გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/198-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი გიორგი ესაძე
მოსარჩელე - პ----ა კო---–---ი
წარმომადგენელი - ალ---------ე თა----–-–---–ი
მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - შს წყა-–-------------------–--------------–---------–----------------–-–--------------–--ა
წარმომადგენელი - ჟ------ი რე--–---–ი
მოპასუხე - თ----- ალ----ე
წარმომადგენელი - ანა თა----–--ე; მ------ი ქ----–---–ი
მოთხოვნის არსი- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს პ----ა კო---–---ის მიმართ 2018 წლის 24 მარტს, შს წყა-–-------------------–--------------–---------–----------------–-–--------------–--ის მიერ უკანონოდ და უსაფუძვლოდ შედგენილი შემაკავებელი ორდერი №008994.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 24 მარტს შს წყა-–-------------------–--------------–---------–----------------–-–--------------–--ის თანამშრომლის - უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილ შემაკავებელ ორდერში №008994, მითითებულია, რომ პ----ა კო---–---მა ,,მოძალადემ’’, ,,მსხვერპლს’’ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ძალადობის ფორმა: ა) ფიზიკური; ბ) ფსიქოლოგიური. შემაკავებელ ორდერს №008994 და მასში მითითებულ გარემოებებს, თითქოს პ----ა კო---–---მა იძალადა თ----- ალ----ეზე, არ ეთანხმება, რადგან იგი არ შეესაბამება სინამდვილეს. მართალია რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თ----- ალ----ესთან, თუმცა ისინი რამდენიმე თვეა (დაახლოებით 5 თვეა) ერთად აღარ ცხოვრობენ და მასთან არანაირი შეხება არ აქვს, ფაქტიურად განქორწინებულები არიან. პ----ა კო---–---თან ცხოვრობს სამი არასრულწლოვანი შვილი. შემაკავებელი ორდერი შედგენილია შს წყა-–-------------------–--------------–---------–----------------–-–--------------–--აში, მაშინ როდესაც პ----ა კო---–---ს თ----- ალ----ე არც პოლიციის შენობაში და არც სხვაგან იმ დღეს არ უნახავს. მითითებულ დღეს პოლიციის შენობაში იმყოფებოდა, რადგან გამომძიებლის მიერ იყო დაბარებული სულ სხვა საქმისათვის გამოსაკითხად. პოლიციის თანამშრომელმა ისე, რომ არ აუხსნა საქმის ვითარება, ხელი მოაწერინა შემაკავებელ ორდერზე. შემაკავებელი ორდერის მნიშვნელობა და არსი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც კონსულტაციისათვის მან ადვოკატს მიმართა. მისთვის სრულიად გაუგებარია და არც არის შემაკავებელ ორდერში მითითებული, თუ როდის მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ყოფილ მეუღლეს და რა მტკიცებულებები არსებობს აღნიშნულის დასადასტურებლად. სადაო შემაკავებელ ორდერში სავალდებულოდ არ არის მითითებული, თუ სად და როდის განხორციელდა ძალადობა. ყოფილი მეუღლის თ----- ალ----ის მიმართ არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია. მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერი არის უკანონო, არ არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სადაო შემაკავებელ ორდერში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ითხოვს უკანონო და უსაფუძვლოდ შედგენილი შემაკავებელი ორდერის გაუქმებას.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1.მოპასუხე, შს წყა-–-------------------–--------------–---------–----------------–-–--------------–--ის პატრულ ინსპექტორი ჟ------ი რე--–---–ი არ დაეთანხმა პ----ა კო---–---ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი. თ----- ალ----ესა და პ----ა კო---–---ს შორის არსებობდა ოჯახური კონფლიქტი და ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას.
2.1. მოპასუხე თ----- ალ----ემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პ----ა კო---–---თან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 12 წელია. მათ შორის არის ოჯახური კონფლიქტი, რომელიც გამოიხატება როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ ძალადობაში.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.
4.1.1. დადგენილია, რომ პ----ა კო---–---ს და თ----- ალ----ეს რეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავთ სამი შვილი.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა - განმარტება. სასამართლო სხდომის ოქმი.
4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
4.2.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 24 მარტს შს წყა-–-------------------–--------------–---------–----------------–-–--------------–--ის თანამშრომლის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ჟ------ი რე--–---–ის მიერ შედგა შემაკავებელი ორდერი №008994, რომლის მიხედვით მოძალადე პ----ა კო---–---მა მსხვერპლ, თ----- ალ----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. პ----ა კო---–---ს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.
მტკიცებულება:
- №008994 შემაკავებელი ორდერი.
4.2.2. დადგენილია, რომ პ----ა კო---–---ი მუშაობს ი/მ მაკა ცერცვაძესთან (ს/კ17001024013) , 2017 წლის 1 დეკემბრიდან რეალიზატორის თანამდებობაზე და ეძლევა ყოველთვიური სარგო, დარიცხული ხელფასის სახით 750 (შვიდასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მტკიცებულება:
- ცნობა.
4.2.3. მოწმედ დაკითხულმა რამაზი ბარათელმა განმარტა, რომ არის პ----ა კო---–---ის მეგობარი და თ. ალ----ის ნათესავი. მოწმის განმარტებით, პ----ა კო---–---ი და თ. ალ----ე ერთად არ ცხოვრობენ. პ----ა მძიმედ განიცდის თ. ალ----ის ქცევას და არ სურს მასთან შერიგება. ბავშვები ცხოვრობენ მამასთან.
მტკიცებულება: მოწმის ახსნა - განმარტება. სასამართლო სხდომის ოქმი.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პ----ა კო---–---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
6.1. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.
დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა 2018 წლის 24 მარტს გამოსცა №008994 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად მსხვერპლი თ----- ალ----ე მოძალადე პ----ა კო---–---ის მხრიდან განიცდის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას. პ----ა კო---–---ს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; პ----ა კო---–---ს აეკრძალა მსხვერპლთან სატელეფონო და სოციალური ქსელით კომუნიკაცია, ასევე დადგინდა, რომ განხორციელდეს მოძალადის იმ სახლისგან მოშორება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.
7.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულია საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობა, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივი და ორგანიზაციულ საფუძვლები, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიები.
ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს. ხოლო ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
სასამართლო განმარტავს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ჩავთვალოთ ძალადობის
,,ფარულ’’ ფორმად, რომელიც მოიცავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას და სხვა ამგვარ მოქმედებებს. ეს კი პიროვნებას უკარგავს საკუთარი თავის რწმენას, აეჭვებს მას საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში, ამასთან ერთად იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის ამ ფორმას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს და აზიანებს მთლიანად პიროვნებას. ფსიქოლოგიური ძალადობის დროს არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი და ძალადობის კერა ხშირად ოჯახია.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).
ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ხოლო ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.
7.3. დადგენილია, რომ პ----ა კო---–---ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თ----- ალ----ესთან, თუმცა ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ. დადგენილია, რომ მათი საერთო შვილები ცხოვრობენ და იზრდებიან მამასთან. დადგენილია, რომ თ----- ალ----ეს შეზღუდული აქვს ურთიერთობა შვილებთან, რაც მხართა შორის კონფლიქტის მიზეზია. აღნიშნულ საკითხზე (დედის მიერ შვილებთან ურთიერთობა) პ----ა კო---–---მა განმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ინახულოს დედამ შვილები. მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ მიმართებით, რომ სწორედ შვილებთან ურთიერთობა ხდება კონფლიქტის მიზეზი და პ----ა კო---–---ის განმარტება სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ თ----- ალ----ე ოჯახური კონფლიქტის მსხვერპლია. ასევე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია 2018 წლის 24 მარტს შედგენილ შემაკავებელ ორდერში მითითებული ფსიქოლოგიური ზეწოლის გარემოებები და არ არსებობს შემაკავებელი ორდერის სრულად გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამე არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით - საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
7.4. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენელის არგუმენტაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში პ----ა კო---–---ის მხრიდან, თ----- ალ----ესთან მიმართებაში, ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, რადგან წარმოდგენილი არ არის ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულება. მხოლოდ ახსნა-განმარტება ვერ გახდება ამ ფაქტის დადგენილად მიჩნევის საფუძველი, რადგან ახსნა-განმარტება მართალია არის მტკიცებულება, თუმცა მოწინააღმდეგე მხარესაც შეუძლია ახსნა-განმარტებით უარყოს ფაქტი.
7.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე პ----ა კო---–---ის წარმომადგენელის პოზიციას შემაკავებელი ორდერის სრულად გაუქმების თაობაზე იმ მოტივით, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი არ არსებობს, მისი გამოცემისას არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და პ----ა კო---–---ი როდესაც შემაკავებელ ორდერზე აწერდა ხელს, მას პატრულ-ინსპექტორმა არ განუმარტა ამ ორდერის რაობა და მნიშვნელობა, რადგან როგორც აღინიშნა, პ----ა კო---–---ი და თ----- ალ----ე ერთად არ ცხოვრობენ. დადგენილია, რომ მათი საერთო შვილები ცხოვრობენ მამასთან. დედა ბუნებრივია ცდილობს შვილებთან კომუნიკაციას, რაც კონფლიქტის მიზეზი ხდება, რადგან ამის უფლებას არ აძლევს პ. კო---–---ი. აღნიშნული ფაქტი ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე მიუთითებს და შემაკავებელი ორდერი ამ მიმართებით საფუძვლიანია.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია: ა) ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ა1) ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისათვის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა; გ) მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სისტემის შექმნა; დ) მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შექმნა; ე) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისათვის და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სხვადასხვა ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ვ) მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ, მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისკენ.
7.6. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
ამავე მუხლის 32 პუნქტის შესაბამისად შემაკავებელ ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან გარიდების საკითხს, მიუხედავად იმისა, იგი ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა; მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.
7.7. დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა 2018 წლის 24 მარტს გამოსცა №008994 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად თ----- ალ----ე მოძალადე პ----ა კო---–---ის მხრიდან განიცდის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას. პ----ა კო---–---ს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; პ----ა კო---–---ს აეკრძალა მსხვერპლთან სატელეფონო და სოციალური ქსელით კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.
ვინაიდან საქმის განხილვისას, უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ დადგინდა პ----ა კო---–---ის მიერ თ----- ალ----ეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----ა კო---–---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ შს წყა-–-------------------–--------------–---------–----------------–-–--------------–--ის პატრულ-ინსპექტორის მიერ 2018 წლის 24 მარტს გამოცემული №008994 შემაკავებელი ორდერი უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ, კერძოდ- მისი მოქმედება განისაზღვროს 15 დღის ვადით და შემაკავებელი ორდერიდან ამოირიცხოს მითითება ფიზიკური ძალადობის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით (2112 -2115 მუხლები).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. პ----ა კო---–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ნაწილობრივ გაუქმდეს 2018 წლის 24 მარტის N-008994 შემაკავებელი ორდერი იმ მიმართებით, რომ პ----ა კო---–---ს 15 დღით აეკრძალოს მსხვერპლთან თ----- ალ----ესთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
2018 წლის 24 მარტის N-008994 შემაკავებელი ორდერიდან ამოირიცხოს მითითება ფიზიკური ძალადობის შესახებ.
3. გადაწყვეტილება საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე