრალდებულებსა და დაზარალებულწ (იგივე ნ---------------–--ლს) შორის დავა არ არსებობს და ის არ გაგრძელდება;

 

რაც შეეხება ჯარიმის თანხის ოდენობას, სასამართლო თვლის, რომ ის უნდა განისაზღვროს ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდგომ მათი ქცევის და პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით;

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, უგ----------–-------–-–ის და მუ-----------უს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, უგ----------–-------–-–ის და მუ-----------უს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად; სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი - ჯარიმის სახით - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

6. ნივთიერი მტკიცებულებების, ყადაღის და სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს სუპერმარკეტ "გ-------–ის" ვიდეო ჩანაწერი, რომელიც უნდა დაერთოს მოცემულ საქმეს საქმის შენახვის ვადით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული უგ----------–-------–-–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ უგ----------–-------–-–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ბრალდებული მუ-----------უ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ მუ-----------უს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - სუპერმარკეტ ,,გ-------–იდან’’ წარმოდგენილი კომპაქტდისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს ამავე სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, საქართველოს შსს შესაბამის ძებნის სამსახურს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე