გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2018
საქმის ნომერი
110210018002337575
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210018002337575

2---- -2018წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 მარტი 2018 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბეღელაძე

მოსარჩელე _ქ--------------------

მოპასუხე _ზ--------------ე;

წარმომადგენელი- ე---------------ე

დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ზ--------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მათი არასრულწლოვანი შვილების -2--- წლის 4----–--- დაბადებული მ----------------- და 2----–-–-ს 9-------------- დაბადებული კ--------------- რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით გადასახდელად დაეკისროს თითოეულ ბავშვზე 200 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის დროიდან, 2018 წლის 6 მარტიდან.

 

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

 

არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, რომელთანაც 2--- წლის 4----–--- შეეძინა შვილი მ--------------- და 2----–-–-- 9--------------- მეორე შვილი კ--------------- მეუღლეები 2----–-–------–---- თვიდან ერთად აღარ ცხოვრობენ და იგი ამჟამად შვილებთან ერთად ცხოვრობს თავისი მშობლების ოჯახში -ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----------–-- დაშორების შემდეგ მოპასუხე შვილების რჩენა-აღზრდაში მონაწილეობას არ ღებულობს, რაც მისი ვალდებულებაა. მართალია მას არ აქვს სამასახური, თუმცა ოჯახში აქვს ძლიერი მეურნეობა და გააჩნია იმდენი შემოსავალი, რომ თვეში თავისი შვილებისათვის გადაიხადოს ალიმენტის თანხა 200-200 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ დაუსაქმებელია, აქვს ბანკის ვალები და ამ ეტაპზე მას შეუძლია თითოეულ ბავშვზე გადაიხადოს ალიმენტის თანხას 70 ლარის, სულ 140 ლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. ქ-------------------- და ზ--------------ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2----–-–------–---- თვიდან მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს,3.1.2. ქ--------------------ა და ზ--------------ეს ერთად ცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 4----–--- შეეძინათ შვილი მ--------------- და 2----–-–-ს 9--------------- მეორე შვილი კ---------------

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, დაბადების მოწმობებს.

 

3.1.3. ბავშვები ცხოვრობენ დედასთან ერთად დედის მშობლების სახლში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----------–--

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა- განმარტებებს.

 

3.1.4. უფროსი შვილი მ--------------- სკოლის მოსწავლეა და სწავლობს ქ. ზესტაფონში მდებარე საჯარო სკოლაში, ხოლო კა------------- საბავშვო ბაღის აღსაზრდელია და ასევე დადის ქ.ზესტაფონში მდებარე საბავშვო ბაღში.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა- განმარტებებს.

 

3.1.5. ქ-------------------- არ მუშაობს და მას შვილების აღზრდასა და რჩენაში დედა ეხმარება.

_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა- განმარტებას.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მეუღლეების დაშორების შემდეგ ბავშვები მამის ოჯახშიც დადიან და მასთან გარკვეული დროითაც რჩებიან, თუმცა ისინი ძირითადად დედასთან ცხოვრობენ და მათზე მხოლოდ დედა ზრუნავს. ზ--------------ე ფაქტობრივად შვილების რჩენა- აღზრდაში და მათთვის აუცილებელი საჭიროებების უზრუნველყოფაში მატერიალურ მონაწილეობას არ ღებულობს.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა- განმარტებას, ნაწილობრივ მოპასუხის ახსნა-განმარტებას.

 

3.2.2 ზ--------------ე დასაქმებული არ არის და მისი შემოსავლები, სოფლის მეურნეობის წარმოების შედეგად, საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა- განმარტებას, შემოსავლების სამსახურის 2----–-–-------------- ცნობას.

 

3.2.3 ზ--------------ეს აქვს სასესხო ვალდებულებები სს,,-----------------'' და სს ,,ლ-----------------', რისი დაფარვისათვის ყოველთვიურად იხდის გარკვეულ თანხებს.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა- განმარტებას, სესხის ხელშეკრულებებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ ქ-------------------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 102-ე, 105-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით კი არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნას ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

 

აღნიშნული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური შემოსავალი ყოველთვიურად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება - არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებულ იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის მოვალეობისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ ალიმენტის ოდენობა არ უნდა იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები რაც აუცილებელია პირის სარჩენად.

 

კონკრეტულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ შემოსავლის არქმონე დედასთან ერთად, ამასთან მოპასუხეც არ მუშაობს და მისი შემოსავლები არ დასტურდება, სასამართლო მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობა, თითოეულ ბავშვზე 100 ლარი შეიძლება მიჩნეულ იქნას შვილების რჩენა-აღზრდაში ბავშვთან არმცხოვრები მშობლის მონაწილეობის გონივრულ და სამართლიან ოდენობად, რაც აუცილებელია არასრულწლოვანისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად. მოპასუხის პრეტენზია კი, რომ მას არ გააჩნია შემოსავალი და შესაბამისად ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე უნდა დაეკისროს 70 ლარი, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, თანხის სიმცირის გამო. მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვან შვილები. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას ამ ვალდებულებათა გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მშობლისა და სარჩენი პირის ინტერესების სამართლიანი დაბალანსების იგივე აუცილებლობა გამორიცხავს მოპასუხისათვის თითოეულ ბავშვზე მხოლოდ 70 ლარის დაკისრებას.

 

6.2. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ზ. ე-------- და მის მშობლებს ჰყავთ პირუტყვი და აქვთ შემოსავალი, თუმცა აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელე მხარე შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რაც არ წარმოადგენს სარწმუნო და საკმარის მტკიცებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე, განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებებს, რომელებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას. შედეგად სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო თვლის, რომ გარემოების სადავოობის პირობებში მისი დადგენისათვის საკმარის საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული მხარის სიტყვიერი განმარტება, იმის გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა სწორედ მოწინააღმდეგე მხარის შემოსავლის ოდენობას ეფუძნება. დასახელებული გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხის შემოსავლის არსებობის მტკიცებისას აღნიშნა, რომ მოპასუხეს სოფლის მეურნეობის გაძღოლის შედეგად გააჩნია გარკვეული შემოსავალი თუმცა აღნიშნული გარემოებები ვერ დაადასტურა. ამდენად მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული სარჩელის საფუძვლად მოყვანილი გარემოებები.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის შედეგად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ალიმენტის თანხის ოდენობა თითოეულ ბავშვზე განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ''ა'' ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. ამ შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხაა 2 400 ლარი, ხოლო ამ თანხის ბაჟი შეადგენს 72 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელემ ნაწილობრივ - თითოეულ ბავშვზე 70 ლარის ოდენობით ცნო სარჩელი, შესაბამისად ამ ნაწილში იგი ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ხოლო დანარჩენ ნაწილში მას უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 21 ლარისა და 60 თეთრის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ--------------------- (პ/ნ 1----------) სარჩელი ზ--------------ის (პ/ნ 1----------- მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ზ--------------ეს (პ/ნ 1----------- ქ--------------------- (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ მათი არასრულწლოვანი შვილების _ 2--- წლის 4----–--- დაბადებული მ----------------- და 2----–-–-ს 9-------------- დაბადებული კ--------------- რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისროს თითოეული ბავშვისათვის 100 (ასი) ლარის, სულ 200 (ორასი ) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის დროიდან - 2018 წლის 6 მარტიდან, მათ სრულწლოვანებამდე.

 

3. ზ--------------ეს (პ/ნ 1----------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 21 (ოცდაერთი) ლარისა და 60 (სამოცი) თეთრის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს კოდზე 3---------

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

6.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა ნიკურაძე