გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
150210117002048677
საქმე # 2/187-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 მარტი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე _ მა-–---- ენ-----ე
სხდომის მდივანი _ და---- მე-–----ე
მოსარჩელე _ სს „კრედო ბანკი“
წარმომადგენელი - გი------ ახ--–--–ი
მოპასუხეები _ გო------ სა-----ი, გე------ ჯო----–---ი (არ გამოცხადდა), სტ---- ტო--------ი, არ--- ვა---------ი
მოპასუხეების - სტ---- ტო--------ისა და არ--- ვა---------ის - წარმომადგენელი ინ-- გვ-------ე
მოპასუხე გო------ სა-----ის წარმომადგენელი - არ--- ვა---------ი
თარჯიმანი - გა-–-------- გა-----–-–---–ი
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების - გო------ სა-----ის, გე------ ჯო----–---ის, სტ---- ტო--------ისა და არ--- ვა---------ისათვის სს „კრედო ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად 5,696.27 აშშ დოლარის დაკისრება.
1.2. მოპასუხე გო------ სა-----ს ინდივიდუალურად დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 465.15 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების - 522.46 ლარის გადახდა.
2015 წლის 28 დეკემბერს, მოსარჩელესა და გო------ სა-----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 5.000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი 36 თვით, 1.41 თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.3. პუნქტის თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი (მსესხებელი სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას გაეცნო დაზღვევის პირობებს და გამონაკლისებს, რომლებზედაც არ ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურება. ამავე მუხლის 5.2. პუნქტით კი მსესხებელმა აიღო ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების 3.15. მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ამ პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება ვადაგადაცილებიდან მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაშ, ამასთან, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეს დაერიცხება ჯარიმა 5%, არანაკლებ 2 ლარისა. 2015 წლის 26 დეკემბერს სტ---- ტო--------თან, არ--- ვა---------თან და გე------ ჯო----–---თან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი. თავდებობის ხელშეკრულების 2.1. მუხლით მხარეებმა ზუსტად განსაზღვრეს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა, რაც ჯამში შეადგენს მაქსიმუმ 7930 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს. მსესხებელმა შეწყვიტა გადახდა 2017 წლის დეკემბრის თვიდან, შესაბამისად მსესხებლისა და თავდებების მიერ დარღვეული იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რაზეც არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულნი როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხეების მიერ არ განხორციელებულა ვალდებულების შესრულება.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ რადგანაც დღეის მდგომარეობით 1469.80 აშშ დოლარი გადახდილია, ითხოვს მოპასუხეებს სს „კრედო ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4,226 აშშ დოლარისა და 47 ცენტის გადახდა, აქედან ძირი შეადგენს - 3.916 აშშ დოლარსა და 93 ცენტს; პროცენტი - 309 აშშ დოლარსა და 54 ცენტს; ამასთან მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 408 ლარის ოდენობით და სასამართლო ხარჯები - 65 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეების - გო------ სა-----ის, სტ---- ტო--------ისა და არ--- ვა---------ის წარმომადგენელი ინ-- გვ-------ე, ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და სარჩელს ცნობს, ხოლო რაც შეეხება გე------ ჯო----–---ს იგი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც შესაგებელი არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის, მიუხედავად იმისა რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით იქნა მოწვეული სხდომაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 28 დეკემბერს, მოსარჩელესა და გო------ სა-----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 5.000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი 36 თვით, 1.41 თვიური საპროცენტო სარგებლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.2. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.3. პუნქტის თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი (მსესხებელი სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას გაეცნო დაზღვევის პირობებს და გამონაკლისებს, რომლებზედაც არ ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურება. ამავე მუხლის 5.2. პუნქტით კი მსესხებელმა აიღო ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების 3.15. მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ამ პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება ვადაგადაცილებიდან მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაშ, ამასთან, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეს დაერიცხება ჯარიმა 5%, არანაკლებ 2 ლარისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 28 დეკემბრის სესხის ხაზით მომსახურებაზე;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2015 წლის 26 დეკემბერს სტ---- ტო--------თან, არ--- ვა---------თან და გე------ ჯო----–---თან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 26 დეკემბერის თავდებობის ხელშეკრულებები;
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი);
3.1.4. მსესხებელმა შეწყვიტა გადახდა 2017 წლის დეკემბრის თვიდან, შესაბამისად მსესხებლისა და თავდებების მიერ დარღვეული იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რაზეც არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულნი როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილების წერილები;
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი);
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები გამოვლენილი არ ყოფილა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ სს „კრედო ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 417-ე, 317-ე, 361-ე, 286-ე, 301-ე-302-ე მუხლებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით, მოპასუხებმა გო------ სა-----მა, სტ---- ტო--------მა და არ--- ვა---------მა სარჩელი ცნეს სრულად, ხოლო მოპასუხე გე------ ჯო----–---ი პროცესზე არ გამოცხადებულა და არც შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 400-ე მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ამავე კოდექსის 417-ე მუხლით თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ 2015 წლის 28 დეკემბერს, მოსარჩელესა და გო------ სა-----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 5.000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი 36 თვით, 1.41 თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.3. პუნქტის თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი (მსესხებელი სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას გაეცნო დაზღვევის პირობებს და გამონაკლისებს, რომლებზედაც არ ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურება. ამავე მუხლის 5.2. პუნქტით კი მსესხებელმა აიღო ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების 3.15. მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ამ პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება ვადაგადაცილებიდან მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაშ, ამასთან, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეს დაერიცხება ჯარიმა 5%, არანაკლებ 2 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
ამავე კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად; ამავე კოდექსუს 892-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის საფუძველზე, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ საქმესთან მიმართებაში, დადგენილია და სადავო არ არის რომ მსესხებელ გო------ სა-----ს ჰყავს სამი თავდები. კერძოდ, 2015 წლის 26 დეკემბერს სტ---- ტო--------თან, არ--- ვა---------თან და გე------ ჯო----–---თან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი. თავდებობის ხელშეკრულების 2.1. მუხლით მხარეებმა ზუსტად განსაზღვრეს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა, რაც ჯამში შეადგენს მაქსიმუმ 7930 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს. მსესხებელმა შეწყვიტა გადახდა 2017 წლის დეკემბრის თვიდან, შესაბამისად მსესხებლისა და თავდებების მიერ დარღვეული იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რაზეც არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულნი როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხეების მიერ არ განხორციელებულა ვალდებულების შესრულება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნილია გონივრული თანხის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, დადგენილია და სადავო არაა ისიც, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადებულმა სს კრედო ბანკის“ წარმომადგენელმა გი------ ახ--–--–მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ რადგანაც დღეის მდგომარეობით 1469.80 აშშ დოლარი გადახდილია, ითხოვს მოპასუხეებს სს „კრედო ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4,226 აშშ დოლარისა და 47 ცენტის გადახდა.
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „კრედო ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეებს გო------ სა-----ს (პ/ნ 0----------), გე------ ჯო----–---ს (პ/ნ 0----------), სტ---- ტო--------ს (პ/ნ 0----------), არ--- ვა---------ს (პ/ნ 0----------) სს „კრედო ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4,226 აშშ დოლარისა და 47 ცენტის გადახდა;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 408 ლარის ოდენობით და სასამართლო ხარჯები - 65 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე,364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „კრედო ბანკის“ (ს/ნ 205232238) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს გო------ სა-----ს (პ/ნ 0----------), გე------ ჯო----–---ს (პ/ნ 0----------), სტ---- ტო--------ს (პ/ნ 0----------), არ--- ვა---------ს (პ/ნ 0----------) სს „კრედო ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4,226 აშშ დოლარისა და 47 ცენტის გადახდა;
3. მოსარჩელე სს „კრედო ბანკს“ (ს/ნ 205232238) დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 408 ლარი სრულად;
4. მოსარჩელე სს „კრედო ბანკს“ (ს/ნ 205232238) დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი;
5. სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
6. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლო ხარჯების 65 ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალქალაქი, აშტოცის ქ. #110) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მა-–---- ენ-----ე