განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/690-17 წ.
გამოძიების N111300317001
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - მირანდა ბარბაქაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------ დო-–----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ირ---–- მე–---–---ი
პირადი N6----------
მამის სახელი: ელ------
დაბადებული: 01.06.1988 წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული: ტყ-------–ი, სა------------------ის ქ. #40
ფაქტობრივი მისამართი: წყ--–-----ო, სან. ,,მე---------ა“, კორ. III #56
ადვოკატი - ელისო დათუსანი
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალდებული - დი-- აბ----–--ა
პირადი N6----------
მამის სახელი: ვა-------
დაბადებული: 01.09.1986 წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: არასრული საშუალო
ნასამართლეობა: არმქონე
ფაქტობრივი მისამართი: წყ--–-----ო, მე-4 სა-----------------–--ა #14/19
ადვოკატი - ელისო დათუსანი
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 ივნისის N2061 ბრძანებით კაპრალი დი-- ვა-------ს ძე აბ----–--ა დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მე-5 და მე-7 კლასის ქონებით შეიარაღებით და მომარაგების ოცეულის შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით მომარაგების ჯგუფის საწყობის უფროსად.
დი-- აბ----–--ას, როგორც საწყობის უფროსის, ფუნქციონალურ მოვალეობას შეადგენდა, ინფორმაცია ჰქონოდა საწყობში არსებული საბრძოლო მასალების შენახვის პირობებზე და რაოდენობაზე, სისტემატიურად ეკონტროლებინა საწყობში არსებული ქონების მდგომარეობათა და უზრუნველყო მისი ხელშეუხებლობა.
დი-- აბ----–--ას მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არ იქნა დაცული და უზრუნველყოფილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2003 წლის 01 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ტექნიკური საშუალებების აღრიცხვის, შენახვის, გაცემის, ექსპლოატაციისა და ხელშეუხებლობის დაცვის ორგანიზების შესახებ“ სახელმძღვანელოს მოთხოვნები, რის შედეგადაც ქალაქ სენაკში დისლოცირებული, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მე-5 და მე-7 კლასის ქონებით შეიარაღებით და მომარაგების ოცეულის შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით მომარაგების ჯგუფის საწყობიდან, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში განხორციელდა ,,პმ“ პისტოლეტის 32 ცალ ვაზნის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რაც გამოვლინდა 2017 წლის 22-28 მარტის პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციისას.
დი-- აბ----–--ას ზემოაღნიშნული ქმედებით, კანონიერი სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული იქნა სახელმწიფოს მიერ მკაცრად კონტროლირებადი, მომეტებული საშიშროების ხასიათის მქონე საბრძოლო მასალა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 26 ოქტომბრის N954 ბრძანებით კაპრალ ირ---–- ელ------ს ძე მე–---–---ი დანიშნული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების დასალეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მე-5 და მე-7 კლასის ქონებით შეიარაღებით და მომარაგების ოცეულის შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით მომარაგების ჯგუფის საწყობის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.
ირ---–- მე----–---ის, როგორც საწყობის უფროსის, ფუნქციონალურ მოვალეობას შეადგენდა, ინფორმაცია ჰქონოდა საწყობში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის პირობებზე და რაოდენობაზე, სისტემატურად ეკონტროლებინა საწყობში არსებული ქონების მდგომარეობათა და უზრუნველყო მისი ხელშეუხებლობა.
2016 წლის 01 ნოემბრის მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მე-5 და მე-7 კლასის ქონებით შეიარაღებით და მომარაგების ოცეულის შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით მომარაგების საწყობის შესანახად ჩაბარდა 2 ერთეული ,პმ“ პისტოლეტი NXH3373, N AE351842, ხოლო 2017 წლის 24 იანვარს ერთი ერთეული ,,პმ” პისტოლეთი N ГH 1065, კომპლექტაციაში არსებული 6 ცალი მჭიდით. ირ---–- მე–---–---ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, არ იქნა დაცული და უზრუნველყოფილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2003 წლის 01 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ტექნიკური საშუალებების აღრიცხვის, შენახვის, გაცემის, ექსპლოატაციისა და ხელშეუხებლობის დაცვის ორგანიზების შესახებ“ სახელმძღვანელოს მოთხოვნები, რის შედეგადაც ქალაქ სენაკში დისლოცირებული, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების მე-2 ქვეითი ასეულის მე-5 და მე-7 კლასის ქონებით შეიარაღებით და მომარაგების ოცეულის შეიარაღებათა და საბრძოლო მასალებით მომარაგების ჯგუფის საწყობიდან, დაუდგენელ ვითარებაშიო განხორციელდა 3 ერთეული ,,პმ“ პისტოლეტის ნომრებით N XH3373, N AE351842, N ГH 1065 კომპლექტაციაში არსებული 6 ცალი მჭიდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება.
ირ---–- მე–---–---ის ზემოაღნიშნული ქმედებით, კანონიერი სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული იქნა სახელმწიფოს მიერ მკაცრად კონტროლირებადი, მომეტებული საშიშროების ხასიათის მქონე საბრძოლო მასალა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულების ირ---–- მე–---–---ის და დი-- აბ----–--ას ქმედებებში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ირ---–- მე–---–---ის და დი-- აბ----–--ას მი--რთ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულების აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ირ---–- მე–---–---ის და დი-- აბ----–--ას ბრალეულობას, კერძოდ, მოწმეების დავით ხახუტაშვილის, ზურაბ გოგოლაძის, ტუხა ნაზარაშვილის, დავით თოფურიას, გია გორგილაძის, ედიშერ ბერეკაშვილის, დავით სანაძის, გი------ კორძაძის, ბესიკ ხუბუას, ილია ყუბანეიშვილის, მერაბ ოტოლაძის და საკუთრივ დი-- აბ----–--ას და ირ---–- მე–---–---ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულის წარმომადგენლის დავით ღვინიაშვილის გამოკითხვის ოქმი, N3 საცავის შემოწმების აქტი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 ივნისის N2062 ბრძანება, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 26 ოქტომბრის N954 ბრძანება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2003 წლის 01 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ტექნიკური საშუალებების აღრიცხვის, შენახვის, გაცემის, ექსპლუატაციისა და ხელშეუხებლობის დაცვის ორგანიზების შესახებ“ სახელმძღვანელო, მე-2 ქვეითი ბრიგადიდან გადმოგზავნილი მასალები და საქმეში არსებული სხვა დოკუმენტები.
საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე, მიღებული იქნა მტკიცებულებებად და ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულების ირ---–- მე–---–---ის და დი-- აბ----–--ას მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულებმა ირ---–- მე–---–---მა და დი-- აბ----–--ამ ჩაიდინეს - სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება და შესაბამისად, ბრალდებულებს ირ---–- მე–---–---ს და დი-- აბ----–--ას მსჯავრი უნდა დაედოთ აღნიშნული კვალიფიკაციით, რადგანაც ბრლადებულების მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება სრულად შეიცავს წარდგენილი ბრალდების - სამსახურებრივი გულგრილობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს და იგი დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გამოტანილი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს, მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პირის ბრალეულობას.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულების ირ---–- მე–---–---ის და დი-- აბ----–--ას მიერ გახორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები დასტურდება ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით.
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები:
ბრალდებულის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებენ და ინანიებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს.
დამამძიმებელი გარემოება საქმეზე არ მოიპოვება.
სასჯელის დასაბუთება:
ბრალდებულების მიმართ, სასჯელის შეფარდებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ამ უკანასკნელთა პიროვნული მახასიათებლები, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასჯელის სახეთა და ზომის განსაზღვრისას, სავალდებულოა დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის სოციალური საშიშროება, კერძოდ, ის თუ რა საფრთხის შემქმნელნი არიან საზოგადოებისათვის, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს გააცნობიერეს თუ არა ბრალდებულებმა მათ მიერ ჩადენილი ქმედება და გამოიტანეს თუ არა სათანადო დასკვნები, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს შესაძლებელია თუ არა ბრალდებულების რეაბილიტაცია და საზოგადოებისათვის ღირსეულ წევრად დაბრუნება.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით. ირ---–- მე–---–---ი და დი-- აბ----–--ა აღიარებენ და ინანიებენ მომხდარს. არიან იძულებით გადაადგილებული პირები, აანაზღაურეს მიყენებული ზიანი. დი-- აბ----–--ას ჰყავს ოთხი შვილი მათ შორის ორი მცირეწლოვანი. მათი ოჯახის წევრები არსად არ მუშაობენ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულების რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მათი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, ბრალდებულების ქმედებაში გამოვლენილ მართლწესრიგის ნორმების უგულებელყოფას და ამით გამოწვეულ მოვლენათა დარღვევის ხარისხს. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილია, ბრალდებულებმა ჩაიდინეს სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალდებულების პიროვნულ მახასიათებელზე მიუთითებს. მითითებული გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუზველზე სასამართლო, ბრალდებულების დადებით პიროვნულ მახასიათებლად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ მომხდარს, რაც, შესაძლებელია ბრალდებულების მიერ გათვალისწინებული იქნეს მომავალში და არ ჩაიდინონ ახალი დანაშაული, აღნიშნული ხელს შეუწყობს ბრალდებულების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევას.
ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათის გათვალისწინებით, ამასთან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავეთა რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულების ირ---–- მე–---–---ის და დი-- აბ----–--ას მიმართ, გამოყენებულ უნდა იქნას ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო საქმიანობის ერთ - ერთ ძირათად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, ბრალდებულების პიროვნებას, მათ ოჯახურ, სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობას. სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შინაარსს და მიდის იმ დასკვნამდე, რომ კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარებისა და მონანიების შედეგად, შესაძლოა ბრალდებულებმა გააცნობიერონ მათ მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და დაადგნენ გამოწორების გზას, თუ მათ მიმართ, სასამართლო სასჯელის სახედ გამოიყენებს ჯარიმას. რადგან, ჯარიმა, თავისი შინაარსით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაცაა და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ირ---–- მე–---–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ბრალდებული დი-- აბ----–--ა ცნობილ იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ირ---–- მე–---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.
დი-- აბ----–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ლერი თედორაძე