გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2018
საქმის ნომერი
010210016001506187
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210016001506187

№2/2946-2016 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ევგენიძე

მოსარჩელე - ე-–-----ა შ----------ე, ნ---უ შ----------ე

წარმომადგენელი - რ---------------ე

მოპასუხე - ზ---რ ბ-–--ე

წარმომადგენელი - ე-–--ე ჩ--–----ა

მოპასუხე - ე------დ შ----------ე

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2015 წლის 22 ოქტომბრის აქტით დაყადაღებული მოძრავი ნივთების: 1) ნაჭრის ორეულის კომპლექტის - ა) სამადგილიანი დივნის, ბ) ორადგილიანი დივნის, გ) ორადგილიანი სავარძლის, 2) „SAMSUNG”-ის ფირმის ტელევიზორის, 3) ტელევიზორის დასადგამის, 4) DVD პლეერის, 5) პიანინო „ბელარუსის“, 6) მაცივარი „ნორდის“, 7) ჟურნალების მაგიდის, 8) სატელიტური ანტენის მიმღების (რესივერის), 9) ნაჭრის დივნის, ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ე------დ შ----------ეს მოპასუხე ზ---რ ბ-–--ის მიმართ გააჩნია დავალიანება, რომლის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, დააყადაღა მოძრავი ნივთები, რომლებიც წარმოადგენს ე-–-----ა და ნ---უ შ----------ეების და არა მოვალე ე------დ შ----------ის საკუთრებას.

 

2.მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ე------დ შ----------ემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.

 

2.2. მოპასუხე ზ---რ ბ-–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ აღმასრულებლის მიერ ნივთების დაყადაღება განხორციელდა კანონიერად, „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი. მოვალე ე------დ შ----------ე არის მოსარჩელეების ოჯახის წევრი, ის რეგისტრირებულია სწორედ იმ მისამართზე, სადაც აღმასრულებლის მიერ განხორციელდა მოძრავი ნივთების დაყადაღება. ე------დ შ----------ე წარმოადგენს დაყადაღებული ნივთების მესაკუთრეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია #A13046063 სააღსრულებო საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 20 ივნისს გაცემული #2/16028-12 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის მიხედვით, ე------დ შ----------ეს ზ---რ ბ-–--ის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს თანხის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;

- აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წერილი #A13046063-009/002

 

3.2.2. #A13046063 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალე არის ე------დ შ----------ე, ხოლო კრედიტორი - ზ---რ ბ-–--ე. ზ---რ ბ-–--ის მიმართ არსებული დავალიანება ე------დ შ----------ეს დაფარული არ აქვს.

 

სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;

- აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წერილი #A13046063-009/002

 

3.2.3. მოვალე ე------დ შ----------ე არის მოსარჩელე ნ---უ შ----------ის შვილი. მოსარჩელე ნ---უ შ----------ე საკუთრების უფლებით ფლობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში მდებარე უძრავ ქონებას - საცხოვრებელ სახლსა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, სადაც ნ---უ შ----------ე ცხოვრობს შვილთან, ასევე მოსარჩელე - ე-–-----ა შ----------ესთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნაგანმარტებები;

- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;

 

3.2.4. კრედიტორ ზ---რ ბ-–--ის მიმართ ე------დ შ----------ის დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2015 წლის 22 ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში, დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) ნაჭრის ორეული 1 კომპლექტი - ა) 3-ადგილიანი დივანი, ბ) 2-ადგილიანი დივანი, გ) 2-ადგილიანი სავარძელი, 2) „SAMSUNG”-ის ფირმის ტელევიზორი, 3) ტელევიზორის დასადგამი, 4) დვდ პლეერი, 5) პიანინო „ბელარუსი“, 6) მაცივარი „ნორდი“, 7) ჟურნალების მაგიდა, 8) სატელიტური ანტენის მიმღები (რესივერი), 9) ნაჭრის დივანი. მოძრავი ნივთების აღწერისა და დაყადაღების პროცესში დამსწრე პირებმა განაცხადეს, რომ ეს ნივთები არ წარმოადგენდა ე------დ შ----------ის საკუთრებას, რაც შენიშვნის სახით დაფიქსირდა მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;

 

3.2.5. მოვალე (მოპასუხე) ე------დ შ----------ე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში რეგისტრაციის მიუხედავად, მოსარჩელე ნ---უ შ----------ესთან არ ცხოვრობს. აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები განთავსებულია ნ---უ შ----------ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქობულეთი, სოფ. ქობულეთი. დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს ნ---უ და ე-–-----ა შ----------ეების საკუთრებას. სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთების მიმართ ე------დ შ----------ის საკუთრების უფლება დადგენილი არ არის.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა ფაქტობრივი გარემოება - სადავო დაყადაღებული ნივთების მოვალე ე------დ შ----------ისადმი კუთვნილების შესახებ.

 

მოსარჩელეებმა მოითხოვეს რა მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება, მიუთითეს იმის თაობაზე, რომ ყველა ეს ნივთი შეძენილია მათი კუთვნილი სახსრებით და არ წარმოადგენს მოვალე ე------დ შ----------ის საკუთრებას. ე------დ შ----------ე ნ---უ შ----------ესთან აღარ ცხოვრობს უკვე რამდენიმე ათეული წელია. ე------დ შ----------ეს დაყადაღებული ნივთების შეძენაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებები სასამართლო სხდომაზე სრულად დაადასტურეს ასევე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - ასლან მახარაძემ და როსტომ შაინიძემ.

 

აღსანიშნავია, რომ მოპასუხე ზ---რ ბ-–--ემ მართალია არ ცნო სარჩელის მოთხოვნა, მაგრამ რაიმე მტკიცებულება, გარდა მისივე ახსნა-განმარტებისა, რაც დაადასტურებდა სადავო ნივთების მოპასუხე/მოვალე ე------დ შ----------ისადმი კუთვნილების ფაქტს, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.2-ე მუხლის თანახმად, მხარის ახსნა-განმარტება, მართალია, წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს, მაგრამ სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა, ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება სადავო ნივთების ე------დ შ----------ისადმი კუთვნილებასთან დაკავშირებით, არ დასტურდება საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სასამართლოს წარმოუდგინა სათანადო მტკიცებულებები სადავო ნივთების მისდამი კუთვნილების ფაქტის დასადგენად, მოპასუხე მხარეს ამ გარემოების საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ნივთები მოვალე ე------დ შ----------ის საკუთრებას არ წარმოადგენს.

 

სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქობულეთი, სოფ. ქობულეთში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელე ნ---უ შ----------ის სახელზე. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ნ---უ შ----------ესთან ერთად ასევე ცხოვრობს მისი შვილი მოსარჩელე ე-–-----ა შ----------ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.

 

სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც, იგი სივრცობრივად მთავარ ნივთს უკავშირდება და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღსანიშნავია, რომ ეს მსჯელობა სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.06.2012წ. განჩინება საქმეზე #ას-1777-1755-2011). საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია ნ---უ შევარდანძის სახელზე, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი სწორედ მოსარჩელე ნ---უ შ----------ე. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეებს უნდა ემტკიცებინათ ნ---უ შ----------ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში განთავსებულ და მოსარჩელეთა მფლობელობაში არსებულ ნივთებზე მფლობელის არაუფლებამოსილების და ამ ნივთების მოვალე ე------დ შ----------ისადმი კუთვნილების ფაქტი, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნული კი მოსარჩელეთა კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.06.2012წ. განჩინება საქმეზე #ას-262-253-2012).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამებიან მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2015 წლის 22 ოქტომბრის აქტით დაყადაღებული მოძრავი ნივთები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონის 32-ე, 40-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოვალე ე------დ შ----------ეა, რის გამოც ყადაღა უნდა დადებოდა მხოლოდ მის კუთვნილ ნივთებს.

 

6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ნორმის ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისთვის, რომ კანონმდებლის ნება, რაც დეკლარირებულია ზემოაღნიშნული მუხლით, გულისხმობს იმ პირთა უფლებების დაცვას, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად (მაგ. მესაკუთრესთან ერთად მოვალის დროებითი ცხოვრება და აშ.) მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე, საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. შესაბამისად, იმისათვის რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე არ წამოადგენს მოვალეს და ამასთან, აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში შეტანილი ქონება არის მისი საკუთრება.

 

დადგენილია, რომ უძრავი ქონება სადაც დაყადაღდა მოძრავი ნივთები არ არის მოვალის ე------დ შ----------ის საკუთრება. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ არსებითი შედავება მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე დაყრდნობით სასამართლო აღნიშნავს, რომ მოძრავი ნივთის მიმართ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მისი შეძენა. დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილია მოსარჩელეების მიერ და მათ შეძენაში მოპასუხე ე------დ შ----------ეს რაიმე მონაწილეობა არ მიუღია.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. სასამართლო განმარტავს, რომ პრეზუმფცია წარმოადგენს ვარაუდს ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ, იგი შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებიც წინასწარ ცნობილია ან უნდა დადგინდეს. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს კანონით გათვალისწინებული საქმის გარემოებებისათვის დამახასიათებელი ნიშნები ფაქტის პრეზუმფციისათვის, ამიტომ 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ნავარაუდევი ფაქტი - ნივთის ფაქტობრივი მფლობელის მესაკუთრეობის შესახებ მტკიცებას არ საჭიროებს. შესაბამისად, მოსარჩელე დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის გარეშეც მიიჩნევა მესაკუთრედ. ამის საპირისპიროდ მოპასუხეებს კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში უნდა ემტკიცებინა საწინააღმდეგო, კერძოდ, მათ უნდა ემტკიცებინათ, რომ არ არსებობდა ნავარაუდევი ფაქტი მესაკუთრეობის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი შესაგებელი და მოპასუხის პოზიცია კი, ამგვარი სახის მტკიცებას არ შეიცავს. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, სადავო მოძრავი ნივთები განთავსებულია მოსარჩელე ნ---უ შ----------ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში (სადაც ნ---უ შევარდანძესთან ერთად ცხოვრობს ასევე მოსარჩელე ე-–-----ა შ----------ე) და მათ შეძენის დღიდან ფლობენ მოსარჩელეები.

 

6.4. საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით (21-ე მუხლი) გარანტირებული უფლებაა და დაუშვებელია მისი ხელყოფა და შეზღუდვა გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, გადაწყვეტილების აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომელიშიც ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, მიეთითება მოვალისა და კრედიტორის რეკვიზიტები. ამავე კანონის 44-ე მუხლის (ყადაღის საგანი) პირველი პუნქტით, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი.

 

ამრიგად, ხსენებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, იძულებით აღსრულება დასაშვებია მხოლოდ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის კუთვნილი ნივთების რეალიზაციის გზით.

 

განსახილველ შემთხვევაში იძულებით აღსასრულებლად წარდგენილ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ მითითებულია ე------დ შ----------ე, რაც გამორიცხავს მისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად იმ პირის კუთვნილი ქონების აღწერასა და რეალიზაციას, რომელიც სააღსრულებო ფურცელში არ არის მითითებული მოვალედ.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, დასახელებული კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაამტკიცა აღსრულების საგნის - დაყადაღებული ნივთების მიმართ მისი საკუთრების უფლების არსებობა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცება საქმეში არ არის. შესაბამისად, აღწერილი და დაყადაღებული ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ემუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი კმაყოფილდება, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიება

 

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს განჩინებით ე-–-----ა და ნ---უ შევარდაძეების განცხადება დაკმაყოფილდა და დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ - მოვალე ე------დ შ----------ის (პ/ნ 61004013341) მიმართ მიმდინარე #A13046063 სააღსრულებო საქმეზე, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აღმასრულებლის 2015 წლის 22 ოქტომბრის აქტით დაყადაღებული მოძრავი ნივთების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ემუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების ნ---უ შ----------ისა და ე-–-----ა შ----------ის სარჩელი მოპასუხეების ზ---რ ბ-–--ისა და ე------დ შ----------ის მიმართ.

 

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2015 წლის 22 ოქტომბრის აქტით (სააღსრულებო საქმე #A13046063) დაყადაღებული მოძრავი ნივთები: 1) ნაჭრის ორეულის კომპლექტი - ა) სამადგილიანი დივანი, ბ) ორადგილიანი დივანი, გ) ორადგილიანი სავარძელი, 2) „SAMSUNG”-ის ფირმის ტელევიზორი, 3) ტელევიზორის დასადგამი, 4) DVD პლეერი, 5) პიანინო „ბელარუსი“, 6) მაცივარი „ნორდი“, 7) ჟურნალების მაგიდა, 8) სატელიტური ანტენის მიმღები (რესივერი), 9) ნაჭრის დივანი.

 

3. მოსარჩელეების ნ---უ შ----------ისა და ე-–-----ა შ----------ის სასარგებლოდ მოპასუხეებს გადახდეთ 150 ლარი, სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32),დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი