გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.03.2018
საქმის ნომერი
180310016001567996
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/236-16

გ ა და წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2018 წელი ქ. მცხეთა

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი -- ბელა ოჩიაური

მოსარჩელე - მ--–---------------–-------------------------------------------------------------------------–-----------------–---------------------------–---------------------------–------------–--------–-–---–------–--–----------------–---------------–-----------------------------–-–---–--

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - მ--------–--–-–---–-

მოპასუხე- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - (არ გამოცხადდა)

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - ნ-----------------

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანება უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ №---------------------–------- და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ №882---096074-03 (22.02.2---) და მიეცეს დრო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,----------------ი უფლებები მოიყვანონ თანხმობაში მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება 1------------------ბერი/ 2---წ. ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე;

 

დავის მოკლე შინაარსი; 2--- წლის 21 ოქტომბერს მ--–---------------–--------------------------------------------------------------------------------–---–----------------------------–----------------------------–-------------–--------–-–---–-------–--–----------------–----------------–------------------------------–-–---–--; სასარჩელო განცხადებით მომართეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეები - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანება უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ №---------------------–------- და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ №882---096074-03 (22.02.2---) გაუქმდეს და მიეცეს დრო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,----------------ი უფლებები მოიყვანონ თანხმობაში მოქმედ კანონმდებლობასთან. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას, № 7---- 25 მარტი 2--- წელი, მოსარჩელეები სადაოს არ ხდიან; 2) მოსარჩელეები სადაოს ხდიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება 1------------------ბერი/ 2---წ. ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე;

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. ხოლო წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს. (იხ. შესაგებელი, 2018 წლის 07 მარტის სხდომის ოქმი)

 

2.2. მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს წარმოდგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.3. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმოდგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თიანეთის სახალხო დეპუტთა რაიონული საბჭოს არმასკომის 1986 წლის 21 მაისის #128 გადაწყვეტილებით დამტკიცდა თიანეთის რაისაბჭოს აღმასკომთან არსებული საუწყებათაშორისო კომისიის 1986 წლის 19 მაისის სხდომის #3 ოქმი და ნება დაერთო საცხოვრებელი სახლების და სხვა დამხმარე ნაგებობების მშენელობაზე შემდეგ მოქალაქეებს. დაბ. თიანეთში ივრის ქ.#4-ში მცხოვრებლებს კოლექტიური ავტომანქანის სადგომის მშენებლობაზე ბინის უკან არსებული ბეტონის დამცავი კედლი გასწვრივ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს. ( იხ. 1986 წლის 21 მაისის #128 გადაწყვეტილებით)

 

3.1.2. შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2--- წლის 19 თებერვლის #--------რძანებით მოთხოვნილი იქნა უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თიანეთის სარეგისტრაციო სამსახურს განახორციელოს დანართში რეგისტრირებული უძრავი ნივთების ცხრილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების და ელ. ვერსიები მითითებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს. (იხ. 2--- წლის 19 თებერვლის #--------რძანება)

 

3.1.3. 2--- წლის 22 თებერვლის #882---096074-03 გადაწყვეტილებით განხორციელდა სახელმწიფოზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე თიანეთი დაბა თიანეთი ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო დაზუსტებული ფართობი 7239.0-------------------------. მესაკუთრე სახელმწიფო უფლების დამდგენი დოკუმენტები ბრძანება #1-----------------6 წერილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს. (იხ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.)

 

3.1.4. 2--- წლის 19 თებერვლის #------- წერილით ადრესატი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თიანეთის სარეგისტრაციო სამსახურს ეგზავნება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2--- წლის 19 თებერვლის ბრძანება და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის #233 დადგენილების და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის საფუძველზე მოთხოვნილი იქნა სახელმწიფო საკუთრებაში უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბრძანების დანართში მითითებული არასასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთის წარმოდგენილი დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების და ელ. ვერსიების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს. (იხ.2--- წლის 19 თებერვლის #------- წერილი.)

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილი 2--- წლის 25 მარტის #7---- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მ--–---------------–ს უარი უთხრეს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლითაც მოთხოვნილი იქნა 2--- წლის 22 თებერვლის #882---096074-03 რეგისტრაციის ბათილობა

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს. (იხ.2--- წლის 25 მარტის #7---- გადაწყვეტილება)

 

3.1.6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2--- წლის 29 აგვისტოს #------- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი მხრიდან არ იყო წარმოდგენილი 2--- წლის 19 თებერვლის #--------რძანების გაცნობის თარიღის დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისად ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცე 10 დღის ვადა, ხოლო ამავე სამინისტროს 2--- წლის 07 სექტემბრის #---------რძანებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ;თეანეთის; თავჯდომარის მ--–---------------–ის ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად ვინაიდან საჩივრის ავტორის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი 2--- წლის 29 აგვისტოს #------- წერილით დადგენილი ხარვეზი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს. (იხ.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2--- წლის 29 აგვისტოს #------- წერილი და 2--- წლის 07 სექტემბრის #---------რძანება)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებენ სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი;

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტებიი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

6.2. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ- დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით გასაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ” პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძველზე განმარტავს, რომ რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია შემდეგი; 2--- წლის 19 თებერვალს N882---096074 განაცხადით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე. განცხადებაზე თანდართული იქნა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 19 თებერვლის N11/7986 მომართვა, ამავე თარიღის N1/7-78 ბრძანება და დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების ცხრილი.

 

საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-2 მუხლის "თ" ქვეპუნქტის თანახმად ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ხოლო "კ" ქვეპუნქტის თანახმად სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-9 მუხლის თანახმად რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის 21-ე, 22-ე და 23ე მუხლებით განსაზღვრულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო იღებს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. ამდენად, სარეგისტრაციო სამსხაურის მიერ 2--- წლის 22 თებერვალს მიღებული იქნა რეგისტრაციის შესახებ N882---096074-03 გადაწყვეტილება და მიწის ნაკვეთზე მისამართით თიანეთი, დაბა თიანეთი, საერთო ფართი 7--------. დარეგისტრირდა სახელმწიფოს უფლება. ამდენად სადავო გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად აწესრიგებს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობებს. კერძოდ: ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. ამავე მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს წარმოადგენს ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს.

 

მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი”. (რომელიც ამჟამად ძალადაკარგულია) აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ან/და თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტებია: ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი.

 

ზემოთ ხსენებული გარემოებები ასევე გათვალისწინებულია დღეისთვის მოქმედი საქართველოს მთავრობის 2--- წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ მეორე მუხლის ;ბ და ;გ; ქვეპქტებით და საქართველოს კანონის ;სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ;

ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნიათ სადავო მიწის ნაკვეთზე მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ან/და თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მათი აპელირება ფაქტობრივ გარემოებაზე (იხ.გადაწყვეტილების 3.1.1. პუნქტი) ვერ წარმოშობს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას.

 

6.5. რაც შეეხება №---------------------–------- და 1------------------ბერი/ 2--- ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებათა გამო; თიანეთის სახალხო დეპუტთა რაიონული საბჭოს არმასკომის 1986 წლის 21 მაისის #128 გადაწყვეტილებით დამტკიცდა თიანეთის რაისაბჭოს აღმასკომთან არსებული საუწყებათაშორისო კომისიის 1986 წლის 19 მაისის სხდომის #3 ოქმი და ნება დაერთო საცხოვრებელი სახლების და სხვა დამხმარე ნაგებობების მშენელობაზე შემდეგ მოქალაქეებს. დაბ. თიანეთში ივრის ქ.#4-ში მცხოვრებლებს კოლექტიური ავტომანქანის სადგომის მშებლობაზე ბინის უკან არსებული ბეტონის დამცავი კედლი გსაწვრივ. შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2--- წლის 19 თებერვლის #--------რძანებით მოთხოვნილი იქნა უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თიანეთის სარეგისტრაციო სამსახურს განახორციელოს დანართში რეგისტრირებული უძრავი ნივთების ცხრილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების და ელ. ვერსიები მითითებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2--- წლის 19 თებერვლის #------- წერილით ადრესატი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თიანეთის სარეგისტრაციო სამსახურს ეგზავნება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2--- წლის 19 თებერვლის ბრძანება და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის #233 დადგენილების და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის საფუძველზე მოთხოვნილი იქნა სახელმწიფო საკუთრებაში უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბრძანების დანართში მითითებული არასასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთის წარმოდგენილი დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების და ელ. ვერსიების შესაბამისად. 2--- წლის 22 თებერვლის #882---096074-03 გადაწყვეტილებით განხორციელდა სახელმწიფოზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე თიანეთი დაბა თიანეთი ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო დაზუსტებული ფართობი 7239.0-------------------------. მესაკუთრე სახელმწიფო უფლების დამდგენი დოკუმენტები ბრძანება #1-----------------6 წერილი.

 

საქმეში წარმოდგენილი 2--- წლის 25 მარტის #7---- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მ--–---------------–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლითაც მოთხოვნილი იქნა 2--- წლის 22 თებერვლის #882---096074-03 რეგისტრაციის ბათილობა, რაც სარჩელით დავის საგანს არ წარმოადგენს.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2--- წლის 29 აგვისტოს #------- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი მხრიდან არ იყო წარმოდგენილი 2--- წლის 19 თებერვლის #--------რძანების გაცნობის თარიღის დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისად ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცე 10 დღის ვადა, ხოლო ამავე სამინისტროს 2--- წლის 07 სექტემბრის #---------რძანებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ;თეანეთის; თავჯდომარის მ--–---------------–ის ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად ვინაიდან საჩივრის ავტორის მიერ არ იქნა აღმფოხვრილი 2--- წლის 29 აგვისტოს #------- წერილით დადგენილი ხარვეზი.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ უფლების დამდგენი დოკუმენტიდან, რომლის საფუძველზეც განხორციელდა სადაო რეგისტრაციები, ნათლად ჩანს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი, რაც საკმარისი იყო საჯარო რეესტრის ეროვნილი სააგენტოს თიანეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სადაო რეგისტრაცია განხორციელებულია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე და სანამ აღნიშნული დოკუმენტი ძალაში იქნება რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. მით უფრო იმ ვითრებაში როდესაც 2--- წლის 19 თებერვლის #------- წერილი როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა და ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი - უფლების დამდგენი დოკუმენტი ძალაშია და დღესაც მოქმედებს. სასამართლოს აზრით ხსენებული მიმართვა წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რადგან ის გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და მას შეიძლება მოჰყოლოდა სამართლებრივი შედეგი. ხსენებული მიმართვის არგასაჩივრებით კი ამოიწურა სადავო შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2--- წლის 19 თებერვლის #--------რძანების ხსენებული აქტის, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების სასამართლო წესით შემოწმების საშუალება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი აქტი ლეგალიზებულია და სავალდებულო ძალის მქონეა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

 

შესაბამისად, გასაჩივრებული სადავო ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 პრიმა მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი იმ შემთხვევაშია ბათილი, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ” პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ნებისმიერ ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესეზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისთვის აუცილებელია, რომ მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს ადგებოდეს პირდაპირი და უშუალო ზიანი. ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ ინტერესს. ამდენად, სარჩელის არსი არის ის, რომ გასაჩივრებული აქტები ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან უკანონოდ უნდა ზღუდავდეს მის უფლებას. შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა ამ აქტით.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული სადავო აქტი წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, მხარეს უდავოდ აქვს. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. გასაჩივრებული №882---096074-03 (22.02.2---) გადაწყვეტილებით მოპასუხემ სახელმწიფომ საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა თავისი საკუთრების უფლება 73.05.29.3--- საკადასტრო კოდით. ამდენად, გასაჩივრებული აქტები გაუქმების საპროცესო და მატერიალური სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო აქტებით არსებითად ირღვევა და რეალური ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესს.

 

6.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლის შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. ხოლო სასარჩელო მოთხოვნა მიეცეს დრო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,----------------ი უფლებები მოიყვანონ თანხმობაში მოქმედ კანონმდებლობასთან კი წარმოადგენს ძირითადი სასარჩელო მოთხოვნების თანმდევ შედეგს, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელი იქნებოდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში.

 

9. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი;

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა;

 

1. მალზახ იარაჯულის; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თეანეთი” (არარეგისტრირებული); ამხანაგობის წევრები: 1) ზაირა ხარხელაურის; 2) თინა ხორნაულის; 3) ნათელა მამულაშვილის; 4) ჟუჟუნა არდოტელის; 5) ზურაბ ციმაკურიძის; 6) ვახტანგ ქაჩლიშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე