განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ა---––---- რაიონული სასამართლო
საქმე #1/138-18წ 0--------–-, 2018 წელი ქ. ა---––---
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე: პროკურორი - კ------- ლ---–---–-;
დაცვის მხარე: ბრალდებული - თ----- გ------–--- - დაბ.0--0--1--- წელს ქ.ბ---------–-, პ/ნ 4---------- საქართველოს მოქალაქე, მცხ. ქ. ა---––---, ზ--------–-- ქ. N--, ბინა N--;
ადვოკატი - ი----- ხ-------–---–-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით.
განსახილველი საკითხი: ბრალდებულის თ----- გ------–---- მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. შუამდგომლობის მიხედვით, 2018 წლის 01 აპრილს ქ.ა---––---ში, თ----- გ------–---მ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ძალადობით, კერძოდ, სახისა და ტანის არეში ხელის და ფეხის დარტყმით ა------- კ------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და გამოსძალა 480 ლარის ღირებულების „ჰ-------“ ფირმის მობილური ტელეფონი.
ამდენად, თ----- გ------–---მ ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყნება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმების დადების ოქმის პირობების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
თ----- გ------–--- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. თ------ გ------–---- მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებენ შემდეგი მტკიცებულებები: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა N1; დადგენილება კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ; შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ; ბ--- ზ-------–-–---–--, გ------- გ---–--–--, ა------- კ--------, რ----- კ--------, ს------ მ--–---------, მ------ კ-------- მოწმის საკით გამოკითხვის ოქმები, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, თ----- გ------–---- დაკავების ოქმი, ნიმუშის აღების ოქმი, პირის ამოცნობის ოქმი, ტელეფონის ამოცნობის ოქმი, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, პროკურორს კ------- ლ---–---–--, ბრალდებულ თ------ გ------–---ს და მის ადვოკატს ი----- ხ-------–---–- შორის.
3.2. პროკურორმა კ------- ლ---–---–-- ა---––---- რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ თ------ გ------–---- მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
3.3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა კ------ ლ---–---–--, ბრალდებულმა თ------ გ------–---მ და მისმა ადვოკატმა ი----- ხ-------–---–--.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, ბრალდებულები სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს, ბრალდებულებს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
3.5. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული თ------ გ------–--- სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადონ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.
3.6. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულების იძულებისა, დაშინებისა ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველებს, რომ ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებები თ------ გ------–---- მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის. ამასთან, სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ა---––---- რაიონული პროკურატურის პროკურორის კ------- ლ---–---–-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. გადაწყვეტილება ნივთიერ მტკიცებულებათა შესახებ:
„ჰ-------“ ფირმის მობილური ტელეფონი რომელიც ინახება შსს ა---––---- რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ა------- კ-------.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუალის 111-ე ნაწილის, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---––---- რაიონული პროკურატურის პროკურორის კ------- ლ---–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. დამტკიცდეს პროკურორსა და თ----- გ------–---ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
2.1. თ----- გ------–--- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს სამი წელი.
2.2. მასვე, სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;
3. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 4-------–-დან 2018 წლის 0--------–-ს ჩათვლით. თ----- გ------–--- დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს დაკავებიდან.
4. პირობითი მსჯავრისა და არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
5. ნივთიერი მტკიცებულება „ჰ-------“ ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს ა------- კ-------,6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
7. განაჩენი არ გასაჩივრდება გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
- მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ამავე კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
- თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე;
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი