გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 216376--3/183-17წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
07 მარტი, 2018 წელი ქ.ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი: ვარლამ თაბაგარი
მოსარჩელე - ჯ----–------
წარმომადგენელი - ნ------------------–---–-
მოპასუხე-ა-------- მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი-გ----------------
მოპასუხე: საქართველოს ო------------–----------------------------–-------------------–-----–-----------------–-----------–-----–---–--- სამინისტრო
წარმომადგენელი: თ----------------
მესამე პირები - ბ--------–-----------------–--------------–---–------
წარმომადგენელი - ჯ----–------
დავის საგანი: საცხოვრებლით უზრუნველყოფის დავალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სასამართლომ დაავალდებულოს საქართველოს ო------------–-----------------------------–-----------------–-----–-----------------–----------–-----–---–--- სამინისტრო, რათა მოხდეს მოსარჩელის ჯ----–------ს როგორც ეკომიგრანტის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა.
1.2. მოპასუხე ა-------- მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს მოსარჩელის დაზიანებულ სახლს მიანიჭოს დაზიანების კატეგორია.
სასარჩელო განცხადების თანახმად, მოსარჩელე ჯ----–------ 2004 წლამდე ცხოვრობდა ა-------- რაიონის სოფ.ზ-------ში, სადაც საკუთრების უფლებით ჰქონდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, 2004 წელს მეწყრის შედეგად დაენგრა საცხოვრებელი სახლი და ოჯახთან ერთად მოუწია საცხოვრებელი ადგილის დატოვება, დროებით საცხოვრებლად გადავიდა წ--–--ს რაიონში. აღნიშნულს ადასტურებენ მეზობლები, ნოტარიალურად დამოწმებულ განცხადებაში, ასევე დადასტურებულია ა-------- მუნიციპალიტეტის, ზ-------ს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერაც და ასევე აღნიშნული დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერითაც. იგი ოჯახთან ერთად დარჩენილია საცხოვრებელის გარეშე, არაერთხელ მიმართა დახმარებისთვის ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობას, სულ აიმედებდნენ, რომ დამეხმარებოდნე,ნ მაგრამ უშედეგოდ. დახმარებისათვის მიმართა საქართველოს ო------------–---------------------------–-----------------–-----–-----------------–----------–-----–---–--- სამინისტროს, რომ მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების შესაბამისად, როგორც ეკომიგრანტისათვის გადაეცათ მისთვის საცხოვრებელი სახლი, მაგრამ მოპასუხემ 2017 წლის 15 აგვისტოს წერილით დახმარებაზე უარი უთხრა, საფუძვლად კი მიუთითა ის, რომ ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობას მისი სახლისთვის დაზიანების კატეგორია არ მიუნიჭებია. ფაქტიურად და დოკუმენტებით კი დადგენილია, რომ ა-------- რაიონის სოფელ ზ-------ში, სახლი, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, მეწყრული პროცესების შედეგად მთლიანად დანგრეულია. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს ო------------–---------------------------–-----------------–-----–-----------------–----------–-----–---–--- სამინისტროს უარი საცხოვრებელის გამოყოფაზე არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, ეწინააღმდეგება მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1.მოპასუხე ა-------- მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობა ჯ----–------ს სახლს ვერ მიანიჭებს კატეგორიას, რადგან სახლი, სადაც ჯ----–------ს ოჯახი ცხოვრობდა, სიძველისგან დაინგრა და არა მეწყრის გამო. სახლი, რომელიც იყო მეწყრულ ზონაში, იყო მშენებარე, რომელშიც ჯ----–------ს ოჯახს არასოდეს უცხოვრია.
2.2.მოპასუხე საქართველოს ო------------–----------------------------–-------------------–-----–-----------------–-----------–-----–---–--- სამინისტრომ თავისი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს ო------------–----------------------------–-------------------–-----–-----------------–-----------–-----–---–--- მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების პირველი მუხლის, 1 პუნქტის თანახმად : სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. საცხოვრებელი სახლის მიღების მიზნით, დაზარალებულის მიერ ივსება ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი N2 –" საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა მე-9 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე შევსებულ განაცხადს უნდა ერთვოდეს, მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ფოტომასალა, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საცხოვრებელი ფართის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმა. მინისტრის N779 ბრძანებით დადგენილი დაზარალებულის კატეგორიების ფორმით მიუწოდების შემთხვევაში სამინისტრო ვერ განიხილავდა ოჯახების საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების საკითხს და მოცემულ ეტაპზე მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ ასევე სამართლებრივ საფუძველს დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა, რის გამოც თვლის, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსარჩელე ჯ----–------ს და მისი ოჯახის წევრებს, მესამე პირებს ბ--------–------------------–---------------–---–------ს ა-------- რაიონის სოფელ ზ-------ში თანასაკუთრებაში აქვთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 4000.00 კვ.მ. ს.კ. 6-.6--2--1--.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სხდომის ოქმი).
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.11-12).
3.2. მოსარჩელე ჯ----–------ და მისი ოჯახის წევრები, 2004 წლამდე ცხოვრობდნენ ა-------- რაიონის სოფ.ზ-------ში, სადაც საკუთრების უფლებით ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი (4000.00 კვ.მ. ს.კ. 6-.6--2--1--.), 2004 წელს მეწყრის შედეგად დაენგრათ საცხოვრებელი სახლი, საცხოვრებელ სახლში ცხოვრება აღარ შეიძლებოდა და ოჯახთან ერთად დატოვა საცხოვრებელი ადგილი, დროებით საცხოვრებლად გადავიდნე წ--–--ს რაიონში. მას ან მისი ოჯახის წევრებს წ--–--ს რაიონში საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სხდომის ოქმი).
-მოწმე შ--------------ს ჩვენება(იხ.სხდომის ოქმი).
-მოწმე გ---–-------–------ს ჩვენება(იხ.სხდომის ოქმი).
-წ--–--ს მუნიციპალიტეტის მერის და წ--–--ს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ცნობები(ს.ფ.178-188).
3.3. მოსარჩელე ჯ----–------მ 2016 წლის 20 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს ო------------–---------------------------–-----------------–-----–-----------------–----------–-----–---–--- სამინისტროს, რომ მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების შესაბამისად, როგორც ეკომიგრანტისათვის გადაეცათ მისთვის საცხოვრებელი სახლი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სხდომის ოქმი).
-საქართველოს ო------------–---------------------------–-----------------–-----–-----------------–----------–-----–---–--- სამინისტროს 2017 წლის 1------------------------------ წერილი(ს.ფ.16-17).
3.4. საქართველოს ო------------–---------------------------–-----------------–-----–-----------------–----------–-----–---–--- სამინისტრომ მოსარჩელე ჯ----–------ს საცხოვრებელი სახლით დახმარებაზე უარი უთხრა, იმ საფუძვლით რომ, ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობას მისი სახლისთვის დაზიანების კატეგორია არ მიუნიჭებია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–--- სამინისტროს 2017 წლის 15 აგვისტოს N-------------- წერილი (ს.ფ.16-17).
3.5. საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–--- სამინისტროს 24.06.2017წლის N0------------- წერილით ა-------- მუნიციპალიტეტის გამგებელს ზ--------------–---ს ეცნობა, რომ სამინისტრო ვერ განიხილავდა დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების საკითხს, თუ მიწოდებული არ იქნებოდა შემდეგი ინფორმაცია :
1. დაზარალების ახალი კატეგორიების მიხედვით (თანდართული ფორმების შესაბამისად), სადაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დაზარალების ფორმის კატეგორიის განმარტებას და გრაფებს „ოჯახის შემადგენლობა” და „პირადი ნომერი".
2. დაზიანებული სახლის ფოტომასალა, ოთხივე მხრიდან გადაღებული, სადაც ნათლად და სრულად გამოჩნდება საცხოვრებელი სახლი, სურათებს უნდა ეწეროს მეპატრონის სახელი და გვარი, რაც დადასტურებული იქნება ოფიციალური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
3. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულ ოჯახთან ერთად საცხოვრებელ სახლში ფიქსირდება სხვა ოჯახი, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოთ ცნობის სახით.
4. ასევე უნდა მიეწოდოს მათ ხელთარსებული ინფორმაცია, ფლობენ თუ არა აღნიშნული ოჯახის წევრები სხვა საცხოვრებელ ფართს(გარდა სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლისა).
5.ასევე მოითხოვა აღნიშნული ინფორმაციის საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–--- მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დადგენილი დაზარალების კატეგორიების ფორმით მიწოდება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–--- სამინისტროს სამმართველოს უფროსის 21.06.2017წლის 0------------- წერილი. (ს.ფ.65-66).
3.6. ა-------- მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2017 წლის 29 ივნის საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–--- სამინისტროს აცნობა, რომ ა-------- რაიონის სოფელ ზ-------ში ბ-------–------ს ოჯახს 2004 წლის შემდეგ აღარ უცხოვრია, როგორც გეოლოგიური დასკვნიდან ირკვევა, მას 2006 წელს აუშენებია ერთსართულიანი სახლი, რომელიც მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო მიუტოვებია და ამჟამად სახლის არსებობის არანაირი კვალი არ ჩანს. ბ-------–------ს ოჯახს ა-------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაირი საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია და ის თავისი ოჯახით გადასულია წ--–--ს რაიონში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 29.06.2017 წლის N3------ მიმართვა საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–--- სამინისტროს (ს.ფ.68)
-ზ-------ს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის გუ---------–--–-ს 2--------- წლის მოხსენებითი ბარათი( ს.ფ.69).
3.7. ჯ----–------ს და მისი ოჯახის წევრების, მესამე პირების ბა-------–------------------–------------------–---–------ს საკარმიდამო ნაკვეთი, ფართობით დაახლებით 4000მ2 (კოორდ:3-----; 46-7----, ს.კ. 6-.6--2--1--.), მდებარე ა-------- რაიონის სოფელ ზ-------ში, არის მეწყერული, სამოსახლოდ გამოუსადეგარია და იქ საცხოვრებელი სახლის აშენება მიზანშეუწონელია მეწყერული პირობების და მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ვიზუალური საინჟინრო-გეოდინამიკური დასკვნა(ს.ფ. 104-117).
-სპეციალისტ ზ--------------ს ჩვენება(იხ.სხდომის ოქმი).
-სპეციალისტ თ----------------–-ს ჩვენება(იხ.სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ-----–------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხოციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო იმავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორცილებაზე უკანონოა და ის პირდაპირ ან უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ღონისძიება, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებს საკუთარი ულებამოსილების ფარგლებში და მიმართულია კონკრეტული ფაქტობივი მიზნის მისაღწევად, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ სამართლის ნორმებს. ადმინისტრაციული რეალაქტი მაშინ არის უკანონო, როდესაც მას ახორციელებს ტერიტორიულად ან საგნობრივად არაუფლებამოსილი ადმინისტარციული ორგანო, ან როდესაც იგი უკანონოდ ზღუდავს პირის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება - საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების საფუძველზე.
საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცდა "სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ““. ამავე ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცდა "საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა"- დანართი N2 და "დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადის ფორმა" დანართი N2ა.
მოსარჩელე ჯ----–------ს მიერ 2017 წლის 20 ივნისს შევსებულ იქნა მითითებული ბრძანებით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა, დანართი N2, სადაც დააფიქსირა, რომ მისი ოჯახი (შედგება 9 სულისაგან) წარმოადგენს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახს. მისი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ა-------- რაიონის სოფელ ზ-------ში, რომ სახლი მდებარეობს ზვავ საშიშ ზონაში, საცხოვრებლად საშიშია და უვარგისია, ამჟამად ცხოვრობს წ--–--ში.
საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების პირველი მუხლის, 1 პუნქტის თანახმად: სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად: კონკრეტული დაზარალებულის განაცხადების განხილვაზე, მათთვის საცხოვრებელი სახლის შეთავაზებაზე, მათი განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთრებაში გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე–5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია მე-7 პუნქტის თანახმად: დეპარტამენტი ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა განაცხადების მიღებას. განაცხადის შევსება ხდება დაზარალებულის მიერ სამინისტროს შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ, როგორც სამინისტროს თანამშრომელი, ასევე დაზარალებული პირი. საცხოვრებელი სახლის მიღების მიზნით, დაზარალებულის მიერ ივსება ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი N2 –" საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა.
მე-9 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე შევსებულ განაცხადს უნდა ერთვოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ფოტომალსალა, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საცხოვრებელი ფართის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმა. ხოლო მე-11 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის დამუშავება გულისხმობს შემდეგს: დაზარალებულის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, დამატებითი ინფორმაციების მოძიება და აუცილებელი მონაცემების მოთხოვნას დაზარალებულისაგან; ასევე, მოპოვებული და დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, თითოეული დაზარალებულის მდგომარეობის შეფასებას და წინასწარი ქულების მინიჭებას ამ ბრძანების მე–3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მეშვეობით.
მე–12 პუნქტის თანახმად კი, მე–11 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებისას, ამ ბრძანების მე–ვ პუნქტით დამტკიცებულ კრიტერიუმებში მოცემულ დაზარალების კატეგორიის განსაზღვრული აქტის ფორმა დეპარტამენტის მიერ გადაიგზავნება შესაბამის მუნიციპალიტეტში, რომლის შევსების შემდგომ ეს უკანასკნელი წარუდგენს მოცემულ აქტს დეპარტამენტს.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- სამინისტროს მიერ 2017 წლის 21 ივნისს ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაგზავნილ იქნა წერილი, რომლითაც მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების შესაბამისად გაეგზავნათ დანართი N2–ში მითითებული ინფორმაცია და ამავე ბრძანებით დამტკიცებული სტიქიით დაზარალების კატეგორიის ფორმით (დანართი N1) მოეწოდებინათ დანართ M2-ში მითითებული ოჯახის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია: ა) დაზარალების ახალი კატეგორიების მიხედვით (თანდართული ფორმის შესაბამისად), სადაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დაზარალებულის ფორმის კატეგორიის განმარტებას და გრაფებს "ოჯახის შემადგენლობა" და "პირადი ნომერი". ბ) დაზიანებული სახლის ფოტო მასალა, ოთხივე მხრიდან გადაღებული, სადაც ნათლად და სრულად ჩანს საცხოვრებელი სახლი, სურათებს უნდა ეწეროს მეპატრონის სახელი და გვარი, რაც დადასტურებული იქნება ოფიციალური პირის ხელმოწერით და ბეჭდით. ასევე აღნიშნული წერილით განემარტათ, რომ აღნიშნული ინფორმაციის მინისტრის N779 ბრძანებით დადგენილი დაზარალებულის კატეგორიების ფორმით მიუწოდებლობის შემთხვევაში სამინისტრო ვერ განიხილავდა ოჯახების საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების საკითხს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სტიქიით დაზარალებული ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განხილვისათვის საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების მე–2 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, აუცილებელი პირობაა, რომ შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ შევსებულ იქნას ამავე ბრძანებით დამტკიცებული დაზარალების კატეგორიის განმსაზღვრელი აქტის ფორმა, რომლის შევსების შემდგომ ეს უკანასკნელი წარუდგენს მოცემულ აქტს სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს. მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ დეპარტამენტი უფლებამოსილია განახორციელოს ბრძანების მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დაზარალებული ოჯახის განაცხადის განხილვა, დამუშავება, შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება·
საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია და ამასთანავე განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელე ჯ----–------ წარმოადგენს ეკომიგრანტს-სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების თ---------------–-ს და ზ--------------ს განმარტებით, რომლებმაც ჯ----–------ს საკარმიდამო ნაკვეთის დათვალიერება მოახდინეს, ჯ----–------ს და მისი ოჯახის წევრების, მესამე პირების ბა-------–------------------–------------------–---–------ს საკარმიდამო ნაკვეთი, ფართობით დაახლებით 4000მ2 (კოორდ:3-----; 46-7----, ს.კ. 6-.6--2--1--.), მდებარე ა-------- რაიონის სოფელ ზ-------ში, არის მეწყერული, სამოსახლოდ გამოუსადეგარია და იქ საცხოვრებელი სახლის აშენება მიზანშეუწონელია მეწყერული პირობების და მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო.
მოწმედ დაკითხულმა ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა გ-----------–--–მა განმარტა, რომ არ ყოფილა შემთხვევა რომ სოფელ ზ-------ში მეწყერის გამო ვინმეს სახლი დანგრეოდეს, კონკრეტულად ჯ----–------ ცხოვრობდა აღნიშნულ სახლში, მაგრამ ეს სახლი სტიქიური მოვლენების გამო არ დანგრეულა, შესაბამისად მას კატეგორიას ვერ მიანიჭებდნენ. მოწმეებმა შ-------------მ და გ---–------–------მ განმარტეს, რომ ჯ----–------ს სახლი მეწყერისგან დაზიანდა, იქ ცხოვრება უკვე შეუძლებელი იყო და დროებით საცხოვრებლად წ--–--ში გადავიდნენ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჯ----–------ს სახლს ვერ მიანიჭებდნენ კატეგორიას, რადგან სახლი, სადაც ჯ----–------ს ოჯახი ცხოვრობდა, სიძველისგან დაინგრა და არა მეწყრის გამო. სახლი, რომელიც იყო მეწყრულ ზონაში, იყო მშენებარე, სადაც ჯ----–------ს ოჯახს არასოდეს უცხოვრია. საპირისპიროს ადასტურებენ ჯ----–------ს თანასოფლელები რომლებიც დაიკითხნენ სასამართლო პროცესზე, ისინი ერთპიროვნულად განმარტავენ, რომ ჯ----–------ს ოჯახი ცხოვრობდა სოფელ ზ-------ში დამეწყრილ ტერიტორიაზე. ჯ----–------ს ოჯახის სახლი მეწყერისგან დაზიანდა, იქ ცხოვრება უკვე შეუძლებელი იყო და დროებით საცხოვრებლად წ--–--ში გადავიდნენ.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ" პუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილებაა – უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცდა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმები.
საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების პირველი მუხლის, 1 პუნქტის თანახმად: სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
ამავე ბრძანების მე-9 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე შევსებულ განაცხადს უნდა ერთვოდეს, მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ფოტომასალა, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საცხოვრებელი ფართის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმა. ხოლო მე-11 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის დამუშავება გულისხმობს შემდეგს: დაზარალებულის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, დამატებითი ინფორმაციების მოძიება და აუცილებელი მონაცემების მოთხოვნას დაზარალებულისაგან; ასევე, მოპოვებული და დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, თითოეული დაზარალებულის მდგომარეობის შეფასებას და წინასწარი ქულების მინიჭებას ამ ბრძანების მე–3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მეშვეობით.
საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- სამინისტროს უარი ჯ----–------ს მიმართ არის დასაბუთებული, ვინაიდან განაცხადს არ ერთვის დაზარალებული ოჯახის კატეგორიის ფორმა, რის საფუძველზეც სამინისტროსათვის შესაძლებელი იქნებოდა მინისტრის N779 ბრძანების შესაბამისად დახმარება გაეწია დაზარალებული ოჯახისათვის. შესაბამისად, ჯ----–------ს სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. საქმის მასალებით დადგენილია რომ ჯ----–------ს არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობს ოჯახთან ერთად ქირით და მოსარჩელეს ადგება ზიანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ----–------ს სარჩელი ამ ნაწილში დასაბუთებულია, უნდა დაკმაყოფილდეს და ა-------- მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით იმსჯელოს ჯ----–------ს საცხოვრებელი სახლის კატეგორიის მინიჭებასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ჯ----–------ს მიერ წინამდებარე სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 100 (ასი) ლარი, შესაბამისად, მოპასუხე ა-------- მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სჯ----–------ს სასარგებლოდ, მის მიერ წინამდებარე სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ჯ----–------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს მოპასუხე ა-------- მუნიციპალიტეტის მერიას გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით იმსჯელოს მოსარჩელე ჯ----–------ს საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის მინიჭებასთან დაკავშირებით;
3. დაეკისროს მოპასუხე ა-------- მუნიციპალიტეტის მერიას ჯ----–------ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი