გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210017002139595
N2/1075-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი 2018 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი
მოსარჩელე შპს „პ----------------------------“
წარმომადგენელი შ------------–------ი
მოპასუხე ქ--------------ა
წარმომადგენელი მა----–--------–--ე
დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ქ--------------ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ჯ------------------------------------------------------, ქ--------------ა თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნას აღნიშნული უძრავი ქონებიდან და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - შპს „პ----------------------------ს“.
1.2.სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლისმ 16 მაისს შპს "პ----------------------------" მიერ ქუქციონზე შეძენილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ჯ------------------------------------------------------ საკუთრება რეგისტრირებულ იქნა განკარგულების საფუძველზე საჯარო რეესტრში და შესაბამისად შპს "პ----------------------------ი" წარმოადგენს მითითებული ქონების მესაკუთრეს. მოპასუხე ვერ ფლობს და ვერ განკარგავს საკუთრებას თავისი სურვილისამებრ, რითაც მატერიალური ზიანი ადგება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში სარჩელი არ ცნო.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1..საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 16 მაისის №A16091911-014/001 განკარგულების საფუძველზე, 2017 წლის 25 მაისიდან საჯარო რეესტრში შპს ,,პ----------------------------’’-ის საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა შემდეგი უძრავი ქონება: მისამართი - ქ. ფოთი, ჯ--------------- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 603,00 კვ.მ, საკადასტრო კოდი №0-.0-.0-.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-25.05.2017 წელს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შპს „პ----------------------------ს“ სარჩელი, ქ--------------ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქ--------------ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ უნდა იქნას უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ჯ-----------------------------------------------------, ქ--------------ა თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნას აღნიშნული უძრავი ქონებიდან და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - შპს „პ----------------------------ს“.
მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძლველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისულფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი, თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.
დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს საასრჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, საამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელმა მა----–--------–--ემ მოსარჩელის შპს „პ----------------------------ს“ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში ცნო.
ამდენად, საასმართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე1" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
ამავე კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
დაუყოვნებლივ აღსრულება იმაში მდგომარეობს, რომ გადაწყვეტილება მოქმედებას იწყებს დაუყოვნებლივ, მისი გამოტანის შემდეგ, ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცელი გამოტანის შემდეგ დაუყოვნებლივ გაიცემა.
საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლით გათვალისწინებული დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები გამოიტანება ისეთ საქმეებზე, რომლებიც პირთა უმნიშვნელოვანეს ინტერესებს შეეხება, ესენია: 1) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; 2) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახდელის დაკისრების შესახებ; 3)მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; 4) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ასევე ყველა სხვა საქმეზე, მხოლოდ მაშინ, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს (იგულისხმება კრედიტორი) მნიშვნელოვაინი ზიანი მიაყენოს, ან თუ თავად გადაწყვეტილების აღსრულება საერთოდ შეუძლებელი აღმოჩნდება.
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეუძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენის გარეშე სასამართლოს არა აქვს იურიდიული საფუძველი მოახდინოს გადაწყვეტილების აღსრულება.
თუ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაწყვეტილების მიქცევის საფუძვლები არ არსებობს, სასამართლოს უფლება აქვს სარჩელის უზრუნველყოფისათვის დადგენილი წესების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
დაუყოვნებლივ აღსრულება გამონაკლისია აღსრულების ზოგადი წესებიდან. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ დაუყოვნებლივ აღსრულებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო და საკასაციო წესით. თუკი შემდგომში გადაწყვეტილება გაუქმდება, ან საქმის ხელახლა განხილვის დროს სარჩელი არ დაკმაყოფილდება, ან სარჩელი განუხილველი დარჩება, ან საქმის წარმოება შეწყდება, კანონით გათვალისწინებული წესით და შემთხვევებში დაიშვება გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება.
დასაშვებია პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, რომელიც კი კანონიერ ძალაში არ არის შესული, მაგრამ დაუყოვნებლივ აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლისის წესით, თუ სახეზე იქნება კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოებები. პირველყოვლისა, ამისათვის, აუცილებელია მოსარჩელის განცხადება. თავის განცხადებაში მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობა და წარადგინოს განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა გამოც სასამართლო აქტის აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მოსარჩელისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს ან საერთოდ თავად აღსრულება გახდეს შეუძლებელი.
ამ საკითხის თაობაზე მიღებულ განჩინებაში უნდა მიეთითოს შესაბამისი მოტივები ანუ უნდა მიეთითოს მიზეზები და განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც სასამართლო მივიდა დაუყოვნებლივ აღსრულების წესის გამოყენების აუცილებლობის შესახებ დასკვნამდე.
სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხზე გამოტანილი განჩინება, მიუხედავად იმისა, გამოტანილია თუ არა იგი გადაწყვეტილების მიღების დროს ან შემდგომში, დაკმაყოფილებულია თუ არა მოსარჩელის განცხადება დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე, თუ ამაზე მას უარი ეთქვა, შეიძლება გასაჩივრდეს. იმავდროულად, კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს იმ განჩინების მოქმედებას, რომლითაც სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მიქცეულია დაუყოვნებლივ აღსასულებლად.
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლში ჩამოთვლილი პირობების არსებობას უკავშირებს სასამართლოს უფლებამოსილებას და არ ზღუდავს იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ საპროცესო მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ადასტურებდეს და ასაბუთებდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების მოცემულ ეტაპზე მისთვის სასიცოცხლო მნიშვენელობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რა სახის ზიანი მიადგება მას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ ის არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მხარეები სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-248-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1.ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „პ----------------------------ს“ სარჩელი, ქ--------------ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2.ქ--------------ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ჯ-----------------------------------------------------, ქ--------------ა თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნას აღნიშნული უძრავი ქონებიდან და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - შპს „პ----------------------------ს“.
3.მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.N3) მეშვეობით.
5. მხარეები სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე