განაჩენი

სისხლის სამართლის 29.03.2018
საქმის ნომერი
200100115973070
დავის ტიპი
353 2
თარიღი
29.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100115973070

#1/145-15 (№035060515001)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 მარტი 2018 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ქ----------–----ე, შ------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - რ------------–-–---–ი - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №----------5, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--–-------------------------------;

 

ბრალდებული - გ-------–----ე - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--–-------------------------------;

 

ბრალდებული - გ----------–----ე - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--–-------------------------------;

 

ბრალდებული - გ---------------–---–ი - დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--–-------------------------------;

 

ადვოკატი - ლეილა გარსევანიშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2015 წლის 06 მაისს ღამის 00:40 საათზე შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორები ი-----–-----------–---–ი და შ--–---–--–----–-–---–ი აწარმოებდნენ შემოვლას თელავის რაიონის სოფელ კ-------ში. შემოვლის დროს ი-----–-----------–---–მა და შ--–---–--–----–-–---–მა საქართველოს ასკ 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დააკავეს ამავე სოფელში მცხოვრები დ----------------–---–ი.

რ----------–-–---–ი, გ----------–----ე, გ-------–----ე და გ---------------–---–ი ძალადობითა და ძალადობის მუქარით შეეცადნენ, გაენთავისუფლებინათ დაკავებული დ----------------–---–ი. მათ პოლიციის მუშაკებს შეაწყვეტინეს საქმიანობა და არ მისცეს საშუალება ი-----–-----------–---–სა და შ--–---–--–----–-–---–ს, დაკავებული კანონით დადგენილი მოქმედებების შესასრულებლად გადაეყვანათ პოლიციის განყოფილებაში.

რ----------–-–---–ის, გ----------–----ის, გ-------–----ისა და გ---------------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ი-----–-----------–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად მარჯვენა მუხლისა და მარჯვენა ლავიწის არეში, ხოლო შ--–---–--–----–-–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად მარცხენა მხრის არეში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ი-----–-----------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის 06 მაისს მუშაობდა შსს თელავის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე და ღამის საათებში, მის კოლეგასთან შ--–---–--–----–-–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა თელავის რაიონის სოფელ კ-------ში. მოწმის განმარტებით ზუსტად დრო არ ახსოვს, სოფლის ცენტრში შენიშნეს ორი მოქალაქე, რომლებსაც განუმარტა, რომ უნდა გადაემოწმებინათ, გადამოწმებაში კი გულისხმობდა მათი სახელის, გვარის და პირადი მონაცემების გადამოწმებას. მათი დანახვისას ერთერთი მოქალაქე, კერძოდ დ----------------–---–ი გახდა აგრესიული და მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა, რის გამოც იგი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და ჩასვეს ავტომანქანაში, რომელსაც მარცხენა მხრიდან დაუჯდა თვითონ, ხოლო შ--–---–--–----–-–---–ი უნდა დამჯდარიყო საჭესთან, რა დროს მასთან მივიდა გ----------–----ე, რომლიც შ--–---–--–----–-–---–ს არ აძლევდა ავტომანქანაში ჩაჯდომის საშუალებას. ამ დროს იგი გადმოვიდა მანქანიდან და შეეცადა გაეთავისუფლებინა მანქანის კარი, რა დროსაც რ----------–-–---–მა და გ-------–----ემ მანქანიდან გადმოიყვანეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული დ----------------–---–ი, რაზეც თავად სცადა მათი შეჩერება, კერძოდ ხელი მოკიდა დ----------------–---–ს, რა დროსაც მას გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა, კერძოდ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ამასთან ხელს აშვებინებდნენ დაკავებული პირისთვის და ცდილობდნენ მის წაყვანას. მოწმის განმარტებით ამ დროს მანქანის მეორე მხარეს მივიდა გ---------------–---–ი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შ--–---–--–----–-–---–ს, რა დროსაც იხელთა დრო და ავტომანქანაში არსებულ რადიოსადგურით გამოიძახა დახმარება. გამოძახებიდან ზუსტი დრო არ ახსოვს, მაგრამ დამხმარე პოლიციელები მათთან მივიდნენ ძალიან მალე, როგორც შსს თელავის რაიონული სამმართელოს თანამშრომლები ასევე შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დახმარების მისვლამდე მათ გ----------–----ესთან, გ-------–----ესთან, რ----------–-–---–თან და გ---------------–---–თან ქონდათ ფიზიკური დაპირისპირება, კერძოდ ხსენებული პირები უწევდნენ ფიზიკურ წინააღმდეგობას, რის შედეგადაც გაეხა სამსახურებრივი ტანსაცმელი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გ----------–----ემ წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო მას შემდეგ, რაც დ----------------–---–ი დააკავეს და ჩასვეს პოლიციის ავტომანქანაში, კერძოდ იგი იდგა ავტომანქანის მძღოლის კართან და შ--–---–--–----–-–---–ს არ აძლევდა საშუალებას დამჯდარიყო საჭესთან. მოწმემ აჩვენა, რომ სამსახურებრივი მაისური დაუზიანდა მაშინ როდესაც იგი ეჭიდებოდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ დ----------------–---–ს, ხოლო სხვა პირები ცდილობდნენ მისთვის გაეშვებინებინათ ხელი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ამ შემთხევისას მიიღო ფიზიკური დაზიანებები ფეხზე და მკერდის არეში, თუმცა რომლის ზემოწმედების შედეგად მიიღო დაზიანებები არ იცის, ვინიდან ოთხივე პირი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას მას და მის თანამშრომელს.

 

შ--–---–--–----–-–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის 06 მაისს შსს თელავის რაიონული სამმართელოს ინსპექტორ-გამომძიებელთან ი-----–-----------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და თელავის რაიონის სოფელ კ-------ში სამსახურებრივი ავტომობილით ახორციელებდა ოპერატიულ შემოვლას. სოფელ კ-------ში მათ ქუჩაში შენიშნეს პიროვნება, გაუჩერეს ავტომანქანა და გადამოწმების მიზნით კითხეს სახელი და გვარი, რომელიც აღმოჩნდა დ----------------–---–ი, ამასთან იგი აღნიშნულზე გახდა აგრესიული და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც იგი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ჩასვეს ავტომანქანაში, რათა გადაეყვანათ შსს თელავის რაიონულ სამმართველოში. დ----------------–---–ის ავტომანქანაში ჩასმის შემდეგ, იგი აპირებდა ავტომანქანის საჭესთან დაჯდომას, რა დროსაც მასთან მივიდა გ----------–----ე აეფარა ავტომანქანის კარს და არ აძლევდა საშუალებას დამჯდარიყო მანქანაში, ამასთან ეუბნებოდა, რომ დ----------------–---–ს ვერ წაიყვანდნენ და იგი მას არ გაატანდა. ამის შემდეგ მან გ----------–----ეს რამოდენიმეჯერ აუხსნა, რომ დ----------------–---–ი იყო დაკავებული და უნდა გადაეყვანა პოლიციაში, მიუხედავად ამისა იგი არ აძლევდა აღნიშნულის საშუალებას. მოწმის განმარტებით ადგილზე ასევე იყვნენ რ----------–-–---–ი და გ-------–----ე, რომლებიც ასევე იყვნენ აგრესიულები. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ დ----------------–---–ის გადაყვანა მათ ვერ მოახერხეს, ვინაიდან მათ მიმართ ოთხივე ბრალდებული ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას, პირადად მას ჩამოახიეს სამსახურებრივი მაისური, ამასთან გ---------------–---–მა მას კისრის არეში დაარტყა ხელი, რაზეც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება. მოწმემ განმარტა, რომ ამ დროს თუ სად იმყოფებოდა მისი მეწყვილე არ ახსოვს, ვინაიდან ოთხივე ბრალდებული მათ მიმართ იყო აგრესიული და მათგან იცავდნენ თავს. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ი-----–-----------–---–მა „ე.წ. „რაციის“ გამოყენებით გამოიძახა პოლიციის დამხმარე ჯგუფები და მხოლოდ მათი მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი სიტუაციის განეიტრალება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ კისრის გარდა კიდევ სად მიიღო დაზიანებები და ვის მიერ არ ახსოვს, ვინაიდან ბრალდებულები მას ურტყავდნენ ხელებით და არ აძლევდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების საშუალებას. მოწმემ ასევე აჩვენა, როგორც ახსოპვს, როდესაც დ----------------–---–ი ჩასვეს ავტომანქანის უკანა სალონში ამ დროს მასთან პირველი მივიდა გ----------–----ე და ეუბნებოდა, რომ დაკავებულს არ გაატანდა და არ აძლევდა საჭესთან დაჯდომის საშუალებას, ამის შემდეგ მივიდა გ------------–-–---–ი და მხარი დაუჭირა გ----------–----ეს, იგი აღებდა ავტომანქანის უკანა კარებს და ცდილობდა დაკავებულის გადმოყვანას, რის შემდეგ მივიდა გ---------------–---–ი, რომელიც გახდა აგრესიული და აგინებდა მათ, ხოლო ბოლოს მივიდა გ----------–----ე, რომელიც ასევე იყო აგრესიული. მოწმის განმარტებით ხსენებული პირების აგრესია გამოიხატებოდა გინებასა და ფიზიკურ ძალადობაში, რომელსაც ახორციელებდა ოთხივე პიროვნება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბრალდებულების მხრიდან მათ მიმართ ადგილი ქონდა ფიზიკურ ძალადობას, ამასთან შემთხვევის დროს ბრალდებულთა ქმედება არ შეესაბამებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას, რადგან მათი ქმედების შედეგად განიცადეს როგორც ფიზიკური ტკივილი, ასევე ხელი ეშლებოდათ კანონიერი ქმედების განხორციელებაში, რის გამოც საჭირო გახდა დამხმარე ჯგუფების გამოძახება, რადგან არ ქონდათ პროპორციული ძალის გამოყენების საშუალება, იმ მიზეზით, რომ აღმოჩნდნენ რიცხობრივ უმცირესობაში.

 

გ---------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის 06 მაისს იმყოფებოდა თელავის რაიონის სოფელ კ-------ში სახლში და ეძინა. იგი გააღვიძა მისმა დამ, რომელმაც უთხრა, რომ გარეთ ხდებოდა რაღაც და გაიხედეო. მის დას არ უთქვამს, რომ მისი ძმის გამო იყო გარეთ ხმაური. იგი გამოვიდა გარეთ და დაინახა პოლიციის მანქანები, სადაც მივიდა, რათა გაერკვია თუ რა ხდებოდა, სადაც დაინახა, რომ პოლიციელები ეჭიდებოდნენ მის ძმას და ცდილობდნენ ჩაესვათ მანქანაში, რაზეც თავის ძმას წაავლო ხელი რათა წაეყვანა იქიდან რა დროსაც 3-4 პოლიციელებმა ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. მოწმემ განმარტა, რომ მისი ადგილზე მისვლის მიზანს წარმოადგენდა ის, რომ მისი ძმა არ გაეტანებინა პოლიციელიბისათვის, რაც ვერ მოახერხა, რის შემდეგაც დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციაში. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის უცნობია მანამდე ვინმე ცდილობდა თუ არა მისი ძმის ადგილიდან გამოყვანას.

 

რ----------–-–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის 06 მაისს იმყოფებოდა თელავის რაიონის სოფელ კ-------ის ცენტრში მეგობართან, დ----------------–---–თან ერთად და მიდიოდა სახლში. ამ დროს გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, კერძოდ შ--–---–--–----–-–---–მა და მეორის სახელი არ იცის გვარად არის მ--------–---–ი, პოლიციელებმა უთხრეს რომ უნდა გადაემოწმებინათ და სთხოვეს წაყოლოდნენ მათ. მათ პოლიციის თანამშრომლებს გაუწიეს წინააღმდეგობა და არ მიყვებოდნენ გადასამოწმებლად, რაზეც მათ დააკავეს დ----------------–---–ი და სვავდნენ პოლიციის მანქანაში. აღნიშნულზე მან პოლიციის თანამშრომლებს შეუშალა ხელი და ვერ გადაიყვანეს დ----------------–---–ი პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარტებით იგი აღნიშნულ დროს იყო ნასვამ მდგომარეობაში და არ ახსოვს სხვა ბრალდებულები თუ რას აკეთებდნენ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მისი დაკავება მოხდა მას შემდეგ, რაც ადგილზე მივიდა დამხმარე ძალა. მოწმემ ასევე განმარტა, დამხმარე ძალის მოსვლამდე იგი აფერხებდა პოლიციას, რათა დ----------------–---–ი არ გადაეყვანათ პოლიციის განყოფილებაში, ამასთან მას არ ახსოვს პოლიციელს დაარტყა თუ არა ხელი, ხოლო დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იგი პოლიციელს ექაჩებოდა და არ აძლევდა მას იმის საშუალებას, რომ მისი მეგობარი ჩაესვა ავტომანქანაში.

 

გ-------–----ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის 06 მაისს დაახლეობით ღამის 11:00 საათზე შეესწრო სოფელში მომხდარ ინციდენტს. მოწმის განმარტებით შემთხვევამდე იგი იმყოფებოდა მის მეგობართან სოფელში, სადაც გაუთავდა სიგარეტი და გავიდა დედამისის მაღაზიაში, რა დროსაც მან მაღაზიიდან დაახლოებით ორმოცდაათ მეტრში დაინახა პოლიციის ორი პიკაპი, რაზეც იგი გაემართა მათი მიმართულებით, ხოლო ადგილზე მისვლისას მისმა ძმამ უთხრა, რომ დიტოს იჭერდნენ, რაზეც იკითხა თუ რატომ აკავებდნენ დიტოს, რის შემდეგ იგი დააგდეს ძირს, რაზეც მისმა ძმამ დაიწყო ჩხუბი, მოწმის განმარტებით მას ადგილზე გ---------------–---–ი და რ-----------–-–---–ი არ დაუნახია. მოწმემ განმარტა, რომ მას არავისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

გ----------–----ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის 5 მაისს როდესაც პოლიციის თანამშრომლები შ--–----–-–---–ი და მ--------–---–ი მანქანაში სვავდნენ დ-------------–---–ს, იგი მივიდა მათთან და კითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც პოლიციელებმა უპასუხეს, რომ არაფერი დაუშავებია, ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებით შესამოწმებლად უნდა გადავიყვანოთო, რაზეც დიტომ უთხრა, რამდენჯერ უნდა გადაეყვანათ. ამ დროს მან შ--–---–--–----–-–---–ს უთხრა, რაკი სხვა არაფერი დაურღვევია იქნებ აღარ გადაიყვანოთო, რა დროსაც ი-----–-----------–---–ი წავიდა მანქანაში და დაიძახა „რაციაში“. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც ადგილზე მოვიდა პოლიციის ავტომანქანები უშუალოდ მან მინიმუმ ათ პოლიციელს დაუწყო ჩხუბი და მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მაგრამ ეს პოლიციელები არ ყოფილან შ--–---–--–----–-–---–ი და ი-----–-----------–---–ი, რის შემდეგ ადგილზე კვლავ მოვიდა დამხმარე ძალა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გ-------–----ე, გ---------------–---–ი და რ-------------–-–---–ი, როდის მივიდა შემთხვევის ადგილას მას არ დაუნახია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ადგილზე სიტუაცია დაიძაბა დამხმარე ძალის მოსვლის შემდეგ, რომლებმაც მას მიმართეს არაკორექტულად, რასაც მოყვა ჩხუბის დაწყება, ამასთან წაქცეული ადამიანისთვის არ დაურტყამს და თავად დაეხმარა მიწათხრილში ჩავარდნილს ამოსვლაში, ასევე ერთ პოლიციელს, რომ დაარტყა გადააგდო დაახლოებით 10-15 მეტრში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------------–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე, რომლის თანახმადაც: გ-------–----ეს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სხის დაზიანება: სისხლნაჟღენთები ორივე მხრის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 06.05.2015 წ;

გ---------------–---–ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება;

რ----------–-–---–ს ხსეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანება: ჭრილობები მარჯვენა მტევნის, მარცხენა მტევნის მე-4 თითისა და მარცხენა იდაყვის სახსრის არეში. სისხლნაჟღენთები მუცლის წინა კედლის არეში. ნაჭდევები მარჯვენა წვივის, შუბლისა და ცხვირის არეში. ჭრილობები ხანდაზმულობით ძველია (2-3 დღის) და ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს 06.05.2015 წ. ხოლო სისხლნაჟღენთი და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 06.05.2015 წ;

გ----------–----ეს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანება: ნაჭდევი მარცხენა მუხლის სახსრის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ნაჭდევები ხანდაზმულობით ძველია (2-3 დღის) და ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 06.05.2015 წ;

ი-----–-----------–---–ს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანება: სისხლნაჟღენთი მარჯვენა მუხლის სახსრის არეში. ნაჭდევი მარჯვენა ლავიწის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს 06.05.2015 წ;

შ--–---–--–----–-–---–ს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანება: ნაჭდევი მარცხენა მხრის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს 06.05.2015 წ;

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–------------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების სისწორე, რომლის თანახმადაც: ი-----–-----------–---–ის მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გახევის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად;

შ--–---–--–----–-–---–ის მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გახევის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პოლიციის მუშაკის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ძალადობაში მოიაზრება ცემა, ჯანმრთელობის დაზიანება და ა.შ., ძალადობის მუქარა კი მოიცავს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ, ისე ასეთი საშიშროების არმქონე მუქარას, ამასთან მუქარა უნდა იყოს ისეთი, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს გაუჩნდეს მისი განხორციელების რეალური შიშის საფუძველი.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დამძიმებულია პასუხისმგებლობა, იგივე ქმედების ჩადენისთვის ჯგუფის მიერ.

 

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

 

ამ ნაწილით ქმედებისათვის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, დანაშაულის შემადგენლობის ნაწილს მაინც აღასრულებდეს სულ მცირე ორი პირი. ამდენად ორივე უნდა იყოს ამსრულებელი, თანაც არ არის სავალდებულო ისინი წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი.

 

ბრალდებულის ჩვენებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: ზოგადად, იმ პირის ჩვენება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისამართლებრივი დევნა, ხშირ შემთხვევაში არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმეში დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს სამართალდარღვევის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით. ასეთი პირის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

 

სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და მოგონილია სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, როგორც თავის, ისე სხვათა არიდების მიზნით. კერძოდ, შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ შ--–---–--–----–-–---–ი და ი-----–-----------–---–ი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მათ ადმინისტრაციული წესით დააკავეს დ----------------–---–ი, ხოლო გ---------------–---–ი, რ----------–-–---–ი, გ-------–----ე და გ----------–----ე ძალადობით ცდილობდნენ გაეთავისუფლებინათ დაკავებული დ----------------–---–ი. ის გარემოება, რომ დ----------------–---–ი კანონიერად იყო დაკავებული დადასტურებულია საქმეში არსებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, თელავის რაიონული სასამართლოს დადგენილებითა და თავად დ----------------–---–ის ჩვენებით, რაც მხარეებს სადაოდ არც გაუხდიათ. ამასთან ბრალდებულთა მხრიდან ძალადობა დადასტურებულია, როგორც დაზარალებულთა ჩვენებებით, ისე სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით. ამასთან საგულისხმოა ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა გ----------–----ემ, გ---------------–---–მა და რ----------–-–---–მა ფაქტობრივად ნაწილობრივ დაადასტურეს ის გარემოება, რომ უშუალოდ პირადად ჩაიდინეს ძალადობრივი ქმედებები და პირადად ცდილობდნენ დაკავებული დ----------------–---–ის გათავისუფლებას, ხოლო სხვა ბრალდებულების ქმედებები მათ არ დაუნახიათ. ამასთან სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება გ-----------–--ის, ბ----------------–---–ის, დ-----------------–---–ის, ზ-----------–-–---–ის, ვ------------–---–ის, კ-----------–---–ის, ზ-------------–--–---–ის ზ----------------ის, გ--------------–-–---–ის ჩვენებები, რომელიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, სადაც ყოველი მოწმე ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ისინი სწორედ დასახმარებლად მივიდნენ თელავის რაიონის სოფელ კ-------ში სადაც ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას და პოლიციის თანამშრომლები ითხოვდნენ დახმარებას, ხოლო ადგილზე მისვლისას მათ დაინახეს თუ როგორ უწევდნენ ბრალდებულები პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობას ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება ბრალდებულების სახით.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ-------–----ემ, გ----------–----ემ, რ----------–-–---–მა და გ---------------–---–მა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, რომლისთვისაც ისინი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ-------–----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამაძიმებელი გარემობები არ გააჩნია.

 

გ----------–----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამაძიმებელი გარემობები არ გააჩნია.

 

რ----------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამაძიმებელი გარემობები არ გააჩნია.

 

გ---------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამაძიმებელი გარემობები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების გ----------–----ის, გ-------–----ის, გ---------------–---–ისა და რ----------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ----------–----ეს, გ-------–----ეს, გ---------------–---–სა და რ----------–-–---–ის უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

გ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 29 მარტიდან, დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და მოთავსებულ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 6 მაისიდან 2015 წლის 9 მაისის ჩათვლით პერიოდი.

 

რ------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

რ------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 29 მარტიდან, დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და მოთავსებულ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 6 მაისიდან 2015 წლის 9 მაისის ჩათვლით პერიოდი.

 

გ-------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

გ-------–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 29 მარტიდან, დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და მოთავსებულ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 6 მაისიდან 2015 წლის 9 მაისის ჩათვლით პერიოდი.

 

გ----------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

გ----------–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 29 მარტიდან, დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და მოთავსებულ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 6 მაისიდან 2015 წლის 9 მაისის ჩათვლით პერიოდი.

 

გ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 მაისის განჩინებით 8000 (რვა ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ გ---------------–---–ის (პირადი №-----------), დ----------------–---–ის (პირადი №2----------), ნ-----–----------–---–ის (პირადი №2----------) და ნინო იოსებაშვილის (პირადი №2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N------------.

 

გ----------–----ის, გ-------–----ისა და რ------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გ----------–----ის, გ-------–----ისა და რ------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის განჩინებით 8000 (რვა ათასი) - 8000 (რვა ათასი) - 8000 (რვა ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ ლ------------ის (პირადი №2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N------------.

 

შ--–---–--–----–-–---–ისა და ი-----–-----------–---–ის მაისურები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზვიად შარაძე