გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.03.2018
საქმის ნომერი
130210018002265934
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-54-18

(130210018002265934)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 მარტი, 2018 წელი ქ. ხ-–----ი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - თეიმურაზ ფარეიშვილი

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

მოსარჩელე - დ--–-----------ძე

წარმომადგენელი - ქ--------------–-ძე

 

მოპასუხე - შპს "ჩ------------------------------------------------------------ი '',წარმომადგენელი - ო-–----------–-ძე;

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ს'' დ--–-----------ძის სასარგებლოდ, მისი (დ--–-----------ძის) კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიყენებული ზიანის 19 823.87 ლარის ანაზღაურება.

1.2. დაეკისროს მოპასუხე შპს "ჩ-------------------------------------------ს"' დ--–-----------ძის სასარგებლოდ ექსპერტიზისათვის გადახდილი თანხა 500 ლარი, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 500 ლარი.

1.3. მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ს” მოსარჩელე დ--–-----------ძის სასარგებლოდ დაეკისროს 596 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.

სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე დ--–-----------ძე ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში საკუთრების უფლებით ფლობს უძრავ ქონებას ორსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომლის საკადასტრო კოდია 6--0-.6-.7--. მოპასუხე შპს "ჩ------- რ-----------------------------------ი"' ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში აწარმოებს სარკინიგზო გვირაბების მშენებლობას, რომელიც დაკავშირებულია აფეთქებით სამუშაოებთან, ზიანდება შენობა-ნაგებობები. გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებულმა აფეთქებითმა სამუშაოებმა გამოიწვია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება, სახლის კედლებზე გაჩენილია დახრილი და ჰორიზონტალური გამჭოლი ბზარები, რაც გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე საცხოვრებელ სახლს არ აღენიშნებოდა. მდგომარეობის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ მიმართა სსიპ "ლ----------------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს”, რომელთა მიერ შემოწმებული იქნა მისი (დ--–-----------ძის) საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა და მისი დაზიანების გამომწვევი მიზეზები, რაზედაც გაიცა სათანადო დასკვნა.

სსიპ "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 19 ივნისს გაცემული №0-------- დასკვნის მიხედვით "ზოგადად, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო სოფელ ქ--–----ში სარკინიგზო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც, როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები.

ამდენად თუ გავითვალისწინებთ დ--–-----------ძის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებების და ასევე სოფელ ქ--–----ში მდებარე სხვა შენობების დაზიანების ხასიათს და თავისებურებებს შეიძლება დავასკვნათ, რომ სოფელ ქ--–----ში მდებარე დ--–-----------ძის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების შედეგად.

ამრიგად, ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში მდებარე მოქალაქე დ--–-----------ძის საკუთრებაში არსებული შენობის ფასადის მხრიდან მარჯვენა კუთხის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, შენობის შემდგომი ნორმალური ექსპლუატაციისათვის აუცილებელია ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. ასევე აუცილებელია შენობის უკანა კედლის მხარეს მდებარე ხის კონსტრუქციებით მოწყობილია გრუნტის მასივის შესაკავებლად დროებითი საყრდენი კედელის შეცვლა რკინაბეტონის საყრდენი კედელით, რომლის კონსტრუქციაც დამუშავებული უნდა იქნეს, შესაბამისი გამოკვლევებით მიღებული საწყისი მონაცემებით, ჩატარებული გაანგარიშების შემდეგ.

ინდივიდუალური მეწარმე ზ-------------–-ძის მიერ მომზადებული გამაგრება-შეკეთების სამუშაოების რესურსული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მიხედვით, მოქალაქე დ--–-----------ძის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 19 823.87 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე შპს "ჩ-------------------------------------------ის" წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომპანიას დ--–-----------ძის საცხოვრებელი სახლის დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს გვირაბიდან მოშორებით, საკმაო მანძილზე და მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად. "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2017 წლის 19 ივნისის №0-------- დასკვნა სავარაუდოა და მისი კვლევითი ნაწილი ეფუძნება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებს და მოსარჩელის განმარტებას. იგი არის დაუსაბუთებელი და აგებულია ვარაუდზე. დასკვნა არ არის შესაბამისად დასაბუთებული და არ გამომდინარეობს რაიმე კონკრეტული გამოკვლევებისა და ოფიციალური ჩანაწერებიდან. გამოყენებულ ლიტერატურაში ექსპერტი მიუთითებს, რომ გამოიყენა განცხადება. ექსპერტი პ---------------–--ლი არსად არ მიუთითებს, რომ წარმოქმნილი დაზიანებები გამოწვეულია მე-9 გვირაბის მშენებლობით. პირიქით ექსპერტი მიუთითებს, რომ ინფორმაცია დაზიანებების წარმოქმნის მიზეზის წარმოქმნის შესახებ მას მიაწოდა მოსარჩელემ. კერძოდ, "მობინადრის განცხადებით მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო, სოფელ ქ--–----ში სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ. კერძოდ, აფეთქებით გამოწვეული დინამიური დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც მის საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი, მიწისძვრის მსგავსი ბიძგები". ექსპერტის დასკვნა არ ეფუძნება რაიმე კვლევას და დაფუძნებულია მხოლოდ მობინადრის მოსაზრებაზე. ექსპერტი მიუთითებს, რომ სახლი აშენებულია დამრეცზე, მაგრამ არ გაურკვევია, გასულ პერიოდში ჰქონდა თუ არა ადგილი მიწისძვრებს და ადგილი, სადაც მოსარჩელის სახლია აშენებული არის თუ არა მეწყრული ზონა. დასკვნის შედგენის დროს ექსპერტის მიერ, უგულვებელყოფილია კანონის მოთხოვნა ექსპერტიზის ჩატარების წესი დასკვნის გაცემასთან დაკავშირებით. კერძოდ, სსკ-ის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებს და დასაბუთებულ პასუხებს დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულ დასაბუტებულ პასუხებს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში აბსოლუტურად იგნორირებულია ექსპერტის მიერ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო არ შეიძლება დაეყრდნოს ს----------–ის ექსპერტიზის დასკვნას.

 

სამუშაოების გავლენის შეფასება სოფელ ქ--–----ზე, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში საქართველოს რკინიგზის დაკვეთით აწარმოა კომპანია "ექსორიქს"-მა იმ მიზნით, რომ განხორციელებულიყო აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგი და გაუმჯობესებულიყო აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგი და გაუმჯობესებულიყო აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური მაჩვენებლები, ასევე აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგები ყოფილიყო დასაშვებ ნორმებში. აღნიშნული კვლევის შედეგები საერთოდ არ გამოუყენებია ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტს, ხოლო სხვა რაიმე ალტერნატიული მონაცემები აფეთქების ირგვლივ მას არ გააჩნდა. მოპასუხე უთითებს, რომ მათ კომპანიას არ მიუძღვის მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების წარმოქმნაში ბრალი.

ამასთან ინდ. მეწარმე ზ------------–--ის მიერ ხარჯთაღრიცხვის შედგენისას მითითებულია, რომ სახლი ნაწილობრივაა გალესილი, ხარჯთაღრიცხვაში კი ლესვის ხარჯები მთლიანადაა გაანგარიშებული, რაც არ შეიძლება იყოს ზიანი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოპასუხე იურიდიული პირი - შპს "ჩ------------------------------------------ი" - მისი მუდმივმოქმედი ფილიალის მეშვეობით საქართველოში ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, მშენებლობის პროცესში გამოიყენება, მიწისქვეშა აფეთქებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.2. დადგენილია, რომ დ--–-----------ძის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ ლ----------------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 ივნისის დასკვნით, დადგენილია, რომ "ზოგადად, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო სოფელ ქ--–----ში სარკინიგზო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც, როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები.

ამდენად თუ გავითვალისწინებთ დ--–-----------ძის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებების და ასევე სოფელ ქ--–----ში მდებარე სხვა შენობების დაზიანების ხასიათს და თავისებურებებს შეიძლება დავასკვნათ, რომ სოფელ ქ--–----ში მდებარე დ--–-----------ძის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების შედეგად.

ამრიგად, ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში მდებარე მოქალაქე დ--–-----------ძის საკუთრებაში არსებული შენობის ფასადის მხრიდან მარჯვენა კუთხის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, შენობის შემდგომი ნორმალური ექსპლუატაციისათვის აუცილებელია ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. ასევე აუცილებელია შენობის უკანა კედლის მხარეს მდებარე ხის კონსტრუქციებით მოწყობილია გრუნტის მასივის შესაკავებლად დროებითი საყრდენი კედელის შეცვლა რკინაბეტონის საყრდენი კედელით, რომლის კონსტრუქციაც დამუშავებული უნდა იქნეს, შესაბამისი გამოკვლევებით მიღებული საწყისი მონაცემებით, ჩატარებული გაანგარიშების შემდეგ".

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება, სსიპ "ლ----------------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" დასკვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სასამართლო თვლის, რომ უნდა დადგინდეს კონკრეტულად რა ოდენობის ზიანი მიაყენა მოპასუხე ორგანიიზაციამ მოსარჩელეებს სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში და რომ ეს ზიანი გამოიწვია მოპასუხის ქმედებამ.

მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ინდივიდუალური მეწარმე ზ-------------–-ძის მიერ შედგენილი მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ ხარჯთაღრიცხვა ჯამში შეადგენს 19 823.87 ლარს მათ შორის დაანგარიშებაში შედის სახლის მთლიანი ლესვის ხარჯებიც, თუმცა აღნიშნულია, რომ სახლი ნაწილობრივადაა გალესილი. (იხ. დასკვნა).

3.2.2. დადგენილია, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე დ--–-----------ძის საცხოვრებელი სახლი საჭიროებს აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება, ექსპერტიზის დასკვნა, ხარჯთაღრიცხვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

 

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის არსებობის ფაქტი;

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ბრალი დამდგარ შედეგის მიმართ. ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

4. მოპასუხე უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ--–-----------ძის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში ამავე სოფლის ტერიტორიაზე მოპასუხე აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოებს, რა დროსაც იყენებენ მიწისქვეშა აფეთქებებს. სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული სახლის დაზიანება.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე დ--–-----------ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანებაში ბრალი მიუძღვის შპს "ჩ------- რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედ ჯგუფს". აღნიშნული დადასტურებულია ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით

მოპასუხის განმარტება, რომ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა მშენებლობის წესების სრული დაცვით შესაბამისად აფეთქებითი სამუშაოები წარმოებდა დასაშვები ნორმების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან ს----------–ის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით სახლის დაზიანება გამოწვეულია ხშირი, მრავალჯერადი აფეთქებებით. აფეთქებების სიხშირე და მრავალჯერადობა დადასტურებულია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანია "ექსორიქსის" დასკვნითაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, დ--–-----------ძის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 411-ე, 992-ე, მუხლებით.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა განხილულ უნდა იქნეს ზიანის მიყენებიდან (დელიქტიდან) გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობად, რამდენადაც მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------მა (კერძოდ მისმა მუდმივმოქმედმა ფილიალმა საქართველოში) მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, რაც გამოიხატა მის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების სახით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის აუცილებელია ერთდროულად შემდეგი წინაპირობების არსებობა: მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა მოპასუხის მხრიდან, ამ ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის არსებობა (ე.ი. ზიანი და მიზეზობრივი კავშირი) და ბრალეულობის არსებობა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში მდებარე დ--–-----------ძის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს ”ჩ------- რკინიზის 23-ე ბიუროს ჯგუფის” მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელებული აფეთქებებით, რაც დასტურდება ს----------–ის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 17-29)

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში ადგილი აქვს ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოპასუხე მხარისთვის დაკისრების კანონით გათვალისწინებულ აუცილებელ წინაპირობებს და 992-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელ სამართლებრივ საფუძველს.

სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ გონივრული შეფასების საფუძველზე, ხარჯთაღრიცხვაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ გარეთა კედლები სანახევროდ გალესილია ლესვის და ბათქაშის ხარჯები კი შეადგენს მთლიანად 4635 ლარს, ეს ხარჯები უნდა შემცირდეს 2100 ლარამდე და ნაცვლად 19 823 ლარისა მოპასუხეს უნდა დაეკისროს 17 723 ლარის გადახდა ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 17723 ლარის 3% - 532 ლარი. მოპასუხეს ასევე უნდა გადახდეს ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი 500 ლარი, ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 500 ლარი, ადვოკატის მომსახურების 300 ლარი

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დ--–-----------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ს" დ--–-----------ძის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 17 723 ლარის გადახდა.

 

3. შპს "ჩ------------------------------------------ს" დ--–-----------ძის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯი - 500 ლარი, ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 500 ლარი და ადვოკატის მომსახურების - 300 ლარი. .

 

4. მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ს” მოსარჩელე დ--–-----------ძის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხის - 532 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ხ-–----ი კოსტავას ქ. 15)

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–----ის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი