განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/83-18
(№012110118002)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მარტი 2018 წელი, ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მამია ფხაკაძემ
ბადრი ოთარაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ-----------------ის;
ბრალდებულ - დ-------------–---–ის;
ადვოკატ - ნ-----–-----–---–-------ის;
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ:
დ---------------------------–---–ის (დაბადებული 1-----–-–----------------ს, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------–------------------------------ში) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღწერი-–--ბით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
დ-------------–---–მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:
დ-------------–---–მა 1978 წლის 25 თებერვალს შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შედეგად მიიღო მართვის მოწმობა А----------- „C“ კატეგორიით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებით, რომელშიც დაუდგენელი პირის მიერ ყალბად იქნა მითითებული „B“ კატეგორიით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება. მან აღნიშნული ყალბი მართვის მოწმობა 2017 წლის 29 დეკემბერს წარადგინა (გამოიყენა) სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში და მოითხოვა მითითებულ მძღოლის მოწმობაში აღნიშნული, მათ შორის ყალბი „B“ კატეგორიით ახალი მართვის მოწმობის გაცემა.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ-------------–---–ის ბრალეულობას, ბრალად შერაცხულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ის მიხედვით: სისხლის სამართლის №012110118002 საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 11 იანვარს , დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბარათი შედგენილია გამომძიებელ ი-–------------ას მიერ. ბარათის მიხედვით, 2017 წლის 29 დეკემბერს დ-------------–---–მა სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში წარადგინა მძღოლის მართვის მოწმობა სერიით А-----------, კატეგორიით ,,B” ,,C” და მოითხოვა მისი შეცვლა იმავე ,,B” ,,C” კატეგორიებით. სააგენტოში არსებული მართვის მოწმობის გაცემს რეესტრის მიხედვით დ-------------–---–ზე გაცემულია მძღოლის მოწმობა სერიით А----------- , კატეგორიით ,,C”, შესაბამისად მართვის მოწმობაში აღნიშნული ,,B” კატეგორიის ნამდვი-–--ბა იწვევს ეჭვს. (ტ.1. ს. ფ. 1).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2017 წლის 29 დეკემბრის (MIA 9 17 03151529) სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, პოლიციის პოლკოვნიკ გ--------------ს, საქართველოს შსს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროს თამაზ მეშველიანისადმი გაგზავნილი წერი-–--ბითი მიმართვის თანახმად: 2017 წლის 29 დეკემბერს სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის თეორიული გამოცდის განყოფილებას მიმართა დ-------------–---–მა, რომელმაც წარადგინა 1978 წლის 25 თებერვალს გაცემული მძღოლის მოწმობა სერიით А-----------, კატეგორიით ,,B” ,,C” და მოითხოვა მისი შეცვლა იმავე ,,B” ,,C” კატეგორიებით. სააგენტოში არსებული მართვის მოწმობის გაცემს რეესტრის მიხედვით დ-------------–---–ზე გაცემულია მძღოლის მოწმობა სერიით А-----------, კატეგორიით ,,C”. ვინაიდან, მართვის მოწმობაში აღნიშნული ,,B” კატეგორიის ნამდვი-–--ბა იწვევს ეჭვს შემდგომი რეაგირებისათვის მიმართავს საგამოძიებო ორგანოს. მიმართვას დანართის სახით ერთვის მძღოლის მოწმობა, პირადობის მოწმობის ასლი, დ. ქ------–---–ის განცხადება, მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და მართვის მოწმობის გაცემის რეესტრის ასლი (ტ.1. ს. ფ. 2-10).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა გ--------------მ განმარტა, რომ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბერს მიმართა მოქალაქე დ-------------–---–მა და მოითხოვა მოძველებული ნიმუშის მართვის მოწმობის შეცვლა. მართვის მოწმობების გაცემის რეესტრში გადამოწმებისას, აღმოჩნდა, რომ დ-------------–---–ზე გაცემული იყო მხოლოდ ,,C“ კატეგორიის მართვის მოწმობა არ ჰქონდა მინიჭებული ,,B“ ,,C“ კატეგორიები, როგორც ეს მითითებული იყო მის მიერ წარდგენილ მართვის მოწმობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან დ-------------–---–ის მიერ წარდგენილ მართვის მოწმობაში იკვეთებოდა სიყალბის ნიშნები მასალები გადააგზავნა საგამოძიებო ორგანოში. მოწმის განმარტებით მისდამი რწმუნებული სამსახურის ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 01 აგვისტოს №598-ე ბრძანება, რომლის 44-ე მუხლის თანახმად მართვის მოწმობის გაცემა და აღრიცხვა ხორციელდება მართვის მოწმობის გაცემის რეესტრის მიხედვით, შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება რეესტრის მონაცემებს. მისივე განმარტებით 1978 წელს მართვის მოწმობის გაცემა რეგულირდებოდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის 1976 წლის 13 თებერვლის 40-ე ბრძანების შესაბამისად, რომელშიც გაწერილი იყო მართვის მოწმობის გაცემის წესი და თავისებურებები, კერძოდ: ბრძანების პირველი თავის მე-11 პუნქტის თანახმად ,,A“ ,,B“ ,,C“ და ,,E“ კატეგორიების მართვის მოწმობების გაცემა ხდებოდა მხოლოდ სახელმწიფო ავტო ინსპექციების შესაბამის სამსხურების მიერ თეორიაში და პრაქტიკაში გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგად. ამავე ბრძანების მეორე თავის თანახმად გამოცდებს იბარებდა სახელმწიფო ავტოინსპექციის სამსახური და გამოცდებამდე სავალდებულო იყო შესაბამის კურის გავლა ე.წ. „ დოსააფში “. გამოცდების ჩაბარების შემდეგ მართვის მოწმობის აღების მსურველს გადაეცემოდა საგამოცდო ფურცელი, იმ მონაცემის აღნიშვნით, თუ რომელ კატეგორიაში ჩააბარა გამოცდა.
მოწმის განმარტებით, მიუხედავად იმისა კანდიდატს დოსააფის კურსი გავლილი ექნებოდა, თუ არა რამდენიმე კატეგორიაში, მართვის მოწმობა გაიცემოდა მხოლოდ იმ კატეგორიაზე რომელშიც ჩააბარებდა თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს სახელმწიფო ავტოინსპექციას. მოწმის განმარტებით, მართვის უფლების კატეგორიები განსაზღვრულია 1968 წლის 8 ნოემბრის, ვენის კონვენციით, რომლის მონაწილე ქვეყნები იღებდნენ ვალდებულებას საგზაო მოძრაობის წესები მოეყვანათ კონვენციასთან შესაბამისობაში. მოწმის განმარტებით თუ პირზე ,,C“ კატეგორიის მართვის მოწმობა გაცემული იქნებოდა კანონიერად, დამატებით ,,B“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად დასჭირდებოდა მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარება. რაც შეეხება მართვის მოწმობების გაცემის რეესტრს, მოწმემ მიუთითა, რომ რეესტრი დგებოდა შესაბამისი ავტოინსპექციის მიერ და მასში აღინიშნებოდა მართვის მოწმობის სერია, ნომერი და მინიჭებული მართვის უფლების კატეგორია.
მოწმის განმარტებით დღეს მოქმედი მომსახურების სააგენტო შეიქმნა 2007 წლის 1 თებერვალს და ძველი მართვის მოწმობის გაცემის რეესტრები ინახება მათთან. დ-------------–---–ს, რომ ჩაებარებინა სხვა კატეგორიის გამოცდა ეს აუცილებლად აღინიშნებოდა შესაბამის რეესტრში. მართალია იმ დროისათვის ,,B“ და ,,C“ კატეგორიის მისანიჭებლად გათვალისწინებული თეორიული გამოცდის ბილეთები იყო ერთი და იგივე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ერთი გამოცდის ჩაბარებით შეიძლებოდა ,,B“ და ,,C“ კატეგორიის მართვის უფლების მიღება.
მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ თუ პირს ჩაბარებული ექნებოდა გამოცდა ,,C“ კატეგორიაზე მასზე გაიცემოდა მართვის მოწმობა ,,C“ კატეგორიით, ხოლო დამატებით ,,B“ კატეგორიის ასაღებად მოუწვევდა მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება და მასზე გაიცემოდა ახალი მოწმობა, ახალი სერიით და ნომრით. დ-------------–---–ისთვის ე.წ. „დოსააფის“ მიერ მესამე კლასის მინიჭებასთან დაკავშირებით, მოწმემ განმარტა, რომ მესამე კლასი მოიცავდა ,,B“ ,,C“ კატეგორიებს, მაგრამ გადამწყვეტი იქნებოდა, თუ რა კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცა მასზე. რაც შეეხება უშუალოდ მესამე კლასს, მომზადების კურსი შეიცავდა ,,B“ და ,,C“ კატეგორიებს, მაგრამ დ-------------–---–ს დოკუმენტების მიხედვით ჩაბარებული აქვს მხოლოდ ,,C“ კატეგორიისთვის გათვალისწინებული გამოცდა. მოწმემ ასევე დააზუსტა, რომ მართვის მოწმობა მიმღები პირის თანდასწრებით არ ივსებოდა და არც კატეგორიების განმსაზღვრელი ბეჭდების შეტანა ხდებოდა მასში. მართვის მოწმობა სრულად ივსებოდა შესაბამისი ორგანოს მიერ და მიმღებ პირზე გაიცემოდა კანცელარიის მეშვეობით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ თუ დ-------------–---–ი სააგენტოში არ წარადგენდა ძველ მართვის მოწმობას ახალი მოწმობის გაცემა მოხდებოდა მისი პირადობის მოწმობის და სააგენტოში დაცული მონაცემების საფუძველზე დამატებითი გართულებების გარეშე. (ტ.2. ს.ფ 63-68)
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელმა ი-–------------ამ განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან შემოსული მასალების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება დ-------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. გამოძიებს პროცესში მოწმის სახით გამოკითხა დ----- ქ------–---–ი, რომელმაც წარუდგინა მძღოლის საგამოცდო ბართი, რაც დაურთო საქმეს, დ-------------–---–ის კუთვნილ მართვის მოწმობაზე დანიშნა ტექნიკური ექსპერტიზა, მოწმის სახით გამოკითხა მომსახურების სააგენტოს წარმომდგენელი გ--------------, ათარგმნინა საქმეზე არაქართულ ენაზე დართული მასალები და დ-------------–---–ს წარუდგინა ბრალი. (ტ.2. ს.ფ. 75-76)
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობით გამოქვეყნებული დ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, დ-------------–---–მა 1978 წელს თბილისში, ,,დოსააფის“ ავტოსკოლაში გაიარა მართვის მოწმობის მიღების კურსი, რის შემდეგაც მან ჩააბარა გამოცდები შესაბამის სამსახურში და აიღო მართვის მოწმობა ,,C” კატეგორიით, თუმცა მართვის მოწმობის აღების დროს მას ჩაუწერეს ,,B” კატეგორიაც ისე, რომ არ ჩაუბარებია შესაბამისი გამოცდები აღნიშნული კატეგორიისათვის. 2017 წლის 29 დეკემბერს მივიდა მომსახურების სააგენტოში, წარადგინა კუთვნილი მართვის მოწმობა, სერიით А----------- ,,B” ,,C” კატეგორიებით და მოითხოვა მისი შეცვლა იმავე ,,B” და ,,C” კატეგორიებით. მას გამოცდები კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ჩაბარებული და გავლილი ჰქონდა ,,C” კატეგორიისათვის. ,,B” კატეგორიისათვის გამოცდები არ ჩაუბარებია და მის მართვის მოწმობაში შეტანილი იყო არასწორი, ყალბი მონაცემები ,,B” კატეგორიასთან დაკავშირებით. (ტ.1. ს. ფ. 11-12)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დ-------------–---–ის მიერ წარდგენილი 1978 წლის 20 თებერვლით დათარიღებული საგამოცდო ბარათით, დ-------------–---–ს ჩაბარებული აქვს გამოცდა ,,C “ კატეგორიაში. (ტ.1. ს.ფ.13-14)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა დ-------------–---–მა განმარტა, რომ მართალია მას არასოდეს ჰყოლია საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალება, მუშაობს ხელობაზე და სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ შეხებაც კი არ ჰქონია მასთან და მაგრამ ვინაიდან 29 დეკემბერს აქვს დაბადების დღე, გადაწყვიტა მცირედი საჩუქარი გაეკეთებინა საკუთარი თავისთვის, შესაბამისად 2017 წლის 29 დეკემბერს მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ძველი მართვის მოწმობის ახალით შეცვლა. მართვის მოწმობის და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მიუხედავად დ-------------–---–ზე იმავე დღეს არ მოხდა მართვის მოწმობის შეცვლა, ვინაიდან აუხსნეს, რომ რაღაც შეუსაბამობას ჰქონდა ადგილი და საკითხი საჭიროებდა დაზუსტებას. გარკვეული დროის შემდეგ მართვის მოწმობის საკითხში გარკვევის მიზნით მას დაურეკა გამომძიებელმა ვინმე ი-–--მ და სთხოვა ქ. რუსთავის პოლიციაში გამოცხადება. თხოვნის შესაბამისად ის და მისი ცოლის ძმა - ნ--------------ა გამოცხადნენ ქ. რუსთავის პოლიციაში, სადაც დ-----ი ქ------–---–ი შეიყვანეს სამუშაო ოთახში, ხოლო ნ--------------ა ელოდებოდა გარეთ. გამომძიებელთან საუბარისას დ-------------–---–ისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მიერ შესაცვლელად წარდგენილი მართვის მოწმობა იყო გაყალბებული, ვინაიდან სააგენტოში დაცული დოკუმენტაციის თანახმად მასზე გაცემული იყო მხოლოდ „C“ კატეგორიის ავტომანქანების მართვის მოწმობა, ხოლო მის მიერ წარდგენილი მართვის მოწმობა „C“ კატეგორიას მიკუთვნებული ავტომანქანების მართვის უფლების გარდა ითვალისწინებდა ნებართვას „B“ კატეგორიების ავტომანქანების მართვაზე, რაც მიანიშნებდა დოკუმენტის სიყალბეზე. თავის მხრივ დ-------------–---–მა გამომძიებელს აუხსნა, რომ მასთან ერთად მართვის მოწმობის მისაღებად გათვალისწინებული სასწავლო კურსი გაიარა დაახლოებით 300 მსმენელმა და გამოდიოდა, რომ ყველას მართვის მოწმობა იყო გაყალბებული. დ-------------–---–ის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი დარწმუნება, რომ ჰქონდა ყალბი მართვის მოწმობა და უნდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა მოხდა იმავე პოლიციის სხვა თანამშრომელთან გასაუბრების დროსაც. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ დ-------------–---–მა გამომძიებლის მიერ მიწოდებულ ფურცელზე, მისივე მითითებით დაწერა ტექსტი და მოაწერა ხელი, თუმცა რა ეწერა ფურცელზე და რას ადასტურებდა ხელმოწერით არ გაცნობია, ვინაიდან პოლიციის თანამშრომლისგან მიიღო დაპირება, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
სადაო მართვის მოწმობის მიღებასთან დაკავშირებით დ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 1977 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევამდე გამოიძახეს თბილისში ოცდაექვსი კომისრის რაიონის სამხედრო კომისარიატში, საიდანაც სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებად გაგზავნეს დოსააფის ავტოსკოლაში, რომელიც მდებაროებდა ქალაქ თბილისში, კერძოდ, ბაგების დასახლებაში. დოსააფის 6 თვიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, სახელმწიფო ავტოინსპექციის საგამოცდო კომისიას სხვა მსმენელებთან ერთად ჩააბარა გამოცდა ავტომანქანის მართვის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში. მანვე დააზუსტა, რომ ვინაიდან მსმენელების რაოდენობა იყო ბევრი მსმენელთა პრაქტიკული გამოცდა მიმდინარეობდა ორი ავტომანქანით და უშუალოდ მან პრაქტიკული გამოცდა ჩაბარება „უაზის“ მარკის (ექვს ადამიანზე გათვალისწინებული, მსუბუქი ტიპის) ავტომანქანაზე. მოწმის განმარტებით, სწავლების პროცესში მასწავლებლისგან იცოდა, რომ მსმენელები მიიღებდნენ ,,B“ და ,,C“ კატეგორიის მართვის მოწმობას. რაც შეეხება საგამოცდო ფურცელს რომლის მიხედვითაც დ-------------–---–ს გამოცდა ჩაბარებული აქვს „C“ კატეგორიის ავტომანქანების მართვაში და გამოცდის ჩაბარებიდან ამ საქმეზე გამოძიების დაწყებამდე ინახებოდა მასთან, მოწმემ განმარტა, რომ ამ დოკუმენტისთვის არსებითი ყურადღება არ მიუქცევია, ვინაიდან პროფესიონალი მძღოლი არ არის და ის მოიძია მხოლოდ გამომძიებელთან დაბარების შემდეგ. მოწმის განმარტებით, მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მასზე გაცემული მართვის მოწმობის შევსება-მომზადებაში, ვინაიდან მართალია მართვის მოწმობის და გაფრთხილების ტალონის მიღებაზე წინასწარ მოაწერინეს ხელი სახელმწიფო ავტოინსპექციის რეესტრში (რომელიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე), თუმცა მართვის მოწმობა და გაფრთხილების ტალონი, რომლითაც მინიჭებული აქვს ,,B“ და ,,C“ კატეგორიას მიკუთვნებული ავტომანქანების მართვის უფლება ხელზე მიიღო, მხოლოდ 1978 წლის მაისში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის მიზნით მოლდავეთში ჩასვლის შემდეგ, სადაც ფიზიკურად გადეცა მართვის მოწმობა და ჩააბარეს ,,ურალის” მარკის სატვირთო ავტომანქანა. მოწმის განმარტებით მისთვის უცნობია 1978 წელს, რომელი კანონით წესრიგდებოდა მართვის მოწმობების გაცემა.
ბრალდებულმა დ-------------–---–მა კატეგორიულად უარყო მისი მხრიდან წინასწარი შეცნობით ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტი და დაკითხვისას არაერთხელ დააზუსტა, რომ ვინაიდან სწავლობდა პროფესიონალურ კლასზე მას უნდა აეღო მართვის მოწმობა ,,B“ და ,,C“ კატეგორიებში და ამდენად მოწმობაში შეტანილ მონაცემებში ეჭვი არ შეპარვია.
(ტ.2. ს.ფ. 90-95)
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ნ--------------ამ განმარტა, რომ 2018 წელს (ზუსტ თარიღს ვერ იხსენებს) მასთან სტუმრად მყოფი დ-------------–---–ი სოფელ ასურეთიდან ჩაიყვანა ქ. რუსთავში და მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში, სადაც პოლიციის თანამშრომელმა, რომლის ვინაობაც მისთვის უცნობია დ-------------–---–ი შეიყვანა სამუშაო ოთახში, ხოლო ნ--------------ა ელოდებოდა გარეთ. გარკვეული დროის შემდეგ, პოლიციელის სამუშაო ოთახიდან გამოსულმა დ-------------–---–მა, რომელსაც ეტყობოდა აღელვება, სთხოვა ნ--------------ა პოლიციელის ოთახში შეყოლა, ვინაიდან თვითონ ვერ გაიგო რას ედავებოდნენ. პოლიციელის ოთახში ერთად შესვლისას პოლიციელმა აუხსნა, რომ დ-------------–---–ს გაყალბებული აქვს მართვის მოწმობა, რაც ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ფულად ჯარიმას ან განრიდებასო. პოლიციის თანამშრომელისთვის ახსნის მიუხედავად, რომ მართვის მოწმობის აღებიდან 40 წელია გასული და რა დროს მართვის მოწმობის გაყალბებაზე იყო საუბარი, პოლიციის თანამშრომელმა ისევ გაუმეორა, რომ კანონის თანახმად ეს იყო სამართალდარღვევა და დ-------------–---–ს დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა. მოწმის განმარტებით ამ საუბრის შემდეგ ის გამოვიდა სამუშაო ოთახიდან, ხოლო დ-------------–---–ი დარჩა ოთახში. გარკვეული დროის შემდეგ პოლიციელის სამუშაო ოთახიდან გამოსული დ-------------–---–ისგან გაიგო, რომ რაღაც დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომლის შინაარსს მართალია არ გაცნობია, თუმცა პოლიციელისგან მიიღო დაპირება, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მოწმის განმარტებით მოგვიანებით გაიგო, რომ დ-------------–---–ს ხელი მოუწერია ჩვენებისთვის, რომლითაც თითქოსდა აღიარებდა დანაშაულის ჩადენას. (ტ.2. ს.ფ. 84-85)
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ნ------------------–--ემ განმარტა, რომ 1977 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წინ სამხედრო კომისარიატიდან გაგზავნეს ავტოსკოლაში, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში ბაგების დასახლებაში და გაიარა 6 თვიანი სასწავლო კურსი ავტომანქანის მართვის უფლების მისაღებად. სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ ქალაქ ქუთაისში სახელწიფო ავტოინსპექციას ჩააბარა გამოცდები და მიიღო მესამე კლასის, “B” და “C” კატეგორიის მართვის მოწმობა, რომელიც, როგორც წესი გაიცემოდა სამხედროს პროფესიონალ მძღოლებზე. რაც შეეხება თეორიული საკითხებში გამოცდის ბილეთებს, მოწმის განმარტებით იყო ათი კითხვა და მათგან ცხრა სწორი პასუხი ითვლებოდა გამოცდის ჩაბარებად. რაც შეეხება პრაქტიკაში გამოცდის ჩაბარებას, მოწმის განმარტებით გამოცდა ჩაუტარდა ,,ზილ 129” მარკის სატვირთო ავტომანქანაზე და დამატებით მსუბუქ ავტომანქანაზე მისი გამოცდა არ მომხდარა. მოწმის განმარტებით პირველად გაცემული მართვის მოწმობა სამჯერ აქვს შეცვლილი და პრობლემა არასდროს შექმნია.(ტ.2. ს.ფ. 85-87)
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გ------------–---–მა განმარტა, რომ 1975 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევამდე, ველისციხის ავტოსკოლაში გაიარა 6 თვიანი სასწავლო კურსი, რის შემდეგაც სახელმწიფო ავტოინსპექციაში ჩააბარა გამოცდები თეორიაში, შემდეგ პრაქტიკაში და მიიღო მართვის მოწმობა ,,B“ და ,,C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებით. რაც შეეხება პრაქტიკაში გამოცდის ჩაბარებას მისი განმარტებით პრაქტიკული გამოცდა ავტომანქანის მართვაში ჩააბარა ავტობუსზე და მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსის მართვისთვის გათვალისწინებული იყო სხვა კატეგორია მასზე მოწმობა გაიცა მხოლოდ ,,B“ და ,,C“ კატეგორიებით. (ტ.2. ს.ფ. 88-90)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დ-------------–---–ის 2017 წლის 29 დეკემბრის სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, პოლიციის პოლკოვნიკის გ--------------ს სახელზე გაკეთებული განცხადებით, დ-------------–---–ი ითხოვს მისი კუთვნილი მართვის მოწმობის, სერიით А----------- ,,B” და ,,C” კატეგორიებით შეცვლას. (ტ.1.ს.ფ. 6)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2017 წლის 29 დეკემბრის N--------- ქვითრის, მიხედვით, დ-------------–---–ს სს ,,ლიბერთი ბანკში“ სატრანსპორტო საშულების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის ასაღებად გადახდილი აქვს 15 (თხუთმეტი) ლარი და 01(ერთი) ლარი ბანკის მომსახურეობის საკომისიო, ჯამში 16 (თექვსმეტი) ლარი.
(ტ. 1.ს.ფ.7)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შპს ,,ოლდ მედის“ მიერ 2017 წლის 29 დეკემბერს დ-------------–---–ის სახელზე გაცემული (ფორმა N IV-100) N4709ცნობით, დ-------------–---–ი ვარგისია ,,B” ,,C” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად. (ტ. 1.ს.ფ.8)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 31 იანვრის 49/7/1/3-01511094 სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობით ირკვევა, რომ დ-------------–---–ის სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის და არც ყოფილა. (ტ.2. ს.ფ. 27)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 25 იანვრის N 196289 საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების უფროსის ა. გოგუაძის წერილის მიხედვით დ-------------–---–ზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევები არ ფიქსირდება. (ტ.2. სფ. 30 )
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დ-------------–---–ის სახელზე გაცემული N 3491468 სმხედრო მოწმობით დადგენილია, რომ დ----- გ-------ს ძე ქ------–---–ი 1978 წლის 07 მაისის გაწვეულია სამხედრო სამსახურში და 1980 წლის 17 მაისს სსრკ თავდაცვის სამინისტროს 1980 წლის 23 მარტის N97 ბრძანებით დათხოვნილია თადარიგში საქართველოს სსრ თბილისის მთავარ სამხედრო კომისარიატში.(ტ.2. ს.ფ. 22-25)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N351944 მოწმობით, დ-------------–---–ი 1977 წლის 28 სექტემბრიდან 1978წლის 17 თებერვალამდე სწავლობდა არმიის, ავიაციის და ფლოტის ხელშემწყობი ნებაყოფლობითი საზოგადოების (დოსააფის) ქ. თბილისის ავტოსკოლაში მე-3 კლასის ავტომობილის მძღოლის მომზადების პროგრამაზე. რაც წარმატებით ჩააბარა და მენიჭა მე-3 კლასის ავტომობილის მძღოლის კვალიფიკაცია. ამავე მოწმობის მიხედვით 1978 წლის 25 თებერვალს დ-------------–---–ზე გაიცა N А----------- მართვის მოწმობა მე-3 კლასით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებით, რაც დადასტურებულია უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. (ტ.2. ს.ფ. 20)
საქმეში წარმოდგენილი დ-------------–---–ზე გაცემული А----------- მართვის მოწმობის მიხედვით (რომელიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ): 1978 წლის 25 თებერვალს დ-------------–---–ზე სახელმწიფო ავტოინსპექციის მიერ გაიცა მართვის მოწმობა, რომლითაც მიენიჭა უფლება მართოს „B“ და „C“ კატეგორიას მიკუთვნებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. (ტ. 1. ს.ფ. 28 ).
საქმეში წარმოდგენილი დ-------------–---–ზე გაცემული N------ გაფრთხილების ტალონის მიხედვით: 1978 წლის 25 თებერვალს დ-------------–---–ზე გაიცა სახელმწიფო ავტოინსპექციის მიერ გაფორმებული А----------- მართვის მოწმობის სავალდებულოდ თანმხლები გაფრთხილების ტალონი „B“ და „C“ კატეგორიას მიკუთვნებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მართვის უფლებით. (ტ.2. ს.ფ. 17-19)
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 15 თებერვლის N------- დასკვნით, რომელის სისწორეც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ: დ-------------–---–ის სახელზე გაცემული А----------- მართვის მოწმობის ბლანკი დამზადებულია სტამბური წესით და აქვს ნამდვილი დოკუმენტის მახასიათებლები. მართვის მოწმობაზე არსებული ბეჭედისა და შტამპების ანაბეჭდები დატანილია ფაბრიკული წარმოების წესის დაცვით დამზადებული ბეჭდითა და შტამპებით. დოკუმენტის გრაფაში ,,Председатель комиссии“ არსებული ხელმოწერა დატანილია საწერი საშუალებით. მართვის მოწმობაში ცვლილებები არ აღინიშნება. (ტ.1. ს.ფ.22-25)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მართვის მოწმობის გაცემის რეესტრის მიხედვით, 1978 წლის 22 თებერვალს, დ-------------–---–ს გადაეცა N А----------- სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა და N 8----- გაფრთხილების ტალონი განკუთვნილი „C“ კატეგორიით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე. (ტ.1. ს.ფ.9-10)
სასამართლო წერილობითი მტკიცებულებების სანდოობის შეფასებისას ყურადღებას გაამახვილებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მართვის მოწმობის და გაფრთხილების ტალონის გაცემის რეესტრის მიხედვით ისინი დ-------------–---–ს გადაეცა 1978 წლის 22 თებერვალს, თუმცა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მართვის მოწმობა და გაფრთხილების ტალონი დათარიღებულია 1978 წლის 25 თებერვლით, ანუ დოკუმენტი, რომელიც თითქოსდა გაიცა 22 თებერვალს, შექმნილია 25 თებერვალს, რაც წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, როგორც რეესტრის მონაცემების სისწორეში, ასევე იმ დროს მოქმედი ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან მართვის მოწმობის და სხვა დოკუმენტაციის მომზადებისას პროცედურების განუხრელ დაცვაში, მითუმეტეს, რომ 1978 წლის 22 თებერვალი იყო ოთხშაბათი დღე, ხოლო 1978 წლის 25 თებერვალი შაბათი დღე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის, სამართლებრივი დაცვის ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის საგანია ოფიციალური დოკუმენტი. იურისპრუდენციაში დოკუმენტის უნივერსალური ცნება არ არსებობს, შინაარსის მიხედვით, დოკუმენტი შეიძლება იყოს: სამეცნიერო-ტექნიკური, სამართლებრივი, მმართველობითი, სამსახურეობრივი... რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მაისის N326 ბრძანებულება ,,აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ “, განსაზღვრავს აღმასრულებელი ხელისუფლების აქტების ფორმას, სახეს, რეკვიზიტებს... გარდა ამისა, საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი ნორმატიული აქტების შესახებ ზოგადად განსაზღვრავს სამართლებრივი აქტების სახეებს, იერარქიას, რეკვიზიტებს და სხვა, ამრიგად ოფიციალური დოკუმენტების გაფორმების ერთიანი წესი არ არსებობს.
იურდიულ ლიტერატურაში დოკუმენტად მიიჩნევენ რაიმე ინფორმაციის შემცველ, სათანადო წესით გაფორმებულ მატერიალურ საგანს, რომელიც ადასტურებს იურდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს ან ხდომილებას.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ მოქმედებაში ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, აღნიშნული საგნების გასაღება, მათი გამოყენება. ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის შტამპის ან ბლანკის დამზადებაში იგულისხმება როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, ისე ნამდვილი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის ნაწილობრივ შეცვლა-გაყალბება (მაგალითად დამატებითი მონაცემების შეტანა, ტექსტის ნაწილის გადასწორება, სხვის მაგივრად ხელის მოწერა, რიცხვის, ნომრის შეცვლა ციფრების გადაადგილებით და სხვა).
დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება კანონში მითითებული ნებისმიერი მოქმედებების ჩადენისთანავე იქნება ეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება თუ გამოყენება. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება იურდიულად დამთავრებულად ჩაითვლება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის ოფიციალურად წარდგენის მომენტიდან. (მიუხედავად იმისა მიაღწია თუ არა პირმა სასურველ შედეგს). აღნიშნული ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, პირმა იცოდეს, რომ ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც ის იყენებს ყალბია.
აღნიშნული ქმედების სუბიექტური შემადგენლობა (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. მოტივისა და ქმედების სხვა სუბიექტურ ელემენტებს კანონი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობას არ ანიჭებს.
განსახილველ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით: გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვის მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლითან (ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით) დაკავშირებული განმარტება, კერძოდ, ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7).
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არსებობს, რომელიც საკმარისი იქნებოდა დ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 1978 წელს დ-------------–---–ზე მართვის მოწმობის გაცემისას, მისი გაცემის წესს არეგულირებდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის 1976 წლის 13 თებერვლის N40 ბრძანებით დამტკიცებული დანართი „მძღოლის კვალიფიკაციის მინიჭების, მართვის მოწმობის გაცემის და მძღოლის სატრანსპორტო საშუალებების სამართავად დაშვების წესის შესახებ “. მითითებული წესის 1.5 პუნქტის თანახმად ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძველი ნიმუშის მართვის მოწმობების ცვლილებისას მძღოლისთვის მინიჭებული მესამე კლასი შეესაბამება ამ ბრძანებით გათვალისწინებული “B” და “C” კატეგორიით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებას; ამავე წესის 1.8 და 1.9 პუნქტების თანახმად “A“, “B“, “C“, “D“, “E“ კატეგორიას მიკუთვნებულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად მსურველს სავალდებულოდ უნდა გაევლო სასწავლო კურსი შესაბამის სასწავლო დაწესებულებაში. თავის მხრივ სასწავლო დაწესებულებას დაევალა გამოსაშვები გამოცდების ჩატარება და შედეგების ამსახველი მკაცრი აღრიცხვის მქონე მოწმობის გაცემა; ამავე წესის 1.10 პუნქტის თანახმად მართვის მოწმობის მისაღები გამოცდები თეორიასა და პრაქტიკაში მიიღება სახელმწიფო ავტოინსპექციის მიერ მსურველის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ამავე წესის 1.14 პუნქტის თანახმად პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ კონკრეტული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და სურვილი აქვთ მიიღონ უფრო დაბალი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ევალებათ გამოცდის ჩაბარება მხოლოდ პრაქტიკაში; ამავე წესის 2.1-2.21 პუნქტები ადგენდა რა სახელმწიფო ავტოინსპექციის მიერ გამოცდების მიღებისა და მართვის მოწმობის გაცემის ორგანიზაციულ წესებს, საყურადღებოა, რომ მართვის მოწმობაში პერსონალური მონაცემების შევსებისას და მინიჭებული უფლებრივი კატეგორიების შევსება ხდებოდა მართვის მოწმობის მიმღები პირის უშუალო მონაწილეობის გარეშე; ამავე წესის 2.21 პუნქტის თანახმად პირზე მართვის მოწმობის გაცემისას სახელმწიფო ავტოინსპექციის ორგანოების მიერ სასწავლო ორგანიზაციის მიერ გაცემულ მოწმობაში აღინიშნებოდა მართვის მოწმობის გაცემის თარიღი, მოწმობის ნომერი და გამცემი სახელმწიფო ავტოინსპექცია, რაც მოწმდებოდა ბეჭდით და უბრუნდებოდა მფლობელს; ამავე წესის 2.23 პუნქტის თანახმად მართვის მოწმობა გაიცემოდა პირადად მიმღებზე ხელწერილით, პასპორტის ან მისი შემცვლელის წარდგენის შემდეგ; ამავე წესის 2.13, 2.24 და 2.25 პუნქტების თანახმად განსაზღვრულია მართვის მოწმობასთან ერთად სავალდებულოდ გაფრთხილების ტალონის გაცემის წესი და მისი მნიშვნელობა, კერძოდ, მართვის მოწმობა გაფრთხილების ტალონის გარეშე არ მიიჩნევა სრულყოფილ დოკუმენტად, ხოლო მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში გაფრთხილების ტალონი მის მფლობელს აძლევდა უფლებამოსილებას არანაკლებ 15 დღე-ღამის განმავლობაში ემართა ტალონში მითითებულ კატეგორიებს მიკუთვნებული სატრანსპორტო საშუალებები.
სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზემოთ მითითებული წესის თანახმად საგამოცდო ფურცელი თავის მხრივ წარმოადგენდა დოკუმენტს, რომელიც ადასტურებდა ფაქტს კონკრეტულად რომელი კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად ჩააბარა პირმა გამოცდა, მაგრამ საბოლოო დოკუმენტად მიიჩნეოდა მართვის მოწმობა თანმხლები გაფრთხილების ტალონით, რომლებიც დამოუკიდებლად საგამოცდო ფურცლის თანხლების გარეშე ანიჭებდნენ პირს უფლებას ემართა ცალკეულ კატეგორიას მიკუთვნებული სატრანსპორტო საშუალებები. ამდენად იმ პირობებში, როცა ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ დ-------------–---–ს შეგნებული ჰქონდა მისი მხრიდან ყალბი მონაცემის შემცველი დოკუმენტის ფლობის და გამოყენების ფაქტი, იმავე სტანდარტით არ აქვს დადასტურებული რომელი ტიპის (მსუბუქი თუ სატვირთო) ავტომანქანით ჩააბარა პრაქტიკული გამოცდა და არ აქვს დადგენილი ვინ, რა ვითარებაში და დ-------------–---–ის რა სახის მონაწილეობით შეიტანა 1978 წელს დ-------------–---–ზე გაცემულ მართვის მოწმობაში „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების აღმნიშვნელი ნიშანი, რომელიც ასევე ასახულია დ-------------–---–ზე გაცემულ გაფრთხილების ტალონში სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა დ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის და ვერ გამორიცხავს დ-------------–---–ის კანონიერ ნდობას მასზე გაცემულ N А----------- სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობასა და N 8----- გაფრთხილების ტალონში მითითებული მონაცემებისადმი.
სასამართლოს ამგვარი დასკვნის და ბრალდებულ დ-------------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების სრულად გაზიარების საფუძველს ქმნის საქმეში არსებული შემდეგი გარემოებები: ექსპერტიზის დასკვნით, დ-------------–---–ის სახელზე გაცემულ სადაო მართვის მოწმობას ტექნიკური გაყალბების ნიშნები არ აღენიშნება; საქმეში წარმოდგენილ დ-------------–---–ზე გაცემულ გაფრთხილების ტალონში, რომელიც წარმოადგენდა მართვის მოწმობის განუყოფელ დოკუმენტს (დადასტურებულია გამცემი პირის ხელმოწერით და ბეჭდით) მითითებულია, რომ დ-------------–---–ს მინიჭებული ჰქონდა „B“ და “C“ კატეგორიის მართვის მოწმობა; იმ დროს მოქმედი წესის შესაბამისად დ-------------–---–ზე გაცემულ დოსააფის მოწმობაში შეტანილი იქნა აღნიშვნა, რომ 1978 წლის 25 თებერვლის მასზე გაიცა А----------- მართვის მოწმობა და მიენიჭა მესამე კლასის მძღოლის სტატუსი; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მართვის მოწმობის და გაფრთხილების ტალონის გაცემის რეესტრის თანახმად დ-------------–---–ზე მართვის მოწმობა მხოლოდ „C“ კატეგორიით გაიცა თითქოსდა 1978 წლის 22 თებერვალს, მაშინ როდესაც გასაცემი მართვის მოწმობა და გაფრთხილების ტალონი შექმნილია 1978 წლის 25 თებერვალს, რაც რეესტრში მითითებული მონაცემების უტყუარობაში ეჭვის შეტანის უპირობო საფუძველია.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: დ-------------–---–ის განცხადება ძველი მართვის მოწმობის „B“ და “C“ კატეგორიის ახალი ნიმუშის მოწმობით შეცვლაზე, დ-------------–---–ის ჯანმრთელობის ცნობა, რომლის მიხედვითაც თვითონ ცნობის გამცემი იძლევა რეკომენდაციას მისი მდგომარეობის შესაბამისობაზე B“ და “C“ კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად, დ-------------–---–ის მიერ წარდგენილი საგამოცდო ფურცელი, რომლის მიხედვითაც მას გამოცდა ჩაბარებული აქვს მხოლოდ “C“ კატეგორიაში და დ-------------–---–ი მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის სისწორეც დ-------------–---–მა კატეგორიულად უარყო სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ვერ ქმნის ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც დაადასტურებდა, რომ დ-------------–---–ს გაცნობიერებული ჰქონდა მისი მხრიდან ყალბი მონაცემების შემცველი დოკუმენტის ფლობა და წინასწარი შეცნობით გამოიყენა ყალბი მონაცემების შემცველი დოკუმენტი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა, ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებეათა ერთობლიობა, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა დ-------------–---–მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა (სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში ) არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი. მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც დ-------------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ-------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს;
განემარტოს დ-------------–---–ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: მართვის მოწმობა, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე