განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100117002251763
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/512-17 12 მარტი, 2018 წელი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,ნატო თათრიშვილის მდივნობით,პროკურორ - ო----- ხ--------–---–ის,სტაჟიორ-პროკურორ - ბ-------- ჩ----ის,ადვოკატ - ი----- მ---------–ის,ბრალდებულ - მ-----– ფ---–---ის
მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №028161117001 საქმე მ-----– ი-----ის ძე ფ---–---ის (დაბადებული 1--- წლის 11 ნოემბერს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, ს-–----–-- განათლების მქონე, მცხოვრები: ქ.კასპი, მ------------- ქ.№62-ში) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მ-----– ფ---–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 16 ნოემბერს, დილის საათებში, კასპის რაიონის სოფელ ქ--------------- საჯარო სკოლის შენობაში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ-----– ფ---–---მა, არასრულწლოვანი შვილის - ა----- ფ---–---ის თანდასწრებით, მეუღლის დედის - დ-------- ჩ-------–---–ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, თავისა და სახის არეში ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დ-------- ჩ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 16 ნოემბერს, დილის საათებში, კასპის რაიონის სოფელ ქ--------------- საჯარო სკოლის შენობის ეზოში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ-----– ფ---–---მა, არასრულწლოვანი შვილის - მ---- ფ---–---ის თანდასწრებით, მეუღლის ს------- ჩ-------–---–ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, სახის არეში და მარცხენა ხელის მტევანზე ხელის დარტყმებთ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ს------- ჩ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა მ-----– ფ---–---მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
მ-----– ფ---–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა დაკითხვის და გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მ-----– ფ---–---ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. მ-----– ფ---–---ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, შეურიგდა დაზარალებულებს, რომელთაც პრეტენზია არ გააჩნიათ მის მიმართ, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----– ფ---–---ს, წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, პიროვნების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულებს მის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზია, ბრალდებულს კი კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----– ფ---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, მ-----– ფ---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ მ-----– ფ---–---ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
3. პირობით მსჯავრდებულ მ-----– ფ---–---ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. მ-----– ფ---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5. მ-----– ფ---–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 16 ნოემბრიდან 2018 წლის 12 მარტის ჩათვლით.
6. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: რკინის საჩხრეკი, სისხლის მაგვარი ლაქა, სისხლისმაგვარი ლაქებით დასვრილი ქაღალდის ხელსახოცი და სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: შალვა კაკაურიძე