განაჩენი

სისხლის სამართლის 05.01.2018
საქმის ნომერი
140100114002354354
თარიღი
05.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100114002354354

საქმე №1/197-14 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

“ 05 “ იანვარი, 2018 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა

მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - შ------- მ---–----–-–---–ის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ---- შ--–-–---–ის,ბრალდებულ პ----- კ---–--–---–ის

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

პ----- ა-–------ძე კ---–--–---–ის (დაბადებული 1985 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------- საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯა-ხებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები გორის რაიონის სოფ. ძ------–-) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2---ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული და-ნაშაულის ჩადენაში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 20 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარ-ტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში გამო-ძიება დაიწყო სისხლის სამართლის №077200713001 საქმეზე, კასპის რაიონის სოფელ ო---თან მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 2---ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნე-ბის მიხედვით.

2014 წლის 14 აპრილს, ამ საქმეზე პ----- კ---–--–---–ს წარედგინა ბრალდება საქართვე-ლოს სიხლის სამართლის კოდექსის 2---ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალის-წინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

კერძოდ, პ----- კ---–--–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, პ----- კ---–--–---–ის ქმედება გამოი-ხატა შემდეგ გარემოებებში:

2013 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავ-ტომობილო გზის 50-ე კილომეტრზე „ოპელ ვექტრას“ მარკის, სახელმწიფო ნომრით N------ ავტომობილით მოძრავმა პ----- კ---–--–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავ-ტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ხეს. შეჯახების შედეგად ადგილზე გარდა-იცვალა „ოპელის“ მარკის ავტომობილის მგზავრი ა---------– დ--------–---–-, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მგზავრმა ზ----- ჯ---–-------მა.

ბრალდებულმა პ----- კ---–--–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო წინასწარ გამოძიებასა და წინასასამართლო სხდომის ეტაპზე, ხოლო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ მომხდარი შემ-თხვევის დროს იგი ავტომობილს არ მართავდა და, შესაბამისად, - ბრალად შერაცხული ქმედება მას არ ჩაუდენია.

კერძოდ, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა პ----- კ---–--–----–მა აჩვენა, რომ გარდაცვლილ ა---------– დ--------–---–თან მას აკავშირებდა მეგობრული ურთიერთობა, ხოლო დაზარალებული ზ----- ჯ---–-------ი არის მისი თანასოფლელი. ა---------– დ--------–---–თან ერთად იგი მუშაობდა ავტომანქანების სახელოსნოში და, ამასთანავე, ვინაიდან მას ავტომობილის მართვის უფლება ჰქონდა ჩამორთმეული, მის მფლობელობაში მყოფი „ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომობილით ძირითადად სარგებლობდა ა---------– დ--------–---–-. 2013 წლის 20 ივლისს ზ----- ჯ---–-------თან ერთად იგი იმყოფებოდა ქალაქ გორში, თავის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ზემოაღნიშნული ავტომანქანით მათთან მივიდა ა---------– დ--------–---–- და შესთავაზა რომ წასულიყვნენ ქალაქ თბილისში, მეგობრებთან საქეიფოდ, რაზეც პ----- კ---–--–---–ი და ზ----- ჯ---–-------ი დათანხმდნენ და ჩასხდნენ ავტომანქანაში, რომლის საჭესთან იჯდა ა---------– დ--------–---–-. კერძოდ, წინ მძღოლის გვერდით დაჯდა ზ----- ჯ---–-------ი, ხოლო პ----- კ---–--–---–ი მოთავსდა მძღოლის მხარეს უკანა სავარძელზე და ფეხებთან დაიდო ღვინით სავსე ბოცა. გორიდან გასვლისას მას ჩაეძინა და მგზავრობა არ ახსოვს. გააღვიძა (ან გონზე მოვიდა) ხალხის ხმაურმა, იმ დროს, როდესაც საგზაო შემთხვევა უკვე მომხდარი იყო. იგი თვითონ გადავიდა ავტო-მობილიდან და დაინახა, რომ მისი მეგობრები იყვნენ სისხლიანები, ხოლო მათგან ერთ-ერთი (რომელი - არ ახსოვს) იწვა მიწაზე;

მანვე აჩვენა, რომ გამოძიების დროს აღიარებითი ჩვენება - თითქოსდა იგი მართავდა ავტომობილს - მისცა გარდაცვლილი დაზარალებულის ოჯახის წევრების თხოვნის და ზეწოლის შედეგად, რადგან იგი დაარწმუნეს, რომ ასეთ შემთხვევაში საქმის წარმოება მალე დასრულდებოდა და მასაც პრობლემა არ შეექმნებოდა, (2017 წლის 14 აგვისტოს სასა-მართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:16:41 -15:12:30,)

მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა შ------- მ---–----–-–---–მა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული პ----- კ---–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რის გამოც იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2---ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დაენიშნოს სასჯელი მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, (2018 წლის 05 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიო-ჩანაწერი: 14:33:15-15:02:12; რეპლიკა - 15:43:25-15:49:20).

დაცვის მხარის დასკვნით სიტყვაში ბრალდებულის ინტერესების დამცველმა, ადვო-კატმა ნ---- შ--–-–---–მა აღნიშნა, რომ ბრალდების მტკიცებულებები არ არის უტყუ-არი და ურთიერთშეჯერებული და საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით დასტურდება პ----- კ---–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება. ამასთანავე, ჩვე-ნება იმის შესახებ, რომ თითქოსდა იგი მართავდა ავტომობილს, ბრალდებულმა გამო-ძიებას მისცა ა---------– დ--------–---–-ს ოჯახის წევრების მხრიდან მასზე ფსიქოლო-გიური ზეწოლის შედეგად. აქედან გამომდინარე, ადვოკატმა ითხოვა ბრალდებულის გამართლება, რასაც დაეთანხმა ბრალდებული პ----- კ---–--–---–ი, (2018 წლის 05 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:02:20-15:43:18; რეპლიკა - 15:49:29-15:59:00; ბრალდებულის საბოლოო სიტყვა - 2018 წლის 05 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:59:15 - 15:59:25).

სასამართლომ შეაფასა როგორც ბრალდებულის ჩვენება, ასევე - მხარეთა მიერ სასამარ-თლოში წარმოდგენილი და მათი მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება ფაქტი, რომ პ----- კ---–--–---–ი მართავდა ავტომობილს ან/და მისმა ქმედებამ გამოიწვია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. ამდენად, იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2---ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ „გამამ-ტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ”;

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის (მეორე წინადადება) შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხო-ლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთო-ბლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამას-თანავე, თანახმად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებისა, ძალადაკარგულია კანონის ამ ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ირიბი ჩვენების საფუძველზე გამატყუნებელი განაჩენის დადგენის შესაძლებლობას.

ამდენად, დამნაშავედ პირის ცნობისათვის აუცილებელია შინაარსობრივად ერთმანეთ-თან შეთანხმებულ და უთიერთთავსებად მტკიცებულებათა ერთობლიობის არსებობა, რომლებიც არ იწვევს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიერ ჩადე-ნილ დანაშაულთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებებით, რომელთა საფუძველზეც პ----- კ---–--–---–ს წარედგინა ბრალ-დება და პროკურორის მიერ სასამართლოში დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულე-ბებით უტყუარად დასტურდება მხოლოდ მძღოლის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტი, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვი, მაგრამ არც ერთი მტკიცებულება გონივ-რულ ეჭვს მიღმა არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტომობილს მართავდა პ----- კ---–--–---–ი.

ამასთანავე, დაზარალებულ ზ----- ჯ---–-------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვე-ნებით ფაქტობრივად უარყოფილია პ----- კ---–--–---–ის მხრიდან დანაშაულის ჩადე-ნის ფაქტი. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებული ზ----- ჯ---–-------ი, რომელ-საც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უშუალოდ მიადგა ზიანი, წარმოად-გენს საქმეზე ძირითად მოწმეს და იმ ვითარებაში, როდესაც მხარეთა მიერ წარმოდგე-ნილი სხვა მტკიცებულებები (მათ შორის - ექსპერტთა დასკვნები) ხშირ შემთხვევაში ურთიერთსაწინააღმდეგოა, მისი ჩვენება არის გადამწყვეტი სისხლის სამართლის პრო-ცესისათვის მნიშვნელოვანი ფაქტებისა და გარემოებების დასადგენად ან უარსაყოფად და ამ ფაქტების სამართლებრივი შეფასებისათვის.

კერძოდ, ზ----- ჯ---–-------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული პ----- კ---–--–---–ი არის მისი მეზობელი, ხოლო დაზარალებულ ა---------– დ--------–---–თან აკავშირებდა მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება. 2013 წლის 19 ივლისს იგი იმყოფებოდა გორის რაიონის სოფელ ძ------–-, სადაც ა---------– დ--------–---–თან ერთად პ----- კ---–--–---–ს ეხმარებოდა სამეურნეო საქ-მიანობაში. მუშაობის დასრულების შემდეგ მათ დალიეს ალკოჰოლური სასმელი, შემ-დეგ კი გადაწყვიტეს საქეიფოდ ქალაქ გორში წასვლა, რა მიზნითაც მათ მეზობელს გამოართვეს ბოცით ღვინო. გორის მიმართულებით მგზავრობისას ავტომობილს მარ-თავდა ა---------– დ--------–---–-, ვინაიდან პ----- კ---–--–---–ს არ ჰქონდა ავტომო-ბილის მართვის უფლება. ქალაქ გორში, პ----- კ---–--–---–ის საცხოვრებელ სახლთან მისვლისთანავე ა---------– დ--------–---–მა მათ უთხრა, რომ საქმე ჰქონდა და მალე დაბრუნდებოდა, რის შემდეგაც იგი წავიდა ავტომანქანით, ხოლო როდესაც დაბრუნდა - შესთავაზა წასულიყვნენ თბილისში მეგობრების მოსანახულებლად. აღნიშნულზე მას თანხმობა განუცხადეს და ჩასხდნენ ავტომანქანაში, რომლის საჭესთან ა---------– დ--------–---–- იჯდა. კერძოდ, ზ----- ჯ---–-------ი დაჯდა მძღოლის გვერდით, წინა სავარძელზე, უკან დაჯდა პ----- კ---–--–---–ი, რომელმაც ფეხებთან დაიდო ღვინის ბოცა და გაემგზავრნენ თბილისის მიმართულებით. ავტომაგისტრალზე მგზავრობისას მას ჩაეძინა, რის შემდეგაც არაფერი ახსოვს;

სასამართლოში დაკითხვისას ზ----- ჯ---–-------მა აგრეთვე განმარტა, რომ მომხდარი შემთხვევის შედეგად მან მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, დაკარგა მეხსიერება და ფაქტები, რომელთა შესახებაც სასამართლოში მისცა ჩვენება, აღიდგინა მხოლოდ ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, შემთხვევიდან დაახლოებით 3 წლის შემდეგ, (2017 წლის 20 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:35:11-14:58:15).

ამდენად, დაზარალებულ ზ----- ჯ---–-------ის ჩვენება არის ბრალდებულის ჩვენების იდენტური და, ამ ჩვენებების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ თბილისის მიმართულებით მგზავრობის დაწყებისას ავტომობილს მარ-თავდა ა---------– დ--------–---–-, რადგან საპირისპირო გარემოების დამადასტურე-ბელი სხვა მტკიცებულება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ შესაძლებელია გზაში ავტომანქანის საჭესთან პ----- კ---–---–---–- დაჯდა, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაე-დოს პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას.

მოწმე ს-------- დ---–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2012 წლიდან იგი იმყოფე-ბოდა ქორწინებაში ა---------– დ--------–---–თან. შემთხვევამდე მას მთელი დღის გან-მავლობაში ჰქონდა სატელეფონო კავშირი მეუღლესთან და იცოდა, რომ იგი სოფელ ძ------–- ეხმარებოდა პ----- კ---–--–---–ს. ბოლოს მას ტელეფონით ესაუბრა დაახლო-ებით 21:30 საათზე, რა დროსდაც ა---------– დ--------–---–მა განუცხადა, რომ აპირებ-დნენ სუფრასთან დაჯდომას. მეუღლის გარდაცვალების შესახებ მან შეიტყო 2013 წლის 20 ივლისს, დილის 07:00 საათზე. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია თუ ვინ მარ-თავდა შემთხვევის დროს ავტომობილს, რადგან მასთან საუბრისას პ----- კ---–--–---–ი აცხადებდა, რომ მომხდარი შემთხვევის დეტალები არ ახსოვდა, (2014 წლის 03 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულ ა---------– დ--------–----–ის უფლებამონაცვლე მ------ დ--------–---–მა და ა---------– დ--------–---–-ს დამ - ნ---- დ--------–---–მა აჩვენეს, რომ პ----- კ---–--–---–ი და ა---------– დ--------–---–- იყვნენ თანასოფლელები და მეგობრები. 2013 წლის 20 ივლისს მათ შეიტყვეს ავტოავა-რიის შედეგად ა---------– დ--------–---–-ს გარდაცვალების შესახებ. მათი განმარტე-ბით, თავდაპირველად პ----- კ---–--–---–ი აცხადებდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იყო ნასვამ მდგომარეობაში და არ ახსოვდა, თუ ვინ იჯდა ავტომობილის საჭეს-თან, მაგრამ მას შემდეგ, რაც მ------ დ--------–---–- ცნობილ იქნა საქმეზე დაზარალე-ბულის უფლებამონაცვლედ, იგი არაერთხელ მივიდა მასთან და აღიარა, რომ თვითონ მართავდა ავტომობილს. ამის გამო, იგი ითხოვდა პატიებას და ჰპირდებოდა ზიანის მთლიანად ანაზღაურებას, თუ მის წინააღმდეგ საჩივარს არ შეიტანდნენ. ნ---- დ---------–---–მა აგრეთვე განმარტა, რომ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე მას ტელე-ფონით დაუკავშირდა მისი ძმა, რომელმაც განუცხადა, რომ იმყოფებოდა პ----- კ---–---–---–თან და ზ----- ჯ---–-------თან ერთად და არ ჰქონდა მიღებული ალკოჰოლური სასმელი, ვინაიდან აპირებდა ავტომობილის საჭესთან დაჯდომას, (2014 წლის 13 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი).

მ------ და ნ---- დ--------–---–-ს ჩვენებებს სასამართლო ვერ მიიღებს, როგორც პ----- კ---–--–---–ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რადგან ეს ჩვენებები წარმოადგენს ბრალდებულის დანაშაულის ჩადენაში მამხილებელ არაპირდაპირ მტკი-ცებულებებს - ირიბ ჩვენებებს, მით უმეტეს, რომ ჩვენებებში ინფორმაციის წყაროდ მითითებულია თვით ბრალდებული პ----- კ---–--–---–ი.

რ---- ხ---–---–ის, ლ--–- მ--------–---–ისა და მ------ ვ------–---–ის მიერ სასამარ-თლოში მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2013 წლის 20 ივლისს, ღამის საა-თებში ისინი მგზავრობდნენ გორიდან თბილისის მიმართულებით. დაახლოებით 02:00 საათიდან 02:30 საათამდე დროის პერიოდში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომა-გისტრალის იმ მონაკვეთზე მოძრაობისას, სადაც შემთხვევა მოხდა, მათ გაასწრო დიდი სიჩქარით მიმავალმა ავტომობილმა, რომელიც მოცურდა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს. მათ გააჩერეს თავისი ავტომანქანა, მ------ ვ------–---–ი და რ---- ხ---–---–ი მივიდნენ დაზიანებულ ავტომობილთან და ნახეს, რომ სალონის უკანა ნაწილში იმყოფებოდა სამი პირი, კერძოდ - მარცხნივ, მძღოლის სავარძლის უკან იჯდა წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი, რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ, მათი დახმა-რების გარეშე გადმოვიდა ავტომობილის უკანა მარცხენა კარიდან, ხოლო სხვა ორი პიროვნება იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში და ისინი ავტომანქანიდან გადმო-იყვანეს მარჯვენა მხრიდან, (მოწმე რ---- ხ---–---–ი - 2014 წლის 03 ივლისის სასამართლო სხდო-მის ოქმი, მოწმე ლ--–- მ--------–---–ი - 2014 წლის 17 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, მოწმე მ------ ვ------–---–ი - 2015 წლის 07 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების - ვ-–-------- გ---–--–---–ისა და გ--- ნ------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ 2013 წლის 20 ივლისს, ღამის საათებში (ზუსტი დრო არ ახსოვთ), სამსახურებრივი მოვალე-ობის შესრულებისას მათ მიიღეს შეტყობინება კასპის რაიონის სოფელ ო---თან მომ-ხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ და შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახეს ხეზე შეჯახებული ავტომანქანა. დაადგინეს, რომ შეჯახებამდე ავტომობილში იმყოფე-ბოდა სამი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი - ა---------– დ--------–---–- ადგილზე გარ-დაიცვალა, ხოლო მეორეს უტარდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის მიერ იგი გადაყვანილ იქნა კასპის საავადმყოფოში. რაც შეეხება პ----- კ---–--–---–ს - იგი იყო წელს ზემოთ შიშველი და, მათი ვარაუდით, იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. მათ შეკითხვაზე პ----- კ---–--–---–მა განა-ცხადა, რომ მას არ ახსოვდა თუ ვინ იჯდა მომხდარი შემთხვევის დროს ავტომობილის საჭესთან, (2014 წლის 29 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

სასამართლო-სამედეცინო ექსპერტიზის N107/05/6-1 (ტ.1, ს.ფ. 59-64) და N1365/05/6-4 (ტ.1, ს.ფ. 90-92) დასკვნებითა და ექსპერტ პ----- ჯ---–--ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით (2014 წლის 29 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი) დადგენილია, რომ ა---------– დ--------–---–სა და ზ----- ჯ---–-------ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული აქვთ სხეულის მძიმე ხარისხის, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N14-3/05/6-4 დასკვნით (ტ.1, ს.ფ. 94-95, ექსპერტი მ----- ჭ----------–-) დადასტურებულია, რომ შემთხვევის შედეგად პ----- კ---–--–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

მოწმეების - რ---- ხ---–---–ის, ლ--–- მ--------–---–ის, მ------ ვ------–---–ის, ვ-–--------- გ---–--–---–ის, გ--- ნ------–---–ის ჩვენებები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ პ----- კ---–--–---–ია ის პირი, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ თვითონ შეძლო დაზიანებული ავტომანქანიდან გადმოსვლა და მას არ დასჭირდა დაუყოვნებ-ლივი სამედიცინო დახმარება. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ ავტომობილის ხეზე შეჯახების შემდეგ პ----- კ---–--–---–ი იჯდა ავტომობილის უკანა სავარძელზე, მარცხენა მხარეს

შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოსა და ლ---- ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ კომპლექსური წესით ჩატარებული სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და სასამარ-თლო-სამედიცინო ექსპერტიზის №311/სტ-000765414 დასკვნის მიხედვით, ვინაიდან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა არის არა ერთ ფაზიანი, ავტომობილის სალონში კონკრეტულად თუ ვინ სად იჯდა - აღნიშნულის ზუსტად დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია. ავტომობილზე არსებული დაზიანებების განლაგებისა და მოქმედი ძალების მიმართულებების, ასევე - გარდაცვლილ ა---------– დ--------–---–-სა და პ----- კ---–---–---–-ს სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათისა და მოცულობის მხედველობა-ში მიღებით, შესაძლებელია, რომ ავტომობილის სალონის უკანა მარჯვენა სავარძელზე მჯდარიყო გარდაცვლილი ა.დ--------–---–- და, შესაბამისად, ის არ უნდა მჯდარიყო ავტომობილის საჭესთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, (ტ.1. ს.ფ. 104-10-).

კომისიური სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №004978017 დასკვნით დადგენილია:

- მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალები-დან, ავტომობილ “Opel Vectra” NCN033-ზე და ა---------– დ--------–---–-ს, პ----- კ---–--–---–ის და ზ----- ჯ---–-------ის სხეულებზე არსებული დაზიანებების ხასი-ათიდან გამომდინარე, ვინაიდან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა არის არა ერთ ფაზიანი, ავტომობილის სალონში კონკრეტულად თუ ვინ სად იჯდა - აღნიშნულის ზუსტად დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია;

- ავტომობილზე არსებული დაზიანებების განლაგების, მოცულობის, ხასიათისა და მოქმედი ძალების მიმართულებების, ასევე - გარდაცვლილ ა---------– დემეტრა-შვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათის, ლოკალიზაციისა და მოცუ-ლობის მხედველობაში მიღებით, შესაძლებელია, რომ იგი იჯდა ავტომობილის სა-ლონის უკანა სავარძლის მარჯვენა მხარეს და, შესაბამისად, ის არ უნდა მჯდარიყო ავტომობილის საჭესთან;

- რაც შეეხება პ----- კ---–--–---–ს და ზ----- ჯ---–-------ს ისინი საგზაო-სატრანსპორ-ტო შემთხვევის დროს უნდა ყოფილიყვნენ ავტომობილის სალონის მარცხენა ნახე-ვარში. კონკრეტულად რომელი მათგანი იჯდა წინ და რომელი უკან - აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია, (ტ.2, სასამართლო წარმოების მასალები)

ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილი ეს გარემოებები სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს ექსპერტებმა: დ----- გ---–-----მა (2015 წლის 05 ივნისისა და 19 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმები), გ------- ც--–--ემ (2015 წლის 05 ივნისისა და 2017 წლის 18 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმები), ლ---- ჭ--------ამ და ზ------ გ-------–-–---–მა (2017 წლის 18 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი). ამასთან ერთად, სასამართლოში მოწ-მედ დაკითხვისას ლ---- ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური სამმართველოს უფროსმა დ----- გ---–-----მა დამატებით განმარტა, რომ ავტომობილზე და მასში მჯდომი პირების სხეულებზე არსებული დაზიანებების გათვალისწინებითა და საგზაო-სატ-რანსპორტო შემთხვევის მექანიზმიდან გამომდინარე, უშუალოდ შემთხვევის დროს ა---------– დ--------–---–- უნდა მჯდარიყო ავტომობილის უკანა მარჯვენა სავარ-ძელზე, ხოლო პ----- კ---–--–---–ი - ავტომობილის საჭესთან.

დაცვის მხარის მიმართვის საფუძველზე შპს „ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის“ მიერ გაცემული დასკვნისა და ექსპერტ რ----- ვ--–------–----–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების მიხედვით, ავტომობილში მყოფი სამი სუბიექტი, საიდანაც სავარაუდოდ ორი წინ იჯდა და ერთი უკან, „...ავტომობილის მაღალი სიჩქარით მოძრაობის დროს გადაადგილდებოდნენ ავტომობილთან ერთად. ავტომობილის დამუხრუჭების დროს ინერციული ძალებით ისინი გააგრძელებდნენ მოძრაობას მიმართულებით წინ და დაჯახების მომენტში სწრაფად გადაადგილდე-ბოდნენ დაჯახების მიმართულებით. ამ შემთხვევაში თავისუფლად მყოფი სხეული (მძღოლი)სავარაუდოდ გადაადგილდებოდა სალონში არსებულ თავისუფალ სივრცეში თავის მოტეხილ სავარძელსა და მარჯვენა გვერდითა მგზავრის სავარძელს შორის უკან, დახრილობით მგზავრის სავარძლისაკენ, ვინაიდან დაჯახების მიმართულებით მის გადაადგილებას ხელს უშლიდა მარჯვნივ მყოფი სუბიექტი. დაჯახების შემდეგ მარჯვენა მხარეს მჯდომი სუბიექტი გადაადგილდებოდა მარცნივ და უკან თავისუ-ფალ სივრცეში, ხოლო უკანა სავარძელში მარცხნივ მჯდომი სუბიექტი, რომელსაც ფეხებთან ჰქონდა ჩადგმული სითხით სავსე ბალონი, ფიქსირდებოდა (ბალონით) ავტომობილის დამუხრუჭებისას ის ინერციული ძალით ვერ გადავარდებოდა წინ მძღოლის სავარძლის მოტეხვის და უკან გამოწევის გამო. ხეზე დაჯახებისას ინერცი-ული ძალის გავლენით გადაიხრებოდა ჯერ მარჯვნივ შეჯახების მიმართულებით და შემდეგ უკუქმედების ძალით გაიწეოდა და ავტომობილის ბრუნვით მოძრაობასთან ერთად შეეჯახებოდა ავტომობილის უკანა მარცხენა კარებს და მდებარე მონაკვეთებს სხეულის ზედა ნაწილით, (იხ. ტ.2, სასამართლო წარმოების მასალები, 2017 წლის 22 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)

ქიმიური ექსპერტიზის №534/ქმ დასკვნის თანახმად, ავტომანქანა ‘’ოპელ ვექტრას’’ სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით N-------ის წინა მარცხენა სავარძლის ზედაპი-რიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილი ლურჯი ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკები კონკრეტულად დატოვებული არის თუ არა პ----- კ---–--–---–ის და ა---------– დ--------–---–-ს ჯინსის შარვლების ქსო-ვილიდან, დადგენა შეუძლებელია, (იხ. ტ.1, ს.ფ. 4--53)

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტ ე-- შ-----ს და სისხლის ნიმუშის აღებაში მონაწილე მედდა ე-–--- ა--------–---–ის ჩვენებებით დადგენილია რომ პ----- კ---–--–---–ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი. ა---------– დ--------–---–-ს გვამიდან აღებულ სისხლის ნიმუშში ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩნდა 1,48 პრომილე ეთილის სპირტი.

საექსპერტო კვლევების შედეგად დადგენილი ფაქტებისა და გარემოებათა შეფასებისას გამოიკვეთა, რომ ამ კვლევებით უტყუარად არ არის დადგენილი ის გარემოება, თუ ვინ მართავდა ავტომობილს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, რაც ბრალად აქვს შერაცხული პ----- კ---–--–---–ს.

კერძოდ, სასამართლო ვერ გაიზიარებს ექსპერტ დ----- გ---–-----ის დაკითხვისას მის განცხადებასა და კატეგორიულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ განსახილველი ავტოსაგ-ზაო შემთხვევის დროს ავტომობილს მართავდა პ----- კ---–--–---–ი, ვინაიდან ასეთი არ გამომდინარეობს იმ საექსპერტო კვლევის შედეგებიდან და ექსპერტიზის დასკვნი-დან, რომლის ჩატარებაშიც, როგორც ექსპერტი, თვითონ მონაწილეობდა

სასამართლოს აგრეთვე არასარწმუნოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა (ექსპერტი რ----- ველიჯანაშვილი), რომელიც არ შეიცავს აღწერილობით (გამოკვლევით) ნაწილს და გაუგებარია კვლევის რა მეთოდები იქნა გამოყენებული ექსპერტის მიერ. ავტომობილის სალონში სხეულთა გადაადგილების მიმართულებების დადგენის დასაბუთება ამ დასკვნაში შემოიფარ-გლება მხოლოდ მითითებით, რომ „მსგავს მოძრაობებს აღწერენ მკვლევარები საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის კვლევის მეთოდიკებში“

ამასთანავე, კომპლექსური წესით ჩატარებული სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით სავარაუდოდ დადგენილი იმ გარემოებით, რომ ხეზე შეჯახებისას გარდაცვლილი ა---------– დ--------–---–- იჯდა ავტომობილის სალონის უკანა მარჯვენა მხარეს და, შესაბამისად, იგი ვერ იჯდებოდა საჭესთან, თავისთავად არ დასტურდება პ----- კ---–--–---–ის (და არა სხვა პირის) მიერ ავტომობილის მართვის ფაქტი.

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნა-მდე, რომ ამ მტკიცებულებებით დადგენილია ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიც-ხავი ფაქტები და გარემოებები, პ----- კ---–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცე-ბულებათა ერთობლიობას და არც ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უტყუარად დაადასტურებს პ----- კ---–--–---–ის ბრალეულობას სატრანსპორტო დანაშულის ჩადენაში.

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეჯერე-ბული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივ-რულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პ----- კ---–--–---–ის მხრიდან მისთვის ინკრიმინი-რებული ქმედების ჩადენას, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 2---ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პ----- ა-–------ძე კ---–--–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2---ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილე-ბით წარდგენილ ბრალდებაში;

 

2. პ----- კ---–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქ-მდეს და პ----- კ---–--–---–ის (პ/ნ 5----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით 6-.4-.0-.2--, მდებარე გორის რაიონის სოფელ ძ-------ში - მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 05 ივნისის №1/197-14 განჩინებით ბრალდებულ პ----- კ---–--–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული გირაოს - 7000 (შვიდი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად დადე-ბული ყადაღა;

 

3. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

3.1 ავტომანქანა „ოპელ-ვექტრა“, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით N------, რომელიც განთავსებულია შპს „გორი სიტის“ საჯარიმო ავტოსადგომზე - შეზ-ღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გა-დაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

3.2 ზ----- ჯ---–-------ის, პ----- კ---–--–---–ისა და ა---------– დ--------–---–-ს ტანსაცმელი, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოში - დაუბ-რუნდეთ კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღე-ბის შემდეგ;

 

3.3 ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებული მიკრონაწილაკები და უკანა სავარძლის შალითის ნაჭერი, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამი-ნისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარ სამ-მართველოში - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

4. განემარტოს პ----- კ---–--–---–ს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლე-ბა აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ნიკოლოზ მარსაგიშვილი