განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2018
საქმის ნომერი
080100117001969846
დავის ტიპი
182 2 დ , 182 2 გ
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4---17 (0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 თებერვალი 2-18 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი

სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დი------- ჩა------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ინ------ ვა-–------ს ძე და-----ე - დაბადებული 1--- წლის 2- აგ-------ს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, პირადი №6---------- ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ნ----- ქუჩა I- შესახვევი კორპუსი N- ბინა N--

 

ადვოკატი - ირ---–- მა------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და „გ“ ქვეპუნქტები

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ინ------ და-----ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: ქუთაისში, ნ----- ქ.N--ში მდებარე, შპს „მ-----------------------ის მოლარე-ოპერატორმა ინ------ და-----ემ, რომელიც აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდა 2013 წლის 18 მარტიდან, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 2016 წლის 17 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე პერიოდში მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა დასახელებული საწარმოს 2050 აშშ დოლარი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1, ზეპირი შეტყობინების მიღების ოქმი, ნუ------ ჭე-–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ზურაბ უკლებას გამოკითხვის ოქმი, ინ------ და-----ის გამოკითხვის ოქმები, ცნობა ინ------ და-----ის ნასამართლობის შესახებ, მიმართვის წერილი შპს „რ-------------ს“, მომართვის წერილი შპს „რ-------------იდან“, ინ------ და-----ის დანიშვნის ბრძანებები, დადგენილება კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ, დადგენილება სისხლის სამართლის საქმის ქვემდებარეობით გადაგზავნის შესახებ, მომართვის წერილი, ნუ------ ჭე-–---–ის მიერ წარმოდგენილი დისკი მასზე არსებული ვიდეო ჩანაწერებით, ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმი, ადვოკატის ორდერი, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულის უფლებების განმარტების ოქმი, დაზარალებულ ნუ------ ჭე-–---–ის გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულისათვის ინფორმაციის მიწოდების და საქმის მასალების გაცნობის ოქმი, დადგენილება სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ, და სხვ.) ერთობლიობა ინ------ და-----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, ინ------ და-----ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ინ------ და-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულის ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობებს. ბრალდებულის ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინ------ და-----ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ინ------ და-----ის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმა 6000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით განსაზღვრა საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ინ------ და-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ინ------ და-----ეს 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.

გაუქმდეს ინ------ და-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.

საქმეზე ნივთმტკიცებად 01 ცალი DVD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში(ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი