განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №18002340008-1/087-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
05 აპრილი 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------------–---–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული – დ-----------–--------------------------------–-------–-–---------–--------------------------- საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ტექნიკური განათლების მქონე, რეგისტრირებული: ქ.--------------------------------------------------–------------------------------------------–------------–----------------------–-----
ადვოკატი - ი-----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 04 თებერვალს ბ------------------------------–------------------------–---------- დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დ------------------ საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, მეუღლეს ლ--–---–---------იაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში და ასევე ფეხი დაარტყა ფერდის არეში, რის გამოც ლა-–----–------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დ------------------ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისიწინებული შედეგი;
ლ--–---–------- ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 04 თებერვალს მისმა მეუღლემ დ------------------ დაუწყო მას გინება და შეურაცხყოფის მიყენება იმის გამო, რომ სარეცხის მანქანას ძალიან ხშირად ამუშავებდა, აგინებდა დედას, დაიწყო მისი დამცირება, უძახდა დამამცირებელ სიტყვებს, უწოდა ,,დებილი, ,,ავადმყოფი’’, იგი გაერიდა და შევიდა აბაზანაში, მეუღლე შეუვარდა აბაზანაში და მარჯვენა ფეხი ძლიერად ჩაარტყა მარჯვენა მხარეს ფერდის არეში, ესეც არ აკმარა და მარჯვენა ხელის გაშლილი სილა შემოარტყა ძლიერად მარჯვენა მხარეს სახის არეში, რა დროსაც მან განიცადა მწვავე ფიზიკური ტკივილი.
იხ. ს.ფ.5-7;
დ------------------- სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2018 წლის 05 თებერვალს №---------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ლ--–---–------ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
იხ. ს.ფ.73-74;
დ------------------ მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა -გი----------–--------------------–--–---–-----------------–------- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დ------------------ ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, ლ--–---–------- დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ დ------------------ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ------------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
დ------------------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, დაზარალებულის პოზიციის, იმის გათვალისწინებით რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლო თვლის, რომ დ------------------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს დ------------------ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.დ------------------------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების 06 თვე, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი;
2.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ დ------------------ ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.დ------------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 04 თებერვლიდან 2018 წლის 07 თებერვლის ჩათვლით;
4.დ------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ ც-–-------------- (პ/ნ 1----------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ბ---------------------------- ს/კ 6-------------------- 5 000 ლარის ფარგლებში;
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე