განაჩენი

სისხლის სამართლის 06.04.2018
საქმის ნომერი
080100118002354748
დავის ტიპი
362 1
თარიღი
06.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/222-18 (N057020218001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

05.04.2018 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი ნ---- ზ-------–---–ი

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული ზ------- ბ----------ე

მამის სახელი: თ-----------

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

მცხოვრები: თერჯოლის რაიონი სოფელი გ----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ზ------ ბ----------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რაც გამოხატა შემდეგში:

 

2018 წლის 03 იანვარს, ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში, დაახლოებით 16 საათსა და 00 წუთზე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ე------ ჩ----ის მიერ შეჩერებული იქნა ზ------ ბ----------ის მართვის ქვეშ არსებული ,,ოპელ-ასტრას“ მარკის სახელმწიფო ნომრით V-------- ავტომანქანა, რა დროსაც ავტომანქანის მძღოლმა ზ------ ბ----------ემ წარადგინა და გამოიყენა ყალბი მართვის მოწმობა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2018 წლის 27 მარტს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ზ------- ბ----------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს ზ------- ბ----------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ზ------- ბ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ოქმით მართვის მოწმობის წარმოდგენის შესახებ; გასაუბრების ოქმით; ამოღების ოქმით; მოწმეების ე------ ჩ----ის, ზ------ კ----------ს და გ------- მახარეიშვილის გამოკითხვის ოქმებით, დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის №1--/დტ და N2---დტ დასკვნებით; ნასამართლობის ცნობით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ზ------- ბ----------ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ზ------- ბ----------ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; ძლიერ ემოციურად განიცდის ჩადენილ ქმედებას, რაც თან დაერთო მამის გარდაცვალებას, ბრალდებულმა ითანამშრომლა და ხელი შეუწყო გამოძიებას დანაშაულის სწრაფ გახსნაში; არ არის ნასამართლევი და აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. კერძოდ, დასაქმებულია საკუთარ აგრარულ მეურნეობაში და სტაბილური ფინანსური შემოსავალი არ გააჩნია.

 

ზ------- ბ----------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან, საზოგადოებრივი საშიშროებიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა და ბრალდებულის რესოციალიზაცია შესაძლებელია ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - ჯარიმის გამოყენებით, მინიმალური ზომით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ სასჯელის უფრო მკაცრ სახესთან თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ------- ბ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, რომლის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

ზ------- ბ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

- მართვის მოწმობა N50 09 537963, დალუქული FCD653114 სპეციალურ პაკეტში, რაც ინახება ბაღდათის რაიონულ სამმართელოში - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე