განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #18002346645-1/090-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
03 აპრილი 2018 წელი ქ. ა---––---
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო--------------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი---------–------ - საქართველოს მოქალაქე, პირადი N4----------, დაბადებული 1----–-–---------–---,მცხოვრები: ქ.ა---––---,ზ--------–-- ქუჩა,სახლი 1--
ადვოკატი - კ----------------
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ი---------–------ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1.შუამდგომლობის მიხედვით, ი---------–------ ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 10 იანვარს დაახლოებით 13:00 საათზე ქ. ა---––---ში კ--------- ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში ი--------–------- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის დას ნ-----–------–------- კერძოდ, მან მოქაჩა თმებში და ხელი ჰკრა ტანის არეში, რის შედეგადაც ნ-----–-----–------- განიცადა ფიზიკური ტკივილი;
ამდენად, ი--------–------- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახი სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1.ი--------–------ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: მოწმეთა - ნ-----–-----–-------, ო----------------, ი-----–---------------, ი--------–------ს მოწმის სახით გამოძახების და გამოკითხვის ოქმები, ნ-----–-----–------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N---------, არასრულწლოვან ლ---------–--–---–-- და ა-----–------ს მოწმის სახით გამოძახების და გამოკითხვის ოქმები, ი---------–------- და ნ-----–------–------- დაბადების მოწმობების ასლები, დადგენილება ნ-----–------–------- დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, პროკურორ ო-------------------ს და ბრალდებულ ი--------–------ შორის.
3.2.პროკურორმა ო-------------------ა ახალციხის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ი--------–------ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
3.3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ო-------------------მა, ბრალდებულმა ი--------–------- და მისმა ადვოკატმა კ----------------მ.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის; ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
3.5. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ი--------–------ სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.
3.6. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულებისა, დაშინებისა ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1.საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული ი--------–------ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის, ამასთან სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო--------------------ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო-------------------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ ი--------–------ შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
2.ი---------–------ (პირადი N4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი;
3.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ი--------–------ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.ი--------–------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე თუ მიაჩნია, რომ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
7. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე;
მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე