განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2018
საქმის ნომერი
120100118002271658
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №18002271658-1/036-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

20 მარტი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------------–---–---–-, გ-------–---------

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – გ----------–----------------------, დაბადებული 1--- წლის 0- მ----, პირადი #1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დაბა კ-------------–-ს ქუჩა;

 

ადვოკატი - ზ-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქ/პ;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.2015 წლის 1-------------- გ--------------- გ-----ს რაიონული სასამართლოს მიერ გასამართლებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, ამასთან 2017 წლის 1------------ს ა-------ს რაიონის სოფელ უ---–- საცხოვრებელ სახლში, გ---------------მ ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს არასრულწლოვანი მა-----------–---ს თანდასწრებით მის დედას თ------------–---ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

პრეიუდიციადმიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გ---------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი არაერთგზის.

 

თ-----------–--ის ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 1------------ს სახლში იმყოფებოდა დედასთან და შვილებთან ერთად, კარზე შემოესმა კაკუნის ხმა გაიხედა გარეთ და დაინახა ყოფილი მეუღლე გ---------------, მან ყოფილ მეუღლეს უთხრა, რომ წასულიყო მისი სახლიდან, გ--------------- გაბრაზდა და დაუწყო ლანძღვა-გინება, ხმამაღლა იგინებოდა მისი მისამართით, ყვირილზე გაიღვიძა უფროსმა შვილმა მ------------–---მ და დაიწყო ტირილი. გ---------------მ მას გაშლილი ხელი დაარტყა სახეში მარცხენა მხარეს, მეორე დღეს კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იგი კიდევ მივიდა მასთან და კვლავ დაუწყო ლანძღვა-გინება და იწევდა მისკენ დასარტყმელად.

 

იხ. ს.ფ. 5-9;

 

მ-------------–--ის ჩვენება, რომლის თანახმად იგი ცხოვრობს ა-------ს რაიონ, სოფელ უ---–- დედასთან თ-----------–--ესთან, დასთან ე--------–---სთან და ბებიასთან ე----------------–---სთან ერთად. მათთან მისულმა მამამ გ---------------მ ორჯერ გაარტყა ხელი დედას თ-----------–--ეს.

 

იხ. ს.ფ. 36-38;

 

ე----------------–--ის ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 1------------ს მის საცხოვრებელ სახლში, მისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მა-----------–---ს თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის შვილს თ-----------–--ეს, ყოფილმა მეუღლემა გ---------------მ ხელი დაარტყა ორჯერ სახეში მარცხენა მხარეს თვალთან ძლიერად, რის შედეგადაც თ------ მარცხენა ლოყა გაუსივდა და თვალი ჩაულურჯდა.

იხ. ს.ფ. 41-45;

 

გ--------------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 1------------ს ა-------ს რაიონის სოფელ უ---–- საცხოვრებელ სახლში ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს თ-----------–--ეს არასრულწლოვანი მა-----------–---ს თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში.

 

იხ. ს.ფ. 49-54;

 

2017 წლის 1------------------------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად თ-----------–--ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ცხვირისა და ქვემო ქუთუთოების არეში, აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

იხ. ს.ფ. 104-105;

 

გ--------------ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - ზ---------–---–---–-ს, ს-----------–---–-ს ჩვენებებით, თ-----------–--ის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, თ-----------–--ესთან ექსპერიმენტის ჩატარების ოქმით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გ---------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ--------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა გ--------------ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ მიმართული ძალადობის ფაქტი.

 

გ--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული სასამართლო თვლის, რომ გ---------------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ--------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გ--------------- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით;

 

2.გ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2017 წლის 1-----------------

 

3. გ--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს;

 

4.სისხლის სამართლის საქმეზე N0----------- არსებული ნივთიერი მტკიცებულება- მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ა-------ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი