განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2018
საქმის ნომერი
820100118002340699
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002340699

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

საქმის N 1/70-2018 წ

 

02 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი სოფიო კობახიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი რ----------–----ე,დაცვის მხარე - ადვოკატი ა---------–-----–---ი

 

ბრალდებული - რ----------–--ე (დაბადებული 1----–-–----------------–ს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის არ მქონე, დ------------–ი, ს-–----–ო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ბათუმი, გ----------------–------------------).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-1511 მუხლის პირველი ნაწილი - ადევნება, ესე იგი პირადად, სისტემატურად არასასურველი კომუნიკაციის დამყარება, რაც იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 00:39 საათზე, ქ. ბათუმში, ფ------------–--–-ს გამზირი N188-ში არსებულ ე.წ. ,,ო–---------–--–ი’’ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ----------–--ემ ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს მ----------–-----ს, აღნიშნული ფაქტის შემდეგ 2017 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. ბათუმში, ფ------------–--–-ს გამზირი N188-ში არსებულ ე.წ. ,,ო–---------–--–ი’’ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ----------–--ემ კვლავ ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილის ნ---------–--ის თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს მ----------–-----ს, აღნიშნული შემდეგ 2018 წლის 21 იანვარს, კვლავ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ----------–--ემ არასრულწლოვანი შვილების ნ--–------–---სა და ს-------------–--ის თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს მ----------–-----ს, კერძოდ: არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ეძახდა მეძავს და აგინებდა დედის მისამართით, განხორციელებულმა სისტემატიურმა შეურაცხყოფამ გამოიწვია მ----------–----ის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

2017 წლის 27 სექტემბრიდან, 2018 წლის 26 იანვრამდე პერიოდში რ----------–--ე მისი ყოფილი მეუღლის მ----------–----ის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ადევნებას, აკითხავდა საცხოვრებელ სახლში, ფ------------–--–-ს გამზირი N188-ში, ე.წ. ო–----ს დასახლებაში და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი საკუთარი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ეჭვიანობის ნიადაგზე აყენებდა შეურაცხყოფას, პარალელურად ახორციელებდა თვალთვალს, სისტემატური არასასურველი კომუნიკაციის შედეგად მ----------–-----ს ჩამოუყალიბდა შიში, ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია მ----------–----ის ფსიქიკური ტანჯვა და ამ უკანასკნელს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებდა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ადევნება, ესე იგი პირადად, სისტემატურად არასასურველი კომუნიკაციის დამყარება, რაც იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.

 

ბრალდებულმა რ----------–--ემ, როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათები, შეტყობინებები, მოწმეების მ----------–----ის, ნ---------–--ის, ნ--–------–---ს, ს-------------–--ის, ა-----------–---ს, ლ----------–--–ის, ი---------–--–ის, შ--------------ის, ო---------–--ის, მ-----------------ის, რ----------–--ის ჩვენებები, შემაკავებელი ორდერები. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

 

ამრიგად, უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა რ----------–--ემ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის წევრის ყოფილი მეუღლის მ----------–----ის მიმართ განახორციელა სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია მ----------–----ის ტანჯვა და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე რ----------–--ემ პირადად სისტემატურად განახორციელა მ----------–-----სთან არასასურველი კომუნიკაცია, რამაც გამოიწვია ოჯახის წევრის ყოფილი მეუღლის მ----------–----ის ფსიქიკური ტანჯვა და აიძულა იგი ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეეცვალა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა რ----------–--ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახში ძალადობით, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფით, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

ბრალდებულმა რ----------–--ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ადევნებით, ესე იგი პირადად, სისტემატურად არასასურველი კომუნიკაციის დამყარებით, რაც იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-1511 მუხლის პირველი ნაწილით.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ადამიანის ხელშეუხებლობას, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ოჯახის წევრი ყოფილი მეუღლე, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, განსაკუთრებით არასრულწლოვანის თანდასწრებით, ვინაიდან ასეთი ქმედება განსაკუთრებით უარყოფითად აისახება არასრულწლოვანის შემდგომ ზრდა-განვითარებაზე და გავლენას ახდენს მის სრულფასოვან საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებაზე, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ქმედების განმსაზღვრელი მოტივი იყო პირადი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მოქალქეობრივი მოვალეობებისადმი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა ოჯახში და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.

 

სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულთა ერთობლიობა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაზარალებული არაა დაინტერესებული მისი მკაცრი დასჯით. რ----------–--ე არაა ნასამართლევი, აღიარა და ინანიებს ჩადენილს, რაც მიუთითებს, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახედ პირობით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რომლის ზომა ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში მინიმუმი ზომით.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენის დროს რ----------–--ე არ იყო ნასამართლევი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმის წესით.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

ნივთმტკიცება წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

უნდა გაუქმდეს რ----------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად უძრავ ქონებაზე ყადაღა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ----------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

რ----------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით. რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ რ----------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

რ----------–--ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო, 2018 წლის 04 თებერვლიდან 2018 წლის 08 თებერვლის ჩათვლით.

 

რ----------–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გაუქმდეს რ----------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო და შესაბამისად გაუქმდეს რ----------–--ის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 თებერვლის (N12/03-18) განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად ჯ------------–--ის (პ/ნ 6----------) უძრავ ქონებაზე ყადაღა, მდებარე ქალაქი ბათუმი, გ----------------–ის ქ. #29 (საკადასტრო კოდი 0-----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი