განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №18002347291-1/091-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
05 აპრილი 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------------–---–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული – გ----------------------–-–--–---–---------------–-------–-–----------------------------------------- საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე,რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:ბ------------------------------–----------
ადვოკატი - ი-----------------
კვა-–-ფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 10 თებერვალს, ბ----------- რაიონის, სოფელ ყ-----–- საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ--------–-–--–---–-- საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, შვილს ე-----------–-–--–---–- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში, ასევე დაარტყა მარჯვენა მხარში და მარცხენა ხელის მაჯაში, რის შედეგადაც ე-----------–-–--–---–- მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციად მიჩნეულმტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ--------–-–--–---–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი;
ე-----------–-–--–---–-- ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 10 თებერვალს სახლში მოსულმა მამამ გ--------–-–--–---–-- დაუწყო მას საუბარი, რომ ყველა მისი სარჩენები იყვნენ, რაზეც მან უპასუხა რომ მისი შვილები იყვნენ და მისი რჩენა არ უნდა დაეყვედრებინა, აღნიშნულზე გ--------–-–--–---–ი წყობილებიდან გამოვიდა და დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რაც მისი მხრიდან მის მიმართ გინებასა და ცუდი სიტყვებით მიმართვაში გამოიხატა, უძახდა რომ იყო ბოზი და ცუდი ადამიანი, შემდეგ მარჯვენა ხელის გაშლილი მტევანი სახის მარჯვენა მხარეს, ყურის ქვემოთ დაარტყა,რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.იმავდროულად კიდევ მოუქნია მარჯვენა ხელი და დაარტყა მარჯვენა მხარში, რა დროსაც აგრეთვე ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა, კიდევ მოუქნია მესამედ ხელი სახის არეში, რა დროსაც იგი მის მხარეს შებრუნდა და თან მარცხენა ხელი აიფარა სახეზე, გ--------–-–--–---–ის დარტყმული ხელი მარცხენა ხელის მაჯაში მოხვდა, რა დროსაც ასევე ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და დარტყმის შედეგად ძირს დაეცა.
იხ. ს.ფ.6-8;
რ----------–-–--–---–---------–----------–-–--–---–-- ჩვენებები რომლის თანახმად 2018 წლის 10 თებერვალს სახლში მისულმა გ--------–-–--–---–-- დაიწყო პრეტენზიების გამოთქმა ოჯახში, რომ ყველა მისი სარჩენი იყო, რაზეც ეკ----------–-–--–---–მა უთხრა რომ შვილებისათვის რჩენა არ უნდა დაეყვედრებინა. მისმა ნათქვამმა გ--------–-–--–---–ი წყობილებიდან გამოიყვანა და ე----------- დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, უძახდა ბოზს და თან აგინებდა, მოულოდნელად მარჯვენა ხელის გაშლილი მტევანი სამჯერ დაარტყა ზედიზედ ე-----------, ჯერ სახის მარჯვენა მხარეს ყურის ქვემოთ, შემდეგ მარჯვენა მხარეს და მესამედ მოქნეული ხელი ე----------- მოხვდა მარცხენა ხელის მაჯაში როდესაც ის სახეზე აიფარა, ბოლო დარტყმის შედეგად ე---------- იატაკზე წაიქცა.
იხ. ს.ფ.9-11; 12-14;
გ---------–-–--–---–-- ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 10 თებერვალს სახლში დაახლოებით 14:00 საათზე მივიდა, სადაც მისი მეუღლე ლ----------–---–---------------------------------–-–--–---–--- დახვდნენ, ე----------- დაუწყო კამათი თუ რატომ არ იყო სამუშაოდ, მან აუხსნა რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა, ე----------- დაიწყო ყვირილი, რომ ემუშავა და ოჯახში ფული მიეტანა,რაზეც იგი გაღიზიანდა, მას მარცხენა მაჯაზე მოუჭირა ხელი და უთხრა დაწყნარებულიყო, მაგრამ ის არ ჩერდებოდა, რა დროსაც ჯერ ერთხელ კრა ხელი მხარში, რომ ვერ მოიცილა კიდევ ორჯერ გაიქნია ხელი მის მხარეს და როგორც ახსოვს ერთი მოქნეული ხელი სახეში მოხვდა ე-----------–-–--–---–-, რის შემდეგაც ძირს დაეცა და განაგრძო ყვირილი.
იხ. ს.ფ.23-25;
2018 წლის 12 თებერვალს№---------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ე-----------–-–--–---–- აღენიშნებოდა ნაჭდევი მარჯვენა ყურის ნიჟარის უკან დვრილისებურ მორჩთან, აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
იხ. ს.ფ.56-58;
გ--------–-–--–---–ის მიერ ბრალდებით გათვა-–-სწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა -დ--–--–-–--–---–----------–----–-–--–---–-----–-–----------------------------–------------–-–--–---–-- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვა-–-ერების ოქმით, გ--------–-–--–---–ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, ე-----------–-–--–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გ--------–-–--–---–-- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–-სწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--------–-–--–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
გ--------–-–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრა-–-ს აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.სამართლიანობის აღდგენის, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოცია-–-ზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, იმის გათვა-–-სწინებით რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული სასამართლო თვლის, რომ გ--------–-–--–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ--------–-–--–---–ის მიერ ახა-–- დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გ---------–-–--–---–-------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების 01 წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 წელი;
2.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ გ--------–-–--–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.გ--------–-–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 11 თებერვლიდან 2018 წლის 14 თებერვლის ჩათვლით;
4.გ--------–-–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ ზა-------–-–--–---–-------------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ხ-–------ რაიონი, სოფელი ა-–-, ს/კ 6-----------, ფართი 27996.00 კვ.მ - 5 000 ლარის ფარგლებში.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე