გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/130-17წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
ს----------–--- სახელით
15 თებერვალი, 2018 წელი ქ.სამტრედია
შესავალი ნაწილი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი ნათია ძაძამია
მოსარჩელე - ს----------–-----------–---------------ო;
წარმომადგენელი - ნ------------–---–ი;
მოპასუხე- ვ--–----------–--ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე ვ--–----------–--ისათვის 10 000 ლარის დაკისრება.
1.2. მოპასუხე ვ--–----------–--ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ზედმეტად ჩარიცხული სახელფასო თანხის 301.02 ლარის დაკისრება.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი
ს----------–-----------–---------------ოსა და ვ--–----------–--ეს შორის 2014 წლის 22 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება N2016/14, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სამხედრო მოსამსახურეს 4 წლის ვადით უნდა ემსახურა სამხედრო სამსახურში, რომლის ვადის ათვლა იწყებოდა კონტრაქტის გაფორმებიდან 2014 წლის 22 ივლისიდან და სრულდებოდა 2018 წლის 22 ივლისს. ხელშეკრულების 7.3. პუნქტით განისაზღვრა ,,ს--------------------------“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ , თუ ,,სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან, ს----------–--- კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ივალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ის უპირებოდ გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში) ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროს შემდეგი თანხა: 7.3.1 პუნქტის შესაბამისად ორი წლის სამსახურის გავლის პერიოდში 14 000 ლარის ოდენობით, ხოლო 7.3.2. პუნქტის შეშესაბამისად ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ 10 000 ლარის ოდენობით.
ვ--–----------–--ემ 2017 წლის 27 მაისს ჩაიდინა ს----------–--- მთავრობის 2016 წლის 17 მარტის N124 დადგენილებით დამტკიცებული ,,ს----------–-----------–---------------ოს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების V-ე თავის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცვდომა, რაც გამოიხატა (თვითნებურ მიტოვებაში) კერძოდ, ვ--–----------–--ე 2017 წლის 25 მაისიდან 27 მაისის 09:00 საათამდე იმყოფებოდა კუთვნილ დათხოვნაში ხოლო სამსახურში ნაცვლად 27 მაისისა გამოცხადდა 29 მაისს, მისი განმარტებით აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენდა ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედება, გარდა აღნიშნულისა მან დაადასტურა რომ აღნიშნულის თაობაზე არ უცნობებია ხელმძღვანელისათვის და არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა, აღნიშნულის საფუძველზე 2017 წლის 06 ივლისს სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებით მას გაეწია რეკომენდაცია შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნაზე და 2017 წლის 21 ივლისის N5346 ბრძანებით დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევით. ვ--–----------–--ეს კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის დარღვევამდე ნამსახურები აქვს ორ წელზე მეტი, შესაბამისად სამინისტროს სასარგებლოდ მას ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა კონტაქტის 7.3.2. პუნქტის მიხედვით 10 000 ლარის ოდენობით, რაც მას ამ დრომდე არ აუნაზღაურებია სამინისტროსათვის. ვ--–----------–--ე შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი იქნა 2017 წლის 21 ივლისს, სახელფასო თანხის სრულად ჩარიცხვის შემდგომ, შესაბამისად მასზე ზედმეტად ჩარიცხული თანხა დღეის მდგომარეობით შეადგენს 301.02 ლარს, რაც მოპასუხე მხარეს დღემდე არ აუნაზღაურებია თავდაცვის სამინისტროსათვის.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ვ--–----------–--ეს სარჩელში მითითებულ მისამართზე ქ.ფოთი, ა-------–---–-- ქ N6--ი, გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალებით. შპს ,,ს----------–--- ფოსტის“ კურიერის მიერ უკუგზავნილზე მითითებული განმარტების თანახმად, არავინ იმყოფებოდა მისამართზე, დატოვებული იქნა შეტყობინება, მისამართზე ცხოვრობს ანატოლ აშინა. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 ოქტომბის განჩინებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს დაევალა გზავნილის მხარისათვის გადაცემა. ს----------–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტიდან შემოსული მომართვის თანახმად, სარჩელი თანდართული მასალებით ვერ ჩაბარდა ვ--–----------–--ეს, ვინაიდან მისამართზე ქ.ფოთი, ა-------–---–-- ქ N6--ში, ვ--–----------–--ე არ ცხოვრობს, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ანატოლი არშინის განმარტებით მოქალაქე ვ--–----------–--ეს მითითებულ მისამართზე არასდროს უცხოვრია. ვინაიდან მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება ვერ მოხერხდა, მოპასუხე ვ--–----------–--ეს სარჩელი და თანდართული მასალები გადაეცა საჯარო შეტყობინების გამოქვეყნების გზით. ასევე საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებით ეცნობა სხდომის თარიღი. ვ--–----------–--ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და სხდომაზეც არ გამოცხადდა.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს----------–-----------–---------------ოსა და ვ--–----------–--ეს შორის 2014 წლის 22 ივლისს გაფორმდა N2016/14 ხელშეკრულება ,,კ------–-----–------ თანამდებობაზე მისაღები ს-------------------------- მიერ ს----------------------- გავლის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2014 წლის 22 ივლისის N2016/14 ხელშეკრულება ,,კ------–-----–------ თანამდებობაზე მისაღები ს-------------------------- მიერ ს----------------------- გავლის შესახებ.
3.1.2. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ვ--–----------–--ეს 4 წლის ვადით უნდა ემსახურა სამხედრო სამსახურში, რომლის ვადის ათვლა დაიწყო კონტრაქტის გაფორმებიდან 2014 წლის 22 ივლისიდან და სრულდებოდა 2018 წლის 22 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2014 წლის 22 ივლისის N2016/14 ხელშეკრულება ,,კ------–-----–------ თანამდებობაზე მისაღები ს-------------------------- მიერ ს----------------------- გავლის შესახებ.
3.1.3. ხელშეკრულების თანახმად ,,სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითიტებული სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საბრძოლო მომზადების კურსის) დამტავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების ტაობაზე სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2014 წლის 22 ივლისის N2016/14 ხელშეკრულება ,,კ------–-----–------ თანამდებობაზე მისაღები ს-------------------------- მიერ ს----------------------- გავლის შესახებ.
3.1.4. ხელშეკრულების თანახმად ,,სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, დასახული ამოცანები და განუხრელად დაემორჩილოს ზემდგომი უფროსების/მეთაურების ბრძანებებსა და განკარგულებებს, ზუსტად და დროულად შეასრულოს ისინი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2014 წლის 22 ივლისის N2016/14 ხელშეკრულება ,,კ------–-----–------ თანამდებობაზე მისაღები ს-------------------------- მიერ ს----------------------- გავლის შესახებ.
3.1.5. ხელშეკრულების 7.3. პუნქტით განისაზღვრა ,,ს--------------------------“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ , თუ ,,სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან, ს----------–--- კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ივალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ის უპირებოდ გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში) ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროს შემდეგი თანხა: 7.3.1 პუნქტის შესაბამისად ორი წლის სამსახურის გავლის პერიოდში 14 000 ლარის ოდენობით, ხოლო ხოლო 7.3.2. პუნქტის შეშესაბამისად ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ 10 000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2014 წლის 22 ივლისის N2016/14 ხელშეკრულება ,,კ------–-----–------ თანამდებობაზე მისაღები ს-------------------------- მიერ ს----------------------- გავლის შესახებ.
3.1.6. ვ--–----------–--ემ 2017 წლის 27 მაისს ჩაიდინა ს----------–--- მთავრობის 2016 წლის 17 მარტის N124 დადგენილებით დამტკიცებული ,,ს----------–-----------–---------------ოს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების V-ე თავის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცვდომა, რაც გამოიხატა (თვითნებურ მიტოვებაში) კერძოდ, ვ--–----------–--ე 2017 წლის 25 მაისიდან 27 მაისის 09:00 საათამდე იმყოფებოდა კუთვნილ დათხოვნაში ხოლო სამსახურში ნაცვლად 27 მაისისა გამოცხადდა 29 მაისს.აღნიშნულის საფუძველზე 2017 წლის 06 ივლისს სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებით მას გაეწია რეკომენდაცია შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნაზე
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ ს----------–--- თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის N MOD 9 16 00000459 ბრძანებით განსაზღვრული სადისციპლინო საბჭოს 2017 წლის 06 ივლისის სხდომის ოქმი.
3.1.7. ს----------–----–-------------–-----–-----------–-----------------------–-----------–------------------–---------------------------–------------------–--------–--------------------–-------------------–------------------–-–--–----–----–---------–-–--–--------–-- მ------- (საშტატო კატეგორია კაპრალი შტატის N8/1079-01) კ------–----–---–----- ვ--–----------–--ე 2017 წლის 21 ივლისის N5346 ბრძანებით გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
_ ს----------–--- შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანება
3.1.8 ვ--–----------–--ის წოდებრივი სარგო განისაზღვრა 964 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ბუღალტრული ღრიცხვის სამსახურის ინფორმაცია (ს.ფ. 22 )
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოება
3.2.1 ვ--–----------–--ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა ჯეროვნად შესრულებული.
ს----------–-----------–---------------ოს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ ს----------–--- მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილების თანახმად დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს თვითნებური მიტოვება, რომელიც გამოიხატება სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში საპატიო მიზეზის გარეშე 2 დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა ან სამსახურის ადგილის, სასწავლებლის, მივლინების ადგილის ან სამკურნალო დაწესებულების საპატიო მიზეზის გარეშე მიტოვება, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
ვ--–----------–--ის მიერ ჩადენილი იქნა ს----------–-----------–---------------ოს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების V თავის 43–ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა შემდეგში: ვ--–----------–--ე 2017 წლის 25 მაისიდან 27 მაისის 09:00 საათამდე იმყოფებოდა კუთვნილ დათხოვნაში ხოლო სამსახურში ნაცვლად 27 მაისისა გამოცხადდა 29 მაისს. აღნიშნული ქმედების მიზეზი იყო ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, რის თაობაზეც არ უცნობებია ხელმძღვანელებისათვის. რის გამოც ს----------–--- შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 21 ივლისის N5346 ბრძანებით ვ--–----------–--ე გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
3.2.2 ვ--–----------–--ისათვის ხელფასის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 301.02 ლარს
,,საჯარო სამსახურის შესახებ” ს----------–--- კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ს----------–-----------–---------------ოს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, ს----------–--- შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე;
იმავე კანონის 57-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილების მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო; მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს; შრომითი გასამრჯელო მოხელეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეძლევა.
დადგენილია, რომ კ------–----–---–----- ვ--–----------–--ე მსახურობდა სა---------–----–-------------–-----–-----------–-----------------------–-----------–-------------–------------------–---------------------------–------------------–--------–--------------------–-------------------–------------------–-–--–----–----–---------–-–--–--------–-- მ-------დ და შესაბამისად, მასზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” ს----------–--- კანონის დებულებები შრომითი გასამრჯელოს მიღების ნაწილში.
უდავოა, რომ ვ--–----------–--ეს დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან 2017 წლის 21 ივლისიდან და ამ დროიდან დაკისრებული მოვალეობები აღარ შეუსრულებია, მისი თანამდებობრივი ყოველთვიური სარგო განსაზღვრული იყო ხელზე ასაღები 964 ლარით, ვ--–----------–--ემ 2017 წლის ივლისის თვეში იმსახურა მხოლოდ 21 დღე, მან კი მიიღო სახელფასო ანაზღაურება იმ 11 დღეზეც, რომელიც არ უმუშავია - 301.02 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ (ს.ფ 23)
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ს----------–-----------–---------------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსი;
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
ს----------–--- ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6.სამართლებრივი შეფასება
6.1. ს----------–--- ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განმსაზღვრელია ხელშეკრულების მიზანი - საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება (შესრულება). ადმინისტრაციული ხელშეკრულება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის ნორმების შესრულებას ან შეიცავს მმართველობის ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებას.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, ს----------–-----------–---------------ოსა და მეორე მხრივ, მოპასუხე ვ--–----------–--ეს შორის ს----------------------- გავლის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. აღნიშნული ხელშეკრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს - ს----------–-----------–---------------ოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზანს.
ს----------–--- ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ს----------–--- ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
6.2. ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და ს----------–--- სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნას ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის ნორმები;
6.3 ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში 2014 წლის 22 ივლისს N2016/14 კონტრაქტის გაფორმებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამარტლებრივი ურთიერთობა.
6.4 ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
6.5 ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ ვ--–----------–--ის მიერ ვალდებულება არ იქნა ჯეროვნად შესრულებული. ვ--–----------–--ე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან რეზერვში, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.
6.6. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
6.7 ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 7.3. პუნქტით განისაზღვრა ,,ს--------------------------“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ , თუ ,,სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან, ს----------–--- კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ივალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ის უპირებოდ გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში) ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროს შემდეგი თანხა: 7.3.1 პუნქტის შესაბამისად ორი წლის სამსახურის გავლის პერიოდში 14 000 ლარის ოდენობით, ხოლო 7.3.2. პუნქტის შეშესაბამისად ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ 10 000 ლარის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ--–----------–--ე ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელესთან 3 წელი 8 თვე და 21 დღე, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მოპასუხეზე ჯარიმის სახით 10 000 ლარის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და გამომდინარეობს კონტრაქტის 7.3 მუხლის პუნქტით განსაზღვრული მხარეთა შეთანხმების და ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 361-ე და 417–ე მუხლებიდან.
6.8. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის სახით გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 301.02 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში ს----------–-----------–---------------ო წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს ვ--–----------–--ეს ჯარიმის სახით 10 000 ლარის ანაზღაურება და ზედმეტად გადახდილი თანხის 301.02 ლარის უკან დაბრუნება.
7. საპროცესო ხარჯები
მოპასუხე ვ--–----------–--ეს ს----------–--- სსკ-ის 55-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 309.04 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--- ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-13, 251-ე მუხლებით, ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 36--ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–-----------–---------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე ვ--–----------–--ეს ს----------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 10000 ლარის გადახდა.
1.2 მოპასუხე ვ--–----------–--ეს ს----------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს ზედმეტად ჩარიცხული სახელფასო თანხის 301.02 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე ვ--–----------–--ეს ს----------–--- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 309.04 ლარის ოდენობით;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, სამტრდიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ.სამტრედია, ძმები ნინუების ქ. №1).
მოსამართლე ნონა ზარქუა