განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2018
საქმის ნომერი
140100118002258411
თარიღი
19.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100118002258411

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/509-17 19 მარტი, 2018 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,ნატო თათრიშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ----- კ----–--ს,სტაჟიორ-პროკურორების: ბ-------- ჩ----ის, გ------- ზ-----–---–ის,ადვოკატ - რ----- დ----ის,ბრალდებულ - ი-----–- გ------–---–ის

 

მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №028181117001 საქმე ი-----–- ა-–----------- ძე გ------–---–ის (დაბადებული 1--- წლის 02 თებერვალს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, ს-–----–------–---–----- განათლების მქონე, მცხოვრები: ქ.კასპი, მ------------- ქ.№29-ში) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 9 აგვისტოს და 2017 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდები);

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ი-----–- გ------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი (2016 წლის 9 აგვისტოს და 2017 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდები); მანვე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 09 აგვისტოს, შუადღის საათებში, კასპის რაიონის სოფელ ც------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- გ------–---–მა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მეუღლეს -ლ--–- მ-------–---ს მუშტი ერთხელ დაარტყა მარჯვენა ხელის მტევანზე, რის შედეგადაც ლ--–- მ-------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

2017 წლის 18 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ.კასპი, მ------------- ქ.№29-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- გ------–---–მა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მეუღლეს - ლ--–- მ-------–---ს ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ლ--–- მ-------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

2017 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ.კასპში, მ------------- ქ.N29-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- გ------–---–მა, არასრულწლოვანი შვილების: ს--------, თ----- და რ----- გ------–---–ების თანდასწრებით, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მეუღლეს -ლ--–- მ-------–---ს ხელი ერთხელ დაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც ლ--–- მ-------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ი-----–- გ------–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ი-----–- გ------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა დაკითხვის და გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოცხრილით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, ამოღებული სამედიცინო დოკუმენტაციით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ი-----–- გ------–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 9 აგვისტოს და 2017 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაული.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ი-----–- გ------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, პიროვნების (არ არის ნასამართლევი) და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, ი-----–- გ------–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი-----–- გ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 9 აგვისტოს და 2017 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 09 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ი-----–- გ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ ი-----–- გ------–---–ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

3. პირობით მსჯავრდებულ ი-----–- გ------–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. ი-----–- გ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

5. ი-----–- გ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის 19 მარტის ჩათვლით.

6. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: მინისა და საფერფლის ნამსხვრევები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;

ფარდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: შალვა კაკაურიძე