განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/134-18 (N041200118003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
03. 04. 2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - დ------- ვ------------
დაცვის მხარე
ბრალდებული ე---------- ს----
მამის სახელი: ო-----
დაბადების თარიღი: 06.09.1--- წელი
მოქალაქეობა: თურქეთის მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: თურქეთის რესპუბლიკა, ქ. სტამბული, ე--------- ქ. N20/12
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, კ-----ის ქ. N4
ადვოკატი: ი-----–- შ-----–--
თარჯიმანი - ე---------- ა-------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ე---------- ს----ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
მაი ნ-------–---–ი და ე---------- ს---- დაახლოებით შვიდი წელია იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 20 იანვარს ქუთაისში, კ-----ის ქუჩა N4-ში მდებარე სახლში მ--- ნ-------–---–ს ე---------- ს----მ ხელი დაარტყა სახის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 28 თებერვალს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ე---------- ს----ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ე---------- ს----მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ე----------ი ს----ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა: მ--- ნ-------–---–ის, თ-------- თ---------ის, შ--–-- ფ---------ის და ა-–--------------------ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულ ე---------- ს----ს გამოკითხვის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით; დაკავების ოქმით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა ე---------- ს----მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ე---------- ს----მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; 45 წლის მსჯავრდებული პირველადაა სამართალში, რაც მის კანონმორჩილ ცხოვრების წესზე მიუთითებს, გართულებული აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც სასამართლო სხდომაზე საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახებაც. იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული დროის დიდ ნაწილს სამსახურში ატარებს, ე---------- ს----ს მოვლა-პატრონობას საჭიროებს მისი მცირეწლოვანი შვილი.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ე---------- ს----ს მეუღლესთან კონფლიქტური სიტუაცია შეექმნა სწორედ მათი მცირეწლოვანი შვილის - 3 წლის ა-–- ს----ს ავადმყოფობის გამო. კერძოდ, დაზარალებული მ--- ნ-------–---–ი, სახლში სიცხიანი ბავშვის ყოფნის მიუხედავად, სამსახურიდან არ დაბრუნდა დილის 3-4 საათამდე და ამ დრომდე არც მეუღლის მობილურ ტელეფონზე პასუხობდა. ზემოაღნიშნულის გამო დაზარალებულის(რომელსაც ბრალდებულის განმარტებით პირიდან ალკოჰოლის სუნი ამოდიოდა)განსხვავებულმა და არადამაჯერებელმა პასუხებმა ე----------ი გააღიზიანა, რის გამოც გაშლილი ხელი ერთხელ გაარტყა ლოყაში. აღსანიშნავია, რომ დაზარალებული, ბრალდების მხარის არაერთი შეტყობინების მიუხედავად, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
ე----------ი ს----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სამართლიანი ზომით დანიშვნით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვლება სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე---------- ს---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.
ე---------- ს----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, უზრუნველყოფილი პატიმრობით გაუქმდეს. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ე---------- ს----ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 20 იანვრიდან 2018 წლის 03 აპრილის ჩათვლით(2 თვე და 15 დღე)შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და აღნიშნულის გათვალისწინებით გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ე---------- ს---- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ დისკად - რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე