განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100117002374915
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/327-17 22 იანვარი, 2018 წელი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ
ნატო თათრიშვილის მდივნობით
პროკურორ - ზ------ წ--------–ის,ადვოკატ - ი----- გ--------ის,ბრალდებულ - გ------- მ-----–---–ის
მონაწილეობით, საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის (გამოძიების №082060517001) საქმე გ------- ზ-------- ძე მ-----–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 2-----–---- პირადი №------------ საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, ს-–----–-- განათლების მქონის, მცხოვრების: გორის რაიონის სოფელ ქ--------–ში, მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი)-
აღწერილობით -სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ გ------- მ-----–---–მა ჩაიდინა: განზრახ მკვლელობა; პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 06 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ ქ--------–ში, გ------- მ-----–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ხელების მრავლობითი დარტყმებით, ფიზიკური დაზიანებები მიყენა მ--–---- ს-------–---–ს. მ--–---- ს-------–---–ი გ------- მ-----–---–ის მიერ განზრახ მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
2017 წლის 06 მაისს, დაახლოებით 20:15 საათზე, პოლიციის თანამშრომლები გამოცხადნენ გორის რაიონის სოფელ ქ--------–ში გ------- მ-----–---–ის საცხოვრებელ მისამართზე, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების მიზნით, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებს მათი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით გ------- მ-----–---–მა ძალადობის გზით გაუწია წინააღმდეგობა და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა შსს გორის რაიონული სამმართველოს უფროსს ი-----–- ჭ----–---–ს, მის მოადგილეს მ--–---- ქ-----ეს და ამავე სამმართველოს IV განყოფილების უფროსს გ------- ტ-------ეს.
2017 წლის 06 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ ქ--------–ში გ------- მ-----–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ხელების მრავლობითი დარტყმით ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მ--–---- ს-------–---–ს. გ------- მ-----–---–ის შეჩერება სცადა თ------ ჯ------–---–მა, რა დროსაც გ------- მ-----–---–მა სახის არეში დაარტყა ხელი თ------ ჯ------–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2017 წლის 06 მაისს, დაახლოებით 16:45 საათზე, გორის რაიონის სოფელ ქ--------–ში მდებარე გ------- მ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში, გ------- მ-----–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა------- მ------–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
გ------- მ-----–---–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და გორის რაიონის სოფელ ქ--------–ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში და დამხმარე სათავსოებში შეინახა 298 ცალი 7.62 მმ კალიბრის ვაზნა, 63 ცალი 5.56 მმ კალიბრის ვაზნა, 929 ცალი 7.62 მმ კალიბრის ვაზნა და ფეთქებადი ნივთიერება საარტილერიო დენთი, რაც ამოღებული იქნა 2017 წლის 06 მაისს მისი საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ამოღებული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, პიროტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული საარტილერიო დენთი წარმოადგენს ასაფეთქებელ ნივთიერებას, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ------- მ-----–---–მა წარდგენილ ბრალდებებში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), თავი არ სცნო დამნაშავედ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2017 წლის 06 მაისს, მასთან სახლში მივიდა მეზობელი ბ------ ზ-----–---–ი, რომელმაც 6 მაისის აღსანიშნავად მიიპატიჟა სახლში, სადაც დაიწყეს ლუდის დალევა. მან თ------ ჯ------–---–ს სთხოვა მისთვის ლუდის მიტანა, რომლის მისვლისას იგი სახლში იმყოფებოდა, ვინაიდან ბ------ ზ-----–---–ი მცირე ხნით წავიდა სასაფლაოზე. მან სახლში გაშალა სუფრა, რა დროსაც ბ------ ზ-----–---–იც დაბრუნდა, კვლავ მასთან გადავიდა და გააგრძელეს დალევა. მალევე მასთან მივიდნენ მ--–---- ს-------–---–ი და ა------- მ------–---–ი. მ--–---- ს-------–---–მა მას სთხოვა ღვინო და მისაყოლებელი. მან უთხრა, რომ სუფრა ჰქონდა სახლში გაშლილი და შეეძლოთ დარჩენილიყვნენ, თავად კი კვლავ ბ------ ზ-----–---–თან უნდა მისულიყო. მ--–---- ს-------–---–ს და ა------- მ------–---–ს მისცა 5 ლიტრი ღვინო, რომლებიც დარჩნენ მის სახლში, ხოლო თავად შევიდა ბ------ ზ-----–---–თან. მოგვიანებით იგი დაბრუნდა სახლში, სადაც დაინახა ეზოში გამოსული მ--–---- ს-------–---–ი და ა------- მ------–---–ი. მ--–---- ს-------–---–მა მას სთხოვა, რომ ღვინო გაეტანებინა, რაზეც უარი მიიღო. მათ მოუვიდათ შელაპარაკება და იჩხუბეს. მათი გაშველება სცადა ა------- მ------–---–მა, რომელსაც შესაძლოა მოხვდა მისი მოქნეული ხელი. მისი მხრიდან ა------- მ------–---–ის მიმართ ადგილი არ ჰქონია გამიზნულად ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. ჩხუბის შემდეგ მ--–---- ს-------–---–ი და ა------- მ------–---–ი წავიდნენ. რამოდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მ--–---- ს-------–---–მა მას დაუძახა, რომ მისულიყო მასთან. გარდაცვლილმა მას ხელი დაარტყა, მეორე ხელში კი დანა ეჭირა, რომელიც მოუქნია. მას ჩხუბის რამდენიმე წუთი აღარ ახსოვს. ორივენი ძალიან მთვრალები იყვნენ. ჩხუბისას გამოვიდა თ------ ჯ------–---–ი, რომელმაც წელზე წაავლო ხელი და ხელის კვრით გააგდო შემთხვევის ადგილიდან. გაშველების შემდეგ მ--–---- ს-------–---–ი წამოდგა და მას დაუძახა, რომ ღორივით მოაჭრიდა თავს. იგი სახლში არ წასულა, შევიდა თ------ ჯ------–---–ის მამიდის სახლში და უყვებოდა მას მომხდარის თაობაზე, რა დროსაც თ------ ჯ------–---–ი შემოვიდა სახლში წყლის ასაღებად, რათა პირი მოებანა მ--–---- ს-------–---–ისათვის, რომელიც ჩხუბის შემდეგ გარკვევით საუბრობდა. მას გარდაცვლილის მოკვლის არანაირი განზრახვა არ ჰქონია და როდესაც მ--–---- ს-------–---–ის ფოტოები ნახა, ძალიან გაუკვირა, რადგან ასეთი ნაცემი არ უნდა ყოფილიყო. ის წავიდა სახლში, რა დროსაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც უთხრეს, რომ მისი სახლი უნდა გაეჩხრიკათ. მან პოლიციის თანამშრომლებს მოსთხოვა ბინის გაჩხრეკის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. პოლიციის განყოფილების უფროსმა გ------- ტ-------ემ მას მოსთხოვა დაჩოქება, რაზეც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ პოლიცის თანამშრომლებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დააკავეს. მას მანქანაში ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა პოლიციის თანამშრომლებთან. მ--–---- ს-------–---–ი არ დაუტოვებია ისეთ მდგომარეობაში, რომ დაღუპულიყო. თ------ ჯ------–---–ის და ა------- მ------–---–ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების განზრახვა არ ჰქონია, შესაძლოა გაშველების დროს შემთხვევით მოხვდათ ხელი. მას ნამდვილად ჰქონდა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება, რომლებიც ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა.
სასამართლო არ იზიარებს გ------- მ-----–---–ის ჩვენებას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებებში მისი უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ გ------- მ-----–---–ის ბრალეულობა დადასტურებულია როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებათა ერთობლიობით და იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ----- ს-------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ გარდაცვლილი მ--–---- ს-------–---–ი მისი ძმა იყო. 2017 წლის 06 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ძმა იყო მოკლული. იგი მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მ.ს-------–---–ი მოკლეს. გვამი შემთხვევის ადგილიდან 5-6 მეტრის მოშორებით ესვენა. მისი ძმა მოკლული იყო სადისტურად. სახე არ უჩანდა, თავი ჰქონდა გატეხილი, ნეკნები ჩამტვრეული. მან თ------ ჯ------–---–ისგან და ა------- მ------–---–ისგან გაიგო, რომ მისი ძმა მოკლა გ------- მ-----–---–მა. პოლიცის თანამშრომლებს, რომლებიც მასზე ადრე იყვნენ მისულები შემთხვევის ადგილზე, უკვე სახლიდან გამოჰყავდათ გ------- მ-----–---–ი, რომელიც უწევდა მათ წინააღმდეგობას. სამმართველოს უფროსს სახეში შეაფურთხა, ხელით შეეხო და შეურაცხყოფა მაიყენა. პოლიციის თანამშრომლებს გ------- მ-----–---–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ------ ჯ------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 06 მაისს, მას დაურეკა გ------- მ-----–---–მა და უთხრა რომ მისულიყო მასთან. მან იყიდა ლუდი, მიიტანა გ------- მ-----–---–თან და დაიწყეს დალევა, რა დროსაც მათთან შევიდა მეზობელი - ბ------ ზ-----–---–ი და სახლში დაპატიჟა ისინი. ბ.ზ-----–---–თან გადასვლის შემდეგ გ------- მ-----–---–თან მივიდნენ ა------- მ------–---–ი და მ--–---- ს-------–---–ი. გ-------მ უთხრა მათ, რომ მასთან შესულიყვნენ, სუფრა იყო გაშლილი და ღვინოსაც მისცემდა. გ------- მალევე დაბრუნდა და გააგრძელეს დალევა ბ.ზ-----–---–ის სახლში. მ--–---- ს-------–---–ი და ა------- მ------–---–ი კი სვამდნენ გ------- მ-----–---–ის სახლში, სადაც თავადაც გადავიდა. შემდეგ გ-------ც შევიდა სახლში, ხოლო თავად მამიდასთან წავიდა, რომელიც გ.მ-----–---–ის მეზობლად ცხოვრობს. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ გამოვიდა ხმაურზე და დაინახა, რომ გ------- მ-----–---–ი სცემდა მ--–---- ს-------–---–ს. გ-------მ უთხრა მას, რომ წაეყვანა და მოეშორებინა მისთვის. მან წამოიყვანა მ--–---- ს-------–---–ი, რომელიც ძალიან სუსტად იყო, რის გამოც ვეღარ შეძლო მისი ტარება და მამიდის ეზოს ღობის ძირას დააწვინა. თავად შევიდა მამიდასთან და დახმარება სთხოვა. გამოსვლისას კი დაინახა, რომ გ------- მ-----–---–ი კვლავ ცემდა მ--–---- ს-------–---–ს. მან უთხრა გ-------ს, რომ დაენებებინა თავი მ--–---- ს-------–---–ისათვის, რაზეც გ-------მ უპასუხა, რომ ღირსი იყო. მოკიდა ხელი მ--–---- ს-------–---–ს, გაათრია სახლის ქვემოთ და განაგრძო მისი ცემა. მან აღარ მისცა საშუალება გ------- მ-----–---–ს, რომ ახლოს მისულიყო მ--–---- ს-------–---–თან, რაზეც გ-------მ უთხრა, რომ გაწეულიყო თორემ მასაც დარტყამდა, რის შემდეგაც მოუქნია ხელი და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მას გაუსკდა ტუჩი და განიცადა ტკივილი. შემდეგ გ------- მ-----–---–ი ხელის კვრით გაარიდა მ--–---- ს-------–---–ს და თვითონ კი მამიდასთან შევიდა წყლის გამოსატანად. პირი მობანა მ--–---- ს-------–---–ს, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი უშველა. მ--–---- ს-------–---–ს პირიდან სისხლი სდიოდა. მათ დარეკეს სასწრაფო დახმარებაში, მაგრამ სასწრაფოს მოსვლამდე მ--–---- ს-------–---–ი უკვე გარდაიცვალა.
გარდა აღნიშნულისა, გ------- მ-----–---–ის მიერ მასზედ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია კერძოდ:
2017 წლის 06 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს გორის რაიონის სოფელ ქ--------–ში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, ქვევბი სისხლისმაგვარი ლაქებით, ნაჭერი სიხლისმაგვარი ლაქებით, მოყავისფრო ტარიანი დასაკეცი დანა, რომელიც იყო დაკეცილ მდგომარეობაში.
სასამართლო-სამედიცინო №94/05/06-1 დასკვნით დადასტურდა, რომ მ--–---- ს-------–---–ის სიკვდილის უშუალო მიზეზია სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული გულმკერდის დახურული ბლაგვი ტრავმის შედეგად, ნეკნების ორმხრივი მრავლობითი მოტეხილობითა და ფილტვის ქსოვილის დაჟეჟილობით. გვამის სასამართლო სამედიცინო გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებით სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს არანაკლებ 08 და არაუმეტეს 12 საათისა. მ.ს-------–---–ის გვამს გარეგნულად აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები, უსწორმასწორო კიდეებიანი ჭრილობები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოებზე. შინაგანი გამოკვლევით ნანახია - ნეკნების ორმხრივი მრავლობითი მოტეხილობა, ნეკნთაშუა კუნთებში სისხლჩაქცევებით, უსწორმასწორო კიდეებიანი ნასკდომი მარცხენა ფილტვის წინა ზედაპირზე, სისხლჩაქცევები ორივე ფილტვზე (სისხლჩაქცევების პარენქიმის სისქეში გავრცელებით) მუცლის დახურული ბლაგვი ტრავმა, უსწორმასწორო კიდეებიანი ნასკდომი ღვიძლის დიდი წილის წინა ზედაპირზე, ჰემოპერიტონიუმი, სისხლი მუცლის ღრუში 300 მლ-ის ოდენობით. ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა, ქალას ღრუში სისხლჩაქცევა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა. სისხლჩაქცევა მარცხენა თირკმლის ცხიმოვან კაფსულაში. დაზიანებები განვითარებულია სიცოცხლის პერიოდში, მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.
სასამართლო-სამედიცინო №474/05/06-3 დასკვნით დადასტურდა, რომ გ------- მ-----–---–ს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები-ცხვირის ზურგზე, შუბლის ორივე ნახევარში, მარცხენა თვალბუდის, მარჯვენა მხრის, ორივე იდაყვისა და მუხლის სახსრების არეში, ნაჭდევები ორივე მტევნების და მარჯვენა წვივის მიდამოზე. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო-სამედიცინო №472/05/06-3 დასკვნით დადასტურდა, რომ თ------ ჯ------–---–ს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა უსწორმასწორო კიდეებიანი ნასკდომი ირგვლივ სიხლჩაქცევით ზედა ტუჩის არეში, სისხლნაჟღენთი გულმკერდის უკანა ზედაპირზე. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო-სამედიცინო №473/05/06-3 დასკვნით დადასტურდა, რომ ა------- მ------–---–ს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხენა ყურის ბიბილოზე. დაზიანება მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო-სამედიცინო №470/05/06-3 დასკვნით დადასტურდა, რომ ი-----–- ჭ----–---–ს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე, ნაჭდევები ორივე მტევნების არეში. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო-სამედიცინო №471/05/06-3 დასკვნით დადასტურდა, რომ მ--–---- ქ-----ეს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა ნაჭდევები კისრის მარჯვენა ნახევარში და გულმკერდის მარცხენა გვერდით ზედაპირზე. სისხლნაჟღენთები ცხვირის, გულმკერდის, მარცხენა სხივ-მაჯისა და მარჯვენა მუხლის სახსრის არეში. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით (აქედან კისრისა და გულმკერდის მარცხენა ნახევარში არსებული ნაჭდევები შესაძლოა კბილების ჩაჭერის შედეგადაც). ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო-სამედიცინო №469/05/06-3 დასკვნით დადასტურდა, რომ გ------- ტ-------ეს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა ნაჭდევი მარჯვენა წინამხრის შიგნითა ზედაპირზე. დაზიანება მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებს საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის N1004427917 დასკვნით დადასტურდა, რომ ს-------–---–ის წარმოდგენილი ტანსაცმელზე (სვიტერი, ჯემპრი, მაისური, შარვალი, რეიტუზი, ტრუსი, ერთი წყვილი წინდა, ერთი წყვილი ფეხსაცმელი) არსებული საერთო ექსპლუატაციური ხასიათის ცვეთის ნიშნებისა და კვლების ფონზე, სვიტერს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოში აღენიშნება მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად რღვევით განვითარებული დაზიანება. გ------- მ-----–---–ისგან ამოღებულ ტანსაცმელზე (ქურთუკი, პერანგი, შარვალი, ერთი წყვილი წინდა, ერთი წყვილი ფეხსაცმელი) არსებული საერთო ექსპლუატაციის ფონზე, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში: პერანგს აღენიშნება მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად განვითარებული დაზიანება, ხოლო შარვალზე იკვეთება კვალწარმომშობი ობიექტის ქსოვილზე დინამიური მოქმედებით - გასმით განვითარებული კვალთა ლოკალური მონაკვეთები, რომელთა მორფოლოგია გამორიცხავს წარმოდგენილი დანით მათი განვითარების შესაძლებლობას.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N005082917 დასკვნით დადასტურდა, რომ პაკეტში წარწერით: ,,დასაკეცი დანა“ მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოყავისფრო დანაშრევი (ობ. N1) სისხლს არ წარმოადგენს. ამავე დანის პირზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N1ა) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ--–---- ს-------–---–ს (ობ. N38, პაკეტი წარწერით: ,,....სისხლი 1 (ერთი) შპრიცი აღებული მ--–---- ს-------–---–ის გვამიდან...“). დანის ტარზე (ობ. N2) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ძირითადი წილი ეკუთვნის მ--–---- ს-------–---–ს (ობ. N38). ობ. N2-ის გენეტიკური პროფილის მინორულ წილში გ------- მ-----–---–ის (ობ.N37; პაკეტი წარწერით: ,,...გ------- მ-----–---–ის სისხლის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. პაკეტებში, წარწერით: ,,...ორი ცალი მცირე ზომის ქვა სისხლის მაგვარი ლაქით ...“, ,,..ქვა, სისხლის მაგვარი ლაქით...„FCD826610... სისხლის მაგვარი ლაქა...“, ,,...გრუნტი სავარაუდოდ სისხლისმაგვარი ლაქებით...“, ,,FCD826603...სისხლის მაგვარი ლაქა....“ მოთავსებულ ქვისმაგვარ ფარგმენტებზე და ანაწმნდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N3-5, 7-9) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ--–---- ს-------–---–ს (ობ.N38). პაკეტში, წარწერით: ,,....შავი ფერის ქურთუკი უმკლავებო...“ მოთავსებულ ჟილეტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N10) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ--–---- ს-------–---–ს (ობ.N38). პაკეტში, წარწერით: ,,...ორი ცალი ჯემპრი აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქა....“ მოთავსებულ ჯემპრზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N11-13) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N11,13-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ--–---- ს-------–---–ს (ობ. N38). ობ. N12-ის გენეტიკური პროფილი და გ------- მ-----–---–ის (ობ.N37) გენეტიკური პროფილი იდენტურია. პაკეტში, წარწერით: ,,....გ------- მ-----–---–ისგან ამოღებული მისი კუთვნილი ტანსაცმელი....“ მოთავსებულ კომუფლირებულ შარვალზე (ობ.N14,15), კომუფლირებულ ქურთუკზე (ობ.N16), კუბოკრულ პერანგზე (ობ.N17,18) წყვილ წინდაზე (ობ.N19,20) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ.N21,22) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N14,15,17,19, 20-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- მ-----–---–ს (ობ.N37), ობ.N21,22-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ--–---- ს-------–---–ს (ობ.N38). პაკეტში, წარწერით: ,,ს-------–---–ის ტანსაცმელი....“ მოთავსებულ შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N27) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ--–---- ს-------–---–ს (ობ.N38). ამავე პაკეტში მოთავსებულ ჯემპრზე (ობ.N28), ქვედა საცვალზე (ობ.N29) და მარჯვენა ფეხსაცმელზე (ობ.N30) არსებული მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები სისხლს არ წარმოადგენს, ხოლო შავი ფერის რეიტუზზე და სვიტერზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა. პაკეტებში, წარწერით: ,,...გ------- მ-----–---–ის ხელის ანაწმენდები...“ და ,,...გ------- მ-----–---–ის სახის ანაწმენდები...“ მოთავსებულ დოლბანდზე არსებული მოყვითალო ლაქები (ობ.N31-33) სისხლს არ წარმოადგენს. ობ.N31-33-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- მ-----–---–ს (ობ.N37); პაკეტებში, წარწერით: ,,... მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები, სახის არიდან ანაწმენდი..“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N34,35; კონვერტები, წარწერით: ,,მარჯვენა ხელის მტევნის ანაწმენდი სველი“, ,,მარჯვენა ხელის მტევნის ანაწმენდი მშრალი“ და ,,მარცხენა ხელის მტევნის ანაწმენდი სველი“, ,,მარცხენა ხელის მტევნის ანაწმენდი მშრალი“) სისხლს არ წარმოადგენს. ობ.N34-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ძირითადი წილი და ობ.N35-ის გენეტიკური პროფილი მ--–---- ს-------–---–ის (ობ.N38) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ამავე პაკეტში მოთავსებულ კონვერტებში, წარწერით: ,,სახის არიდან ანაწმენდი სველი“ და ,,სახის არედან ანაწმენდი მშრალი“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N36) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ--–---- ს-------–---–ს (ობ.N38).
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ გ------- მ-----–---–ის პოზიციას მისი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საპირისპირო დადასტურდა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლობით, კერძოდ: სასამართლო-სამედიცინო №94/05/06-1 დასკვნით დადასტურდა, რომ მ--–---- ს-------–---–ის სიკვდილის უშუალო მიზეზია სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული გულმკერდის დახურული ბლაგვი ტრავმის შედეგად, ნეკნების ორმხრივი მრავლობითი მოტეხილობითა და ფილტვის ქსოვილის დაჟეჟილობით. მ.ს-------–---–ის გვამს გარეგნულად აღენიშნებოდა მრავლობითი სხვადასხვა სახის დაზიანებები, ხოლო შინაგანი გამოკვლევით ნანახია -ნეკნების ორმხრივი მრავლობითი მოტეხილობა, ნეკნთაშუა კუნთებში სისხლჩაქცევები, უსწორმასწორო კიდეებიანი ნასკდომი მარცხენა ფილტვის წინა ზედაპირზე, სისხლჩაქცევები ორივე ფილტვზე (სისხლჩაქცევების პარენქიმის სისქეში გავრცელებით) მუცლის დახურული ბლაგვი ტრავმა, უსწორმასწორო კიდეებიანი ნასკდომი ღვიძლის დიდი წილის წინა ზედაპირირზე, ჰემოპერიტონიუმი, სისხლი მუცლის ღრუში 300 მლ-ის ოდენობით. ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა, ქალას ღრუში სისხლჩაქცევა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა. სისხლჩაქცევა მარცხენა თირკმლის ცხიმოვან კაფსულაში. დაზიანებები განვითარებულია სიცოცსლის პერიოდში, მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან. ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის და მოწმე თ------ ჯ------–---–ის ჩვენების საფუძველზე, სასამართლო არ იზიარებს გ------- მ-----–---–ის განმარტებას, რომ მას არ ჰქონია მ--–---- ს-------–---–ის მოკვლის განზრახვა, რადგან მოწმის ჩვენებით დადასტურდა, რომ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტის მეორე ეპიზოდამდე ადგილი ჰქონდა ჩხუბის ფაქტს, რის შედეგადაც დაზარალებული იყო იმდენად ცუდ მდგომარეობაში, რომ გადაადგილებაც კი უჭირდა და მან იგი მიწაზე დააწვინა. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად დაზარალებულის ასეთი მდგომარეობისა, გ------- მ-----–---–მა ისარგებლა იმ გარემოებით, რომ თ------ ჯ------–---–ი ცოტა ხნით არ იმყოფებოდა მასთან და ჩხუბის ფაქტით განაწყენებული, შურისძიების მოტივით გაემართა მისკენ და შემთხვევის ადგილზე თ------ ჯ------–---–ის მისვლისა და გაშველების მცდლობის მიუხედავად იგი განაგრძობდა უმწეო მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულის უმოწყალო ცემას, რაც ცალსახად ადასტურებს ბრალდებულის განზრახვას, რომ მას სურდა არა მხოლოდ დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანება, არამედ მისი მოკვლა, რასაც ასევე ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებების სიმძიმე, სიხშირე და ლოკალიზაცია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მიუხედავად მოწმე თ------ ჯ------–---–ის მცდელობისა, რომ რამენაირად დახმარებოდა დაზარალებულს, იგი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. არასარწმუნოა ასევე ბრალდებულის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მეორე ჩხუბის დაწყებამდე დაზარალებულმა დანა მოუქნია ბრალდებულს, ვინაიდან როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, ამოღებული დანა, რომელიც მართლაც ეკუთვნოდა დაზარალებულს, იყო დაკეცილ მდგომარეობაში. მისი დაკეცვა არ მოუხდენია არც მოწმე თ------ ჯ------–---–ს და მითუმეტეს არც ბრალდებულს, შესაბამისად ამგვარი ფაქტობრივი გარემოების არსებობისას დაზარალებულს ბრალდებულისათვის უნდა მოექნია დაკეცილი დანა, რისი ვარაუდიც კი მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.
სასამართლო განმარტავს, რომ გ------- მ-----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ა------- მ------–---–ის, ი-----–- ჭ----–---–ის, მ--–---- ქ-----ის, გ------- ტ-------ის და პოლიციის თანამშრომელთა მიერ მიცემული ჩვენებებით. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, რომელთა გამოკვლევაც არ მომხდარა სასამართლო სხდომაზე, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და რომლებიც ადასტურებენ პოლიციის თანამშრომელთა მიმართ წინააღმდეგობის და დაზარალებულებისადმი დაზიანებების მიყენების ფაქტებს. ამასთან, პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობისა და მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ასევე ადასტურებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ----- ს-------–---–ის ჩვენება, რომლის თანახმადაც, მან დაინახა თუ როგორ უწევდა წინააღმდეგობას პოლიციის თანამშრომლებს გ------- მ-----–---–ი და როგორ აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ა------- მ------–---–ის და თ------ ჯ------–---–ის მიმართ ბრალდებულის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი კი დასტურდება როგორც დაზარალებულ ა------- მ------–---–ის ჩვენებით, ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ასევე თ------ ჯ------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით. აღნიშნული მოწმეთა ჩვენებებიდან, რომლებიც უდავოდ იქნა ცნობილი, ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა გ------- მ-----–---–ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.
გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, გ------- მ-----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია 2017 წლის 6 მაისის ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური N1495/ბ, ქიმიური და პიროტექნიკური N252/რან-299/ამ ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებიც დაცვის მხარე ასევე სადავოდ არ გაუხდია და მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- მ-----–---–მა ჩაიდინა მასზედ ბრალად შერაცხული ქმედებები.
საქართველოს სსსკ-ის 13-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- მ-----–---–ს უნდა დაედოს მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ასევე წარდგენილი ბრალდებების სიმძიმეს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, დამდგარ შედეგს, ბრალდებულის დამოკიდებულებას დამდგარ შედეგთან და მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია ბრალდებულის მიმართ ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- მ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------- მ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
გ------- მ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 06 მაისიდან.
გ------- მ-----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები: 2,5 ლიტრი ტევადობის პოლიეთილენის ბოთლი, სისხლის მაგვარი ლაქები, დანა, ქვები სისხლის მაგვარი ლაქებით, ე.წ. ,,დეესპეს“ ფრაგმენტი სისხლის მაგვარი ლაქით, შავი ფერის თეთრ წინწკლიანი ნაჭერი სისხლის მაგვარი ლაქებით, წითელი ფერის ლაქა, ხელების ფრჩხილების ნიმუშები, ხელებისა და თავის ანაწმენდების ნიმუშები, თმის ნიმუშები, ხელის ანაბეჭდების ნიმუშები, სისხლის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში, სახის ანაწმენდის ნიმუშები, ანაწმენდის ნიმუშები, ხელსახოცი სისხლის მაგვარი ლაქებით - განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შავი ფერის ქურთუკი, ერთი პაკეტი ე.წ. ,,კეტჩუპი“, ცხვირსახოცი, ორი ცალი ჯემპრი სისხლის მაგვარი ლაქებით, მ--–---- ს-------–---–ის ტანსაცმელი და პირადი ნივთები, გ------- მ-----–---–ის ტანსაცმელი, თ------ ჯ------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.
ფოტო მასალა მოთავსებული 1 DVD დისკზე, შენახულ იქმეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები, ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი, მინის ქილა და პოლიეთილენის პაკეტი მათში მოთავსებული ფეთქებადი ნივთიერებით, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: შალვა კაკაურიძე