განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-002375141-1/001-1-წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
29 მარტი 201- წელი ქ. ახალციხე
ას------ მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლ----------ე
სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----ზ მხ---------ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვლ-------- გი------ძე - რუსეთის მოქალაქე, დაბადებული 1--- წლის 1- ია-----ს, მცხოვრები - ას------ რაიონის სოფელი ნი-------ი
ადვოკატი - ტა-----– ბა-–-----–-ილი
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ვლ-------- გი------ძის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. შუამდგომლობის მიხედვით, ვლ-------- გი------ძის ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
201- წლის 13 მარტს დაახლოებით 13:00 საათზე, ას------ რაიონის სოფელ ნი-------ში ვლ-------- გი------ძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენა არ---– ივ--–-–--ლს, კერძოდ: ორჯერ ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც არ---– ივ--–-–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
1.2. ამდენად, ვლ-------- გი------ძემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1 ვლ-------- გი------ძის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი-ფორმა N1; არ---– ივ--–-–--ლის განცხადება დანაშაულის შესახებ; არ---– ივ--–-–--ლის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმი და ქვით---ი; უწყება არ---– ივ--–-–--ლის მოწმის სახით გამოძახების შესახებ; მოწმის არ---– ივ--–-–--ლის გამოკითხვის ოქმი; უწყება თემურ ლ----------ის მოწმის სახით გამოძახების შესახებ; მოწმის თე----- ლ----------ის გამოკითხვის ოქმი; დადგენილება არ---– ივ--–-–--ლზე სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; მიმართვის წერილი სამედიცინო ექსპერტს; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ---– ივ--–-–--ლზე; ვ-–-----ირ გი------ძის რუსეთის პასპორტის ასლი; უწყება ვ-–-----ირ გი------ძის მოწმის სახით გამოძახების შესახებ; ვ-–-----ირ გი------ძის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმი და ქვით---ი; მოწმის ვ-–-----ირ გი------ძის გამოკითხვის ოქმი; უწყება ნო----- მა------ის მოწმის სახით გამოძახების შესახებ; მოწმის ნო----- მა------ის გამოკითხვის ოქმი; უწყება ოთ--- მო----ს მოწმის სახით გამოძახების შესახებ; მოწმის ოთ--- მო----ს გამოკითხვის ოქმი; უწყება მ-------ი ივ--–-–--ლის მოწმის სახით გამოძახების შესახებ; მოწმის მ-------ი იველასვილის გამოკითხვის ოქმი; ვ-–-----ირ გი------ძის ნასამართლეობის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ცნობები; უწყება მა----ა ივ--–-–--ლის მოწმის სახით გამოძახების შესახებ; მოწმის მა----ა ივ--–-–--ლის გამოკითხვის ოქმი; დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ, მოწმის არ---– ივ--–-–--ლის წერილობითი თანხმობა ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებაზე; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოცხრილი; უწყება პა---- ი-----ის მოწმის სახით გამოძახების შესახებ; მოწმის პაატა ი-----ის გამოკითხვის ოქმი; დადგენილება არ---– ივ--–-–--ლის დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულ არ---– ივ--–-–--ლზე უფლებების განმარტების ოქმი; დაზარალებულ არ---– ივ--–-–--ლის გამოკითხვის ოქმი; ვ-–-----ირ გი------ძის ხელწერილი ადვოკატის დახმარებაზე უარის თქმის შესახებ; დადგენილება ვ-–-----ირ გი------ძის ბრალდების შესახებ; ბრალდებულ ვ. გი------ძის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, პროკურორ ო----ზ მხ---------ს, ბრალდებულ ვლ-------- გი------ძესა და მის ადვოკატ ტა-----– ბა-–-----–-ილს შორის.
3.2. პროკურორმა ო----ზ მხ---------მა ას------ მაგისტრატ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ვლ-------- გი------ძის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
3.3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ო----ზ მხ---------მა, ბრალდებულმა ვლ-------- გი------ძემ და მისმა ადვოკატმა ტა-----– ბა-–-----–-ილმა.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს, ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
3.5. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ვლ-------- გი------ძე სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადონ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.
3.6. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ ბრალდებულს და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებები ვლ-------- გი------ძის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის, ამასთან სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მა------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილის, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ ვლ-------- გი------ძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
3. ვლ-------- გი------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ვლ-------- გი------ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად მსჯავრდებულ ვლ-------- გი------ძის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
7. მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
8. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე;
მოსამართლე: გიორგი ლ----------ე