განაჩენი

სისხლის სამართლის 10.01.2018
საქმის ნომერი
140100117002373888
დავის ტიპი
117 1
თარიღი
10.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100117002373888

საქმე №1/380-17

გორის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 იანვარი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ----- კ----–-ას,ადვოკატ - გ------- ბ----–---–ის,ბრალდებულ - რ----- მ------- ო---–ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №028250717001 საქმე რ----- მ------- ო---–ის მიმართ (პირადი №-----------), დაბადებულის 1--- წლის 04 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის, დასაოჯახებლის, ს-–----–-- განათლების მქონის, ნასამართლობის მქონის, მცხოვრების: კასპის რაიონის სოფელ ს------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

რ----- მ------- ო---–ის ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ბორჯომი-თბილისის მატარებლით მგზავრობის დროს, კასპის რაიონის სოფელ ხ----------ის მონაკვეთზე, რ----- მ------- ო---–იმ, შელაპარაკების ნიადაგზე, ვ--–----- კ-–---–---ს დანით განზრახ, მუცლის არეში მიაყენა ერთი შემავალი ნაკვეთი ჭრილობა, რის შედეგადაც ვ--–----- კ-–---–---მა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა რ----- მ------- ო---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

რ----- მ------- ო---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის და დაკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმებით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, პიროვნების ამოცნობის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო სამედიცნო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო რ----- მ------- ო---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. რ----- მ------- ო---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს.

ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს, კერძოდ: იმ ფაქტს, რომ ბრალდებული რ----- მ------- ო---–ი ნასამართლევია განზრახი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის და კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს, რაც ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, რისი გათვალისწინებითაც სასჯელის მინიმალურ ვადას წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ----- მ------- ო---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენით, დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ----- მ------- ო---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

რ----- მ------- ო---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ რ----- მ------- ო---–ს პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 25 ივლისიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: რ----- მ------- ო---–ის და ვ--–----- კ-–---–---ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, ხოლო რ----- მ------- ო---–ის და ვ--–----- კ-–---–---ის სისხლის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე შალვა კაკაურიძე