გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-2261-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 მარტი 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია
მოსარჩელე- ბ--------------–---–ი
მოსარჩელის წარმომადგენლები- თ---------–----ა, ნ--------–---–---–ი
მოპასუხე- დ--–--------–---–ი
მოპასუხის წარმომადგენელი- დ------------–---–ი
დავის საგანი: თანამესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
ბ--------------–---–ი ცნობილი იქნეს ქ-----------–------------------–-------------------------------------------------------------- 1/3 წილის თანამესაკუთრედ და შესაბამისი ცვლილება შევიდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერებში.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
ბ--------------–---–ი 1990 წლის 16 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება დ--–----------თან, ქორწინების პერიოდიდან, მათ შორის დ--–----------ის სახელზე სადაო ბინის 13.10.1993 წელს პრივატიზაციის მომენტში, ბ--------------–---–ი რეგისტრირებული- ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა ქ----------------------------–-----ი # 4, ბინა 6-ში. პრივატიზაციის მომენტში ბინაში ჩაწერილები იყვნენ დ--–--------–---–ი, თამარ ქიტიაშვილი და მათი მშობლები.
მოსარჩელე განმარტავს, რომ ვინაიდან იგი ცხოვრობდა და ჩაწერილი იყო პრივატიზებულ ბინაში, მართალია მას პრივატიზაციის მომენტიდან აღნიშნულ ბინაზე საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს, თუმცა 2014 წლიდან იგი მოპასუხესთან აღარ ცხოვრობს. ამჟამად ბინა საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხე დ--–--------–---–ზე და მის მამაზე დ------------–---–ზე, ხოლო ვინაიდან ბ--------------–---–ი აღნიშნული ბინის შესაბამისი ნაწილის თანამესაკუთრედ აღრიცხული არ არის საჯარო რეესტრში, მოსარჩელე ითხოვს, რომ ცნობილი იქნეს ქ-----------–------------------–-------------------------------------------------------------- 1/3 წილის თანამესაკუთრედ და შესაბამისი ცვლილება შევიდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერებში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე დ--–--------–---–ის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის მიერ დ------------–---–ს და დ--------------ს 2007 წლის 21 სექტემბერს საკუთრების უფლებით გადაეცათ ორ ოთახიანი საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ-----------------------------–------, კორპუსი 4, ბინა 6. აღნიშნული დოკუმენტი ბ--------------–---–ს სადაო არ გაუხდია კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც მისი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1990 წლის 6 ოქტომბრიდან დ--–----------ი და ბ--------------–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 21).
3.1.2. დ--–--------–---–ის (დ--–----------ის ქალიშვილობის გვარი) მშობლები არიან დ------------–---–ი და დ--------------–---–ი
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
დ--–--------–---–ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 23).
3.1.3. 1968 წლის 13 სექტემბერს დ------------–---–ის სახელზე გაიცა ოროთახიან საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: ქ-----------------------------–------ #4-6-ში შესახლების ორდერი
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
საარქივო ცნობა (ს.ფ. 24)
3.1.4. დ------------–---–ის სახელზე გაცემულ ორდერში, მასთან ერთად ირიცხებიან დარიკო, დალი და თამარ ქიტიაშვილები;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ორდერი (ს.ფ. 25).
3.1.5. დ--------------–---–ი გარდაიცვალა 1999 წლის 19 ივნისს, დ------------–---–ი- 2011 წლის 15 იანვარს, ხოლო თამარ ქიტიაშვილი- 2011 წლის 11 ივნისს;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
გარდაცვალების მოწმობები (ს.ფ. 26-28).
3.1.6. უძრავი ქონება, მდებარე: ქ-----------------------------–------ #4-6 2007 წლის 21 სექტემბერს საკუთრების უფლებით გადაეცათ დ------------–---–ის და დ--------------ს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
საკუთრების უფლების მოწმობა #2038, ბრძანება (ს.ფ. 108-109).
3.1.7. 2016 წლის 29 მარტს დ--------------მა თავისი წილი უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ-----------------------------–------ #4-6 ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა დ--–--------–---–ს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 112).
3.1.8. უძრავი ქონება, მდებარე: ქ-----------------------------–------ #4-6 საკუთრების უფლებით აღრიცხულია დ--–----------ის და დ--------------ის სახელზე;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ცნობა დახასიათება (ს.ფ. 56).
3.1.9. საინფორმაციო ბარათის თანახმად, ბ--------------–---–ი 10.03.1999 წელს რეგისტრირებული იყო ქ-----------–----------------------–----–--------------------------ში, ხოლო 1990 წლის 08 ნოემბერს მე-2 ჩიხი, კორპუსი 3, ბინა 14-ში; აღნიშნული რეგისტრაციიდან მოსარჩელე მოიხსნა 23.08.2012 წელს;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 31-34);
3.1.10. საინფორმაციო ბარათის თანახმად, დ------------–---–ი 1993 წლის 12 ნოემბრიდან რეგისტრირებული იყო ქ-----------–--------- მიკრორაიონში, სახლი 22, ბინა 49
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 139-140);
3.1.11. საინფორმაციო ბარათის თანახმად, დ--------------–---–ი 1993 წლის 12 ოქტომბრიდან რეგისტრირებული იყო ქ-----------–--------- მიკრორაიონში, სახლი 22, ბინა 49
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 141);
3.1.12. ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2011 წლის 15 იანვარს გარდაცვლილი დ------------–---–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე, ასევე არ მოიძებნა ინფორმაცია ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში დ------------–---–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან და ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან (ს.ფ. 41-42);
3.1.13. სოსო ტურაშვილმა, როგორც ადგილობრივი მმართველობის ორგანოს #8 საბინაო საექსპლუატაციო უბნის წარმომადგენელმა და დ--–----------მა 1993 წლის 13 ოქტომბერს გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს უსასყიდლოდ გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე: ქ--------------------------------–----–-, კორპუსი # 4, ბინა 6;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ხელშეკრულება (ს.ფ. 123);
3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში სადაო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლი, საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 62-ე მუხლი, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #107-ე დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
1993 წლის 13 ოქტომბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების მიხედვით, ამ ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი იყო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის #107 დადგენილება. აღნიშნული დადგენილება ამ დროისთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის წესს არეგულირებდა. ამ დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული იყო, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. ხსენებული ნორმატიული აქტით პრივატიზებულ ბინებზე საკუთრების უფლება ენიჭებოდა ზემოაღნიშნულ დადგენილებაში მითითებულ ყველა იმ პირს, რომელსაც ბინის პრივატიზაციის დროისათვის საცხოვრებელ ფართობზე უფლება მოპოვებული ჰქონდა (ცხოვრობდა და ჩაწერილი იყო სადავო ბინაში). ბინების უსასყიდლო გადაცემით - პრივატიზაციით, სახელმწიფო საკუთრების უფლებას ანიჭებდა ამ პირებს მიუხედავად იმისა, წარმოადგენენ თუ არა ისინი პრივატიზაციის ხელშეკრულების მხარეს, თუმცა ამავე დროს, ამავე დადგენილებით ქონების უსასყიდლოდ გადაცემის აუცილებელი წინაპირობა იყო ამ ქონებით სარგებლობა, ანუ პირი უნდა ყოფილიყო დამქირავებლის ოჯახის წევრი. ამავე დადგენილების მეორე პუნქტის მიხედვით მოქალაქეებს მის მიერ დაკავებული სახლი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემოდა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით, საცხოვრებელი სახლი (ბინა) მათი სურვილისამებრ შეიძლება გადასცემოდა მათ საერთო საკუთრებაში. ოჯახში მცხოვრებ სრულწლოვან წევრთა თანხმობა სავალდებულო იყო დამოწმებულიყო სანოტარო წესით.
„საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენდა მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. ამავე დადგენილების მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული იყო, რომ საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდებოდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი (ბინა). საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემოდა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.
ამდენად, მითითებული დადგენილების საფუძველზე კანონმდებლის ნება იყო, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადასცემოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების დროისათვის ამ სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ. სახელმწიფომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დადგენილი წესით იყო ჩასახლებული ბინაში, დამქირავებელი იქნებოდა იგი, თუ მისი ოჯახის წევრი, მისცა საშუალება, გამხდარიყო ბინის მესაკუთრე. ამ დადგენილების თანახმად, ყველა პირი, ვინც პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბინაში, უნდა ჩათვლილიყო ბინის პოტენციურ თანამესაკუთრედ იმის მიუხედავად, თუ ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდებოდა ბინის პრივატიზაცია, ვინაიდან პრივატიზაციით სახელმწიფომ საკუთრების უფლება მიანიჭა ბინის ყველა დამქირავებელს და ოჯახის წევრს. თუ ამ უკანასკნელებს კანონით დადგენილი წესით უარი არ ექნებოდათ გაცხადებული საკუთრებაზე, ისინი ბინის მესაკუთრეებს წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა პრივატიზაციის ხელშეკრულების უშუალო მხარეები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი ამ ფართზე უფლებადაკარგულად იქნებოდა ცნობილი ან პრივატიზაციის პერიოდისათვის ამოწერილ იქნებოდა სადავო ბინიდან.
იმ დროს მოქმედი საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრები, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობენ, დამქირავებლის თანაბრად სარგებლობენ ყველა უფლებით და ეკისრებათ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა მოვალეობა. ამავე მუხლის მე-2 აბზაცით გათვალისწინებული ნორმის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრებს განეკუთვნებიან მასთან მუდმივად მცხოვრები დამქირავებლის მეუღლე, მათი შვილები და მშობლები.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ 1993 წლის 13 ოქტომბრისათვის ანუ ქონების პრივატიზაციის მომენტისთვის ბ--------------–---–ი რეგისტრირებული იყო სადაო ბინაში, როგორც ამ ქონების დამქირავებლის ოჯახის წევრი, შესაბამისად, იგი ცხოვრობდა, სარგებლობდა და ჩაწერილი იყო სადაო ბინაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 1997 წლის 25 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს 1983 წლის 4 ივნისის სსრ საბინაო კოდექსი, რომელიც განსხვავებულად აწესრიგებდა დამქირავებელსა და მისი ოჯახის წევრების სამართლებრივ მდგომარეობას. ამ კოდექსის მიხედვით, საცხოვრებელ ბინაში ჩაწერა (რეგისტრაცია) წარმოშობდა საცხოვრებელ ფართზე უფლების მოპოვებას. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #107-ე დადგენილება ბინის პრივატიზაციის პროცესში ამგვარ პირებს მოიაზრებდა დამქირავებლის თანაბარ სტატუსში, ხოლო პრივატიზებულ ბინაზე როგორც დამქირავებელი, ასევე მისი ოჯახის წევრებიც ხდებოდნენ თანამესაკუთრეები.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ ბ--------------–---–ს, როგორც უძრავი ქონების პოტენციურ თანამესაკუთრეს კანონით დადგენილი წესით შეეძლო მოეთხოვა დ--–--------–---–ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა, თუმცა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საკუთრების უფლების მოწმობა #2038-ზე, რომლის მიხედვით, სადაო უძრავი ქონება, მდებარე: ქ-----------------------------–------, კორპუსი 4, ბინა 6, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერის 2007 წლის 12 სექტემბრის #2979 ბრძანებით საკუთრებაში გადაეცათ დ------------–---–ს და დ--------------ს, რომელმაც თავისი წილი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 29 მარტს გადასცა დ--–--------–---–ს, თუ მოსარჩელე არ ეთანხმებოდა მერიის მიერ გაცემულ ადმინისტარციულ-სამართლებრივ აქტს, შეეძლო კანონით დადგენილ ვადაში გაესაჩივრებინა ადმინისტარციულ ორგანოში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან აღნიშნული ქონება დ--–--------–---–მა საკუთრებაში მიიღო არა 1993 წლის 13 ოქტომბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების, არამედ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ბ--------------–---–მა არ გამოიყენა ადმინისტრაციული აქტის მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაჩივრების უფლება და არც ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოუთხოვია, მისი მოთხოვნა სადაო ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე დ--–--------–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ---------------------------------------–------------------------------------------------------------------ 1/4 წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 13 ოქტომბერს მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 199 1 -ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ--------------–---–ის სარჩელი მოპასუხე დ--–--------–---–ის მიმართ თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინება, რომლის თანახმად, მოპასუხე დ--–--------–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ---------------------------------------–------------------------------------------------------------------ 1/4 წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი