განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2018
საქმის ნომერი
190100118002346114
თარიღი
03.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/169-18

(N012010218001)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 აპრილი, 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე

 

სტაჟიორ-პროკურორი: გაგა გელაშვილი და ლაშა მერაბიშვილი;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ლ------–-----–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, პირადი №2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ------–-------------------------–-------,ადვოკატი: გელა ჯალიაშვილი,კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ“ და ,,გ” ქვეპუნქტები, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ბ“ ქვეპუნქტი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტები, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 31 იანვარს, დაახლეობით 02:00 საათზე, ქ.რ----------------------------–ი მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ლ------–-----–---–მა მეუღლეს, თ-------–-----–---–ს, მათი არასრულწლოვანი შვილების: 16 წლის მ----- და 11 წლის ვ---------–-----–---–--ის თანდასწრებით სახისა და კისრის არეში დაარტყა ხელები. აღნიშნულ კონფლიქტში ჩაერია არასრულწლოვანი მ----- ლ-----–--ლი და მამას სთხოვა შეეწყვიტა დედის ცემა, რა დროსაც ლ------–-----–---–მა მასაც ჩაარტყა მუშტი თავში, შემდეგ მიათრია დივანთან და დივანზე დაგდებულს სახეში ურტყამდა ხელებს. ლ------–-----–---–ის ქმედებებით მ----- და თ-------–-----–---–ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2017 წლის ზაფხულში, ქ.რუსთავში, მე-17 მ/რ N 22/46-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ლ------–-----–---–მა თავის მეუღლეს, თ-------–-----–---–ს, შვილის, მ----- ლ-----–--ლის მიერ თბილი ფეხსაცმლის ჩაცმის გამო, მათი არასრულწლოვანი შვილების: 16 წლის მ----- და 11 წლის ვ---------–-----–---–--ის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა სხეულზე, რა დროსაც თ-------–-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2016 წლის ზაფხულში, ქ.რუსთავში, მე-17 მ/რ N22/46-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ლ------–-----–---–მა თავის არასრულწლოვან შვილს მ----- ლ-----–--ლს ე.წ ,,ტატუს’’გაკეთების გამო, ძმის არასრულწლოვანი 11 წლის ვ------გ ლ-----–--ლის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი გაარტყა სახეში, რა დროსაც მ----- ლ-----–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა, ლ------–-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: მ----- ლ-----–--ლის, თ-------–-----–---–ის, ვ------გ ლ-----–--ლის დ--------------ის, ნ-------------–---–ის, შ-----–-----------–--ლის, დ---------–--–---–ის, მ--------------ის, ნ-------------–--ის გამოკითხვის ოქმებს, თ-------–-----–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მ----- ლ-----–--ლის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2018 წლის 22 მარტს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

2.2. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

2.3. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.

 

ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებული აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117,118 და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ამავე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იგივე ქმედებისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის.

 

3.2 ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური ცემა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ძალადობა არ არის ისეთი ინტენსივობის, რომ მას შედეგად მოჰყვეს ჯანმრთელობის დაზიანება. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში.

 

3.3. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი:

 

2018 წლის 1 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით: ”მ----- ლ-----–--ლს გარეგანი დათვალიერებით 01.02.18წ აღენიშნება სისხლნაჟღენთები მარცხენა წარბის გარეთა კუთხეში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

თ-------–-----–---–ს გარეგანი დათვალიერებით 01.02.18წ აღენიშნება სისხლნაჟღენთი ცხვირის მიდამოში, რომელიც განვითარებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

3.4. განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ----------–---------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ლ------–-----–---–მა მეუღლეს, თ-------–-----–---–ს, მათი არასრულწლოვანი შვილების: 16 წლის მ----- და 11 წლის ვ---------–-----–---–--ის თანდასწრებით სახისა და კისრის არეში დაარტყა ხელები. აღნიშნულ კონფლიქტში ჩაერია არასრულწლოვანი მ----- ლ-----–--ლი და მამას სთხოვა შეეწყვიტა დედის ცემა, რა დროსაც ლ------–-----–---–მა მასაც ჩაარტყა მუშტი თავში, შემდეგ მიათრია დივანთან და დივანზე დაგდებულს სახეში ურტყამდა ხელებს. ლ------–-----–---–ის ქმედებებით მ----- და თ-------–-----–---–ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2017 წლის ზაფხულში, ქ.რუსთავში, მე-17 მიკრორაიონის N 22/46-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ლ------–-----–---–მა თავის მეუღლეს, თ-------–-----–---–ს, შვილის, მ----- ლ-----–--ლის მიერ თბილი ფეხსაცმლის ჩაცმის გამო, მათი არასრულწლოვანი შვილების: 16 წლის მ----- და 11 წლის ვ---------–-----–---–--ის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა სხეულზე, რა დროსაც თ-------–-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2016 წლის ზაფხულში, ქ----------–---------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ლ------–-----–---–მა თავის არასრულწლოვან შვილს მ----- ლ-----–--ლს ე.წ ,,ტატუს’’გაკეთების გამო, ძმის არასრულწლოვანი 11 წლის ვ------გ ლ-----–--ლის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი გაარტყა სახეში, რა დროსაც მ----- ლ-----–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.6. სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ“ და ,,გ” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ლ------–-----–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულებს, რომელთაც მის მიმართ პრეტენზია არ აქვთ და ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეფასებას საჭიროებს არასრულწლოვანი დაზარალებულის ქცევა, იგი არის 16 წლის, ჩვენებაში განმარტავს, რომ არ სწავლობს და არ მუშაობს, აქვს არასრული საშუალო განათლება, ინტერესების გამო მამასთან ხშირად აქვს კონფლიქტი, რასაც ასევე ადასტურებს ბრალდებული და აღნიშნავს, რომ კონფლიქტის მიზეზი ძირითად არის ჩაცმის სტილი და მეგობრების წრე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ურთიერთობა სახელმწიფოს მხრიდან სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით ჩარევას საჭიროებს არა მხოლოდ ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ CETS No. 210, „სტამბულის კონვენციის ფარგლებში, არამედ არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინებით მისი აღზრდისათვის სხვა კომპლექსურ ღონისძიებათა ერთობლიობით. დაზარალებული გადის ე.წ. გარდატეხის ასაკს, იგი საჭიროებს სპეციფიკურ მიდგომას, რომ ერთი მხრივ მიიღოს განათლება, ჩამოუყალიბდეს სწორი უნარ-ჩვევები და მეორე მხრივ აღიზარდოს მშვიდ, არაძალადობრივ გარემოში. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ბავშვი უნდა აღიზარდოს ოჯახში, მშობლები ვალდებული არიან უზრუნველყონ არასრულწლოვანი მისი მოთხოვნების შესაბამისად. მშობლების და ამ შემთხვევაში მამის მხრიდან სწორმა დამოკიდებულებამ უნდა უზრუნველყოს მისი ინტერესების გათვალისწინება. ”სტამბულის კონვენციაში” ასახული დებულება, რომ მამაკაცებმა და ბიჭებმა უნდა შეცვალონ დამოკიდებულება ძალადობის მიმართ, ყოველთვის ვერ მიიღწევა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გზით. სსკ-ს 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მკაცრი სასჯელი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ როდესაც ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

სასმართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად, ლ------–-----–---–ს უნდა განესაზღვროს სსკ-ს 126 პრიმა მუხლით დაწესებული თავისუფლების აღკვეთა, თუმცა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი, მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული გამაფრთხილებელი ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებად, ხასიათდება, დადებითად, დაზარალებულებს არ აქვთ პრეტენზია - დანიშნული სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო გამოსაცდელი ვადის განმავლობაში უკეთ უნდა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გამოწვეული შედეგი, ამასთან უნდა დაევალოს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ლ------–-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ------–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ“ და ,,გ” ქვეპუნქტებით (2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ზაფხულის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის ზაფხულის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ“ და ,,გ” ქვეპუნქტებით (2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - (2017 წლის ზაფხულის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის ზაფხულის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ლ------–-----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

2. ლ------–-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. ლ------–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 01 თებერვალიდან 2018 წლის 2 აპრილის ჩათვლით.

 

4. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

ლ------–-----–---–ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, რომლის უზრუნველყოფა დაევალოს პრობაციის ბიუროს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე