განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2018
საქმის ნომერი
340100118002351351
დავის ტიპი
187
თარიღი
10.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002351351

№1/67-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 აპრილი 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ნინო პეპანაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - ნი--- ბა–-–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №023060218003)

 

ბრალდებული: ნი--- ბა–-–---–ი

მამის სახელი: ბე----

დაბადებული: 1----–-–------------

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ბა-----–---

ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ბა-----–---

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილი.

კვალიფიკაცია: ნი--- ბა–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით19:30 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ბა-----–---ში, საავტომობილო გზაზე, ნი--- ბა–-–---–მა ძალაყინის ოთხჯერ დარტყმით დააზიანა ყოფილი მეუღლის - და---- ჯე-–--ის კუთვნილი, „ოპელ ასტრა ჯის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით N--------) ავტომანქანა, რითაც მას მიაყენა 230 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ნი--- ბა–-–---–ს 2018 წლის 22 აპრილს ჩადენილი ქმედებისთვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით19:30 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ბა-----–---ში, საავტომობილო გზაზე, ნი--- ბა–-–---–მა ძალაყინის ოთხჯერ დარტყმით დააზიანა ყოფილი მეუღლის - და---- ჯე-–--ის კუთვნილი, „ოპელ ასტრა ჯის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით N--------) ავტომანქანა, რითაც მას მიაყენა 230 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

სხვისი ნივთის დაზიანება

 

1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით და მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ და---- ჯე-–--ის, მა----- ჯე-–--ის, მა----- ბა–-–---–ის, თავად ბრალდებულ ნი--- ბა–-–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით, საქონელმცოდნეობითი და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ნი--- ბა–-–---–მა ძალაყინის ოთხჯერ დარტყმით დააზიანა ყოფილი მეუღლის - და---- ჯე-–--ის კუთვნილი ავტომანქანა.

 

2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვისი ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისებრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი ან მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარი ხდება მიზნობრივი გამოყენებისათვის.

 

3. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნი--- ბა–-–---–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება.

 

რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

4. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით და მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ და---- ჯე-–--ის, მა----- ჯე-–--ის, მა----- ბა–-–---–ის, თავად ბრალდებულ ნი--- ბა–-–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით, საქონელმცოდნეობითი და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ნი--- ბა–-–---–ის მოქმედებით და---- ჯე-–--ეს მიადგა 230 ლარის მატერიალური ზიანი.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით.

 

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნი--- ბა–-–---–ის მოქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სამართლებრივი შეფასება

7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნი--- ბა–-–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - სხვისი ნივთის დაზიანება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

8. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელიც მხარეებმა უდავოდ ცნეს, ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ნი--- ბა–-–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელია და მიუთითებს ნი--- ბა–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

9. ნი--- ბა–-–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

10. ნი--- ბა–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

11. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

12. ნი--- ბა–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

13. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნი--- ბა–-–---–ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

14. სასამართლოში წარმოდგენილი მასალებით არ ირკვევა, ნი--- ბა–-–---–ის შვილების ასაკი.

15. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

16. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ნი--- ბა–-–---–თან მიმართებით აშკარა გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სასჯელის სახეებისა და სანქციის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მას სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

17. ნი--- ბა–-–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პირადი თავდებობა

18. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა „ოპელი“ ხელწერილით ჩაბარებული აქვს დაზარალებულს, ხოლო ნივთიერი მტკიცებულება - ძალაყინი, ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნი--- ბა–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი ) საათი.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

აღკვეთის ღონისძიება პირადი თავდებობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - რკინის ძალაყინი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ავტომობილი „ოპელი“ სახელმწიფო ნომრით N--------, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს დაზარალებულს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი