გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080224016001240181
N2/185-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
29 მარტი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
განმცხადებელი: დ------ გ---–---ნი;
დაინტერესებული პირი: 1. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წყალტუბოს რაიონული განყოფილება;
წარმომადგენელი: ს--–--მე კ-----იძე;
2. მხარდაჭერის მიმღები - მ--- გ---–---ნი
ინტერესების დამცველი
ადვოკატი: ხვიჩა თავაძე;
მოთხოვნის არსი: მ--- გ---–---ნის მხარდამჭერად დ------ გ---–---ნის დანიშვნა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე; 247-248, 257-ე, 36321, 364; 369- მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ------ გ---–---ნის განცხადება დაკმაყოფილდეს.
დ------ გ---–---ნი (პ/ნ 5----------- დაინიშნოს შვილის - მ--- გ---–---ნის (პ/ნ 5----------, დაბ. 07.09.1978 წელს) მხარდამჭერად:
მხარდამჭერს დ------ გ---–---ნს (პ/ნ 5----------- მიენიჭოს უფლებამოსილება მხარდაჭერის მიმღები პირის მ--- გ---–---ნის (პ/ნ 5----------, დაბ. 07.09.1978 წელს) სახელით და მის ნაცვლად, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები, განახორციელოს შემდეგი სამოქალაქო უფლება-მოვალეობანი: მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა (მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება, მედიკამენტების, ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა, სამედიცინო მომსახურეობის მიღება, ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამებით სარგებლობა), მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება, ზეპირი და წერილობითი ხელშეკრულების (გარიგების) დადება, მ--- გ---–---ნის მესაკუთრედ/თანამესაკუთრედ რეგისტრაცია (საჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში, მათ შორის ნებისმიერი დოკუმენტაციის გამოთხოვა), მ--- გ---–---ნის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების მართვა, სარგებლობა და განკარგვა, წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, როგორც სახელმწიფო ასევე არასახელმწიფო დაწესებულებებში და ორგანიზაციებში, საერთო სასამართლოებში, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამით სარგებლობა (მათ შორის განცხადებით მიმართვა, გადაწყვეტილების მიღება/გასაჩივრება), შშმ პირთა პანსიონატში ჩარიცხვა (მათ შორის განცხადებით მიმართვის, გადაწყვეტილების მიღება/გასაჩივრება), შშმ პირთა დღის ცენტრისა და სოციალურ საწარმოთა მომსახურებით სარგებლობა (მათ შორის განცხადებით მიმართვის, გადაწყვეტილების მიღება/გასაჩივრება), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფულადი და არაფულადი დახმარების პროგრამით სარგებლობა (მათ შორის განცხადებით მიმართვა, გადაწყვეტილების მიღება), სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის გავლა (მათ შორის შშმ პირის სტატუსის დადგენის მიზნით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარება, შემოწმების აქტის ამონაწერის მიღება), საარსებო შემწეობის, სოციალური პაკეტის/ფულადი დახმარების, სახელმწიფო პენსიის დანიშვნა/ცვლილება/აღდგენა/აღება, პირადობის ელექტრონული მოწმობის, საპენსიო პლასტიკური/ელექტრონული ბარათის/მათ შორის დამატებითი ბარათის დამზადება/აღება/გაუქმება, მ--- გ---–---ნის პერსონალური მონაცემებით სარგებლობა და მ--- გ---–---ნის საბანკო ოპერაციების მართვა (ყველა საჭირო დოკუმენტაცია/ხელშეკრულებაზე თანხმობა), პლასტიკური ბარათის დამზადება/აღებისა და მ--- გ---–---ნის საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი თანხის განკარგვა (მაშ შორის საბანკო ანგარიშიდან ყველა საბანკო ოპერაციების განხორციელება, სესხის აღება, თანხის გამოტანა/გადარიცხვა).
2. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა განისაზღვროს 5 (ხუთი) წლით;
3. მხარდამჭერი ვალდებულია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 06 (ექვსი) თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს;
4. მხარდამჭერი ვალდებულია, სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს;
5. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან გათავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);
6. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში, მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით;
7. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღები და დაეხმაროს მხარდამჭერს თავისი მოვალეობების შესრულებაში, რათა ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება;
8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით _ 6 თვეში ერთხელ, ასევე, თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით;
9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა;
10. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);
11. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა, გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, განმცხადებლისა და დაინტერესებული პირებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
შენიშვნა:
განმცხადებლისა და დაინტერესებული პირების თხოვნით, რომლებმაც წერილობით განაცხადეს, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით _ დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ძალით, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე