განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №18002338281-1/083-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
27 მარტი 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
ბრალდების მხარე: პროკურორი – კ------- ლ---–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული – შ----- ე-–--------ძე ტ-----–-–---–-, დაბადებული 1--- წლის 0------------, პირადი #-----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უ-----–--- განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ა---––---, გ------–---–-- ქუჩა N--;
ადვოკატი - ნ-------- ს--------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ა’’ ქ/პ;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 0---------ს ღამის საათებში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა შ----- ტ-----–-–---–-- ქ.ა---––---ში გ------–---–-- ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, არასრულწლოვან შვილს 2003 წელს დაბადებულ დ-------- ტ-----–-–---–- შელაპარაკების ნიადაგზე სახლში დაგვიანებით დაბრუნებასთან დაკავშირებით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელების დარტყმით სახისა და ტანის არეში დაუწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რა დროსაც წაიქცა ძირს დ-------- ტ-----–-–---–-, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციადმიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
შ----- ტ-----–-–---–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით;
დ-------- ტ-----–-–---–-ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 0---------ს ღამის საათებში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამამ შ----- ტ-----–-–---–--, შელაპარაკებისას მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ უკანა მარცხენა მხრიდან სახის და ყურის არეში შემოარტყა გაშლილი ხელი, რის გამოც იგი გადმოვარდა სკამიდან და ძირს დაეცა, ის კი ზემოდან დააწვა და მუშტებს ურტყამდა ორივე მხარეს ნეკნების მიდამოებში, რის შედეგადაც განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.
იხ. ს.ფ. 13-15;
დ----- ტ-----–-–---–-ს, თ------- ტ-----–-–---–- ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 0---------ს მამამ შ----- ტ-----–-–---–-- მის ძმას დ-------- ტ-----–-–---–- შელაპარაკებისას სახეში დაარტყა ხელი, წაქცეულს ზემოდან დააწვა და ურტყავდა.
იხ. ს.ფ. 21-22;27-29;
მა-- ბა-–-----–---–-ს ჩვენება, რომლის თანახმად შ----- ტ-----–-–---–-- მის თვალწინ დაარტყა ხელი სახეში დ-------- ტ-----–-–---–-, რომელიც წაიქცა იატაკზე, ასევე ძირს წაიქცა შ----- ტ-----–-–---–-ც და დაიწყეს ერთმანეთში ,,ჯიკავი", პირადად შეესწრო ცემის ფაქტს, ასევე შეესწრნენ მისი არასრულწლოვანი შვილები.
იხ. ს.ფ. 4-8;
შ----- ტ-----–-–---–-ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 0---------ს ღამის საათებში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა არასრულწლოვან შვილს დ-------- ტ-----–-–---–- შელაპარაკების ნიადაგზე სახლში დაგვიანებით დაბრუნებასთან დაკავშირებით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელების დარტყმით სახისა და ტანის არეში დაუწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.
იხ. ს.ფ. 32-34;
2018 წლის 0---------ს №--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად შპს ,,უ-----------–--’’ ა---––---- სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N----------ისა და პირადი გასინჯვის მონაცემების მიხედვით დ-------- ტ-----–-–---–- აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარცხენა მტევნის 1 ნების ძვლის საპროექციოდ და მარცხენა მტევნის 1 თითის არეში, შეშუპება მარცხენა მტევნის 1 თითის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
იხ. ს.ფ. 62-63;
შ----- ტ-----–-–---–-ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, დ-------- ტ-----–-–---–-ს დაბადების მოწმობის ასლით, მა-- ბა-–-----–---–-ს და შ----- ტ-----–-–---–-ს მოწმის სახით გამოძახების და გამოკითხვის ოქმებით, დ-------- ტ-----–-–---–-ს ავადმყოფობის ისტორიის ქსეროასლებით, შ----- ტ-----–-–---–-ს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ შ----- ტ-----–-–---–-- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ა’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
შ----- ტ-----–-–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა შ----- ტ-----–-–---–-ს მიერ ოჯახის წევრის მიმართ მიმართული ძალადობის ფაქტი.
შ----- ტ-----–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული სასამართლო თვლის, რომ შ----- ტ-----–-–---–- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ა’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს შ----- ტ-----–-–---–-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ----- ტ-----–-–---–- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ა’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი;
2. პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ შ----- ტ-----–-–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. შ----- ტ-----–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ ე-–------ ტ-----–-–---–-ს (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ 25 000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას მდებარე: ქ. ა---––---, მ------–---–-- ქ----, 80 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას 25.9 კვ.მ, ს/კ N62.0-.5-.2-- – 2 000 ფარგლებში;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი